ტამელის ჰიპების მეორე რეპორტი

წინა კვირის აქტივობაში მიღებულმა მაქსიმალურმა ქულამ ისე გაგვახარა, რომ მეორე კვირის საქმიანობას კიდევ უფრო დიდი მონდომებით შევუდექით. მართალია, ამ კვირაში არც მასიური პერფორმანსი შემოგვითავაზებია და არც საზღვარგარეთ გაგვიტანია წიგნები, მაგრამ ჩვენმა გუნდმა,  არც მეტი არც ნაკლები, ხუთი შესანიშნავი ქმედება ჩაიწერა ამ კვირის აქტივში;

(more…)

მსოფლიო კლასიკა ინტელექტკლუბში

„ტამელის ჰიპების“ მეორე კვირის აქტივობა  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზევე გაგრძელდა, თუმცა ამჯერად პროგრამა „შუა დღის“ შემდეგ ჩვენ ინტელექტკლუბ „რა სად როდის“-ს ვეწვიეთ. მართლაც, ვისთვის უნდა გვეკითხა მსოფლიოს კლასიკად ქცეულ ნაწარმოებებზე აზრი თუ არა მოაზროვნეთათვის?!

ინტელქტკლუბს ჩაწერამდე რამდენიმე საათით ადრე ვეწვიეთ. ბატონმა წამყვანმა ნება დაგვრთო მოაზროვნეების ჩასაწერად და ჩვენც საქმეს შევუდექით; „ტამელის ჰიპებმა“ მოაზროვნეებს შევთავაზეთ, რომ მათ მაყურებლებისათვის შესანიშნავი წიგნების წაკითხვა ერჩიათ; მსოფლიო კლასიკის სერიაში ამჟამად გამოცემული არის 11 წიგნი. ეს 11 წიგნი მოაზროვნეებმა საკუთარი სურვილისდამიხედვით გადაინაწილეს, თუმცა სამწუხაროა, რომ, გადაცემის ფორმატის გამო, ყველა მათგანის ჩაწერა ვერ მოვახერხეთ და მხოლოდ ის ექვსი მოაზროვნე გადავიღეთ, რომლებთან გასაუბრებაც გადაცემის ჩაწერამდე შევძელით.

(more…)