ტამელის ჰიპები ქართველ ავტორთა სკოლებში

„ტამელის ჰიპების“ პროდუქტიული კვირა იმით დაიწყო, რომ ჩვენი იდეის – გაგვეპიარებინა მწერლები თავიანთ სკოლებში – განხორციელებას შევუდექით. პირველ რიგში, ჩვენ დავუკავშირდით 10 ქართველ მწერალს (ლ.ბუღაძე, მ.ბექაური, დ.ტურაშვილი, ზ.ბურჭულაძე, ბ.ხვედელიძე. ჯ.ზარქუა, ა.კორძაია-სამადაშვილი, ა.მორჩილაძე, ზ.ლეჟავა, ლ.იმედაშვილი) და გავარკვიეთ  თუ რომელი სკოლა ჰქონდათ დამთვრებული. აქტივობა სამშაბათს დავიწყეთ და სკოლების მონახულებას შევუდექით. თავდაპირველად ვიტყვი იმას, რომ ვერ მოხერხდა ჯაბა ზარქუასა და მარი ბექაურის სკოლებში შესვლა, რადგან ჯაბას სკოლაში მე-8 კლასს ზემოთ ყველას გამოცდები ჰქონდა და დაბალ კლასებში, აზრი ნაკლებად ჰქონდა ჯაბას შემოქმედების გაცნობას, მარი ბექაურის სკოლა კი დანგრეული აღმოჩნდა.

პირველად ვეწვიეთ 57-ე (ახლა უკვე რობერ შუმანის) სკოლას, სადაც ერთ მერხზე ისხდნენ აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი. შემდეგ ზაზა ბურჭულაძისა და ბესო ხვედელიძის მიერ დამთავრებულ 55-ე საშუალო სკოლას მივაკითხეთ. დიდი ძებნის შემდეგ ვესტუმრეთ ზურა ლეჟავას #126-ს საჯარო სკოლას. ანა კორძაია-სამადაშვილი და ლაშა იმედაშვილი დავარეკლამეთ 1-ელ გიმნაზიაში, ჩვენი აქტივობა კი ლაშა ბუღაძის მიერ დამთავრებულ 21-ე საჯარო სკოლაში დავასრულეთ.

(more…)

გაფრენა საბჭოთა კავშირიდან რუმინეთში

ტამელის ჰიპები რისი ჰიპები ვიქნებოდით, ერთხელ მაინც რომ არ გაგვეხედა საზღვრებს გარეთ?! ჰოდა, ის იყო ჯიბეებს ვიფხეკდით და ასეთ გახედვას ვგეგმავდით, როდესაც ცნობა მოგვივიდა, რომ ჩვენი მეგობრის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რუმინეთის ახალგაზრდული ფესტივალის Info Matrix-ის ნომინანტი გახდა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა?! გადავწყვიტეთ მისთვის გვეთხოვა დახმარება. სანამ ამას გავაკეთბდით, გამომცემლობაში გადავამოწმეთ, თუ შეიძლებოდა მსგავსი დახმარება გაეწია ვინმეს ჩვენთვის, იქ კი მოგვახსენეს, რომ თუ გინდათ 100-კაციანი არმია შეკრიბეთ, მთავარია თქვენი სახელით გაკეთდეს ყველაფერიო.

დიდხანს არც გვიფიქრია თუ რა უნდა გაგვეტანებინა რუმინეთში იქაურ მონაწილეთათვის, რადგან „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მხოლოდ ერთი წიგნი აქვს ინგლისურ ენაზე – დათო ტურაშვილის Flight From USSR, რომელიც შესანიშნავად აქვს თარგმნილი მაია ყიასაშვილს (სხვათაშორის ეს ის ქალბატონია, რომლის მიერ თარგმნილი ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“ იმდენად მოეწონათ BBC-ს კონკურსის შემფასებლებს, რომ პიესა ინგლისურენოვან ნაწარმოებებში გაიყვანეს). ჩვენც დავიძარით წიგნის მაღაზიებისკენ, შევიძინეთ ტურაშვილის ამ დიდებული წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი და „გაფრენა საბჭოთა კავშირიდან“ რუმინეთის მიმართულებით დავგეგმეთ. (more…)

ლაშა ბუღაძე – ნავიგატორი

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მემგონი 2011 წლის შემოდგომა იყო, როცა გავიგე, რომ BBC-ს რადიოპიესების კონკურსში პირველი ადგილი ლაშა ბუღაძის ნაწარმოებმა დაიკავა. ამ ავტორის მარადი და სერიული მკითხველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ძალიან გამახარა ქართველი მწერლის ასეთმა წარმატებამ და პიესისადმი ინტერესიც გამიჩნდა, თუმცა იმდენი ვერ მოვტვინე, რომ ამ კონკურსის ვებ-გვერდი მომენახა და იქ წამეკითხა “ნავიგატორი“, ამიტომაც სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ადრე თუ გვიან, გამოსცემდა ამ წიგნს, მის ქართულ პრეზენტაციას დაველოდე;
(more…)