ტამელის ჰიპები ქართველ ავტორთა სკოლებში

„ტამელის ჰიპების“ პროდუქტიული კვირა იმით დაიწყო, რომ ჩვენი იდეის – გაგვეპიარებინა მწერლები თავიანთ სკოლებში – განხორციელებას შევუდექით. პირველ რიგში, ჩვენ დავუკავშირდით 10 ქართველ მწერალს (ლ.ბუღაძე, მ.ბექაური, დ.ტურაშვილი, ზ.ბურჭულაძე, ბ.ხვედელიძე. ჯ.ზარქუა, ა.კორძაია-სამადაშვილი, ა.მორჩილაძე, ზ.ლეჟავა, ლ.იმედაშვილი) და გავარკვიეთ  თუ რომელი სკოლა ჰქონდათ დამთვრებული. აქტივობა სამშაბათს დავიწყეთ და სკოლების მონახულებას შევუდექით. თავდაპირველად ვიტყვი იმას, რომ ვერ მოხერხდა ჯაბა ზარქუასა და მარი ბექაურის სკოლებში შესვლა, რადგან ჯაბას სკოლაში მე-8 კლასს ზემოთ ყველას გამოცდები ჰქონდა და დაბალ კლასებში, აზრი ნაკლებად ჰქონდა ჯაბას შემოქმედების გაცნობას, მარი ბექაურის სკოლა კი დანგრეული აღმოჩნდა.

პირველად ვეწვიეთ 57-ე (ახლა უკვე რობერ შუმანის) სკოლას, სადაც ერთ მერხზე ისხდნენ აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი. შემდეგ ზაზა ბურჭულაძისა და ბესო ხვედელიძის მიერ დამთავრებულ 55-ე საშუალო სკოლას მივაკითხეთ. დიდი ძებნის შემდეგ ვესტუმრეთ ზურა ლეჟავას #126-ს საჯარო სკოლას. ანა კორძაია-სამადაშვილი და ლაშა იმედაშვილი დავარეკლამეთ 1-ელ გიმნაზიაში, ჩვენი აქტივობა კი ლაშა ბუღაძის მიერ დამთავრებულ 21-ე საჯარო სკოლაში დავასრულეთ.

(more…)

ტამელის ჰიპები კინოთეატრში

მიღებულმა არასასიამოვნო შეფასებამ, „ტამელის ჰიპებს“ ენთუზიაზმი უფრო მოგვიმატა და ბრძოლის ჟინიც უფრო აგვიმაღლა, ამიტომაც მაშინვე დავიწყეთ აქტივობა:

პირველი ღონისძიება კინოთეატრ „რუსთაველში“ ჩავატარეთ, სადაც შეკრებილ, ფილმის მომლოდინე საზოგადოებას მოულოდნელად დავადექით თავს და შეკითხვები დავაყარეთ. გუნდს შედგენილი გვქონდა შეკითხვები, რომლებიც ნამდვილად არ იყო რთულები და ვიმედოვნებდით, რომ არც რესპოდენტებს გაუჭირდებოდათ პასუხის გაცემა. თავიდან ყველას ვეკითხებოდით თუ შეეძლოთ დაესახელებინათ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ თარგმნილი წიგნები, რომლებზეც ცნობილი ფილმები იყო გადაღებული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველას „ჰარი პოტერის“ სერია ახსენებოდა, მაგრამ მაქსიმუმ კიდევ 2-3 წიგნს თუ დაამატებდნენ ხოლმე.

(more…)

“ტამელის ჰიპების” მესამე რეპორტი

ესეც ასე… მიიწურა „წიგნების თაობის“ მე-3 კვირა და „ტამელის ჰიპებიც“ ჩვენს შეფასებას წარმოგიდგენთ:

სანამ უშუალოდ აქტივობაზე გადავალ, ერთ ამბავს ვიტყვი: გავიგეთ, რომ გამომცემლობაში პროგრამა „რა სად როდის“-დან ყოფილან და მსოფლიო კლასიკის წიგნები საკმაო რაოდენობით შეუძენიათ. ბევრმა ეს ამბავი ჩვენ დაგვიკავშირა და „ტამელის ჰიპებსაც“ მიგვაჩნია, რომ მთლიანად თუ არა, გარკვეულწილად მაინც მიგვიძღვის წვლილი ამ ფაქტში. ეს შესავლისათვის, ახლა კი აქტივობებზე გადავალ:

1 – სამწუხაროა, რომ აქამდე „წიგნების თაობის“ არცერთ მონაწილეს არ გახსენებია, 2012 წელი იუნესკომ  შოთა რუსთაველის წლად რომ გამოაცხადა, რადგან ზუსტად 300 წლის წინ პირველ ქართულ სტამბაში, პირველი ვეფხისტყაოსანი დაიბეჭდა. (იხ.ვიდეო)  სწორედ ამიტომ, სიმბოლურად, „ტამელის ჰიპებმა“ ანესთეზირებულ ბლოგზე „ვეფხისტყაოსანი“ გავათამაშეთ. გამარჯვებული კონკურენტი გუნდის წევრი ნიკა სერგია გახდა. მეორე დღესვე ჩვენ ნიკას თსუ-ში შევხვდით, წიგნი გადავეცით და მის „ორიგამის ბაზრობასაც“ დავესწარით.

(more…)

“ტამელის ჰიპები” წიგნის ფესტივალზე

როგორც იქნა, მაისის ბოლო კვირაც დადგა და თბილისის საერთაშორისო წიგნის მე-14 ფესტივალი გაიხსნა, რასაც დიდი სიხარულით შევხვდით „ტამელის ჰიპები“. გარდა იმისა, რომ ფესტივალიდან წიგნებით დახუნძლულები ვაპირებდით გამოსვლას, ჩვენი დიდი სურვილი იყო ამ ფესტივალზე ხალხისათვის აქტიურობითაც დაგვემახსოვრებინა თავი.

პირველ რიგში უნდა ვთქვა ის, რომ საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ თუ რა ძალიან მოსწონდათ ჩვენი გუნდი და აქტივობები. 4 დღის განმავლობაში, დაახლოებით 15-20 კაცი მოვიდა და განგვიცხადა მსგავსი რამ. ერთი ჩვეულებრივი ბლოგპოსტი კი ვერ აღწერს იმ დიდი სიყვარულს და სიამოვნებას, რასაც ამ შემთხვევითი შეხვედრებით ვიღებდით.

(more…)