წიწილა

wiiiii
(ენდი უეირის “კვერცხით” შთაგონებული მოთხრობა)
– ისევ იმ ტყეში აგდიხარ საწყლად, ჯერაც არავის უპოვნიხარ.
– ჰა?
– შენმა ცოლმა ისიც კი გაივლო აზრად, რომ ვიღაც ბოზთან დარჩი და ამაღამ სახლში მიმსვლელი აღარ ხარ. მობილურზეც არ პასუხობ.
– რაა?
– რა რაა? არ მისმენ?
– გისმენ.
– მერე?
– რა მერე?
– რა გახსოვს?
– წვიმა… არა, წვიმა მანამდე იყო…
– კიდევ?
– წვიმა წინა ღამით იყო.
– გამთენიისას.
– ჰო.
– კიდევ რა გახსოვს?
– სოკო.
– აჰა, სოკოზე წახვედი, იფიქრე ბავშვებითვის სადილად მიგეტანა. უმცროსს უყვარს.
– მიმეტანა?
– ჰო რაიყო?
– რატომ უნდა მიმეტანა?
– უყვარს სოკო და იმიტომ!
– არა, არა, მიგეტანაო. ეგრე არ თქვი?
– ჰო
– ანუ ვერ მივიტანე?
– ვერა, ჯერაც ისევ ტყეში აგდიხარ… საწყლად… ტრაკი გიჩანს.

– რაა?
– ტრაკში ქვა (იცინის). შენ ცოლს ჯერაც არ ჩასძინებია. ბავშვები მეცხე სიზმარს ხედავენ.
– დაიცა, დაიცა… დალაგებულად მითხარი.
– ტყეში აგდიხარ-მეთქი!
– როგორ?
– შარვალჩახდილი.
– ჰა? საერთოდაც ვინ ხარ? რეებს მელაპარაკები.
– ვინ უნდა ვიყო შენი აზრით?
– აბა რა ვიცი.
– კარგად დაფიქრდი, რამდენადაც შენს მდგომარეობაში მყოფ ტიპს ახლა ფიქრი შეუძლია.
– რა ჩემს მდგომარეობაში?
– არ მისმენ? გეუბნები ჯერაც ისე ტყეში აგდიხარ მეთქი, იმ მეტყევის ბრალია ყველაფერი.
– რა ყველაფერი?
– შენ რომ ახლა ტყეში აგდიხარ.
– მოიცა… (ფიქრობს)… გინდა თქვა, რომ…
– რომ…?
– რომ… რომ მოვკ…
– კი!
– მკვდარი ვარ?
– კი!
– არ არსებობს!
– არსებობს!
– შენ ვინ ხარ?
– ვინ ვიქნები?
– აბა რა ვიცი… არაა!
– რა არა!
– შანსი არაა! ღმერთი ხარ?
– კი.
– არა!
– რაიყო, სხვანაირი გეგონე?
– კი.
– როგორი?
– ქალი არ მეგონე.
– ეგ ბევრჯერ გითქვამს. კიდევ?
– ეგეთი არ წარმომედგინე რა.
– როგორი?
– აი ეგეთი!
– როგორი ეგეთი?
– აი… როკერ გოგოს გავხარ.
– როკერს?
– ჰო, ჩვიდმეტი წლის როკერ გოგოს!
– ეგ არასოდეს გითქვამს…
– დაიცა… რანაირად ვარ მკვდარი?
– სოკოზე რომ გახვედი მაშინ მოგკლეს.
– ვინ?
– მეტყევემ.
– რატომ?
– მანიაკია და იმიტომ.
– რას ჰქვია მანიაკია?
– რასაც ჰქვია. გინდა შენს თავს შეგახედო?
– არა… კი მინდა.
(ღმერთმა ბიუსჰალტერიდან ბროლის ბურთი ამოაძვრინა, რომელიც მარცხენა ძუძუს ადგილას ჩაედო.)
– ჩახედე.
(პაუზა)
– ააარა!
– რა არა?
– რატომ მომკლა? დაიცა… ჩახდილი რატომ ვარ?
– მანიაკია და იმიტომ…
– აუ… დაიცა… ეს რა მაქვს ტრაკზე?
– არ იცი?
– აუ…
(ბროლის ბურთში საკუთარ ტრაკს აკვირდება)
– არა, არა, არა, არა, არა, არა, არა, არა, არა, არა, არა, არა, არა, არა, არა!!!
– რა არა?
– არა!
– ნაღდად ეგაა?
– ეგაა.
– ნაღდად?
– მაგის მეტი რა ვიცი!
– არაა ეგ!
– რა ფერია?
– თეთრი.
– ესეიგი ეგაა.
– არა! რატომ?
– მანიაკია-მეთქი, დაყრუვდი?
– მერე მეე?
– ჰო რაიყო?
– რა რაიყო? მე რატომ? ამხელა კაცი ვარ. სამი შვილი მყავს.
– მერე რა… ციხეში ხუთი შვილის მამას ტყნავდა.
– ააააააა! გაჩუმდი!
– ჩუმად ვარ!
(სიჩუმე. კაცი ბოლთად სცემს.)
– ელი?
– ეჰ, ელი. საწყალი ქალი, ისევ ფიქრობს, რომ ვიღაც ბოზთან გორაობ!
– არასოდეს მიღალატია ელისთვის!
– ვიცი.
– მერე რატომ ფიქრობს?
– ქალია და ფიქრობს.
– შეაცვლევინე ფიქრი, ღმერთი არა ხარ?
– არ შემიძლია.
– რანაირი ღმერთი ხარ აბა?
– შენ რომ წარმოგედგინა, ისეთი არ ვარ!
– ხო.
– თანაც ქალი ვარ.
– ხო.
– კაი დაიკიდე. ოდესღაც ყველა კვდება.
– მე ჯერ ახალგაზრდა ვარ.
– ნუ წუწუნებ! შენზე ახალგაზრდებიც ბლომად მინახავს… არ წაიღო ტვინი?! უკან გაიხედე რამდენი მელოდება! დაგაბრუნებ დღესვე!
– სად დამაბრუნებ?
– დედამიწაზე.
– რა დედამიწაზე?
– რა დედამიწა? არ იცი რა არის დედამიწა? თუ სხვა პლანეტაზე გირჩევნია?
– არა არა, დედამიწაზე მირჩევნია… მაგრამ, ჩემს ოჯახში?
– შენს ოჯახში.
– და ყველაფერი ძველებურად იქნება?
– ოჰ, მოინდომა! კაცად ვეღარ დაგაბრუნებ.
– აბა?
– ვიფიქრებ მაგაზე.
– რას იფიქრებ?
– რეინკარნაციაზე ვიფიქრებ! რა სახით დაგაბრუნო!
– რა რეინკარნაცია?
– რა რეინკარნაციაც!
– ანუ მართალია?
– რეინკარნაცია?
– ჰო.
– მართალია!
– ეჰეეე! ანუ მამაჩემზე რომ ვფიქრობდი, მართალია?
– რას ფიქრობდი?
– რომ სიკვდილის მერეც ჩემთან იყო.
– იყო.
– აკვარიუმში რომ მყავდა ის ლოკოკინა იყო, ხო?
– არა.
– აბა?
– მამაშენი ღორი იყო. საშობაოდ რომ იყიდე.
– რაა?
– ჰო, რაიყო?
– დაიცა, რა ღორი?
– ღორი! რაა ღორი?
– მამაჩემი ღორი იყო?
– კი
– და მერე ის ღორი…
– კი
– არა!
– კი… ის ღორი მოკალი…
– ვაიმე!
– დაანაწევრე, შეწვი, შეჭამე და მოჯვი.
– მატყუებ!
– არ გატყუებ.
– არა!
– კაი ნუ ტირიხარ, მამაშენი ისევ ცოცხალია.
– როგორ?
– მერომელიღაცე ინკარნაციის პროცესშია!
– ეგ როგორ?
– რა როგორ? სანამ მამაშენი იქნებოდა მანამდე სქელშუბლა იყო, იქამდე ყვავი, ესპანელი კონკისკადორი, მწვანე ევგლენა, სპარტანელი ბიჭუნა, რომელიც დაბადების დღესვე ხრამში მოისროლეს. ღორობის მერეც იყო რაღაც-რაღაცები და ვიღაც-ვიღაცები. ახლა ზებრაა, აფრიკაშია და ფიქრობს, რომ ყოველი დღე მისთვის ბოლო იქნება.
(სიჩუმე)
– რა გიკვირს? შენ რა გგონია სულ ელის ქმარი იყავი? და იმ სამი ბავშვის მამა? ჭრიჭინა რომ იყავი და ტვინს უტყნავდი ხალხს აღარ გახსოვს? ან კიდევ ბუზი – მძღნერიდან მძღნერზე რომ დაფრინავდი! თავგამოდებლი ხატმებრძოლიც იყავი და რომის პაპი ინოკენტი მეთექვსმეტეც. ხვალ კიდევ სხვა რამე იქნები.
– მე რატომ არ მახსოვს ეს ყველაფერი?
– ეგრე სადაა?! არაა საჭირო ყველაფერი გახსოვდეს! მეხსიერებამ მარტო ერთი ცხოვრება უნდა დაიტიოს.
– ელი? ელი ვინ იყო?
– არ გირჩევ გაიგო! საწყალი ქალი, ძილი არ ეკარება, ბოლომდე სჯერა, რომ ახლა მიხვალ. ალბათ არც აპირებს გაბრაზებას!
– დამპირდი, რომ კარად იქნება!
– კარგად იქნება… ოჯახში დაგაბრუნო?
– დამაბრუნე!
– მოვიფიქრე, როგორც დაბრუნდე!
– როგორ?
– ჩვეულებრივად. როგორც ბრუნდებიან რეინკარნაციის შემდეგ.
– ანუ… რად უნდა დავბრუნდე?
– პატარა, საყვარელ წიწილად! შვილები ისევ შეგიყვარებენ.
(სიჩუმე)
– წიწილად?
– ჰო. ყვითელი და ფუმფულა იქნები. რაიყო?
– არ ვიცი მომწონს თუ არა ეს იდეა!
– მაგას შენ არავინ გეკითხება. მოგეწონება!
– კაი.
– მზად ხარ?
– კი
(საწოლში მბროგავ ელის საქათმიდან დედლის წამიერი კრიახი მოესმა ყრუდ. ისევ ქმარზე ფიქრობდა. აღარ იცოდა უნდა უფრო უნდა ენერვიულა თუ გაბრაზებულეიყო. დაველოდებიო, იფიქრა.)
 
*
ელი დილით ბავშვებმა გააღვიძეს, შიოდათ. მამა სად არისო, ისიც ჰკითხეს. მალე მოვაო, გაბრაზებულმა უპასუხა. ხელ-პირი დაიბანეთ, გასაუზმებთო.
დაიბანეს. უფროსი ბიჭი საქათმიკენ წავიდა. სამი ახალი კვერცხი იპოვა. ელიმ ის კვერცხები ბავშვებს თოხლოდ მოუხარშა. თვითონ არაფრისთვის დაუკარებია პირი, არ იყო ჭამის ხასიათზე.
*
ქმარი დიდხანს რომ არ პასუხობდა მობილურზე, ელიმ ჯავრი სულ გადაივიწყა და მხოლოდ ნერვიულობამღა მოიცვა. პოლიციას დაურეკა და ათიოდე წუთში პოლიციის ორ ოფიცერს უხსნიდა თავის მდგომარეობას.
ნახევარ საათში ელისთან ერთად უკვე ექვსი ოფიცერი და ოჯახის ორი მეზობელი გაემართა ტყისკენ, კაცის საძებნად. ბავშვები სახლში დატოვეს და ეზოს გარეთ ფეხის გადგმა აუკრძალეს.
უფროსს, დილით რომ საქართმეში აფათურა ხელი, მუცელმა წამოუარა და ფეხსალაგისკენ გასწია. ხუთ წუთში სწორი ნაწლავიდან მამის გვამი გამოაძვრინა და როცა აყროლებულ მასაში ტყაპუნით დაახეთქა, ახლადამოსულ ვაჟიშვილობის დამადასტურებელ ულვაშებში ეშმაკურად ჩაიცინა.
*
– წიივ წივ წივ წივ
– ვაიმე რა საყვარელი ხარ!
– წიი, წივ წიი წივ წივ წი წი
– აბა რა გიყო პატარა, შვილმა გაგწირა.
– წივ წი?
– არ იცოდი? რა არ იცოდი?
– წივ წიიი წიიი წივ წივ წივ წივ.
– ჰო, შენი შვილი იყო, უფროსი, წინა ცხოვრებიდან.
– წივ
– კაი არაუშავს. დღეს საღამოს ჰიმალაებში გიკრავ თავს!
*
ასეც ხდება. ზოგჯერ ერთი გვამი შეიძლება ერთდროულად ორგან ეგდოს: ტყეში და ტუალეტში.
 
დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: