ბეტონის სტადიონზე გადატყავებული მუხლები

რთულია წერა დაიწყო მაშინ, როცა პირველ წინადადებაშივე უნდა ახსენო სიტყვები „ჩემი ბავშვობა“, მაგრამ როცა სხვა გზა არაა, ამ სირთულის დაძლევა აუცილებელი ხდება ხოლმე;

ჩემს ბავშვობაში სახლის უკან ბეტონის სტადიონი იყო – დაჟანგული კარებით. იმ სტადიონზე ვიკრიბებოთ ხოლმე ყოველდღე და დაუღალავად ვთამაშობდით ფეხბურთს. სახლში, რა თქმა უნდა, მუხლებგადატყავებულები ავდიოდით – ეს ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო,  ჩვენს ასაკზე, ხედვასა და ცხოვრებაზე ხაზგასასმელი აუცილებელი ატრიბუტი. მერე ის ბეტონის სტადიონი რომ უკიდურეს წერტილამდე გადაითხარა და ჩვენს მუხლებზეც იმატა შრამების რაოდენობამ, ვანო ზოდელავამ იკადრა და სტადიონზე ასფალტი დაგვიგო. არ გეგონოთ, რომ ეს ჩვენ წაგვადგა, – ესაო და გადათხრილი აღარაა სტადიონიო იქ „დიდი ბიჭები“ დაბინავდნენ და ჩვენი იქ სათამაშო დრო მკვეთრად შემცირდა. გამოსავალი კი დიდებული მოვნახეთ; (more…)

ტამელის ჰიპები კინოთეატრში

მიღებულმა არასასიამოვნო შეფასებამ, „ტამელის ჰიპებს“ ენთუზიაზმი უფრო მოგვიმატა და ბრძოლის ჟინიც უფრო აგვიმაღლა, ამიტომაც მაშინვე დავიწყეთ აქტივობა:

პირველი ღონისძიება კინოთეატრ „რუსთაველში“ ჩავატარეთ, სადაც შეკრებილ, ფილმის მომლოდინე საზოგადოებას მოულოდნელად დავადექით თავს და შეკითხვები დავაყარეთ. გუნდს შედგენილი გვქონდა შეკითხვები, რომლებიც ნამდვილად არ იყო რთულები და ვიმედოვნებდით, რომ არც რესპოდენტებს გაუჭირდებოდათ პასუხის გაცემა. თავიდან ყველას ვეკითხებოდით თუ შეეძლოთ დაესახელებინათ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ თარგმნილი წიგნები, რომლებზეც ცნობილი ფილმები იყო გადაღებული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველას „ჰარი პოტერის“ სერია ახსენებოდა, მაგრამ მაქსიმუმ კიდევ 2-3 წიგნს თუ დაამატებდნენ ხოლმე.

(more…)