ტამელის ჰიპები

ალბათ უკვე გაიგებდით, რომ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ და „ზუმმა“ დაიწყო პროექტი „წიგნების თაობა“. დარეგისტრირებული 51 გუნდიდან ერთ-ერთ გუნდში მეც ვირიცხები. წესების თანახმად, ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს თავისი ბლოგი, ამიტომაც ანესთეზირებულ ბლოგზე, ცალკე გვერდს გავუკეთებ ჩემს საკონკურსო გუნდს და მუდმივად განვათავსებ ამ გუნდის თითოეული ღონისძიების აფიშას, რეპორტს და ა.შ. ახლა კი ორიოდ სიტყვით გუნდზე მოგიყვებით:

სახელი : ტამელის ჰიპები 

  • როცა ფეისბუქის გვერდზე დარეგისტრირებული გუნდების სახელწოდებები ვნახე, აღმოვაჩინე, რომ ჩვენი სტილის ნამდვილად არცერთს აქვს. თუ რეკლამაა რეკლამა იყოს და ბარემ ის სახელწოდებიდანვე დაიწყოს^^ მხოლოდ ერთს გეტყვით: ნამდვილი ჰიპები ტამელში ცხოვრობენ! დანარჩენისათვის ყურადღებით წაიკითხეთ დათო ტურაშვილის წიგნი „ტიბეტი არ არის შორს“.

ლოგო

  • არ ვიცი რამდენად ოგანიზებულნი არიან სხვა გუნდები, მაგრამ პირადად ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გუნდს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ლოგო. მეგობრებს დავამზადებინეთ რამდენიმე ვარიანტი და შედეგად ის ავარჩიეთ, რომელსაც ახლა ზემოთ ხედავთ. ვისთვისაც გაუგებარია თუ რა არის ლოგოზე გამოსახული, აგიხსნით: წიგნებზე ზის „ვუდსტოკის ჩიტი“. ეს ის ჩიტია, რომელიც ლეგენდარული ვუდსტოკის (ყველაზე ჰიპური) ფესტივალისადმი მიძღვნილი ფილმის გარეკანზე გვხვდება – გიტარაზე შემოსკუპებული. ხოლო ვინც არ იცის რა არის ვუდსტოკის ფესტივალი, შეუძლიათ გუგლი დაიხმარონ ^^ ლოგოს გარდა ასევე დავამზადეთ გუნდის მაისურები, რომელის წინა მხარეს ჩვენი ლოგო და სახელწოდებაა გამოსახული, უკანა მხარეს კი გამომცემლობის ლოგო და პროექტის სახელწოდება 🙂 ლოგოსა და მაისურის დიზაინის შექმნაში დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობრები მაკა კოჟარა და ნინო კვინიკაძე, რისთვისაც დიდიდიდი მადლობა მათ ❤

წევრები:

მიხეილ ციხელაშვილი: 19 წლის. ანესთეზირებული ბლოგის ავტორი. სწავლობს თსუ-ში ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. არის მეორე კურსის სტუდენტი. უყვარს მუსიკა, ლიტერატურა, ფეხბურთი, ფლოიდი, მაჩვზღარებები, პეპსი და სხვა ბევრი კარგი რამ. უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბლოგპოსტების გარდა წერს მოთხრობებს და რეცენზიებს. (ეს ყველაფერი პირველ პირშიც შემეძლო დამეწერა.)

გვანცა მეგუთნიშვილი: 20 წლის. სწავლობს თსუ-ში ფსიქოლოგიის მიმართულებით. არის მეორე კურსის სტუდენტი. უყვარს ხატვა, მუსიკის მოსმენა, წიგნების კითხვა და ჰიმალაი. უნდა რომ წავიდეს პრაღაში და ტიბეტში. და იმედია წავა.

გოგა ანთიძე:21 წლის. სწავლობს თსუ-ში კინო-ტელე რეჟისურას. არის მესამე კურსის სტუდენტი. უყვარს ლედ ზეპელინი, ფილმების ყურება, ჰიჩკოკი, მიუხენის ბაიერნი და წიგნების კითხვა. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელთაგანაც ზოგიერთმა არაერთი ფესტივალის მოწინავე პოზიციები დაიკავა.

აი ასეთია ჩვენი გუნდი ^^

გვიგულშემატკივრეთ და მობრძანდით ხოლმე ჩვენს ივენთებზე 🙂

სპონსორები და პარტნიორები

კაფე-ბარი “ასორტი”

მოსეშვილის 1 (599 27 59 72)

ი.აბაშიძის 80 (599 49 82 40 / 599 21 06 36)

ი. ნიკოლაძის 5ა (590 21 06 37)

ფოტომასალაზე და პოსტერების გაფორმებაზე იზრუნებს DeaPax Photography

კონკურსისათვის საჭირო წიგნების გარკვეული ნაწილი მოგვაწოდა ორგანიზაციამ “სტუდენტური ხმა”

============================================

>>> კაფე “ასორტი” – “ტამელის ჰიპების” პირველი სპონსორი<<<

„ასორტის“ ინტერიერი დახვეწილი და სასიამოვნოა. კაფეში არის WI-FI და SILK TV, ასე რომ უფასო ინტერნეტი და ტელევიზია გარანტირებული გაქვთ. საჭმელი დამიჯერეთ ძალიან გემრიელია, განსაკუთრებით ნამცხვრები. პროდუქციას – გემოზე რომ აღარაფერი ვთქვათ – შესახედავადაც კი ეტყობა, რომ უმაღლესი დონისაა. ცომეული, სალათები, ცივი და ცხელი სასმელები, სენდვიჩები, ცხელი კერძები – „ასორტის“ მენიუში ფართო არჩევანია. რაც შეეხება ფასებს, სხვა კაფეებთან შედარებით „ასორტში“ დაბალია – ოპტიმალური. (ჩვენში რომ ითქვას, სწორედ ამიტომ დავიწყე ამ კაფეში სიარული. იმ თანხით რაც,  სწარფი კვების ობიექტში უნდა დატოვოთ, აქ გემრიელად და უფრო მეტად შეძლებთ დანაყრებას.) ასე რომ, დამიჯერეთ, „ასორტში“ სტუმრობა ნამდვილად ღირს.” წაიკითხე პოსტი სრულად

>>>”წიგნების თაობის” პრეზენტაცია <<<

დღეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვერანდაზე პროექტ „წიგნების თაობის“ პრეზენტაცია შედგა. „ტამელის ჰიპებმა“ ამ დღისთვის თავიდანვე აქტიურად დავიწყეთ მზადება და ჩვენი გუნდის მაისურები დავამზადეთ, რომლის წინა მხარეს ჩვენი ლოგო და სახელწოდება იყო გამოსახული, უკანა მხარეს კი გამომცემლობის ლოგო და პროექტის სახელწოდება. მაისურებმა შედეგი ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე გამოიღო, როდესაც ავტობუსში მოვიდა ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც გვიცნო და გვითხრა, რომ ერთ ადგილზე მივდიოდით :) სიმართლე გითხრათ, გაგვიკვირდა, რომ პრეზენტაციაზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით ჩვენი გუნდის აღმნიშვნელი მაისურებით და რომ არავის მოუვიდა მსგავსი იდეა, მაგრამ ეს ცალკე თემაა. ახლა პრეზენტაციას შევუდგეთ; პრეზენტაცია დაიწყო, გაგრძელდა და დამთავრდა და რავიცი კიდევ რა – Red Hot Chili Peppers-ის ფონზე ^^. დასაწყისში გამომცემლობის დირექტორი და დამფუძნებელი გამოვიდნენ სიტყვით. ისაუბრა პროექტის ავტორმა ნინო ნადიბაიძემაც, მერე საინტერესო თამაში შემოგვთავაზეს, რის შედეგადაც მსოფლიო ლიტერატურული შედევრი შევქმენით. 51-მა გუნდმა თითო-თითო წინადადება დავწერეთ და ჯამში საუცხოო მოთხრობა შევქმენით ❤  ” წაიკითხე პოსტი სრულად

>>> ვიკითხოთ წიგნები კედლებს გარეთ <<<

შაბათს, 12 მაისს, ტამელის ჰიპებმა პირველი ღონისძიება მოვაწყეთ. იმის გამო, რომ გვინდოდა ჩვენს პირველ ქმედებას მასშტაბური სახე ჰქონოდა, გადავწყვიტეთ ყველაფერი პერფომანსის სახით გაგვეკეთებინა და საზოგადოება მოვიწვიეთ ივენთზე „ვიკითხოთ წიგნები კედლებს გარეთ“. ეს ღონისძიება ითვალისწინებდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციას საზოგადოებაში, გარდა ამისა მოიცავდა გამომცემლობის პიარ კამპანიასაც (ჩვენი ღონისძიების გვერდზე ეწერა, რომ უკეთსი იქნებოდა თუ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლოის“ წიგნებს წამოიღებდნენ და უნდა აღინიშნოს, 90%-მა მართლაც გაითვალისწინა ეს რჩევა. ასევე გამომცემლობაში გვითხრეს, რომ თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, სადაც ღონისძიება ჩატარდებოდა, დაიდგმებოდა გამომცემლობის სტენდი, სადაც გაიყიდებოდა წიგნები.) წაიკითხე პოსტი სრულად

>>>გაფრენა საბჭოთა კავშირიდან რუმინეთში<<<

ტამელის ჰიპები რისი ჰიპები ვიქნებოდით, ერთხელ მაინც რომ არ გაგვეხედა საზღვრებს გარეთ?! ჰოდა, ის იყო ჯიბეებს ვიფხეკდით და ასეთ გახედვას ვგეგმავდით, როდესაც ცნობა მოგვივიდა, რომ ჩვენი მეგობრის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რუმინეთის ახალგაზრდული ფესტივალის Info Matrix-ის ნომინანტი გახდა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა?! გადავწყვიტეთ მისთვის გვეთხოვა დახმარება. სანამ ამას გავაკეთბდით, გამომცემლობაში გადავამოწმეთ, თუ შეიძლებოდა მსგავსი დახმარება გაეწია ვინმეს ჩვენთვის, იქ კი მოგვახსენეს, რომ თუ გინდათ 100-კაციანი არმია შეკრიბეთ, მთავარია თქვენი სახელით გაკეთდეს ყველაფერიო.

დიდხანს არც გვიფიქრია თუ რა უნდა გაგვეტანებინა რუმინეთში იქაურ მონაწილეთათვის, რადგან „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მხოლოდ ერთი წიგნი აქვს ინგლისურ ენაზე – დათო ტურაშვილის Flight From USSR, რომელიც შესანიშნავად აქვს თარგმნილი მაია ყიასაშვილს (სხვათაშორის ეს ის ქალბატონია, რომლის მიერ თარგმნილი ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“ იმდენად მოეწონათ BBC-ს კონკურსის შემფასებლებს, რომ პიესა ინგლისურენოვან ნაწარმოებებში გაიყვანეს). ჩვენც დავიძარით წიგნის მაღაზიებისკენ, შევიძინეთ ტურაშვილის ამ დიდებული წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი და „გაფრენა საბჭოთა კავშირიდან“ რუმინეთის მიმართულებით დავგეგმეთ. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ტამელის ჰიპების პირველი რეპორტი<<<

პირველი რეპორტის ჩაბარების ვადა სადაცაა ამოიწურება, „ტამელის ჰიპები“ კი ეს წუთია გავთავისუფლდით ძალიან დაძაბული გრაფიკისგან და მეც კომპიუტერს მივუჯექი, ჟიურის რომ მოვახსენო ჩვენი განვლილი კვირა:

გაწერილი გეგმიდან პირველ კვირაში 2 ივენთი გვქონდა დაგეგმილი – “ვიკითხოთ წიგნები კედლებს გარეთ“ და „გაფრენა საბჭოთა კავშირიდან რუმინეთში“.

წაიკითხე პოსტი სრულად

>>>აღორძინება და შთაბეჭდილებები შუა დღეს<<<

გუშინ, 14 მაისს, როდესაც მეორე საკონკურსო კვირა დაიწყო, დათო ტურაშვილმა გადაცემის ეთერში, ისაუბრა პროექტ „წიგნების თაობაზე“, ახსენა ჩვენი გუნდის სახელი და „რენესანსი“ და „იმპრესიონიზმი“ „ტამელის ჰიპებისგან“ საჩუქრად გადასცა წამყვანებს. ამის შემდეგ, ტურაშვილმა ზოგადად ისაუბრა თუ რის შესახებ იყო წიგნები და მაყურებელს მათი წაკითხვა ურჩია.   წაიკითხე პოსტი სრულად

>>>მსოფლიო კლასიკა ინტელექტკლუბში<<<

„ტამელის ჰიპების“ მეორე კვირის აქტივობა  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზევე გაგრძელდა, თუმცა ამჯერად პროგრამა „შუა დღის“ შემდეგ ჩვენ ინტელექტკლუბ „რა სად როდის“-ს ვეწვიეთ. მართლაც, ვისთვის უნდა გვეკითხა მსოფლიოს კლასიკად ქცეულ ნაწარმოებებზე აზრი თუ არა მოაზროვნეთათვის?!  წაიკითხე პოსტი სრულად

>>>აბსურდისტანი – წიგნი როკის მოყვარულთათვის<<<

ჩვენი გუნდის სამივე წევრს დიდი სიყვარული გვაკავშირებს როკ-მუსიკისადმი. ალბათ არცაა გასაკვირი, რომ ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტანიც“ ძალიან მოგვწონს, მეტიც – ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის წიგნი, რომელიც აბსოლუტურად ყველამ უნდა წაიკითხოს, ვისაც როკი უყვარს. ეს არის წიგნი, რომელიც შესანიშნავად გადმოსცემს იმ ვნებებსა და ემოციებს, რაც როკ-მუსიკას მოაქვს მსმენელისთვის.

ამიტომაც, ეს უაღრესად ინტელექტუალურ-მუსიკალური მინი-სახელმძღვანელო გახდა ჩვენი მორიგი აქტივობის მიზეზი. და ვისთვის უნდა წარგვედგინა ეს წიგნი, თუ არა ადამიანებისათვის, რომელთც როკის სიყვარული აერთიანებთ. სწორედ ამის გამო, ჩვენ ვეწვიეთ რუსთაველის გამზირზე მდებარე როკ-კლუბ „Pirate Bay”-ს, სადაც კონცერტს ატარებდა, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჯგუფი U.R. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ზაზა თვარაძის “სიტყვები”<<<

“ტამელის ჰიპები” ქუჩაში პირველი გამოკითხვის ჩასატარებლად გავედით და დაგვაინტერესა თუ რამდენად იცნობს მოსახლეობა ქართულ ლიტერატურულ პოსტმოდერნს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 200 ადამიანთან მივედით შეკითხვით, საიდანაც აბსოლუტურ უმრავლესობას სადღაც მიეჩქარებოდა და ჩვენთვის არ ეცალა ან “ააა კამერაში, მაშინ არა“-ს გვპასუხობდა. ასეა თუ ისე მაინც მოვაგროვეთ ადამიანები, რომლებმაც კამერასთან 20-წამიან ურთიერთობაზე არ გვითხრეს უარი.

მონაწილეებს პირველ რიგში ვეკითხებოდით უყვარდათ თუ არა ქართული ლიტერატურა და დადებითი პასუხის შემთხვევაში ვუსვამდით შემდეგ შეკითხვას: “წაგიკითხავთ თუ არა ზაზა თვარაძის წიგნი “სიტყვები” ?” გამოკითხული ადამიანებიდან, მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ისეთი, ვისაც წაკითხული ჰქონდა ქართული პოსტმოდერნის ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები, დანარჩენებს კი სამწუხაროდ საერთოდ არ ჰქონიათ შეხება ზაზა თვარაძის შემოქმედებასთან. გამოკითხვა გავაკეთეთ ასევე ფეისბუქ გვერდზე სადაც 7-მა ადამიანმა დააფიქსირა დადებითი პასუხი, 49-მ კი – უარყოფითი. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ მკითხველს შევთავაზოთ რეცენზია ამ წიგნზე. წაიკითხეთ პოსტი სრულად

>>>ტამელის ჰიპების მეორე რეპორტი<<<

წინა კვირის აქტივობაში მიღებულმა მაქსიმალურმა ქულამ ისე გაგვახარა, რომ მეორე კვირის საქმიანობას კიდევ უფრო დიდი მონდომებით შევუდექით. მართალია, ამ კვირაში არც მასიური პერფორმანსი შემოგვითავაზებია და არც საზღვარგარეთ გაგვიტანია წიგნები, მაგრამ ჩვენმა გუნდმა,  არც მეტი არც ნაკლები, ხუთი შესანიშნავი ქმედება ჩაიწერა ამ კვირის აქტივში; წაიკითხეთ პოსტი სრულად

>>>მწვანე რვეულის პოსტი<<<

…ან ეს სათაური რატომ დავარქვი – ეგეც არ ვიცი.

***

ერთი უცნაური ჩვევა მაქვს. მოთხრობების კრებულში პირველი იმას ვკითხულობ, რომლის სახელიც კრებულს ჰქვია. მერე ყველაზე პატარა რომელიცაა, სულ ბოლოს კი იმას დავიტოვებ ხოლმე, რომლის სათაურიც ყველაზე მეტად მომწონს.

მარისთანაც ასე მოხდა. წაიკითხე პოსტი სრულად.

>>>ტამელის ჰიპების ვიზიტი ბავშვთა სახლში<<<

წიგნის ფესტივალის პირველი დღე თითქმის მილეული იყო, როდესაც „ტამელის ჰიპებმა“ პავილიონი დავტოვეთ და გეზი ბავშვთა სახლისკენ ავიღეთ; მიზანი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სერია „მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისათვის“-ის გადაცემა მზურველობა მოკლებულ ბავშთათვის….
აღნიშნულ სახლში ცხოვრობდნენ ყველა ასაკის ბავშვები – პატარებიც და მოზარდებიც, სულ დაახლოებით 20-მდე. ტამელის ჰიპებმა ჩვენი მცირედი საჩუქარი გადავეცით სახლის აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს, რითაც ისინი ძალიან გავახარეთ. გავიგეთ, რომ ეს სახლი სულ რაღაც ნახევარი წელიწადის გახსნილი იყო, ამიტომაც ბიბლიოთეკის სიმცირეს უჩიოდნენ. როდესაც მათ ბიბლიოთეკას გადავხედეთ, გაგვეხარდა რომ ამ მცირე ბიბლიოთეკაშიც კი რაოდენობით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნები ლიდერობდნენ. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ტამელის ჰიპების ვიზიტი სამშობიაროში<<<

როდესაც პროექტი დაიწყო, „ტამელის ჰიპებს“ გვსურდა რაიმე ისეთი გაგვეკეთებინა, რაც თავისი სითბოთი ყველას თავს დაამახსოვრებდა. გუნდში მაშინვე ბევრი იდეა გაჩნდა, მაგრამ როდესაც ეს აზრი წამოიჭრა, ერთხმად შევთანხმდით, რომ ეს ყველაზე თბილი აქტივობა იქნებოდა, რაც კი შეგვეძლო გაგვეკეთებინა;

„ტამელის ჰიპების“ სამივე წევრი ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოვირჩევით, სწორედ ამიტომაც ავიტაცეთ აზრი იმის შესახებ, რომ სამშობიაროში წავსულიყავით და ის დედა დაგვესაჩუქრებინა, რომელიც ყველაზე ბოლოს გაჩენილი ახალშობილის მშობელი იქნებოდა. წაიკითხე პოსტი სრულად.

>>>ვინც არ კითხულობს, ის არც ზის !!!<<<

„წიგნების თაობის“ ფარგლებში იმდენი ფლეშმობი თუ ფსევდოფლეშმობი ჩატარდა, რომ „ტამელის ჰიპებმაც“ გადავწყვიტეთ ერთი ასეთი, კარგი, ლიტერატურული ღონისძიება ჩაგვეწერა აქტივში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ავამოქმედეთ გეგმა სახელად „ვინც არ კითხულობს, ის არც ზის!“. სინამდვილეში ეს სახელი მანამდე აზრადაც არ მოგვსვლია, ის უშუალოდ ფლეშმობის დროს დაიბადა და მიგვაჩნია, რომ ძალზედ შეეფერებოდა ჩვენს დღევანდელ აქტივობას. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ტიბეტი არ არის შორს<<<

დათო ტურაშვილის წიგნში „ტიბეტი არ არის შორს“ ავტორი მოგვითხრობს ქართველთა მოგზაურობაზე იმ საოცარ ქვეყანაში, რომელიც „თავიდან შორეულ ოცნებას ჰგავდა და ბავშვობის წიგნებში თუ ამოგვეკითხა შემთხვევით“. მწერალი თავის სტილში, მხატვრულ-დოკუმენტურად გვიყვება იქ მომხდარ, ტიბეტური სიყვარულის ისტორიით გაჯერებულ ამბებს. კითხვისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ტურაშვილი გვერდით გიზის და უდიდესი გულწრფელობითა და ემოციით გიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს –  ისე, როგორც მეგობარი მეგობარს. გარდა ამისა, მწერალი კიდევ ერთ საოცარ რამეს ახერხებს: წაიკითხე პოსტი სრულად

>>> “ტამელის ჰიპები” წიგნის ფესტივალზე<<<

პირველ რიგში ყველაფერი გათამაშებებით დავიწყეთ; დაგმეგმილი გვქონდა ფესტივალის პირველ და ბოლო დღეს კონკურსები ჩაგვეტარებინა და ხალხისათვის წიგნების მოგების შანსი მიგვეცა. პირველი წიგნი სიმბოლურად დიანა იანსეს გამოსვლას მივაყოლეთ და მისი „ავღანური დღიურები“ გავათამაშეთ. ამავე დღეს  ჩვენგან გამარჯვებულს ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტანი“ ხვდა წილად. ბოლო დღეს კი სამი თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნის მოგების შანსი მივეცით შეკრებილ საზოგადოებას: დათო ტურაშვილის „ტიბეტი არ არის შორს“-ის, ბესო ხვედელიძის „თაგვის გემო“-სი და მარი ბექაურის „ელექტროთაობის“.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ასევე წიგნის ფესტივალზე მოცემული ბონუს-დავალებაც, რომელსაც მიმაჩნია, რომ „ტამელის ჰიპებმა“ შესანიშნავად გავართვით თავი;  წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ტამელის ჰიპების მესამე რეპორტი<<<

ესეც ასე… მიიწურა „წიგნების თაობის“ მე-3 კვირა და „ტამელის ჰიპებიც“ ჩვენს შეფასებას წარმოგიდგენთ;

სანამ უშუალოდ აქტივობაზე გადავალ, ერთ ამბავს ვიტყვი: გავიგეთ, რომ გამომცემლობაში პროგრამა „რა სად როდის“-დან ყოფილან და მსოფლიო კლასიკის წიგნები საკმაო რაოდენობით შეუძენიათ. ბევრმა ეს ამბავი ჩვენ დაგვიკავშირა და „ტამელის ჰიპებსაც“ მიგვაჩნია, რომ მთლიანად თუ არა, გარკვეულწილად მაინც მიგვიძღვის წვლილი ამ ფაქტში. ეს შესავლისათვის, ახლა კი აქტივობებზე გადავალ: წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ტამელის ჰიპები კინოთეატრში<<<

მიღებულმა არასასიამოვნო შეფასებამ, „ტამელის ჰიპებს“ ენთუზიაზმი უფრო მოგვიმატა და ბრძოლის ჟინიც უფრო აგვიმაღლა, ამიტომაც მაშინვე დავიწყეთ აქტივობა;

პირველი ღონისძიება კინოთეატრ „რუსთაველში“ ჩავატარეთ, სადაც შეკრებილ, ფილმის მომლოდინე საზოგადოებას მოულოდნელად დავადექით თავს და შეკითხვები დავაყარეთ. გუნდს შედგენილი გვქონდა შეკითხვები, რომლებიც ნამდვილად არ იყო რთულები და ვიმედოვნებდით, რომ არც რესპოდენტებს გაუჭირდებოდათ პასუხის გაცემა. თავიდან ყველას ვეკითხებოდით თუ შეეძლოთ დაესახელებინათ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ თარგმნილი წიგნები, რომლებზეც ცნობილი ფილმები იყო გადაღებული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველას „ჰარი პოტერის“ სერია ახსენებოდა, მაგრამ მაქსიმუმ კიდევ 2-3 წიგნს თუ დაამატებდნენ ხოლმე. წაიკითხე პოსტი სრულად.

>>>ბურჭულაძის ფიუჟენი<<<

ინსტრუმენტები თითქმის ჩუმდებიან და ბაცი განათების ქვეშ ჯაზური სუნთქვა ისმის.

ქუხილი !

წამი როდესაც აღარ არსებობს ზაზა და აუდიტორია, სუბიექტი და ობიექტი. ყველაფერი ერთმანეთში აიზილა. „სხვა ჩვენშია“. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>შვიდი დღე ტიბეტში<<<

ისე როგორ უნდა გასულიყო პროექტი, რომ ჩვენი სახელწოდების გუნდს ერთი ღონისძიება მაინც არ მიგვეძღვნა დათო ტურაშვილის წიგნისადმი “ტიბეტი არ არის შორს“ ?!  სწორედ ამიტომ, „ტამელის ჰიპებმა“ გადავწყვიტეთ „ერთი გასროლით ორი კურდღელი მოგვეკლა“ და ეკრანზე რეჟისორ გიო მგელაძის ფილმი “შვიდი დღე ტიბეტში“ გვეჩვენებინა. ვისაც ტურაშვილის ეს საოცარი წიგნი გაქვთ წაკითხული იქ ხშირად გადააწყდებით გიო მგელაძის სახელს; ეს ის ადამიანია, რომელთან ერთადაც წავიდა ტურაშვილიტიბეტში სამოგზაუროდ. მოგვიანებით, როდესაც ამ მოგზაურობიდან დარუნდნენ, დათომ წიგნი დაწერა, გიომ კი – დოკუმენტური ფილმი შექმნა, ფილმი, რომელიც ჩვენ პარასკევს შევთავაზეთ მაყურებელს. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>გავთანაბრდით !<<<

გუნდს გვსურდა გაგვერკვია რამდენად ხშირად იყენებს ქართველობა ჟარგონს. ქუჩაში გავაჩერეთ ყველას ასაკისა და სქესის ადამიანები, რომლებსაც ვეკითხებოდით სიტყვას და ვამოწმებდით მათ ცოდნას, თუ რამდენად შეეძლოთ მათ ეს სიტყვა ჟარგონულად წარმოეთქვათ. გამოკითხვის დროს ჩვენი გუნდის წევრი – გოგა – ისეთ ეშხში შევიდა, რომ არ ერიდებოდა ამ შეკითხვებით მისულიყო პოლიციელებთან, კონტროლეიორებთან და სხვა პროფესიის ადამიანებთან, რომლებიც კამერას, რა თქმა უნდა, გაურბოდნენ. გოგას ეშხში შესვლა იმაშიც გამოიხატა, რომ ზოგჯერ თემას ცდებოდა და გამოკითხულებს ჰეტეროსექსუალებზე უსვამდა შეკითხვას, შემდეგ კი როცა რესპოდენტისგან მათ ლანძღვას ისმენდა, მიღწეული მიზნის სიამოვნების სიცილი აღმოხდებოდა ხოლმე. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>მომავლის 2 წიგნი<<<

ახლა გამოცემულ უამრავ წიგნთაგან, ძალიან ბევრი სარგებლობს პოპულარობით და ძალიან ბევრს უკეთდება რეკლამა, თუნდაც ამ პროექტის ფარგლებში, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ რეკლამა სჭირდება იმ წიგნებსაც, რომელიც იგეგმება, რომ გამოიცეს.

როდესაც „ტამელის ჰიპებმა“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოსაშვებად დაგეგმილ წიგნებს გადავავლეთ თვალი, მათში ბევრი აღმოვაჩინეთ საინტერესო, მაგრამ ორმა მათგანმა განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიპყრო: ჯეიმზ ჯოისის „ულისემ“ და „ლადო გუდიაშვილის სატირულმა გრაფიკამ (1940-1950)“. იმისათვის, რომ ჩვენ ამ წიგნებზე პატარა ვიდეო-რეცენზიები გაგვეკეთებინა, გადავწყვიტეთ ფერწერაში და ლიტერატურაში განსწავლულ ხალხს დავკავშირებოდით და მათთან ერთად გვემუშავა. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ტამელის ჰიპები ქართველ ავტორთა სკოლებში<<<

„ტამელის ჰიპების“ პროდუქტიული კვირა იმით დაიწყო, რომ ჩვენი იდეის – გაგვეპიარებინა მწერლები თავიანთ სკოლებში – განხორციელებას შევუდექით. პირველ რიგში, ჩვენ დავუკავშირდით 10 ქართველ მწერალს (ლ.ბუღაძე, მ.ბექაური, დ.ტურაშვილი, ზ.ბურჭულაძე, ბ.ხვედელიძე. ჯ.ზარქუა, ა.კორძაია-სამადაშვილი, ა.მორჩილაძე, ზ.ლეჟავა, ლ.იმედაშვილი) და გავარკვიეთ  თუ რომელი სკოლა ჰქონდათ დამთვრებული. აქტივობა სამშაბათს დავიწყეთ და სკოლების მონახულებას შევუდექით. თავდაპირველად ვიტყვი იმას, რომ ვერ მოხერხდა ჯაბა ზარქუასა და მარი ბექაურის სკოლებში შესვლა, რადგან ჯაბას სკოლაში მე-8 კლასს ზემოთ ყველას გამოცდები ჰქონდა და დაბალ კლასებში, აზრი ნაკლებად ჰქონდა ჯაბას შემოქმედების გაცნობას, მარი ბექაურის სკოლა კი დანგრეული აღმოჩნდა. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ტამელის ჰიპები თბილისის მწვანე სკოლაში<<<

ვინც ჩვენს აქტივობებს ადევნებს თვალს, ალბათ გაიგებდა, რომ ამ კვირაშიც ერთი მოზრდილი და შესანიშნავი საქმე გავაკეთეთ – ქართველი ავტორები საკუთარ სკოლებში გავაპიარეთ. გარდა ამისა, უყურადღებოდ არ დაგვრჩენია მცირე ასაკის მოსწავლეებიც, რისთვისაც “თბილისის მწვანე სკოლას” მივაკითხეთ და ერთ-ერთ კლასში ვიქტორინა მოვაწვყეთ (აქვე დავძენ, რომ ეს ვიქტორინა თითქმის 10 დღით ადრე გავაკეთეთ, ვიდრე ავტორთა სკოლებს ვესტუმრებოდით, მაგრამ იმის, გამო რომ ეს აქტივობა ზემოთხსენებული აქტივობის ბონუსად მიგვაჩნია, ამიტომ შემოვინახეთ ამ კვირისათვის). წაიკითხე პოსტი სრულად

>>>შიმშილის თამაშები<<<

როცა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან” ბონუს დავალება მივიღეთ სახელად “შიმშილის თამაშები”, გუნდმა გადავწყვიტეთ აქცენტი ისევ კრეატიულობაზე გაგვეკეთებინა. მაშინვე წამოგვიტივტივდა რამდენიმე იდეა  (მათ შორის ერთ-ერთი სხვა გუნდმაც განახორციელა), საიდანაც საუკეთესოდ მივიჩნიეთ, გაგვეკეთებინა არც თუ პატარა ვიდეო-რეკლამა, საკმაოდ კარგი სიუჟეტითა და იდეით.  წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ტამელის ჰიპები Tbilisi Open Air-ზე<<<

ჩვენმა გუნდმა კვირის ბოლომდე შეინარჩუნა აქტიური მუხტი და Tbilisi Open Air-ს ესტუმრა, რათა მუსიკის მოყვარულ ხალხში, უკვე გასაყიდად გამზადებული 2 წიგნი დაერეკლამებინა: ილუსტრირებული ბიოგრაფიები “The Beatles” და “Pink Floyd”.

თავდაპირველად, გამომცემლობის დახმარებით დავამზადეთ სპეციალური დიზაინის ბარათები, რომელთა მეშვეობით, მფლობელს შესაძლებლობა ექნებოდა 25%-იანი ფასდაკლებით ესარგებლა ამ ორ წიგნზე. შემდეგ, მეგობრებთან ერთად, შევადგინეთ 40-მდე შეკითხვა, რომელთა თემებიც ეს ორი ლეგენდარული ბენდი იყო. მოგვიანებით მოვახერხეთ ის, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა ნება დაგვრთეს, მათი ერთ-ერთი კარავი გამოგვეყენებინა და ვიქტორინები მოგვეწყო. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ტამელის ჰიპების მეოთხე რეპორტი<<<

იმის გამო, რომ წინა კვირას უკეთეს შეფასებას ველოდით, ამ დღეებში გაათმაგებული ენთუზიაზმით შევუდექით საქმის კეთებას და კვირის ბოლოს შთამბეჭდავ პროდუქტიულბასაც მივაღწიეთ. შევეცდები ამჯერად მოკლე რეპორტი შემოგთავაზოთ, დეტალური ინფორმაცია კი ბმულებზე უნდა იხილოთ. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>გურული ფირალების კვალდაკვალ<<<

ტამელის ჰიპები გურიაში წავედით ♥
ჩვენი მიზანი არ იყო სხვათა მსგავსად ექსკურსიებით მივსულიყავით მაღალმთიან რაიონსა თუ ქვეყნის საზღვარზე და იქ პატარა და უშდეგო ფლეშმობი გაგვეკეთებინა. „ტამელის ჰიპები“ იმდენად დავინტერესდით პირველი თაობის ფირალებით, რომ გადავწყვიტეთ მოგვეპოვებინა ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც ფირალთა მომდევნო თაობას ედგა სათავეში – ღირსეულად თუ უღირსად. ამისათვის კი რა უნდა ყოფილიყო იმაზე უფრო გულწრფელი და იმაზე უფრო ცოცხალი, ვიდრე ლეგენდად ნაამბობი ამბები იმ უხუცესებისგან, ვინც გურიაში დღესაც ცხოვრობს და ვისაც დღემდე ახსოვთ ის ფირალები, რომლებზეც ჩვენ გვიყვებოდნენ.გარდა ამისა, ასევე გვსურდა ჩვენ თავად გავყოლოდით იმ ნაკვალევს, რომელსაც გურული ფირალები ადგნენ. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>კინოჩვენება ირაკლი მახარაძესთან ერთად<<<

ხუთშაბათს, 7 ივნისს „ტამელის ჰიპებმა“ მორიგი კინოჩვენება დავგეგმეთ. გადავწყვიტეთ, რომ ეს კინოჩვენება გურიისადმი მიგვეძღვნა და ამას ისიც დაგვემატებინა, რომ ხალხისათვის მოგვეთხრო ჩვენი გურიაში მოგზაურობის შესახებ. ფილმად ირაკლი მახარაძის „გურული ფირალები“ ავარჩიეთ. ბატონი ირაკლი სიამოვნებით დაგვთანხმდა დახმარებაზე და ჩვენც სოციალურ ქსელში მოსაწვევები დავაგზავნეთ. წაიკითხეთ პოსტი სრულად

>>>მაცივარი სექსისა წილ<<<

დასაბამიდან დღემდე  არსებობს ქალი, რომელიც საკუთარ სხეულს ფულზე ცვლის, ხოლო კაცი მუდამ ცდილობს  ვაგინისათვის განკუთვნილი უძირო ჯიბე ჰქონდეს. სოციალური მდგომარეობა, პირადი კეთილგანწყობა, მატერიალური სიკეთეები – ყველაფრის მოპოვება შეიძლება თვალის ჩაკვრით, კანის სინაზითა და ცოდვის გემოთი.

ალბერტ კარბელაშვილი მაცივრებს ყიდის. ჟუჟუნა კი არჩევს თუ რომელი იყიდოს. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ვეზიაროთ შმიტს !<<<

როცა ვიდეოს სახლში ვუყურებდით, მივხვდით, რომ  „ტამელის ჰიპებმა“ უზარმაზარი საქმე გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერიკ-ემანუელ შმიტი პოპულარული გახდეს. ხოლო რაც შეეხება „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“, სრული თავდაჯერებით ვაცხადებთ, რომ მათ ეს ვიდეო კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოადგებათ – იქამდე, სანამ ერიკ-ემანუელ შმიტის ქართულად ნათარგმნი უკანასკნელი წიგნის უკანასკნელი ყდა არ გაიცრიცება და უკანასკნელ ფურცელს არ შესჭამს დრო. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>2 ფლეშმობი<<<

„ტამელის ჰიპებმა“ გადავწყვიტეთ ეს, როგორც ყოველთვის, პროდუქტიული კვირა, ფლეშმობით დაგვესრულებინა, რისთვისაც თადარიგი რამდენიმე დღით ადრე დავიჭირეთ; ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ჩვენი პირველი ფლეშმობი, სახელწოდებით “ვინც არ კითხულობს ის არც ზის!“ . დღესაც სწორედ ამ ფლეშმობის ერთგვარი გაგრძელება მოვაწყვეთ, ოღონდ – მეტროში.

ამ ფლეშმობის შემდეგ ისეთ განწყობაზე დავდექით, რომ მოგვინდა რაიმე ორიგინალური კიდევ გაგვეკეთებინა. სწორედ ამიტომ, წინამორბედი ფლეშმობის ნაწილი მოხალისეები მივადექით წიგნის მაღაზია „სანტა-ესპერანსა“-ს და გადავწყვიტეთ, ვინც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნს იყიდდა მოულოდნელი მქუხარე ტაშით, შეძახილითა და ფასდაკლების ბარათით დაგვეჯილდოვებინა. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>განდევნილი შიში<<<

წაიკითხე პოსტი

>>>ტამელის ჰიპების მეხუთე რეპორტი<<<

„წიგნების თაობა“ გადამწყვეტ ფაზაში შედის და სიტუაციაც ნელ-ნელა უფრო მძაფრდება.  გუნდები ცდილობენ პირველადი თუ სარეზერვო გეგმების ერთმანეთში აღრევას, რათა ჯამში საინტერესო კვირები შეადგინონ. ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას, ჩვენი გუნდიც თავისას ცდილობს და ეს მეტად დატვირთული კვირაც პოზიტიურ ნოტაზე დავასრულეთ. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ძველი გულებისა და ხმლისა<<<

„ძველი გულებისა და ხმლისა“ აკა მორჩილაძის, შეიძლება ითქვას სპონტანური რომანია, რომელიც 8-9 დღეში დაიწერა, გაშალაშინდა, გადაიწერა და მკითხველთან შესახვედრად გაემზადა. მიუხედავად დროის ასეთი სიმცირისა, რომანი ისეთი წარმატებულია, რომ დღესაც აქტიურად კითხულობს საზოგადოება. ეს ყველაფერი კი პირველ რიგში რისი დამსახურებაა თუ არა აკა მორჩილაძისეული თხრობისა?! საოცრად დინამიკური, გულწრფელი და დაძაბული თხრობა კიდევ უფრო სასიამოვნოდ გვაცხოვრებს წიგნის მიკროსამყაროში, რომელშიაც სიუჟეტთა მონაცვლეობა თავბრუდამხვევ თავგადასავლებში გვითრევს. რომანს თითქოსდა კორტასარის „კლასობანას“ მსგავსად უნდა ჰქონდეს მიწერილი ჯერ ეს წაიკითხე და მერე ესო, მაგრამ მისი საიდუმლოც სწორედ ამ თამაშშია. ავტორი ახერხებს მკითხველი ხელში აიყვანოს და თავისივე შექმნილ ლაბირინთში მარტოდმარტო გაატაროს. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ბიძინა მაყაშვილი Pink Floyd-სა The Beatles-ზე<<<

წაიკითხე პოსტი

>>>ტამელის ჰიპები გურიაში (გამოუქვეყნებელი მასალები)<<<

ალბათ უკვე კარგად იცით, რომ “ტამელის ჰიპებმა” გურული ფირალების კვალდაკვალ ვიმოგზაურეთ. ამ თემაზე ვრცელი პოსტიც დავწერეთ და 15 -წუთიანი ვიდეოც შემოგთავაზეთ. თუმცა 15 წუთში ვერანაირად ვერ ჩაატევ იმ მასალას რაც იქ გადავიღეთ. სწორედ ამიტომ ამ პოსტში გთავაზობთ იმ გამოუქვეყნებელ, შავ მასალებს, რომლებიც არ მოხვდა ვიდეოში.უმეტესი ნაწილი მონტაჟის გარეშე არის ატვირთული Youtube-ზე. დანარჩენებს კი სრულიად უმნიშვნელო, 5-წუთიანი მონტაჟი თუ გაუკეთდა – თავად მიხვდებით რომლებსაც. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>დჯინსების ტაობა<<<

ვინც კარგად ადევნებთ თვალს ჩვენს აქტივობას, ალბათ ისიც გემახსოვრებათ, რომ პირველ კვირაში რუმინეთში გავგზავნეთ დათო ტურაშვილის წიგნები და რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელს ვაჩუქეთ. სიმბოლურად, ბოლო კვირაშიც გვინდოდა მსგავსი რამის გაკეთება, ოღონდ უკვე ჩვენს ქვეყანაში, სადაც თუ არცთუისესანდო წყაროებს დავუჯერებთ „ხუთი მილიონი ტურისტია და ეს ყველაფერი მიბმულია ეკონომიკაზე.“

იმ იდეით შეპყრობილებმა, რომ უცხოელებს საუკეთესო წარმოდგენა ჩვენს ქვეყანაზე ლიტერატურით უნდა შევუქმნათ, ისევ ტურიკას „ჯინსების თაობის“ ინგლისურ ვერსიას დავსტაცეთ ხელი და რუსთაველის გამზირზე გავედით. „ტამელის ჰიპებს“ გვსურდა, რომ თბილისში მოსიარულე რამდენიმე ტურისტისათვის ეს წიგნი გვეჩუქებინა, რათა ამ ერთი მაგალითით მაინც ზიარებოდნენ ქართულ ლიტერატურას. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>საუბრები ჯაზზე<<<

ისე როგორ უნდა ჩაევლო „წიგნების თაობას“, რომ მუსიკისადმი არ მიგვეძღვნა ერთი საღამო მაინც, ამიტომაც, პარასკევს,  15 ივნისს, თსუ-ში მოვაწყვეთ შეხვედრა ჟურნალისტთან, მუსიკალურ კრიტიკოსთან, გადაცემა „უცნობი მუსიკის“ წამყვანთან და „ბაკურ სულაკაურის გამომცელობის“ მიერ გამოშვებული წიგნის, „საუბრები ჯაზზე“-ს ავტორთან – კახა თოლორდავასთან. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>iBook.Ge – ისტორიის გაგრძელება<<<

ჩვენმა შემთხვევით გადამღერებულმა ვიდეომ წინა დავალებაზე „შიმშილის თამაშები“ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ კონკურენტებმა ბუკი და ნაღარა არ მოაკლეს ბლოგის ფარატინა გვერდებს და ჩვენს ჰიმალაურ-ჰიპურ გულებში გაღვივებული სიყვარულის ცეცხლი კიდევ უფრო ააგიზგიზეს. დიახ, ჩვენი ვიდეო ნამდვილად გამოვიდა გადამღერება რომელიღაც ქვეყანაში წარმოებული რომელიღაც ლუდისა, მაგრამ ეს სრულაც არ ნიშანვს იმას, რომ ის ცუდი გამოვიდა! პირიქთი, როდესაც საბოლოო შედეგი ვიხილეთ, მივხვდით რომ სამდღიანი წვალება ამად ღირდა. და მერე რა თუ გადამღერება გამოვიდა – მთავრობა, ბანკები და სხვა მსხვილი კომპანიები მიმართავენ რეკლამათა გადმოქართულებას და ერთმა ღარიბმა სამკაციანმა გუნდმა თუ იგივე გავაკეთეთ, ამით არ დაიქცევა არც გამომცემლობა და, მითუმეტეს – ქვეყანა.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ამ კვირაში საიტ iBook.Ge-ს დარეკლამება დაგვავალა, რაზეც „ტამელის ჰიპებმა“ ორი შესანიშნავი ვიდეო გადავიღეთ; ჩვენს პირველ ვიდეო-რგოლზე საუბარი იმიტომ არ დამიწყია, რომ წინა კვირები გამეხსენებინა, უბრალოდ ეს პრელუდია იმისათვის დამჭირდა, რომ მეთქვა – ჩვენი მორიგი ბონუს დავალებაც წინას მივაბით სიუჟეტურად. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>აკუსტიკური კონცერტი ბიტლზ-კლუბში<<<

რამდენიმე თვის წინ იპოდრომის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მუსიკოსებმა აკუსტიკური საღამო მოაწყვეს. მათ შორის ჩვენი გუნდის მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ „ქუჩის მუსიკის დღეზე“. ჩვენ მათ ვთხოვეთ კონცერტზე დაკვრა, რაზეც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაგვთანხმდნენ.

გამომცემლობისათვის მთავარი ხელშეწყობა კი საფასურში იმალებოდა; კონცერტზე დასწრება ღირდა 1 წიგნი. თუ დაიბენით, შევეცდები აგიხსნათ: ეს წიგნი თქვენ კი არ მოგქონდათ და აბარებდით კონცერტზე შესვლის საფასურად, არამედ სპეციალურ სტენდზე ყიდულობდით წიგნს და ამის შემდეგ გეძლეოდათ უფლება დასწრებოდით კონცერტს. წიგნები კი, რა თქმა უნდა, ფასდაკლებით იყო და 5 ლარად ადამიანს შეეძლო წიგნიც შეეძინა და კონცერტითაც ესიამოვნა. წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ვიკითხოთ ყველგან ! <<<

“ტამელის ჰიპებმა“ ბოლოსთვის ერთი სახალისო აქცია შემოვინახეთ; როგორც იცით, მკითხველს კითხვის მოთხოვნილება ყოველთვის და ყველგან აქვს, გამონაკლისი არც საპირფარეშო არის. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ზოგს საყოფაცხოვრებო ქიმიის ეტიკეტები აქვს დაზუთხული, ზოგი ტუალეტში ყოფნისას პრესას ეცნობა, ზოგიც კი არც კარგ მოზრდილ წიგნზე ამბობს უარს.

სწორედ ამიტომ ჩვენ დავამზდეთ 150 სტიკერი, რომლებზეც გამოსახულნი იყვნენ ქალისა და მამაკაცის ფიგურები წიგნით ხელში. გადავწყვიტეთ რომ ეს სტიკერები გაგვეკრა სხვადასხვა დაწესებულებების საპირფარეშოებზე წაიკითხე პოსტი სრულად

>>>”ტამელის ჰიპების” მეექვსე რეპორტი<<<

ბოლო კვირა „ტამელის ჰიპებმა“ განსაკუთრებული მონდომებით ჩავატარეთ. ჩვეულებისამებრ, ყოველი დღე გათვლილი გვქონდა და სხვადასხვა აქტივობისათვის ვანაწილებდით ძალებს.

სამშაბათს, როგორც ყოველთვის,  ბლოგზე მოვაწყვეთ გათამაშება, სადაც ამჯერად 3 წიგნი გავათმაშეთ: ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზი“, ჯაბა ზარქუას „მკითხველი უნდა მოკვდეს“ და ირაკლი მახარაძის „ველური დასავლეთის მხედრები“. გამარჯვებულები გახდნენ კონკურენტი გუნდის წევრი კახა სამყურაშვილი, ჩვენი გუნდის წიგნთწამცინცლავი რეზი ლოლაძე (რომელმაც მესამედ მოიგო ჩვენი გათამაშება) და სალომე ფაჩუაშვილი.

მომდევნო დღეს, „ტამელის ჰიპებმა“ არც კიდევ ერთი ტრადიცია დავარღვიეთ და მორიგი რეცენზია შევთავაზეთ მკითხველებს, ამჯერად აკა მორჩილაძის შესანიშნავ წიგნზე “ძველი გულებისა და ხმლისა“.
წაიკითხე პოსტი სრულად

>>>ცხოვრება წიგნის ყდებში<<<

ესეც ასე, დასრულდა „წიგნების თაობა“ – პროექტი, რომელმაც მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრო და რომელმაც რამდენიმე ათეულ ახალგაზრდას შეუცვალა ცხოვრების რიტმი. პროექტი, რომელმაც ექვსი დაუვიწყარი, დამქანცველი და საინტერესო კვირა გვაცოცხლა თავის ყდებში და ერთიორად ლიტერატურული გახადა ჩვენი ცხოვრება. „ტამელის ჰიპებისათვის“ ეს იყო დაუვიწყარი დღეები, რომელიც სავსე იყო საოცარი თავგადასავლებითა და გამოცდებით. ჩვენ ის გუნდი ვიყავით, რომელმაც ჯერ კიდევ პრეზენტაციაზევე დაამახსოვრა ყველას თავი, შემდეგ კი უამრავი საინტერესო აქტივობით მრავალ ადამიანს აჩუქა შესანიშნავი დღეები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ყოფილა შემთხვევები, ქუჩაშიც რომ გავუჩერებივართ (აღარაფერს ვამბობ წიგნის ფესტივალზე) უცნობებს და ჩვენი რომელიღაც ღონისძიების გამო კიდევ ერთხელ გადაუხდიათ მადლობა. მართალია ეს იყო PR კამპანია, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ გამომცემლობის დარეკლამება არის. ჩვენ ადამიანებს შევთავაზეთ ისეთი პროდუქტები, რომლებთან ზიარებაც ვინ იცის კიდევ როდის ეღირსებათ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი განვლილი გზა მოითხოვს ერთ პატარა ექსკურსს, რომელიც ნამდვილად ღირს თვალის გადასავლებად. წაიკითხე პოსტი სრულად

დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. წარმატებები 🙂

    პასუხი
  2. Gvantsa Chanadiri

     /  მაისი 27, 2012

    შემიყვარდით ჰიპებო ❤ :)) თქვენ უნა გაიმარჯვოთ, წარმატებები და ბევრი "ივენთები" :)))

    პასუხი
    • დიდი მადლობა ❤
      ძალიან გვიხარია ხალხის ასეთი დამოკიდებულება ჩვენი გუნდისადმი ❤

      პასუხი
  3. ნამდვილად დაიმსახურეთ გამარჯვება ❤

    პასუხი
  1. ცხოვრება წიგნის ყდებში « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: