სიგარეტის კოლოფებიდან პრემიერლიგის ისტორიაში

რაღა დაგიმალოთ და ინგლისური ფეხბურთის დიდმა ქომაგმა იმ ისტორიული „დოკუმენტების“ შესახებ, რომელზეც ქვემოთ უნდა გიამბოთ, მხოლოდ და მხოლოდ, რამდენიმე კვირის წინ გავიგე, როდესაც პროგრამაში „რა? სად? როდის?“ , ბაჩანა შენგელიას ექვსეულის გუნდს ბლიც შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. სამივე შეკითხვას მეც მაშინვე ვუპასუხე და გუნდის წევრებმაც, თუმცა ამ დროს შეკითხვები აღარ მაღელვებდა, თავში სულ სხვა რამ მიტრიალებდა: როგორც კი პროგრამა რეკლამაზე გავიდოდა, დამეგუგლა ინფორმაცია OGDEN’S CIGARETTES-ის შესახებ.

newcastlenickინგლისელი ბიზნესმენის თომას ოგდენის ფირმა, როგორც სათაურიდან ხვდებით, სიგარეტს აწარმოებდა დიდ ბრიტანეთში და ერთ დღეს ამ კაცს თუ მისი კომპანიის რომელიმე გონებამახვილ თანამშრომელს ერთი კარგი იდეა დაებადა თავში: 1930-იანი წლების დასაწყისშიც ისევე უყვარდა ინგლისელ ხალხს ფეხბურთი, როგორც დღეს უყვარს, ამიტომაც OGDEN’S CIGARETTES-ში იფიქრეს, რომ მეტი კლიენტი ეყოლებოდათ, თუ მათ პროდუქციას ფეხბურთს დაუკავშირებდნენ და შესანავი გამოსავალიც მონახეს.  დაბეჭდეს 50 ინგლისური საფეხბურთო კლუბის სახალისო ბარათები და სიგარეტის კოლოფებში ჩაალაგეს. მე რომ 30-იანი წლების მწეველი ინგლისელი ვყოფილიყავი, ამ წამოწყების გამო, ნამდვილად ვუღალატებდი საყვარელ ბრენდს და „ოგდენზე გადავიდოდი“, ოღონდ კი ეს ბარათები შემეგროვებინა.

southamptonრთულად თუ მოიძებნება ინგლისში კლუბი, ზედმეტსახელი რომ არ ჰქონდეს შერქმეული. ასე მაგალითად: სანდერლენდის ფეხბურთელებს შავ კატებს ეძახიან, არსენალისას – მეთოფეებს, ჰალ სიტის – ვეფხვებს, მანჩესტერ იუნაიტედისას – წითელ ეშმაკებს, ნიუკასლისას – კაჭკაჭებს, ჩემს საყვარელ ჩელსის ფეხბურთელებს კი – პენსიონერებსა და არისტოკრატებს. ჰოდა, 1933 წელსაც ყველას პირზე ეკერა ეს ზედმეტსახელები და მათგან გამომდინარე დაიხატა ეს ბარათებიც. დიზაინი ერთ სტილშია გადაწყვეტილი: ცენტრში ჩახაზულ ოვალში მთავარი გამოსახულებაა, მის ქვემოთ – კლუბის, ზემოთ – კი თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის სახელი.

მოკლედ აღწერით ბევრს არ შეგაწყენთ თავს, თავადაც კარგად ნახავთ რა როგორ არის. თუმცა ერთი-ორს დავამატებ: მე ყველაზე მეტად Oldham Athletics-ისა და Southampton-ის კარიკატურები მომწონს, მერე რა რომ ბევრის გამორჩევა შეიძლება. და ერთი რამაც ძალიან მიკვირს: ბარათებს შორის არ არის მანჩსტერ იუნაიტედის კარიკატურა.

ნამდვილად არ ვიცი როგორი პოპულარობით სარგებლობს ეს ბარათები დღეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ OGDEN’S CIGARETTES-ის კარიკატურები დღეს უკვე ინგლისური პრემიერლიგის ისტორიული ნაწილი არის და არცაა გასაკვირი, რომ მათი რეპრინტი ჯერ 1996 წელს მოხდა, შემდეგ კი 2012-ში.

ქვემოთ აღნიშნული 50 კლუბის სახელწოდებებსა და რამდენიმე ბარათს შემოგთავაზებთ, სრული კოლექცია კი >>>Facebook გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.<<<

P.S. თუ ვინმე უკეთსი ხარისხით გადააწყდებით, რომელიმე ბარათს, გთხოვთ არ დაიზაროთ და გამომიგზავნეთ ბლოგის ფეისბუქ გვერდზე.

Bristol City bristol-rovers-the-pirates-1933clapton-orient-the-orient-1933

crystal palace leicester lincoln city

manchester-city-the-citizensmillwall norwich-city-the-canaries

გუნდების ჩამონათვალი

1. Arsenal
2. Aston Villa
3. Barnsley
4. Birmingham
5. Blackburn Rovers
6. Bolton Wanderers
7. Bournemouth & Boscombe Athletic
8. Brentford
9. Bristol City
10. Bristol Rovers
11. Bury
12. Chelsea
13. Clapton Orient
14. Crystal Palace
15. Darlington
16. Derby County
17. Everton
18. Exeter City
19. Fulham
20. Grimsby Town
21. Hull City
22. Leicester City
23. Lincoln City
24. Liverpool
25. Luton Town
26. Manchester City
27. Millwall
28. New Brighton
29. Newcastle United
30. Northampton Town
31. Norwich City
32. Nottingham Forest
33. Notts County
34. Oldham Athletic
35. Plymouth Argyle
36. Portsmouth
37. Preston North End
38. Reading
39. Sheffield United
40. Sheffield Wednesday
41. Southampton
42. Stockport County
43. Stoke City
44. Swansea Town
45. Swindon Town
46. Sunderland
47. Tottenham Hotspur
48. West Bromwich Albion
49. West Ham United
50. Wolverhampton Wanderers

Previous Post
დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: