ცხოვრება წიგნის ყდებში

ესეც ასე, დასრულდა „წიგნების თაობა“ – პროექტი, რომელმაც მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრო და რომელმაც რამდენიმე ათეულ ახალგაზრდას შეუცვალა ცხოვრების რიტმი. პროექტი, რომელმაც ექვსი დაუვიწყარი, დამქანცველი და საინტერესო კვირა გვაცოცხლა თავის ყდებში და ერთიორად ლიტერატურული გახადა ჩვენი ცხოვრება. „ტამელის ჰიპებისათვის“ ეს იყო დაუვიწყარი დღეები, რომლებიც სავსე იყო საოცარი თავგადასავლებითა და გამოცდებით. ჩვენ ის გუნდი ვიყავით, რომელმაც ჯერ კიდევ პრეზენტაციაზევე დაამახსოვრა ყველას თავი, შემდეგ კი უამრავი საინტერესო აქტივობით მრავალ ადამიანს აჩუქა შესანიშნავი დღეები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ყოფილა შემთხვევები, ქუჩაშიც რომ გავუჩერებივართ (აღარაფერს ვამბობ წიგნის ფესტივალზე) უცნობებს და ჩვენი რომელიღაც ღონისძიების გამო კიდევ ერთხელ გადაუხდიათ მადლობა. მართალია ეს იყო PR კამპანია, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ გამომცემლობის დარეკლამება არის. ჩვენ ადამიანებს შევთავაზეთ ისეთი პროდუქტები, რომლებთან ზიარებაც ვინ იცის კიდევ როდის ეღირსებათ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი განვლილი გზა მოითხოვს ერთ პატარა ექსკურსს, რომელიც ნამდვილად ღირს თვალის გადავლებად.

(more…)

ტამელის ჰიპების მეხუთე რეპორტი

„წიგნების თაობა“ გადამწყვეტ ფაზაში შედის და სიტუაციაც ნელ-ნელა უფრო მძაფრდება.  გუნდები ცდილობენ პირველადი თუ სარეზერვო გეგმების ერთმანეთში აღრევას, რათა ჯამში საინტერესო კვირები შეადგინონ. ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას, ჩვენი გუნდიც თავისას ცდილობს და ეს მეტად დატვირთული კვირაც პოზიტიურ ნოტაზე დავასრულეთ.

„ტამელის ჰიპებმა“ ეს კვირა ტრადიციულად წიგნის გათამაშებით დავიწყეთ და ბლოგზე ილუსტრირებული ბიოგრაფიის წიგნი „Pink Floyd” გავათამაშეთ. ნამდვილად რთულ 10 შეკითხვაზე პირველად სწორი პასუხები ვახო რამიშვილმა დააფიქსირა და დამსახურებულად ერგო ჩვენი გუნდისაგან ეს შესანიშნავი წიგნი.

(more…)

ორი ფლეშმობი

„ტამელის ჰიპებმა“ გადავწყვიტეთ ეს, როგორც ყოველთვის, პროდუქტიული კვირა, ფლეშმობით დაგვესრულებინა, რისთვისაც თადარიგი რამდენიმე დღით ადრე დავიჭირეთ; ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ჩვენი პირველი ფლეშმობი, სახელწოდებით “ვინც არ კითხულობს ის არც ზის!“ . დღესაც სწორედ ამ ფლეშმობის ერთგვარი გაგრძელება მოვაწყვეთ, ოღონდ – მეტროში.

არ გეგონოთ, რომ ეს იმიტომ გავაკეთეთ, ვითომ იდეები ამოგვეწურა, ან რაიმე მსგავსი. „ტამელის ჰიპებს“ უბრალოდ გვინდა, რომ მსგავსი აქტივობები მრავლად იყოს, რათა ხალხმა ყველგან თან ატაროს თუნდაც ერთი პატარა წიგნი, რომელსაც წაიკითხავს ნებისმიერ ადგილას.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, შევიკრიბეთ რამდენიმე ათეული ადამიანი და თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზს ვესტუმრეთ. ჩვენი ჯგუფურად მოძრაობა არ გამორჩენია მკაცრსა და ქორებულ მჭვრეტელ დაცვის სამსახურს და მაშინვე კითხვები დაგვაყარა, თუმცა ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ, მგზავრობას ვაპირებდით და ამას ვერავინ დაგვიშლიდა.

(more…)

“ტამელის ჰიპების” მესამე რეპორტი

ესეც ასე… მიიწურა „წიგნების თაობის“ მე-3 კვირა და „ტამელის ჰიპებიც“ ჩვენს შეფასებას წარმოგიდგენთ:

სანამ უშუალოდ აქტივობაზე გადავალ, ერთ ამბავს ვიტყვი: გავიგეთ, რომ გამომცემლობაში პროგრამა „რა სად როდის“-დან ყოფილან და მსოფლიო კლასიკის წიგნები საკმაო რაოდენობით შეუძენიათ. ბევრმა ეს ამბავი ჩვენ დაგვიკავშირა და „ტამელის ჰიპებსაც“ მიგვაჩნია, რომ მთლიანად თუ არა, გარკვეულწილად მაინც მიგვიძღვის წვლილი ამ ფაქტში. ეს შესავლისათვის, ახლა კი აქტივობებზე გადავალ:

1 – სამწუხაროა, რომ აქამდე „წიგნების თაობის“ არცერთ მონაწილეს არ გახსენებია, 2012 წელი იუნესკომ  შოთა რუსთაველის წლად რომ გამოაცხადა, რადგან ზუსტად 300 წლის წინ პირველ ქართულ სტამბაში, პირველი ვეფხისტყაოსანი დაიბეჭდა. (იხ.ვიდეო)  სწორედ ამიტომ, სიმბოლურად, „ტამელის ჰიპებმა“ ანესთეზირებულ ბლოგზე „ვეფხისტყაოსანი“ გავათამაშეთ. გამარჯვებული კონკურენტი გუნდის წევრი ნიკა სერგია გახდა. მეორე დღესვე ჩვენ ნიკას თსუ-ში შევხვდით, წიგნი გადავეცით და მის „ორიგამის ბაზრობასაც“ დავესწარით.

(more…)

ვინც არ კითხულობს, ის არც ზის !

„წიგნების თაობის“ ფარგლებში იმდენი ფლეშმობი თუ ფსევდოფლეშმობი ჩატარდა, რომ „ტამელის ჰიპებმაც“ გადავწყვიტეთ ერთი ასეთი, კარგი, ლიტერატურული ღონისძიება ჩაგვეწერა აქტივში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ავამოქმედეთ გეგმა სახელად „ვინც არ კითხულობს, ის არც ზის!“. სინამდვილეში ეს სახელი მანამდე აზრადაც არ მოგვსვლია, ის უშუალოდ ფლეშმობის დროს დაიბადა და მიგვაჩნია, რომ ძალზედ შეეფერებოდა ჩვენს დღევანდელ აქტივობას.

დილით, როდესაც ხალხი რუსთაველზე გრანდიოზულ გამოფენაზე წასვლას იწყებდა, „ტამელის ჰიპებმა“ და მეგობრებმა, 59 ნომერ ავტობუსს ავაკითხეთ და ყველა ადგილი მკითხველისათვის უკანონოდ დავაწესეთ; ჩამოვჯექით და დავიწყეთ კითხვა. გარდა იმისა, რომ ამით კითხვის პროპაგანდას ვეწეოდით, გვინდოდა ხალხი წიგნების ფესტივალითაც დაგვეინტერესებინა.

(more…)