ცხოვრება წიგნის ყდებში

ესეც ასე, დასრულდა „წიგნების თაობა“ – პროექტი, რომელმაც მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრო და რომელმაც რამდენიმე ათეულ ახალგაზრდას შეუცვალა ცხოვრების რიტმი. პროექტი, რომელმაც ექვსი დაუვიწყარი, დამქანცველი და საინტერესო კვირა გვაცოცხლა თავის ყდებში და ერთიორად ლიტერატურული გახადა ჩვენი ცხოვრება. „ტამელის ჰიპებისათვის“ ეს იყო დაუვიწყარი დღეები, რომლებიც სავსე იყო საოცარი თავგადასავლებითა და გამოცდებით. ჩვენ ის გუნდი ვიყავით, რომელმაც ჯერ კიდევ პრეზენტაციაზევე დაამახსოვრა ყველას თავი, შემდეგ კი უამრავი საინტერესო აქტივობით მრავალ ადამიანს აჩუქა შესანიშნავი დღეები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ყოფილა შემთხვევები, ქუჩაშიც რომ გავუჩერებივართ (აღარაფერს ვამბობ წიგნის ფესტივალზე) უცნობებს და ჩვენი რომელიღაც ღონისძიების გამო კიდევ ერთხელ გადაუხდიათ მადლობა. მართალია ეს იყო PR კამპანია, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ გამომცემლობის დარეკლამება არის. ჩვენ ადამიანებს შევთავაზეთ ისეთი პროდუქტები, რომლებთან ზიარებაც ვინ იცის კიდევ როდის ეღირსებათ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი განვლილი გზა მოითხოვს ერთ პატარა ექსკურსს, რომელიც ნამდვილად ღირს თვალის გადავლებად.

(more…)

“ტამელის ჰიპების” მეექვსე რეპორტი

ბოლო კვირა „ტამელის ჰიპებმა“ განსაკუთრებული მონდომებით ჩავატარეთ. ჩვეულებისამებრ, ყოველი დღე გათვლილი გვქონდა და სხვადასხვა აქტივობისათვის ვანაწილებდით ძალებს.

სამშაბათს, როგორც ყოველთვის,  ბლოგზე მოვაწყვეთ გათამაშება, სადაც ამჯერად 3 წიგნი გავათმაშეთ: ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზი“, ჯაბა ზარქუას „მკითხველი უნდა მოკვდეს“ და ირაკლი მახარაძის „ველური დასავლეთის მხედრები“. გამარჯვებულები გახდნენ კონკურენტი გუნდის წევრი კახა სამყურაშვილი, ჩვენი გუნდის წიგნთწამცინცლავი რეზი ლოლაძე (რომელმაც მესამედ მოიგო ჩვენი გათამაშება) და სალომე ფაჩუაშვილი.

მომდევნო დღეს, „ტამელის ჰიპებმა“ არც კიდევ ერთი ტრადიცია დავარღვიეთ და მორიგი რეცენზია შევთავაზეთ მკითხველებს, ამჯერად აკა მორჩილაძის შესანიშნავ წიგნზე “ძველი გულებისა და ხმლისა“.

(more…)

აკუსტიკური კონცერტი ბიტლზ-კლუბში

„ტამელის ჰიპებმა“ მოღვაწეობა ისეთი მასშტაბური პერფორმანსით დავიწყეთ, როგორიც იყო “ვიკითხოთ წიგნები კედლებს გარეთ“, ამიტომაც გვინდოდა რომ დასასრულიც არანაკლებ მასშტაბური ყოფილიყო და გადავწყვიტეთ  კონცერტი ჩაგვეტარებინა.

რამდენიმე თვის წინ იპოდრომის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მუსიკოსებმა აკუსტიკური საღამო მოაწყვეს. მათ შორის ჩვენი გუნდის მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ „ქუჩის მუსიკის დღეზე“. ჩვენ მათ ვთხოვეთ კონცერტზე დაკვრა, რაზეც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაგვთანხმდნენ.

ამის შემდეგ იყო გაუთავებელი სიარული სხვადასხვა კლუბში, სადაც მეპატრონეებს თანამშრომლობას ვთხოვდით და საბოლოოდ ჩვენი დახმარების სურვილი The Beatles Club-მა გამოთქვა.

(more…)

ტამელის ჰიპები გურიაში (გამოუქვეყნებელი მასალები)

ალბათ უკვე კარგად იცით, რომ “ტამელის ჰიპებმა” გურული ფირალების კვალდაკვალ ვიმოგზაურეთ. ამ თემაზე ვრცელი პოსტიც დავწერეთ და 15 -წუთიანი ვიდეოც შემოგთავაზეთ. თუმცა 15 წუთში ვერანაირად ვერ ჩაატევ იმ მასალას რაც იქ გადავიღეთ. სწორედ ამიტომ ამ პოსტში გთავაზობთ იმ გამოუქვეყნებელ, შავ მასალებს, რომლებიც არ მოხვდა ვიდეოში.

უმეტესი ნაწილი მონტაჟის გარეშე არის ატვირთული Youtube-ზე. დანარჩენებს კი სრულიად უმნიშვნელო, 5-წუთიანი მონტაჟი თუ გაუკეთდა – თავად მიხვდებით რომლებსაც.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ამ ვიდეოებმა უფრო გამიცოცხლეს ის დღეები, რომლებიც გურიაში გავატარე და ძალიან ვისიამოვნე. მე და გოგამ ჩასვლისთანავე რომ გურული კილო ავკრიფეთ მაგაზე აღარაფერს ვიტყვი, ვიდეოებშიც კარგად ჩანს და რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო, სულ ვხალისობ. ადგილობრივების მეტყველება საერთოდ ცალკე ფენომენი არის.

ამ ვიდეოებში იმასაც ნახავთ თუ როგორ არ მოგვიწონეს საქციელი სკოლაში და ა.შ.

ჰო, კიდევ, ახლა შევამჩნიე, რომ “სურების” ტყის ნაცვლად “სურემის” ტყეს ვამბობ და ოღჩ, რატომ???

და ბოლოს, დიდი იმედი მაქვს, პროექტის შემდეგ კიდევ წავალ გურიაში ❤

ახლა კი ვიდეოებს უყურეთ ^_^

(more…)

ტამელის ჰიპების მეხუთე რეპორტი

„წიგნების თაობა“ გადამწყვეტ ფაზაში შედის და სიტუაციაც ნელ-ნელა უფრო მძაფრდება.  გუნდები ცდილობენ პირველადი თუ სარეზერვო გეგმების ერთმანეთში აღრევას, რათა ჯამში საინტერესო კვირები შეადგინონ. ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას, ჩვენი გუნდიც თავისას ცდილობს და ეს მეტად დატვირთული კვირაც პოზიტიურ ნოტაზე დავასრულეთ.

„ტამელის ჰიპებმა“ ეს კვირა ტრადიციულად წიგნის გათამაშებით დავიწყეთ და ბლოგზე ილუსტრირებული ბიოგრაფიის წიგნი „Pink Floyd” გავათამაშეთ. ნამდვილად რთულ 10 შეკითხვაზე პირველად სწორი პასუხები ვახო რამიშვილმა დააფიქსირა და დამსახურებულად ერგო ჩვენი გუნდისაგან ეს შესანიშნავი წიგნი.

(more…)

კინოჩვენება ირაკლი მახარაძესთან ერთად

ხუთშაბათს, 7 ივნისს „ტამელის ჰიპებმა“ მორიგი კინოჩვენება დავგეგმეთ. გადავწყვიტეთ, რომ ეს კინოჩვენება გურიისადმი მიგვეძღვნა და ამისთვის ისიც  დაგვემატებინა, რომ ხალხისათვის მოგვეთხრო ჩვენი გურიაში მოგზაურობის შესახებ. ფილმად ირაკლი მახარაძის „გურული ფირალები“ ავარჩიეთ. ბატონი ირაკლი სიამოვნებით დაგვთანხმდა დახმარებაზე და ჩვენც სოციალურ ქსელში მოსაწვევები დავაგზავნეთ.

(more…)

გურული ფირალების კვალდაკვალ

მწვანე რვეულის პოსტში რომ მიწერია ქალაქიდან რამდენიმე დღით გავედი-მეთქი დასასვენებლად, მთლად ისეც არ ყოფილა, რომ საქმის გარეშე ვყოფილიყავი. ტამელის ჰიპები ყველაზე სასიამოვნო სამუშაო გზას დავადექით, რომელმაც ჩვენი მხრიდან ყველანაირი იმედი გაამართლა, ქულების მხრივ კი პროექტის ბოლოს გავიგებთ.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ შესანიშნავი დოკუმენტალისტის, უაღრესად განათლებული კაცის, ირაკლი მახარაძის 3 წიგნი აქვს გამოცემული, რომელთა შორისაც არის „გურული ფირალები“. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ „ფირალი“ არაბული სიტყვაა და გავარდნილს, გაქცეულს ნიშნავს. ათწლეულების წინ გურია ფირალთა მოძრაობას ჰყავდა მოცული და მათზე უამრავი ლეგენდები იქმნებოდა. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი იმდროინდელი მაშენებლები სწორედ რომ გურული ფირალები იყვნენ, რომლებიც ღარიბ გლეხობას წარმოადგენდნენ. თუმცა მათ თავიანთი ცხოვრებით, ხალხის სიყვარულით, მოახერხეს, რომ გასწორებოდნენ იდეურ მტერს და ერთგვარი მითოლოგიური სახელიც კი ჩაეწერათ ქართულ ისტორიაში.

ირაკლი მახარაძის ამ წიგნში, მოთხრობილია ძალიან საინტერესო ისტორიები პირველი თაობის გურულ ფირალებზე (ვგულისხმობ  XIX-XX სს. მიჯნას). ამ უაღრესად დამაინტრიგიბელმა და მიმზიდველმა ფაქტებმა, გაგვიღვივა სურვილი იმისა, რომ გაგვეგო მომდევნო თაობის ფირალთა ინსტიტუტის შესახებ. (უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყველაფერი კარგი, ფირალთა სახელიც ბოლოს ყაჩაღთან გაიგივდა, რისი მიზეზიც უმთვრესად საბჭოთა წყობის დროს გაბოროტებული საზოგადოება იყო.) ამისათვის, ჩვენ გადავწყვიტეთ ვწვეოდით საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეს;

(more…)

“ტამელის ჰიპები” წიგნის ფესტივალზე

როგორც იქნა, მაისის ბოლო კვირაც დადგა და თბილისის საერთაშორისო წიგნის მე-14 ფესტივალი გაიხსნა, რასაც დიდი სიხარულით შევხვდით „ტამელის ჰიპები“. გარდა იმისა, რომ ფესტივალიდან წიგნებით დახუნძლულები ვაპირებდით გამოსვლას, ჩვენი დიდი სურვილი იყო ამ ფესტივალზე ხალხისათვის აქტიურობითაც დაგვემახსოვრებინა თავი.

პირველ რიგში უნდა ვთქვა ის, რომ საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ თუ რა ძალიან მოსწონდათ ჩვენი გუნდი და აქტივობები. 4 დღის განმავლობაში, დაახლოებით 15-20 კაცი მოვიდა და განგვიცხადა მსგავსი რამ. ერთი ჩვეულებრივი ბლოგპოსტი კი ვერ აღწერს იმ დიდი სიყვარულს და სიამოვნებას, რასაც ამ შემთხვევითი შეხვედრებით ვიღებდით.

(more…)