უფრო მაღალი ჩრდილები – 3 – პინტა

umc
ღამე იყო, მარტი, როდესაც ბარ “ლისაბონის” კარები სირბილით შემოაღო სამმა გოგომ და მაშინვე ბარმენს მივარდნენ.
– იივ, ჩქარა, სამი ცივი ყავა ნაყინით და შოკოლადით.
ქოშინებდნენ და იცინოდნენ. აშკარად ნასვამები იყვნენ.
– ჰო, კარგით გოგოებო, გეჩქარებათ სადმე?
– ჰო, ჰო მალე, ნახევარ საათში მარხვა იწყება – უპასუხა გოგოებიდან ყველაზე მაღალმა, რომლიც ქრისტეფორეს უბნელი პინტა იყო – ეგზოტიკურად ლამაზი გოგო, ეგზოტიკური სახელით.
წლების წინ, პინტას ქრისტეფორე მოსწონდა. რა სახით აღარ დაჩალიჩებია, მაგრამ მაინც ვერაფერი გააწყო. ქრისტეფორეს მაშინ დეპრესია ჰქონდა და არანაირი პარტნიორის გაგება არ უნდოდა, სიყვარულის ხომ მითუმეტეს!
გოგოები ერთ-ერთ მაგიდას მიუსხდნენ და სიცილი გააგრძელეს. სახეჩამოყრილი ნანეტელების ფონზე სამი ლამაზი, მხიარული და მთვრალი გოგოს ყურება ბარში ყველას სიამოვნედა.
პინტას, ნეკას და თიკას შემოსვლიდან ორ წუთამდე თუ იყო გასული, როცა იმავე ბარში ქრისტეფორეც შევიდა, ბართან დაჯდა და ივას ლუდი მოსთხოვა. გოგოებს კარგად ხედავდა და ელოდებოდა თუ როდის მიიტანდა შეკვეთას მიმტანი მათ მაგიდაზე, თავადაც რომ გაჰყოლოდა.
ამასობაში ბიჭს ძალაუნებურად ის დრო გაახსენდაა – ასე ორი წლის უკან – პინტა რომ ყველანაირად ცდილობდა მის დაკერვას. ბედის ირონიაა – ნახევარი უბანი მის ლოგინში შეტყუებას ცდილობდა, თავად გოგო კი პირიქით – აქეთ ეჩალიჩებოდა ბიჭს, რომელსაც მისდამი არანაირი ინტერესი არ ჰქონდა. პინტა შანსს არ უშვებდა ოღონდაც რამენაირად ამ ბიჭთან ურთიერთობა აეწყო; მის გამო მეტალის მოსმენაც კი დაიწყო და ქუჩაში Slayer-ის მაისურითაც დადიოდა, იქნებ ამით მაინც მივიქციო ქრისტეფორეს ყურადღებაო, მაგრამ იგნორის მეტს ვერაფერს იღებდა. მერე და მერე, ამდენმა იგნორმა თავმოყვარეობა შეუწუხა და წიკვინით გამოუცხადა ქრისტეფორეს, შენნაირი არაკაცი, მახინჯი და ნაბიჭვარი ბიჭი ცხოვრებაში არ შემხვედრიაო. ქრისტეფორეს მხოლოდ გაეცინა და ამის გამო, კიდევ უფრო გამწარებულმა პინტამ პირდაპირ მიახალა გადაგიწვავ მაგ მოხარხარე თავსო, რაზეც ამან უპასუხა, ჩემს დაწვას სახეზე რომ მაგხელა ხალი გაქვს ამოსული ჯობია ეგ მოიწვაო.
მოკლედ ის დღე იყო და დიდი ხანი პინტა ხმას არ სცემდა ბიჭს. ეგ კიარადა, თავის ბიძაშვილს მოატყუა, რომ ქრისტეფორე ცუდად დალაპარაკებია და ტრაკზეც მოურტყამს ხელი, იმანაც თავი გამოიდო, ქრისტეფორეს დაურეკა, ვიღაც ორ ბიჭთან ერთად შეხვდა და უცემიათ ეს საწყალი. ასე რომ, პინტას იგნორი რამდენიმე სისხლჩაქცევად დაუჯდა ქრისტეფორეს. ერთი ის მიკვირს, რომ ამ ამბის მერე, ეს გოგო მაინც ვერ თუ არ გაიბუტა – რას გაუგებ ეგეთებს – ქუჩაში ერთი-ორი შეხვედრის შემდეგ, ისევ დაუწყო ქრისტეფორეს მისალმება, ესეც, რა თქმა უნდა, სალამით პასუხობდა. ჰოდა, მერე როგორღაც აღდგა მაგათ შორის ნორმალური ურთიერთობა. სხვათაშორის ამ დროისთვის პინტას მართლა მომწვარი ჰქონდა სახეზე ულამაზოდ ამოსული ხალი.
მოგონებებში იყო ქრისტეფორე გართული, როცა მიმტანმა გოგოებს ნაყინები მიუტანა და ესეც მაშინვე აიტუზა მაგიდასთან.
– პინტა, როგორ ხარ?
უცბად გოგომ ძველი სიყვარული იცნო და მხიარულად შესძახა:
– ჰეე, ქრისტო, შენ როგორ ხარ?
– კარგად, მადლობა.
– რას აკეთებ? აქ რა გინდა? თუ მარტო ხარ, მოდი რა ჩვენთან დაჯექი.
– არაფერს ისეთს, ლუდს ვსვამ. თქვენ, როგორც ჩანს უკვე საკმაოდ დაგილევიათ – ღიმილით უპასუხა ქრისტეფორემ და მაგიდის მეოთხე, პინტას გვერდით მდგარი ცარიელი სკამი შეავსო.
– ჰოო, ნეკას დაბ დღეა დღეს და ლაუნჯ-ბარში ვიყავით გოგოები წასულები. ჰოდა, ახლა აქ შემოვედით, აი პროსტა უუგემრიელეს ნაყინიან ცივ ყავას აკეთებენ და დღეს რომ ეს არ დაგველია, აი, პროსტა მოვკვდებოდით. ჰო, ესენი გაიცანი ჩემი მეგობრები არიან, ნეკა და თიკა, გოგოებო ეს ქრისტეფორეა, ძალიან საყვარელი ბიჭია. ქრისტო, დღეს ნეკას დაბ დღეა და მიულოცეე.
ქრისტეფორემ გოგოს გაუღიმა და დაბადების დღე მიულოცა.
– მადლობა – უპასუხა ნეკამ. – ცივი ყავა არ გინდა? ან ნაყინი?
– არა, მადლობა, ჩემს ლუდს დავლევ.
– ოკეეეი.
გოგოებს ხალისი ისედაც არ აკლდათ და მაგიდასთან ბიჭის შემომატებამ კიდევ უფრო გაამხიარულა. ათი-თხუთმეტი წუთის მერე ქრისტეფორემ სამივე სასმელზე დაპატიჟა. მერე იცეკვეს, იმხიარულეს და ენერგიისგან დაცლილ და მთვრალ პინტას დაემართა ის, რაც ზოგადად ემართებათ ხოლმე ძველი სიყვარულის წინაშე მდგარ მთვრალ ადამიანებს, როცა დგახარ და ძალაუნებურად ექაჩები წარსულის მოგონებებს. მერე რა, რომ შეიძლება უსიამოვნო იყოს ეს მოგონებები! აი, ისეთი მომენტია, თითოქს თვალს უსწორებ და შეგიძლია ხელით შეეხო – ყველაფერი ნეგატიური სადღაც მიიჩქმალება ხოლმე. პინტაც ასე იყო; მის გვერდით თითქმის ერთი წლის უნახავი ქრისტეფორე იჯდა, ბიჭი, ერთ დროს რომ ასეთი ძვირფასი იყო მისთვის.
პინტა აღგზნებული იყო. ჯერ იყო და არ ეშვებოდა ბიჭს, კიდევ ვიცეკვოთო და მერე კალთაშიც ჩაუჯდა, ერთი-ორჯერ ძალიან თბილი სიტყვებიც უთხრა, ლოყაზეც აკოცა.
ქრისტეფორესაც მეტი რა უნდოდა?! გოგო მისი იყო. ამიტომაც ბევრი აღარ დაუყოვნებია, მობილური ტელეფონი ამოიღო და SMS ველში აკრიფა “გავიდეთ?“. ეკრანი პინტას დაანახა.
პინტამ მალულად დაუქნია თავი, ისე, რომ ნეკას და თიკას არაფერი შეემჩნიათ. დაახლოებით სამი წუთის შემდეგ კი დაქალებს თავად განუცხადა:
– გოგოებო მე და ქრისტეფორე უნდა გავიდეთ. ხვალ გნახავთ რა – უთხრა და მათ საკოცნელად გადაიხარა.
ქრისტეფორემ სასმელისა და ნაყინის ფული გადაიხადა, გოგოებს დაემშვიდობა და პინტასთან ერთად ბარიდან გავიდა. კართან მდგომმა დაინახა, თუ როგორ გაიცინეს ერთობლივად ნეკამ და თიკამ.
– მანქანით ვარ, ქრისტ – უთხრა პინტამ.
– საჭესთან მე დავჯდები, შენ ძაან ნასვამი ხარ.
ჩასხდნენ თუ არა მანქანაში პინტამ ბიჭს მაშინვე აკოცა. ქრისტეფორეც არ დამდგარა მოწმესავით, ხელი მკერდში ჩაუყო და კერტების სრესა დაუწყო. გოგო სიამოვნებისგან ხმამაღლა სუნთქავდა. ქრისტეფორემ იგრძნო თუ როგორ გაუმაგრდა პინტას კერტი და ხელი ახლა უკვე ფეხებშუა შეუცურა. კოცნას ისევ აგრძელებდა. პინტას, რომელიც ძალიან ხმამაღლა კვნესოდა სახეზე საქარე მინაზე მიწებებული მალტის ჯვრის ჩრდილი ეცემოდა. გოგომ როგორღაც თავი შეიკავა, ქრისტეფორეს ხელი მოიცილა და სთხოვა, ჩქარა ჩემთან ავიდეთ, მარტო ვარო.
ქრისტეფორემაც სწრაფად დაძრა მანქანა. გზაში ხმა არცერთს არ ამოუღია. პინტას სავარძელი გადაწეული ჰქონდა, თავი უკან გადაეგდო და ხელი შარვალში ჩაეყო.
სახლამდე ძალიან მალე მივიდნენ.
კარები მიხურეს თუ არა, ქრისტეფორემ ხელში აიყვანა გოგო და ასე წავიდა სავარძლისკენ. პინტამ ხელით მიანიშნა, რომ საძინებლისკენ წასულიყო, ბიჭიც ასე მოიქცა, კარი შეაღო და გოგო ლოგინზე დააგდო. ტანსაცმელი ჯერ არცერთს არ გაეხადა, თუმცა ქრისტეფორე ერეგირებულ პენისს ფეხებშუა მაინც უხახუნებდა, რაც გოგოს ძალიან სიამოვნებდა.
ხუთწუთიანი პრელუდიის შემდეგ ქრისტეფორემ ჯერ პერანგი შეიხსნა, შემდეგ ქამარი და შარვალი. პინტამ მისი ტრუსიდან ის პენისი ამოიღო, რომელზეც თავის დროზე თვეობით ოცნებობდა. ქრისტეფორემ თვალები დახუჭა და სიამოვნების ზღვა წამოვიდა. გოგო ცალი ხელით ბიჭს უნძრევდა, თან პენისის თავს ულოკავდა, მეორე ხელი კი შარვალში ჩაეყო და კლიტორს იზელდა.
ქრისტეფორემ ლამის ორგაზმი განიცადა და პენისიდან სასწრაფოდ გააშვებინა პინტას ხელი. ბიჭი მიხვდა, რომ ჩანაფიქრის განხორციელება შეიძლება არ შემდგარიყო, ამიტომაც გოგო მაშინვე გადააწვინა საწოლზე, სწრაფად გახადა შარვალი, მაქმანებიანი ტრუსი გვერდით გადაუწია და ორი თითი ვაგინის ნაპრალთან მოუსვა. ასე გაგრძელდა რამდენიმე წამს. რომ იცოდე ამ დღეს რამდენ ხანს ველოდიო, სრულიად გულწრფელად ამოილუღლუღა გოგომ და ქრისტეფორემაც არ გაუცრუა იმედი, მეცო, დაამატა, შემდეგ პინტას თითები გაალოკინა, მაისური და ლიფიც გახადა, ზემოდან გადააწვა და როცა გოგომ მთელი სხეულით იგრძნო მისი სიმძიმე და ეგონა, რომ სწორედ მაშინ შეუდებდა ქრისტეფორე, შედეგად მხოლოდ ერთი რეპლიკა მიიღო.
– აუ, პინტა სარკეში ჩაიხედე, რა მახინჯი ხარ!
პინტამ იფიქრა ნამდვილად მომესმაო, თუმცა სანამ ფიქრებიდან და ვნებებიდან გამოერკვეოდა და თავს წამოწევდა, ბიჭს უკვე შარვალი შეეკრა. ზუსტად ხუთ წამში ქრისტეფორემ პინტას სახლის კარები გაიჯახუნა. პერანგი სადარბაზოში, კიბეებზე ჩასვლისას შეიკრა.
საწოლზე პინტას გაოგნებული და შიშველი სხეული ტირილს იწყებდა.
მარხვა ახალი დაწყებული იყო.
– ნაბიჭვარო! ვერ გიტან, მეზიზღები! – დაიყვირა მაშინ, როცა ქრისტეფორე უკვე ქუჩაში იყო გასული, როცა მთვრალი პინტას გონებამ მომხდარის გაანალიზება დაიწყო.
ქრისტეფორე ტაქსით მივიდა სახლში. კარები დახურა თუ არა, ქილა აიღო და შიგ ჩაანძრია. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო მასტურბაცია, რაც კი ბოლო დღეებში ჰქონია – თვალწინ პინტას შიშველი სხეული ედგა.
ქილა საწოლის ქვეშ შეინახა, დილით ალბათ ისევ უბნის ყველაზე დიდი რესტორანს მიაშურებდა და ყველასგან მალულად მის სასაპნეში ჩაცლიდა, ხშირად გაუკეთებია ასე.
როცა დაწვა, ვერ იძინებდა, ქრონიკულად, იდიოტივით იცინოდა. თან საკუთარ თავს დასცინოდა და თან – გოგოს. თან საკუთარი თავი ეცოდებოდა, თან – გოგო.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: