სიგარეტის კოლოფებიდან პრემიერლიგის ისტორიაში

რაღა დაგიმალოთ და ინგლისური ფეხბურთის დიდმა ქომაგმა იმ ისტორიული „დოკუმენტების“ შესახებ, რომელზეც ქვემოთ უნდა გიამბოთ, მხოლოდ და მხოლოდ, რამდენიმე კვირის წინ გავიგე, როდესაც პროგრამაში „რა? სად? როდის?“ , ბაჩანა შენგელიას ექვსეულის გუნდს ბლიც შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. სამივე შეკითხვას მეც მაშინვე ვუპასუხე და გუნდის წევრებმაც, თუმცა ამ დროს შეკითხვები აღარ მაღელვებდა, თავში სულ სხვა რამ მიტრიალებდა: როგორც კი პროგრამა რეკლამაზე გავიდოდა, დამეგუგლა ინფორმაცია OGDEN’S CIGARETTES-ის შესახებ.

newcastlenickინგლისელი ბიზნესმენის თომას ოგდენის ფირმა, როგორც სათაურიდან ხვდებით, სიგარეტს აწარმოებდა დიდ ბრიტანეთში და ერთ დღეს ამ კაცს თუ მისი კომპანიის რომელიმე გონებამახვილ თანამშრომელს ერთი კარგი იდეა დაებადა თავში: 1930-იანი წლების დასაწყისშიც ისევე უყვარდა ინგლისელ ხალხს ფეხბურთი, როგორც დღეს უყვარს, ამიტომაც OGDEN’S CIGARETTES-ში იფიქრეს, რომ მეტი კლიენტი ეყოლებოდათ, თუ მათ პროდუქციას ფეხბურთს დაუკავშირებდნენ და შესანავი გამოსავალიც მონახეს.  დაბეჭდეს 50 ინგლისური საფეხბურთო კლუბის სახალისო ბარათები და სიგარეტის კოლოფებში ჩაალაგეს. მე რომ 30-იანი წლების მწეველი ინგლისელი ვყოფილიყავი, ამ წამოწყების გამო, ნამდვილად ვუღალატებდი საყვარელ ბრენდს და „ოგდენზე გადავიდოდი“, ოღონდ კი ეს ბარათები შემეგროვებინა. (more…)