ანესთეზია

* პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა ბლოგზე Lit.Ge

** ამ პოსტში გაიგებთ, თუ რატომ ჰქვია ჩემს ბლოგს “ანესთეზირებული”
21-ე საუკუნის კულტურული შოკი, ენით აღუწერელი ემოციების ზვავი და მუსიკალური სამყაროს კედლისიქითა ხელოვნება. და თუმცა ძალზედ რთულია ისაუბრო ისეთ რამეზე, რისი აღმწერი სიტყვებიც ჯერ არ მოგვეპოვება ცოცხალსა თუ მკვდარ ენებში, მაგრამ მაინც შეუძლებელია გეყოს მოთმინება და გვერდი აუარო ხელოვნების ასეთ ნიმუშს, რომელიც დარწმუნებული ვარ დიდ ადგილს დაიკავებს მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. თავიდანვე გირჩევთ, რომ თუკი უბრალოდ ზერელე მსმენელი ხართ, ახლავე შეწყვიტოთ სტატიის კითხვა. ხოლო თუ მაინც ჯიუტად აგრძელებთ და მზად ხართ თავი ამ „შარში“ გაყოთ – წამომყევით !
(more…)

King Krimson – ანუ მე ძუნწი ვარ !

ხშირად მეკამათებიან იმ საკითხზე, რომ მუსიკალურად (ძირითადად) ძუნწი ვარ, რაც გამოიხატება იმით, რომ იშვიათად თუ შეიძლება ვინმეს (გამონაკლისების გარდა) გავუგზავნო გენიალური, მაგრამ ფართო მასებისთვის უცნობი ჯგუფის (რა თქმა უნდა, პირატულად მოპოვებული) ნაღვაწი. არ მევასება, როცა ვიღაც სირი, ვიღაც ბარბი, ვიღაც ვისაც ახალი დაწყებული აქვს როკის მოსმენა და იცის რომ მეტალიკა, ნირვანა და ლედ ზეპელინი მაგარია (ეს უკანასკნელი მამასთან გადაამოწმა) ანდაც ვიღაც უბნის „მგელო“ უსმენს იმ სიმღერას რომელიც მე მიყვარს. ყოფილა შემთხვევები, როცა „ჯუდასის“ Painkiller” ერთმა ბარბიმ მომიწონა და როცა „არ გჭირდება“ მივუგე კითხვაზე „ვინ მღერის ამ სიმღერას ?“, მისი გაკვირვება, ოდნავი წყრომა და „თუარცმეტყვი“ დავიმსახურე, როცა სკოლელმა ძველმა მითხრა, რომ ძალიან მოსწონს ფლოიდის “Teachers Leave Us Kids Alone (!)“ და სურს რომ ვურჩიო მათი სხვა სიმღრები, პასუხად კი ფეისპალმი და არარეალური ფრაზები მიიღო, რომელიც „ეე არ ყოფილხარ შენ მაგათი ფანი“-თი „მამენტალნა გამირასხოდა“.
(more…)