ტამელის ჰიპების მეორე რეპორტი

წინა კვირის აქტივობაში მიღებულმა მაქსიმალურმა ქულამ ისე გაგვახარა, რომ მეორე კვირის საქმიანობას კიდევ უფრო დიდი მონდომებით შევუდექით. მართალია, ამ კვირაში არც მასიური პერფორმანსი შემოგვითავაზებია და არც საზღვარგარეთ გაგვიტანია წიგნები, მაგრამ ჩვენმა გუნდმა,  არც მეტი არც ნაკლები, ხუთი შესანიშნავი ქმედება ჩაიწერა ამ კვირის აქტივში;

(more…)

აღორძინება და შთაბეჭდილებები შუა დღეს

აი, დაიწყო მეორე საკონკურსო კვირა და ჩვენი გუნდიც მორიგი გეგმის შესრულებას შეუდგა. ორშაბათი დღისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა გამომცემლობისთვის იმაზე უფრო სასიკეთო, თუ არა მათი წიგნების რეკლამა ტელევიზიით, და თანაც არა ქალაქისა თუ რაიონის, არამედ – ყველასთვის კარგად ცნობილი ტელევიზიით. ყველაფერი კი ჩვენი გუნდის უსაყვარლესი მწერლის, დათო ტურაშვილის დახმარებით შევძელით.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ახლახანს ორი შესანიშნავი წიგნი გამოსცა – „რენესანსი“ და „იმპრესიონიზმი“. ეს გამოცემები რამდენიმე უცხოური წიგნების კომპილაციურ ნაზავს წარმოადგენს და საბოლოო ჯამში ერთ წიგნადაა შეკრული. „რენესანსი“ და „იმპრესიონიზმი“ ორი უმაღლესი დონის წიგნია, რომელსაც ანალოგი, ინფორმაციულად თუ პოლიგრაფიულად, ქართულ ენაზე არ მოეპოვება. (more…)