რა მოხდა ინსომნიაზე

ინსომნია

(ერთ ღამეში დაწერილი მოთხრობა)

ექვსნი ვიყავით. ყველანი რაღაცით უკმაყოფილოები. ზოგი უტრაკოებიც. კითხვის მეტს არაფერს ვაკეთებდით. კვირაში სამ-ოთხ წიგნს ვკითხულობდით და მერე ერთად განვიხილავდით ხოლმე. ერთ დღესაც მოვწვით ეს ჩვენი ჩვეულება, სიყვარული რომ გვეგონა, რეალურად ბანძი რუტინა ყოფილა, ჰოდა, რამე ისეთის გაკეთება მოგვინდა ხალხი რომ აგველაპარაკებინა. ვიღაც-ვიღაცებისთვის მაგარი შიშიც უნდა გვეჭმია. პოლიტიკოსებზე რომ ამბობენ, ნაკითხები და საშიშები არიანო, ეგეთები უნდა გავჩითულიყავით.

ერთ დღეს რკინა მოვიდა და გვეუბნება „ინსომნიამ“ სივების მიღება დაიწყოო. ფობიოგრაფიების, უფრო სწორედ. მეთქი დავუაროთ! ჯერ შარშანდელი მონაწილეების ტექსტებს გადავხედოთ, გავიგოთ როგორ იწერება და მერე მოვცხოთ. რკინამ არ გინდათ, შარშან მეც ვიყავი მანდ და აზრზე ვარო. დაგვაწერინა ყველას ჩვენს შიშებზე. ზოგიც მოგონილები ჩავამატეთ და გავუშვით. ტექსტების გამართვა არ გაგვჭირვებია, წერა ექვსივეს გვეხერხება. ზოის მოთხრობები საერთოდაც წელიწადში ოთხი-ხუთჯერ მაინც ქვეყნდება სადმე.

ექვსი კაციდან ერთი მაინც ხომ გავიდოდით?! დაველოდეთ შორთლისტს და ბრახ! სამნი გაიჩითნენ ჩვენგან. რკინა ისევ იქ იყო.

გაგვიხარდა. თითქმის ნახევარი ძალა ჩვენი იყო, პონტია რა! გამოგვკეტავდნენ იმ მაღაზიაში და შემდეგ ჩვენ ვიცოდით ნელ-ნელა მაგათი შიშებისთვის როგორ მოგვევლო. ის სამნი ბათუმში წაიყვანეს, ორგანიზატორებმა უკისრეს წასვლა. მე, ერკე და ანა დავრჩით თბილისში.

პირველი შემსვლელი ჩვენიანი იყო, იხვი. გაგვისწორდა ჯერ ეგ რომ შედიოდა, სახეს აახევდა იქაურობას. შეხედავ – ბულკია, არაფერი ეტყობა,  მაგრამ ხო ნახეთ რა შერყეულიცაა! რომ გავიგე პირველივე დღეს რაც გააკეთა, მე პირადად არ გამკვირვებია. მაგ ბულკი სიფათით მოიგო. პოკერის მოთამაშეები რომ იგებენ, ისე.

მოკლედ, დაიწყო კონკურსი, შეჯიბრი თუ რაცაა. ჯერ ფეისბუქზე ინტერვიუ გაჩითეს, იხვი გააცნეს ხალხს და შეკეტეს. გადაშალა ამანაც ბლოკნოტი დიდის ამბით და დაიწყო წერა. ვითომ მოთხრობას წერს. თან რაღაც მომენტებში ადგება და ბოლთას სცემს. ჩვენ აქედან ვუყურებთ კამერით, ლაივსტრიმია გაშვებული. მეთქი მართლა მოთხრობას წერს! თურმე რაც იმ შენძრეულ თავში მოუვა ყველაფერს გეგმის მიხედვით აწიკწიკებს.

ასე გაიყვანა რამდენიმე საათი. ეს ჟიურიც დაცვის სამსახური ხომ არაა, ყველას ეძინება! ოთხიდან ექვსამდე მაინც. ჩვენც თავიდანვე ამ დროისთვის დავთქვით, რომ დაგვეწყო მოქმედება. იხვიმ კი არივ-დარია ყველაფერი მაგრამ ნუ დავიკიდოთ ეგ! რაც გააკეთა გააკეთა! არის ახლა მაგისთვის ჩაყუდებული და კიდევ კაი ხანი იქნება. სადღაც ოთხი იყო უკვე, რომ მიადგა თაროებს, უყურებდა ალბათ რომლით დაეწყო, მერე ბლოკნოტს დახედა და პირველის წიგნები სადაც ელაგა იქით წავიდა. გუშინ მოვწვი, რატომაც დაიწყო პირველის გამოცემული წიგნების განადგურებით. ერთი წლის წინ იხვიმ რომანი დაწერა, სადღაც წელიწადნახევარი მაინც მუშაობდა მაგ ტექსტზე, როცა მორჩა წაგვაკითხა. დიდი არაფერი იყო, მაგრამ იმდენი ყლეობა იბეჭდება, ეს არავის არაფერს დააკლებდა. მოკლედ პირველთან მიიტანა ეს წიგნი და იქიდანაც ტკაცაან უარი! ეგ კი არა, ისე ებაზრა იმათი ოფისიდან ვიღაც ნაბოზარკა… ლამის ის უთხრა ამ ყლეობის წერაში დრო რატომ დაკარგეო და ამას მაგრად გაუტყდა. ჰოდა, მაგიტომაც მიადგა პირველ რიგში პირველის წიგნების. გადმოაწყო ჯერ მაგარყდიანები და დაუწყო ხევა. ნელა დაიწყო, ფურცელ-ფურცელ. ჯერ შუაზე ყოფდა, შემდეგ მთლიან გვერდს ამოხევდა, დაკუჭავდა და მიაგდებდა. სადღაც ათ ფურცლამდე რომ დახია, ადგა და კარების სახელურში სკამი გაარჭო – ფეხებით – ვინმე რომ მოსულიყო, კარი ვერ გაეღო. ერთი თაროც კართან მიაჩოჩა, ყოველი შემთხვევისთვის. მიუბრუნდა იმ წიგნს და გააგრძელა დახევა. რაღაც მომენტში როგორც ჩანს დაიღალა, როგორია აბა ნელა, აუღელვებლად დახიო ას გვერდამდე! დაიწყო ბღუჯა-ბღუჯა ხევა და ასე კი დააქუცმაცა ოცამდე წიგნი რამდენიმე წუთში. ისე, არ ვიცი იმას მაინც თუ ხვდებოდა, რომ ამით გამომცემლობას კი არა მაღაზიას აზიანებდა, მაგრამ ფაქტია, საქმეს აგრძელებდა.

მერე შეეშვა პირველის წიგნებს და პალეტისაზე გადავიდა. პალეტს ვერ იტანს – მაგათ ვინ იტანს! – წიგნებს კარტოფილივით ექცევიან და თანაც პატრიარქის სახელით მანიპულირებენ. დაუარა იმათაც და თაროები დაამხო ძირს. შემდეგ რუსულენოვან ლიტერატურას მიადგა,  რბილყდიანი წიგნები იყო და ადვილად მოუმთავრა საქმე. აი, ბოლოს რა მომენტში გადაეკეტა, ვეღარ მივხვდი, საერთოდ ყველა წიგნი, რომ ძირს გადმოყარა და თაროებიც მიაყოლა ზედ. ჟიური გარტყმაში არ იყო რა ხდებოდა. ეძინათ. იქ რომც ყოფილიყვნენ რას უშველიდნენ?! მაღაზიაში მაინც ვერ შევიდოდნენ, კარს ხომ მიადგა დიდი თარო! საერთოდ ოთახის ყველა შესასვლელი ჩაკეტა. ტუალეტის მხარეც. იქაურობა სანაგვეს დაამსგავსა. აქედან მე, ერკე და ანა ვუყურებთ და ვერ ვხვდებით რა ხდება, რას აკეთებს. საერთოდ სხვა ჩანაფიქრი გვქონდა. კი, ეგრეა, მაგრად უნდა შეგვეშინებინა ორგანიზატორები, რაც იხვიმ იმაზე ათჯერ უფრო მაგრად გააკეთა, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით, მაგრამ როგორც ქნა ეგ აზრად არ გვქონია.

ამ დაყრილ წიგნებს ცეცხლი წაუკიდა. ნახევარ წუთში უკვე საკაიფო ალი იყო ავარდნილი. ყველგან ქაღალდი იყო და ადვილად გადავიდა ცეცხლი მთელს მაღაზიაზე. სადღაც ორ წუთში, უკვე მაგარი ხანძარი გაიჩითა, იხვიმ თაროთი გაამტვრია ვიტრინა და გაიქცა. მალევე კამერებიც გაითიშა და აზრზე აღარ ვიყავით რა ხდებოდა. რკინამ გვითხრა მეორე დღეს, მეზობელი შენობიდან სახანძროში რომ დარეკეს, მთელი მაღაზია გიზგიზებდა უკვეო.

სანამ ისინი მოვიდნენ ცეცხლი გარეთაც გასულა. თურმე გვერდით საწყობი ჰქონიათ, წიგნებს სადაც ინახავდნენ, ეგ არც ვიცოდით. ის საწყობიც დამწვარა, ცეცხლს დედა უტირებია იქაურობისთვის.

იხვი თბილისის მატარებელს რომ ელოდებოდა მახინჯაურის სადგურზე, მაშინ დააკავეს. მაგ დროს იმ წიგნის მაღაზიას სამი სახანძრო ეკიპაჟი აქრობდა. კაი ხანი ეჩალიჩნენ. კი ჩააქრეს, მაგრამ შველით ვერაფერი უშველეს. იმის მეპატრონე იძახდა, იხვი უნდა მოვკლაო. ესეც რკინამ გვითხრა, გვერდით ედგა და გაიგო. იმ დილას მთელი ინსომნიას გუნდი მაღაზიასთან იყო.

*

გუშინ ვნახეთ იხვი, იზოლატორიდან გამოიყვანეს, შეგვახვედრეს. მე და ერკე გავყევით დედამისს. ქალი ჯერ ხმას ვერ იღებდა, შიშისგან დამუნჯებულიყო. შემდეგ რაღაც მომენტში აუშვა და  უყვიროდა იხვის, იმას მაინც თუ ხვდები რა გააკეთეო. იხვიმ ძაან კარგად ვხვდებიო, უპასუხა. თავიდან შეგნებულად ვაკეთებდი, მერე იყო რომ გადამეკეტა და ვეღარ ვაკონტროლებდი თავსო. თან შეშინებია გზაში, მიხვდა რომ გადაამლაშა. მარტო ამაზე ვფიქრობდი, იმდენი ვერც კი გავიაზრე, რომ სადგურზე არ წავსულიყავიო. ეგრეა რა. კაცი წიგნის კითხივს მეტს რომ არაფერს აკეთებ, თანაც უტრაკო ხარ, ერთხელ აშვება გჭირდება მეტი კი არა! აიშვებ და ღუპავ ყველაფერს. თავსაც იღუპავ.

ახლა მამამისი ვიღაცებთან დარბის, რომ იხვის გიჟის ბილეთი გაუჩალიჩონ და ციხეში არ გაუშვან. ანამ თქვა, თუ ჩააყუდეს, 5 წელს მიარჭობენო. დიდი ზარალი ყოფილა. ცალკე საქონელი და ცალკე ფართიო. მე ეგეთები არ ვიცი. ანა იურისტია და იმას ვუჯერებ. ერთი ის კი შემიძლია ვთქვა, რომ ამ ამბით იმავე ქუჩაზე მდებარე წიგნის სხვა მაღაზიაა ძალიან ბედნიერი.

ის მეპატრონე ისევ გაიძახის, რომ გამოვა მაშინ მოვკლავო.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: