შემოყვარებული ტორესი

*პოსტი დაწერილია დიდი ემოციის ქვეშ, ასე რომ, თუ სადმე გაუმართაობა იპოვეთ, მიუტევეთ ამ პოსტის გახარებულ ავტორს 🙂!

ერთი კვირის წინ შემომტერებული კაცის სახელი თუ დავარქვი პოსტს, დღეს რომ შემოყვარებულის დავარქვა, არაფერი დაშავდება !

ჩელსი ფინალშია !

ბარსა თავის ადგილზე.

ემოციებისგან არც კი ვიცი რა დავწერო, მაგრამ ასეთი დიდებული მატჩი, დიდი ხანია არ მინახავს. (more…)

შემომტერებული ინიესტა

New Text Message

Friend: Villa da xavi chaketet da tqvenia tamashi !!!

Me: Magat moevlebat, me iniestasi ufro meshinia.

თუმცა ამ მესიჯიდან დაახლოებით ერთი წლით წინ უნდა გადავბარგდე, რომ ჩემი და ანდრეს ინიესტას შემთხვევითი მტრობის შესახებ მოგითხროთ.

***

ჯერ იმათ გასაგონად ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას, ვინც საფეხბურთო სამყაროში არაა ჩახედული (უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა „ფეხბურთის გარტყმაში არაა“-მეთქი); ანდრეს ინიესტა დაბალი და დიდთავა, მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც სუპერჰიპერყველასრომუგებსისეთ ბარსელონაში და ესპანეთის ნაკრებში თამაშობს. მოგებული აქვს ბევრი ტიტული და ალბათ კიდევ ბევრს მოიგებს.ეს ქართული ვიკიპედიასავით მოკლე ინფორმაცია, ახლა კი ისევ პირველ აბზაცს მივუბრუნდეთ;

(more…)