Anathema – Weather Systems [2012]

Artist : Anathema
Album : Weather Systems
Genre : Atmospheric Rock / New Wave Progressive Rock
Release Date : 16 April 2012
Number of Tracks : 9
Length : 00:55:45
Label : KScope
Producer : Christer-Andre Cederberg
Mixing : Steven Wilson
Line-Up
Vincent Cavanagh — vocals, guitar
Daniel Cavanagh — guitar, piano, keyboards, vocals
John Douglas — percussion, keyboards, guitars
Jamie Cavanagh — bass guitar
Lee Douglas — vocals

  ამა წლის 16 აპრილს ბრიტანული ბენდის – Anathema-ს ახალი, რიგით მე-9 სტუდიური ალბომის პრეზენტაცია შედგა. ალბომს Weather Systems ჰქვია და ის ერთ-ერთმა საუკეთესო ლეიბლმა – KScope-მა გამოუშვა. 9-სიმღერიანი  ალბომიდან 8 ჯგუფის გიტარისტის, დენიელ კავანას დაწერილია, ხოლო მე-6 ტრეკი The Storm Before the Calm – დრამერ ჯონ დუგლასის. ალბომის პროდუსერი ნორვეგიელი ქრისტერ-ანდრე სედერბერგია.

Weather Systems, შეიძლება ითქვას, რომ 2010 წლის We’re Here Because We’re Here-ის ერთგვარი გაგრძელებაა, როგორც ტექსტის, ასევე ჟღერადობის მხირვ. ალბომს პირველივე ბგერებიდან და სიტყვებიდან ეტყობა, რომ Anathema საბოლოოდ არის მიმართული ერთგვარი რეტროსპექტული მუსიკის შექმნისაკენ, სადაც 100%-ით იქნება გამოვლენილი მუსიკოსების გამოცდილება და დაგროვილი ცოდნა. ამის სიმბოლური დასტურია ის, რომ Weather Systems ლივერპულში, ჩრდილოუეთ უელსსა და ოსლოში იწერებოდა – ბენდის წარსულში, აწმყოსა და მომავალში – როგორც ეს ბენდის წევრებმა განაცხადეს. გარდა ამისა, ნაშრომში აშკარად იგრძნობა ის დიდი გულწრფელობა და  უშუალობა, რომელიც ამ ბენდს ახასიათებს. ეს უპირველესად იმითაც არის გამოწვეული, რომ Anathema ისევ რჩება ბენდად, სადაც მხოლოდ ბავშვობის მეგობრები – ძმები კავანაები და ლი და ჯონ დუგლასები არიან შეკრებილნი. ალბომში არაფერია ყალბი და ყველაფერი რაც აქ გვხვდება, ანათემას გულიდან არის წამოსული. (more…)

ლასე ჰოილი – ანესთეზირებული ხელოვანი

ვინ მოსთვლის რამდენს უჭირავს ხელში აპარატი და ფოტოებს იღებს , მაგრამ მკვდარ ფოტოს სიცოცხლე მიანიჭო და უბრალო სიტუაცია ხელოვნების ნიმუშად აქციო, ამას იშვიათები თუ ახერხებენ. ფოტოგრაფიაში განსწავლული ადამიანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არის ფოტოები, რომლებსაც შევხედავ თუ არა, მაშინვე ვხვდები მასში რაღაც ახლობელი რომ დევს, რომ თითქოს მასში რაღაც სათქმელი სპეციალურად ჩემთვის ჩადო ავტორმა. სხვაა აგაღელვოს ფოტომ და მისმა სიუჟეტმა ტანში გაგცრას – ამას ბევრი ახერხებს დღეს, მაგრამ ათასგზის დამუშავებულ და „ნაკომპიუტერალ“ ფოტოს რომ ორგანულობას უნრაჩუნებ, ეს უფრო დიდი ხელოვნებაა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ იშვიათ ხელოვანზე მინდა გიამბოთ ახლა;

ლასე ჰოილი ჩემთვის In Absentia-თი დაიწყო 2009 წლის პირველ თვეებში, როცა Porcupine Tree-ს 2002 წლის ალბომის გარეკანი ვნახე და მაშინვე აღვფრთოვანდი. იშვიათად თუ მენახა მსგავსი რამ – ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პროგრესივ-როკ-არტი და მეორე შეხედვით ერთგვარი მედიატორი ბენდის მუსიკისა. მაშინვე დავრწმუნდი, რომ ის ემოცია, რომელსაც ალბომის მოსმენა ბადებდა, ზუსტად ეს ფოტო იყო, რომელზეც თავად დანიელი ხელოვანი იყო გამოსახული. მერე გავარკვიე, რომ ამ ბენდის ყველა DVD-სა და ალბომის გარეკანს,  Artwork-ებს და კონცერტის ვიზუალურ ეფექტებს ეს კაცი ამზადებდა, ამიტომაც უფრო და უფრო დავინტერესდი მისი შემოქმედებით. თუმცა ეს მერე იყო, როდესაც კონცერტი ანესთეზია ვიხილე, მანამდე კი ალბომის გარეკანებითა და ფოტოებით ვტკბებოდი.

(more…)

My Top 10 Albums 2011

ესეც ასე, იწურება 2011 წელი და აღარ მგონია რამე ნორმალური ალბომი ან EP დაიდოს დარჩენილ 21 დღეში, გასულ 344-ში გამოსულებიდან კი მინდა ჩემი რჩული ათეული შემოგთავაზოთ. მოკლედ, ჯეოსტარის ჟიურისავით კი გამომივა ეს ნათქვამი, მაგრამ „მართლა ძალიან გამიჭირდა ათეულის შედგენა.“ ბევრი კარგი ვიგემეთ და ბევრიც ცუდი. წლის დიდ ჩავარდნად „რადიოთავებისა“ და „წიწაკების“ კოშმარი მიმაჩნია, მოულოდნელად კარგ ნაშრომებად კი Yes-ის, Pendragon-ისა და Foo Fighters-ის ალბომები. იყო სხვა ბევრი კარგი ალბომი თუ EP-ც, მაგალითად: ქართულმა ჯგუფმა U.R.-მა შესანიშნავი EP შემოგვთვაზა სახელწოდებით  X-Craft. წლის დასაწყისში აღმოჩენილმა Combination Head-მაც პროფესიონალური და გემოვნებიანი ალბომი Museum დადო. მომეწონა Megadeth-ის ახალი ალბომიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ათეულში ვერ მოხვდა (ალბათ 2005 წლის Sol29-ის გადამეტებული სიყვარულის გამო), უგემრიელესი იყო Nosound-ის შესანიშნავი ალბომიც. ასევე კარგი ნაშრომი შემოგვთავაზა ნორვეგიულმა Gazpacho-მ. გამიკვირდა Arena-სა და Whitesnake-ს კარგი ჩანაწერებიც. წლის საუკეთესო ლეიბლად კი KScope მიმაჩნია, რომელმაც უბრალოდ არცერთი შეცდომა არ დაუშვა თავის სამუშაო პროცესში. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ესეც ჩემი ათეული.
(more…)