“ტამელის ჰიპების” მესამე რეპორტი

ესეც ასე… მიიწურა „წიგნების თაობის“ მე-3 კვირა და „ტამელის ჰიპებიც“ ჩვენს შეფასებას წარმოგიდგენთ:

სანამ უშუალოდ აქტივობაზე გადავალ, ერთ ამბავს ვიტყვი: გავიგეთ, რომ გამომცემლობაში პროგრამა „რა სად როდის“-დან ყოფილან და მსოფლიო კლასიკის წიგნები საკმაო რაოდენობით შეუძენიათ. ბევრმა ეს ამბავი ჩვენ დაგვიკავშირა და „ტამელის ჰიპებსაც“ მიგვაჩნია, რომ მთლიანად თუ არა, გარკვეულწილად მაინც მიგვიძღვის წვლილი ამ ფაქტში. ეს შესავლისათვის, ახლა კი აქტივობებზე გადავალ:

1 – სამწუხაროა, რომ აქამდე „წიგნების თაობის“ არცერთ მონაწილეს არ გახსენებია, 2012 წელი იუნესკომ  შოთა რუსთაველის წლად რომ გამოაცხადა, რადგან ზუსტად 300 წლის წინ პირველ ქართულ სტამბაში, პირველი ვეფხისტყაოსანი დაიბეჭდა. (იხ.ვიდეო)  სწორედ ამიტომ, სიმბოლურად, „ტამელის ჰიპებმა“ ანესთეზირებულ ბლოგზე „ვეფხისტყაოსანი“ გავათამაშეთ. გამარჯვებული კონკურენტი გუნდის წევრი ნიკა სერგია გახდა. მეორე დღესვე ჩვენ ნიკას თსუ-ში შევხვდით, წიგნი გადავეცით და მის „ორიგამის ბაზრობასაც“ დავესწარით.

(more…)

ტამელის ჰიპების ვიზიტი სამშობიაროში

როდესაც პროექტი დაიწყო, „ტამელის ჰიპებს“ გვსურდა რაიმე ისეთი გაგვეკეთებინა, რაც თავისი სითბოთი ყველას თავს დაამახსოვრებდა. გუნდში მაშინვე ბევრი იდეა გაჩნდა, მაგრამ როდესაც ეს აზრი წამოიჭრა, ერთხმად შევთანხმდით, რომ ეს ყველაზე თბილი აქტივობა იქნებოდა, რაც კი შეგვეძლო გაგვეკეთებინა;

„ტამელის ჰიპების“ სამივე წევრი ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოვირჩევით, სწორედ ამიტომაც ავიტაცეთ აზრი იმის შესახებ, რომ სამშობიაროში წავსულიყავით და ის დედა დაგვესაჩუქრებინა, რომელიც ყველაზე ბოლოს გაჩენილი ახალშობილის მშობელი იქნებოდა. იდეა იდეად, მაგრამ, მოგეხსენებათ, სამედიცინო დაწესებულებაში მსგავსი რამის გაკეთება უბრალო და მარტივი საქმე არაა. ის განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს და ჩვენც იძულებულნი ვიყავით, ყველაფერი 10-იანზე გაგვეთვალა.

(more…)