ცხოვრება წიგნის ყდებში

ესეც ასე, დასრულდა „წიგნების თაობა“ – პროექტი, რომელმაც მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრო და რომელმაც რამდენიმე ათეულ ახალგაზრდას შეუცვალა ცხოვრების რიტმი. პროექტი, რომელმაც ექვსი დაუვიწყარი, დამქანცველი და საინტერესო კვირა გვაცოცხლა თავის ყდებში და ერთიორად ლიტერატურული გახადა ჩვენი ცხოვრება. „ტამელის ჰიპებისათვის“ ეს იყო დაუვიწყარი დღეები, რომლებიც სავსე იყო საოცარი თავგადასავლებითა და გამოცდებით. ჩვენ ის გუნდი ვიყავით, რომელმაც ჯერ კიდევ პრეზენტაციაზევე დაამახსოვრა ყველას თავი, შემდეგ კი უამრავი საინტერესო აქტივობით მრავალ ადამიანს აჩუქა შესანიშნავი დღეები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ყოფილა შემთხვევები, ქუჩაშიც რომ გავუჩერებივართ (აღარაფერს ვამბობ წიგნის ფესტივალზე) უცნობებს და ჩვენი რომელიღაც ღონისძიების გამო კიდევ ერთხელ გადაუხდიათ მადლობა. მართალია ეს იყო PR კამპანია, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ გამომცემლობის დარეკლამება არის. ჩვენ ადამიანებს შევთავაზეთ ისეთი პროდუქტები, რომლებთან ზიარებაც ვინ იცის კიდევ როდის ეღირსებათ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი განვლილი გზა მოითხოვს ერთ პატარა ექსკურსს, რომელიც ნამდვილად ღირს თვალის გადავლებად.

(more…)

ტამელის ჰიპების მეორე რეპორტი

წინა კვირის აქტივობაში მიღებულმა მაქსიმალურმა ქულამ ისე გაგვახარა, რომ მეორე კვირის საქმიანობას კიდევ უფრო დიდი მონდომებით შევუდექით. მართალია, ამ კვირაში არც მასიური პერფორმანსი შემოგვითავაზებია და არც საზღვარგარეთ გაგვიტანია წიგნები, მაგრამ ჩვენმა გუნდმა,  არც მეტი არც ნაკლები, ხუთი შესანიშნავი ქმედება ჩაიწერა ამ კვირის აქტივში;

(more…)

აბსურდისტანი – წიგნი როკის მოყვარულთათვის

ჩვენი გუნდის სამივე წევრს დიდი სიყვარული გვაკავშირებს როკ-მუსიკისადმი. ალბათ არცაა გასაკვირი, რომ ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტანიც“ ძალიან მოგვწონს, მეტიც – ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის წიგნი, რომელიც აბსოლუტურად ყველამ უნდა წაიკითხოს, ვისაც როკი უყვარს. ეს არის წიგნი, რომელიც შესანიშნავად გადმოსცემს იმ ვნებებსა და ემოციებს, რაც როკ-მუსიკას მოაქვს მსმენელისთვის.

ამიტომაც, ეს უაღრესად ინტელექტუალურ-მუსიკალური მინი-სახელმძღვანელო გახდა ჩვენი მორიგი აქტივობის მიზეზი. და ვისთვის უნდა წარგვედგინა ეს წიგნი, თუ არა ადამიანებისათვის, რომელთაც როკის სიყვარული აერთიანებთ. სწორედ ამის გამო, ჩვენ ვეწვიეთ რუსთაველის გამზირზე მდებარე როკ-კლუბ „Pirate Bay”-ს, სადაც კონცერტს ატარებდა, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჯგუფი U.R. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კონცერტი მიძღვნილი ყოფილა ბენდს დაარსების 2 წლის იუბილეს. ბენდის იუბილე კი დრამერ ვახო ვახტანგიშვილის დაბადების დღეს დაემთხვა. სწორედ ამიტომ კლუბში იყო დიდი მხიარულება და საინტერესო გარემო.

კონცერტს დაახლოებით 150 ადამიანი ესწრებოდა. ბენდის წევრებს შოუს დაწყებამდე ვთხოვე, რომ შუა კონცერტისას 4-5 წუთიანი მონაკვეთი ჩემთვის დაეთმოთ და ჩემი მიზანიც გავანდე. U.R-ს მოეწონა ჩვენი იდეა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაგვთანხმდა.

(more…)