Welcomed in Hell

galatasar1

 

ასე მოვუყევი ეს ამბავი ჩემს ძმაკაცს:

“ეს იტალიური კლუბები ბავშვობიდან არ მევასება. ნაკრები არ მიყვარდა არასოდეს და კლუბებზეც ეგრე განვეწყე მერე. გალათასარაი კიდევ პირიქით. ფორმაც მაქვს მაგათი… არა, ბიჭო, მანამდეც მაგრად მევასებოდა, მაგრამ რაც დროგბა გადავიდა იმის მერე უფრო!.. ჰოდა ჯგუფში რომ ჩატოვა იუვენტუსი, მემგონი საქართველოში მე მიხაროდა ყველაზე მეტად. მარა, უბრალოდ, ბედი ჰო გინდა რა?! მეორე დღეს თოკომ მომწერა გილოცავ დროგბა გიბრუნდება სტადიონზეო. მეთქი რეებს ბჟუტურებს, რა სტადიონზე გვიბრუნდება?! თურმე კენჭისყრის შემდეგ დაუჯდა გალა ჩელსის. მაგრად მეწყინა. ჰო ხვდები რა პონტია, ბავშვობიდან ჩელსის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს გალათასარაიც ძაან მიყვარს და მინდა რომ გავიდნენ ორივენი მეოთხედფინალში მაინც, ჰოდა, უცბად ერთად არ დაჯდნენ?! მაგ პონტში გამიტყდა. მაგრამ მეორე მხრივ, სტამბული აქვეა და მეთქი ეეე ჩელსის თამაშზე გავიჩითები!

ეგრევე უეფას საიტზე შევამოწმე ფასები და არ იტყვი რა ღირდა?! 250 დოლარი – ყველაზე იაფიანი. აი, სილის გარტყმასავით იყო. გამიქრა სახიდან ღიმილი. რაამბავია ბლინ!.. ეგ შეჩემა, მეც კი ვიცი, რომ ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ მაინც რა. 250 ძაან ძვირია. აბა დაამატე მაგას გზა, სასტუმრო, კვება, სხვა ხარჯები! მოკლედ სადღაც ათას ლარს ურტყამს რა. ვალის გარეშე იასნია, რომ ვერ წავალ, არადა მე კიდევ ვალები მინდა, ჩემი ხელფასის პატრონს?! წელიწადზე მეტია სამსახური მაქვს და ჯერ ხელფასი არ ამიღია ისე, რომ ვალი არ მქონდეს გადასახდელი… იტოგში, გადამეწურა ყველანაირი იმედი. ამ ფასად შანსი არაა, ვერ გავქაჩავდი.

მერე, ჩელსის ფანებს ჯგუფი გვაქვს ფეისბუქზე, ჰოდა გიგია ერთი, ვიცნობ, კაი ბიჭია, იმან დაწერა, რომ პონტი არის 100 ლარში გაიჩითოს ბილეთებიო. მეც ეგრევე ჩავეწერე სიაში. როგორც ამიხსნა, ვიღაც ბათუმლები იყვნენ, ჩელსის ფანები, ასე 10-15 კაცი, ჰოდა, იმათ ჰყავთ თურქი ნაცნობიო, სალაროში დადგება ის ტიპი ბილეთებს იყიდის და აქ გამოაგზავნისო. 18-ში იწყებოდა სალაროებში ბილეთების გაყიდვა, ჰოდა 14-ში უკვე ბათუმლებს უნდა ჰქონოდათ ჩვენი ფული. იტოგში, შევკრიბეთ ეს ფული ყველამ, ვისაც აქედან წამოსვლა გვინდოდა, ოღონდ ესენი ავტობუსით მიდიოდნენ ბათუმიდან, მე კიდევ თვითმფრინავის ბილეთები ვიყიდე უკვე… არა, ტო! ამ ზაფხულს ვიყავი სტამბულში ავტობუსით და მე მეორედ იქ ასე წამსლვლელი აღარ ვარ. ცოტა გავიჭირვო და ისევ თვითმფრინავით წავიდე მირჩევნია. აბა იქ 28 საათი გზაში ხარ, ძილი ძილად არ გივარგა, მგზავრობით იღლები და მოკლედ პირველი დღე გეკარგება რა – უნდა ეგდო საწოლზე და გეძინოს. თან მე ხო იცი მგზავრობა მაგრად არ მიყვარს. არც თვითმფრინავი მევასება, მიჭუჭყნული უნდა იჯდე ერთ ადგილას, აქეთ ვერ გაიწევი, იქით ვერ გაიწევი. ნუ ახლა ბიზნეს კლასით არ მიმგზავრია, ვერაფერს ვიტყვი. ისე, მარტო მატარებლები მევასება, მაგრამ სტამბულამდე არ ჩადის აქედან არაფერი.

Imageჰოდა, მოკლედ, გითხრა რა! მივეცით ფული ამ გიგის. ვიცი, რომ მეორე დღეს უნდა გადაუგზავნოს იქ ვინც ხელმძღვანელობს ბათუმლებს იმას – მევლუდი ერქვა იმ ტიპს. მივწერე მეორე დღეს და არ აქვს ფული გადაგზავნილი. არც მესამე დღეს და იტოგში 17-მდე ყოველდღე ვწერ და ეს მეუბნება იმ ტიპმებმა მომწერეს, რომ რაღაც პრობლემა შეგვექმნაო და სანამ არ მეტყვიან, რომ მოაგვარეს არ მინდა გადავურიცხოო, თქვენი ფულია და რამე სულელურად რომ დამეკარგოს არ მინდაო, მერე თქვენთან გამოვალ ძაან ცუდ პონტშიო… ჰოო, შეჩემა, კაი ტიპია. სადმე რომ ვიკრიბებით სულ ეგაა ხოლმე ორგანიზატორი. მოკლედ, ვეუბნები მეთქი იმ მევლუდის ნომერი მომე. დავურეკე იმას და მეუბნება იქაურმა მხარემ, ვერ ვაგვარებთ ბილეთის საკითხსო და ჩვენც ეგრე ვართ, ველოდებითო.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ჩერეზ ბათუმლებით წასვლა გაიმაზა რა. ვისთან აღარ გადავრეკე, მეთქი იქნებ ვინმემ მიშოვოს თურქეთში ბილეთითქო და ვერა ტო! პირველივე დღეს გაყიდულა სალაროებში ყველა ბილეთი. ნუ ამ ტიპებმა, ჩელსის ჯგუფში ვინც იყვნენ ვეღარ წამოვალთო, აზრი აღარ აქვსო. აიღეს თავისი ფული და დაიშლნენ. მე რა უნდა ვქნა არ ვიცი. ეს თვითმფრინავის ბილეთები შერჩენილი მაქვს ხელში. თან ყველაზე იაფიანები მქონდა ნაყიდი და დაბრუნების პონტი არააო სააგენტოში. რა ვქნა, რა ვქნა და მეთქი სადაც ამდენი დავხარჯე იქ ერთი 150 ლარის დედაცთქო და წავალ-მეთქი, გადავწყვიტე. უბრალოდ ის პონტია რა, რომ ვერ შევიდე მატჩზე, მაგრად გამიტყდება, თან არაფრის გამო გამომდის ვალები აკიდებული, და ისე არ მინდა მოხდეს, რომ კიდევ არაფრის გამო დავიმატო. მეორე პონტი ისაა, რომ ჩელსის თამაშს კიდევ ვნახავ, მთელი ცხოვრება წინ მაქვს, მაგრამ, აი, დროგბას ნახვის შანსი აღარაა რა, დაბერდა უკვე ტიპი. ჰოდა, მაგის გამო უფრო წავედი. გვანცამაც, წადი, შენ შენი სცადეო, აბა აქ დგომით რა გამოვაო. თან ბიჭო, აი რაღაც გრძნობა რომ გაქვს გულში, რომ მაინც შეხვალ სტადიონზე, ხო ხვდები რა, ეგრე ვიყავი.

გავარკვიე, რომ გადამყიდველებთან 500 ლირაზე ნაკლებად ვერ ვიშოვიდი ბილეთს. 500 ლირა კიდევ სადღაც 450 ლარამდეა რა, მაგარი ძვირია. მოკლედ ვისესხე ფული და ვთქვი, 250 ლირაზე მეტს არ გადავიხდი ბილეთში მეთქი. ისე წავიღე ფული, რომ მეტის გადახდა არ შემძლებოდა. აქედან დედაჩემი მიჩიჩინებს, მიდი იყიდე ინტერნეტით ის 250 დოლარიანი ბილეთიო, მე მოგცემ ფულსო, მაგრამ არ მინდა. პროსტა მე-10 კლასის მერე, შენც ხო იცი, სულ ჩემით ვშოულობ ფულს და სადაც წავსულვარ სულ მეთვითონ ვჩალიჩობ ფინანსების ამბავში. თანაც რაც მუშობა დავიწყე იმის მერე საერთოდ არ მინდა მაგას გამოვართვა ფული. მიტყდება მაგრად. მოკლედ, არ მინდა ეს ინტერნეტით ნაყიდი ბილეთი-მეთქი, ჩავიდე რაც მქონდა ფული, გრაფიკი გავწერე – თურქეთში როდის რას ვიზამ – სამსახურშიც სამდღიანი შვებულება ავიღე და წავედი.

რომ ჩავედი ეგრევე სასტუმროში შევაჭერი. ჩემმა დამ მირჩია რაღაც სასტუმრო, იაფიანია და ნორმალურია, 3 წლის წინ იყო და ცოტა ხნით თუ რჩები, ღირსო. არადა იმენა თაგვის სორო აღმოჩნდა. მოკლედ ერთი ღამის გასათევად მინდოდა და დრო რომ არ დამეკარგა, ავიღე ამ სასტუმროს ნომერი ეგრევე. მერე ოზანს შევხვდი, თიკუნას მეგობარია ვიღაცა, თურქი, თიკუნამ უთხრა ჩემზე, ფეისბუქზეც ველაპარაკე ამ ტიპს, მაგრამ თუ შემხვდებოდა არ მეგონა. წამოგყვებიო, იქნებ ბილეთის შოვნაში დაგეხმაროო. ვაა, მეთქი ჯიგარი ხარ! თან, ბიჭო, ფენერბახჩეს ფანია მაგარი. ფენერი და გალა კიდევ ხო აზრზე ხარ რა, სტამბულის ბარსა-რეალია, კლავენ ერთმანეთს… მოკლედ, გამოვედი ნომრიდან და მეთქი, ოზან დავაწექით ბილეთის საშოვნად. რა საჭმელი, რის საჭმელი, წამალი დავლიე დილით, ერთი ბანანი დავაყოლე და ეგ იყო!

ისე თავიდან მაგრად გამიადვილა ოზანმა საქმე. ამ დებილ ქალაქში ხომ თურქულის გარდა არცერთი ენა არ იციან, ჰოდა ეს ინგლისურს ამტვრევს მაინც. ნუ ვუგებთ ერთმანეთს, ხან რაზე ვლაპარაკობთ ხან – რაზე, პახოდუ მეტროს მასწვლის, როგორ ვიმოძრავო ქალაქში. საკაიფო მეტრო აქვთ ისე. მერე მეუბნება, იქ არ წამოგცდეს ფენერის ფანი რომ ვარ, თორემ შეიძლება მცემონო. არც შენ წამოგცდეს გურჯისტანიდან ჩელსის საბალეშიკოდ რომ ვარ ჩასული-მეთქი.

იტოგში, შევაჭერით სტადიონთან. ჯერ გარედან რომ შეხედავ დაგაჟრიალებს ისეთი მაგარია ეს ტელეკომ არენა. ინფორმაცია მქონდა, რომ სალაროები 11-ზე იხსნებოდა დილით და რაღაც ბილეთები გაყიდვა დაიწყებოდა, დამატებითი ბილეთები გამოყვეს-მეთქი, ვიფიქრე, გამისწორდა, რიგი დავიკავეთ და ველოდებით. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე გალათასარაის რაღაც სპეციალური ბარათი ჰქონია უნარშეზღუდულებისთვის, რიგში დგომა რომ არ მოუწიოთ ბილეთებზე, ეგრევე ჯავშნიან წინასწარ და მატჩის დღეს იღებენ ბილეთებს. ჰოდა, მაგათი ბილეთების დარიგება იწყებოდა თურმე 11-ზე. კი გამირკვირდა რიგში დგომისას, მეთქი, ამდენი გიჟი საიდან გაიჩითათქო, თავი მაკმერფი მეგონა, მაგრამ თურმე ეგ პონტია რა! მოკლედ დილით სტადიონთან ბილეთის შოვნის პონტი გაიმაზა. ოზანმა წამოდი გალას ოფისში დავაწვეთო. თან ვიღაც თავისი ძმაკაცი ჰყავდა დადარაჯებული ინტერნეტთან, თუ სადმე გამოჩნდა თავისუფალი ბილეთი, ოღონდ არა ჩელსის სექტორშიო, ეგრევე დაგითრევსო და მერე შენ ფული მიეციო.

წავედით გალას ოფისში, არც იქ გამოვიდა არაფერი. მოკლედ, ყველა პონტი ჩაიშალა რა. მეთქი, რა ვქნა, მაკდონალდსში შევედით, ერთი ბურგერი შევჭამე, იქ ვლაპარაკობთ. ჰოდა, ეს მეუბნება, მოკლედ, შენ არ გაგიტყდესო, მაგრამ მე გირჩევო, რომ დარეკო ავიაკომპანიაშიო და იქნებ გადაგიცვალონ ბილეთი, დღესვე რომ გაფრინდეო უკან, თბილისშიო. 4 საათის ჩასული ვარ არადა სტამბულში. მეთქი, ამას შიგ ხო არ აქვს! არა მეთქი, ოზან, ძმაო. მივალ მეთვითონ სტადიონთან და შავ ბაზარზე ვიჩალიჩებ-მეთქი. თან ამან ხო იცის რომ 250-ზე მეტს ვერ მივცემ ბილეთში, ჰოდა აზრი არ აქვსო, მაგ ფასად ვერ იშოვიო. ცდით მაინც ხო უნდა ვცადო, აბა სირივით მოწყენილი ვიჯდე ტელევიზორთან დღეს საღამოს-მეთქი? ნუ მოკლედ რა!

გამომყვა ოზანი სასტუმრომდე და მერე დააწვა სახლში. რაღაც გამოუყენებელი მეტროს ბარათი ჰქონდა და ეგ მომცა, აჰა ამაზე ჩარიცხე თანხაო, უფრო იაფად იმგზავრებო, მე მეორეც მაქვსო. ჩავრიცხე 4 ლირა. ორი – სტადიონამდე, ორი – უკანა გზაზე. დავემშვიდობე ამას, და ხვალ თუ რამეა, დაგირეკავ, შევხვდეთ და მოგიყვები რა ვქენი-მეთქი. კარგიო.

ასე ერთი საათით წამოვწექი, დავისვენე სასტუმროში და 3 საათი ხდებოდა უკვე, რომ დავაწექი სტადიონისკენ. 10-ზე იწყება თამაში. 10-ს რომ 15 აკლია. გადავიცვი კურტკაზე საქართველოს დროშა, რომ მეთქი, ნოუ ინგლანდ, აი ემ ფრომ გურჯისტან ამათ ვეუბნები. მიყურებენ ესენი რაღაცა დამპალი სახეებით, აი, თამადას რომ სუფრაზე არ დაევასები და ნიტოდ გადმოგხედავს ხოლმე ეგრე. თან ეს ჩვენი დროშაც ხო ინგლისისას მაგრად ჰგავს, და ვერ არჩევენ რა ანგლეზ, რა გურჯისტან! ერთი ისაა, რომ გახსნილი მაქვს კურტკა, ხედავენ გალათასარაის მაიკა მაცვია და ცოტა იკავებენ თავს. მაგარი ცუდი პონტია რა, ჩელსის საგულშემატკივროდ რომ ხარ წასული და გალას მაიკა გაცვია, პროსტა ჩელსის მაიკით რომ გავჩითულიყავი გამინგრევდნენ სახეს. ჯიბეში კი მედო ჩელსის მაიკა, თუ პონტი გაიჩითა ჩავიცვამ-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე!

112233

ვდგავარ სტადიონთან. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ხალხი უკვე იკრიბება. აი, ხო მაგარი პრაწივნი ნაროდია, არ მევასებიან, მაგრამ გულშემატკივრობა აქვს უმაღლესი დონის! ბევრი წამყვანი საფეხბურთო ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ეგეთი ფანებით! ჰოდა, ვდგავარ და ვჩალიჩობ ბილეთებზე. 500 ლირას ფეხს არ უცვლის არავინ. არადა 325 ლირა მაქვს სულ ჯამში. მერე ვიღაც ქართველებიც გაიჩითნენ, ჩელსის ფანები, ჩემსავით გაჭირვებულები და ვჩალიჩობდით ერთად ბილეთებზე. მოკლედ, 500-ზე ნაკლებად შანსი არაა. ერთი იძახის იქიდან, წამო სადმე მაგარ რესტორანში მოსხდეთ და ისე შევირგოთ ეგ ფულიო. მეთქი თქვენ რაც გინდათ ის ქენით, მე 10 საათამდე აქედან ფეხს არ მოვიცვლი. მთლიან მატჩზე თუ ვერ შევედი იქნებ მეორე ტაიმზე მაინც მოვახერხო-მეთქი. გიჟიაო ესო, გაიფიქრეს, მაგრამ მკიდია. ჩამოსული ვარ რომ თამაშზე შევიდე. რესტორანი თბილისში არ მევასება და სტამბულში რა ჩემ ყლედ მინდა?! თანაც ბიჭო, საჭმელი აქვთ უგემურზე უგემური. მეორედ ვიყავი და ვერაფერი ვერ დავივასე. არც ეგ მაგათი ტკბილეულები მევასება. ზედმეტად ტკბილებია…

ამაშობაში მაგრად აცივდა, წელი ამტკივდა, მშია, ღარიბი ვარ, მოკლედ ტომ ჰენკსი ვარ რა იმ კუნძულზე, ერთი ეგაა ვილსონის ნაცვლად, აქ ნამდვილი ხალხია სალაპარაკოდ, თანაც ქართველებიც. ამ ფულს არ მინდა რომ რამე მოვაკლო. იმიტომ რომ ვიცი, ხვალ აეროპორტში წასავლელი ავტობუსი 15 ლირა ღირს. ჰოდა იმ დღესაც ხომ უნდა მეყოს, შიმშილით ხო არ მოვკვდები. წავედი, რაღაც სენდვიჩები იყიდებოდა სტადიონთან, ჩავდექი იმათ რიგში და მეთქი ყველიანი სენდვიჩი მომეცით. 5 ლირა მივეცი და ჩავკბიჩე თუ არა, აი, ეგრევე რომ ხვდები, რაღაც საშინელებას რომ ჭამ, უბრალოდ ისე გშია, რომ არც უყურებ. ლიჟბი კუჭმა ყმუილი აღარ გააგრძელოს. პახოდუ ვცდილობ ვინმე იაფიანი ტიპი ვიშოვო, რომ შემიყვანოს სტადიონზე. თან ბიჭო ბილეთი არავის არ აქვს, ყველა ყიდის სეზონური ბარათის ერთჯერად შესვლას. მეც ოღონდ შევიდე და რას დავეძებ როგორ შევალ. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ჩელსის სექტორში ვიჯდები. შეგუებული ვარ რომ თუ შევედი, გალას ფანებთან შევალ, სხვაგან უბრალოდ პონტი არაა. არადა მაგრად მინდოდა, ჩელსის სექტორზე ქართულ დროშას ავაფრიალებ-მეთქი. იტოგში გავიყინე გავითოშე და ბილეთი მაინც ვერ ვიყიდე. ვიღაცები გაიჩითნენ 400 ლირაზე რომ ჩამოიყვანეს ფასი, მაგრამ მე 320 მაქვს დარჩენილი და გავტყდი, მეთქი 300-ს გადავიხდი, ამ ოცს ხელს ვერ ვახლებ, ხვალ ავტობუსის ფულია-მეთქი. თამაშის მერე დედაჩემს დავურეკავ, ვეტყვი ცოტა ჩამირიცხოს ბარათზე, რომ სადმე სუპერმარკეტში საჭმელი ვიყიდო.

DSC_0536მოკლედ, მატჩამდე ასე 2-3 საათია დარჩენილი და ვიღაც ბავშვი მოდის, ასე 16-17 წლის იქნება და ამბობს 3 ბარათი მაქვს და 3 კაცს შეგიყვანთ 900 ლირადო. აუ ჩემი, გამინათდა თვალები, გვერდით ქართველი ცოლ-ქმარი მედგა, ჩელსის ფანები, ჰოდა მეთქი აგერ ჩვენ სამნი შემოვალთ. იმათ ვეკითხები, ჰო გაქვთ ფული-მეთქი და ტიპებმა 500 ლირაზე მეტის გადახდა არ შეგვიძლიაო. ლამის ინფაქტმა მგლიჯა, ძლივს ვიღაცა სამასიანი ვიშოვე და ახლა ამათ გამო რომ ვინმე სხვა ტიპებმა დაითრიონს ეს ბავშვი, გავგიჟდები. მეთქი, ამ ბავშვს ვეუბნები, მე შემოვდივარ და ეს გოგო-ბიჭიც შემოვლენ, ცოტა დაგვიკელითქო, სამი კაცი 800 ლირაში. არაო გაიგიჟა თავი, 500 ლირას ფეხს არ უცვლის არავინო და თქვენო 300-ში შემყავხართო. მართალია, ვერ გაამტყუნებ! თან, აი, ხო ეტყობა რა ტიპიცაა. ეგეც დამპალი ვაჭარია, მაგრამ შემყვანია. Dდაკერილია ჩვენს შეყვანაზე და ხელიდან გასაშვები არაა რა. მერე რაღაცაზე პოლიცია ვუხსენე, მეთქი, რომ მომთხოვოს ბილეთი მერე რა ვქნა, არ გამომაგდონ-მეთქი და ეგეთი ბაზრები. მოკლედ მიჩმორდასავით. დაგელოდებით ცოტა ხანიო, თუ გაჩითეთ ფული 900-ად შეგიყვანთქო. ბოლოს ის ცოლ-ქმარი ეხვეწა და 850-ზე ჩამოვიდა. მეტი, უბრალოდ შანსი არააო. ისინი იმ ქართველ ბიჭებთან გაიქცნენ, გვასესხეთ 50 ლირაო. იმათმაც მისცეს, აჩუქეს ვაბშე. მოკლედ 850 ლირა გავჩითეთ და ახლა უკვე უნდა შევიდეთ. ამ ბავშვს ვეუბნები, პოლიციამ რომ რამე თქვას, პასუხს გასცემ შენ! არ იტყვის არაფერსო, არ მოგთხოვს ბილეთსო. მეთქი კარგად ხარ შენ, რამე წარმოუდგენელს ხომ არ გეუბნები, როგორ არ მომთხოვს? არ მოგთხსოვსო. მერე რომ შევედი, მივხვდი, მართლა წარმოუდგენელს ვეუბნებოდი. იქ შანსი არაა პოლიციელი ამოსულიყო.

გავყევით ამ ბავშვს. ფული ჯერ არ გვაქვს მიცემული, ვეუბნებით, რომ ბარიერს რომ გავივლით ფულს მერე მოგცემთ-მეთქი. კარგიო. პირველი საკონტროლო პუნქტი რომ გავიარეთ, აი მაშინ გამაჟრიალა ტანში. გონებაში გავიფიქრე, მეთქი მორჩა, ჩელსის თამაშზე შედიხარ, დროგბასაც ნახავ, ლამპარდსაც, ჩეხსაც. მაინც შედიხარ-მეთქი, ჩემს თავს ვუძახი გონებაში. ორგაზმი გრძნობაა რა! აი უმიზეზოდ რომ გინდა დაიღრიალო, იმ 10-საათიანი ჩალიჩის დაღლა რომ ამოანთხიო ბოლომდე. Aასე მეგონა, ახლა რომ დავიყვირო ეს დაღლა ზოლებად ამოყვება და გამოჩნდება-მეთქი ჰაერში. აი, მარტო მაგ შეგრძნების გამოც კი ღირდა წასვლა!

DSC_0494 მოკლედ, მივადექით ბოლო პუნქტს და ეს თურქი ბავშვი მეუბნება, ფული მომეო. ისე აქვს ეს ბარათები, რომ ჯერ მე უნდა შევიდე მე-9 სექტორში, მერე ის ცოლ-ქმარი მე-2-ში. ავნერვიულდი ისევ. ამათ ვეუბნები, მიყურეთ-მეთქი რომ შევიდე და ეს ბავშვი არ მოტყდეს არსადთქო. გაატარა იმან ის ბარათი და შევედი. ისაა სექტორისკენ უნდა დავიძრა, რომ ვიღაცა მომვარდა, პოლიციელი, ქურუ-გურუ-ბურუ რაღაცეებს მებლუყუნება, დროშას მხსნის. მეთქი ოე, გაანებე ამ დროშას თავი. მაინც აგრძელებს თავის თურქულს… რავიცი, ვიცი რა უნდოდათ?! ინგლისის დროშა ეგონათ ალბათ და გალას სექტორში რომ ავდიოდი, დამიცვეს თავიანთი ჭკუით. ვეუბნები ნოუ ინგლანდ, გურჯისტან-მეთქი, ზის ის გურჯისტან ფლეგ! არ მიშვებს მაინც. დაუძახა უფროსს. გამოვიდა ისიც და იმანაც ქურუ-გურუ-ბურუ რაღაცეები დამიწყო. აი, მაშინ ამენთო უკვე. ბოლო ხმაზე ვყვირივარ, მეთქი ამ დედამოტყნულ ქალაქში ინგლისური არავინ არ იცით?! ესენი კიდევ აგრძელებენ თურქულ ბაზარს. მოკლედ, ჩამომართვეს ეს დროშა და მიმახვედრეს, რომ გამოხვალ, მოგცემთ ისევო. ერთი თქვენიც-მეთქი, წამოვედი, დავაწექი კიბეებზე. ველოდები სექტორის კარს როდის დავინახავ. ჰოდა 1-2 სართულიც და შევედი. შევედი და აი, ძმაო რა ვიგრძენი, როგორ გითხრა? გასხმაა რა! თამაშამდე საათნახევარია დაწყებულა და ეს ფანები უკვე ერთ ამბავში არიან. იქიდან ეს ჩელსის ფანები ყვირიან რაღაცას, ცოტანი არიან თან, აქედან ესენი უპასუხებენ ისე რომ ლამისაა დაინგრეს სტადიონი. შაირობა აქვთ, იკაიფე! გადაუძახებს ერთი, გადმოუძახებს მეორე. სადღაც 1-2 წუთი ვიდექი ეგრე სექტორის კართან გაშეშებული, ვუყურებ ამათ, ვფიქრობ, მეთქი აეეეეე ეს სად მოვხვდი. მართლა ჯოჯოხეთი აქვთ ამათ მოწყობილი. ჰო იცი, გალას მატჩებზე ეგენი ბანერს გამოფენენ ხოლმე, „ველქამ თუ ჰელ“ აწერია. მართლა ჰელაა რა!

სადაც თავისუფალი ადგილი ვნახე წინა რიგში, ეგრევე დავჯექი. საკაიფო ადგილი იყო ისე. იარუსზე იყო, პირველივე რიგი. მოაჯირთან ვიჯექი. თანაც ჩელსის სექტორის გვერდითაა – იქ მაინც ჰქონდა ვიღაცას გამოფენილი ქართული დროშა, გამიხარდა. აქ, ჩემს სექტორში კიდევ, გავიხედავ, გამოვიხედავ, ყველგან გალათასარაის ფანები! ჩელსის მაიკა რომ გამოვაჩინო, პრონტი არაა. გადამაგდებენ კიდეც ამ იარუსიდან, დამასხმევინებენ ტვინს ძირს. ეგ კიარადა, მეთქი, ახლა ცოტა ემოციები უნდა ვაკონტროლო მატჩისას, თორემ ჩელსის მომენტები რომ გამიხარდეს, დამწვავენ ესენი და დამერხევა. ამასობაში, გვანცას მივწერე, შევედი-მეთქი. იქიდან ეგ და დედაჩემი მწერენ, ფრთხილად იყავი, დღეს უკვე 2 ჩელსის ფანი დაჭრესო, 2 ცემესო და მოკლედ საგიჟეთი რა. გვანცა მწერს, მეტროთი არ წამოხვიდე გთხოვო. არაფერი ვუპასუხე. აბა რითი უნდა წამოვსულიყავი?! სად მაქვს ტაქსის ფული?!

დავიწყე ფოტოების და ვიდეოების გადაღება და დამადგა ვიღაც ტიპი თუქრულად მეუბნება რაღაცას. მეთქი, არ მესმის თურქული. ოპაა, სახეზე გამომეტყველება შეეცვალა, გეგონება რამე მომაკვდინებელი ვუთხარი. ნუ, იასნად იფიქრა ინგლისელი ვარ, ჰოდა მე ვეუბნები, გურჯია გურჯია, გურჯისტან მეთქი. ოოოჰო, გაუხარდა, ვიღაცას დაუძარა იეშხი-ქერი-ბერი-გურჯისტან-აი-ჰალალა-შუნგლა-ბუნგლა-გალათასარაიო. იმ ტიპმაც ეგრევე ობამას „ნოთ ბედ“ სახე მიიღო, მოვიდა ხელი ჩამომართვა. იასნია რომ ჰგონიათ ქართველი ბიჭი ჩამოვიდა გალას საბალეშიკოდ. დამისხდნენ გვერდით…

DSC_0545… კაი ახლა, მატჩზე, ნუ მომაყოლებ. როგორ უნდა აღვწერო?! აი შენ რომ ლაივში ხედავდე გიგზი და რუნი როგორ დარბიან მოედანზე, მაგას როგორ მოყვები! ხო ხვდები რა პონტიცაა. რომ გამოვიდნენ ესენი – ჩეხი, ფრენკი, დროგბა, აზარი – მეთქი ახლა ვიტირებ, ბლინ! კანკალი დავიწყე. სოპკასტის დაჭერილი ლინკებით რომ ვუყურებ ყოველ შაბათ-კვირას, ახლა ის ტიპები ჩემგან 50 მეტრში დარბიან. გასხმაა აბა რა არის!..

არა, გოლებზე არ გამჭირვებია აღნიშნვა – ტორესზე ხელებს ვიქნებდი და სულ „შენ გენაცვალე, ჯიგარი ხარ“ ვიძახე, იმათ ეგონათ ვიგინებოდი. აი, იმათ გოლზე კიდევ, ვის ეცალა ჩემთვის, ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა, მე კიდევ ქართულად ვაგინებ ამ ჩეჯუს. დროგბას მაინც გაეტანა, გამიხარდებოდა. ეს ჩეჯუ მაგრად გამიტყდა.

DSC_0575იტოგში რა, მატჩზე ნუღა გამაგრძელებინებ. ერთი სიამოვნება იყო. ის როგორ უნდა აღწეროს კაცმა არ ვიცი. წამოვედი მეტროთი და ამ ფანებს იქაც საგიჟეთი აქვთ. აზრობ, ტიპებმა სახლში თამაში ვერ მოიგეს და მიანც ბედნიერები არიან. მშურს რა ეგეთი ფანობა! ჯერ ხომ მთელი მატჩის განმავლობაში, სკამზე არ დამჯდარა არავინ, ყველა ფეხზე ვიდექით. ახლა კიდევ ეს – ყოველ მეტროსადრგურზე დგანან ჯგუფ-ჯგუფად და მღერიან.

მოკლედ, რის ვაი-ვაგლახით მივაღწიე ტაქსიმამდე, იქ მქონდა სასტუმრო. კუჭი კიდევ ყმუის, მთელი დღე ერთ ბანანზე, ერთ ბურგერზე და ერთ რაღაც საზიზღარ სენდვიჩზე ვარ. წავალ-მეთქი მაღზიაში იმ დარჩენილი 20 ლირიდან, 5 ლირას დავხარჯავ. ჰო, დედაჩემს დავურეკე, მეთქი 50 ლარი ჩამირიცხე ბარათზე. დილით ჩამირიცხა. შევედი მაღაზიაში და ვიყიდე წყალი, პური და სნიკერსი. ის საღამო წყალზე და პურზე გადავატარე კაი მომარხულე ბერივით. სნიკერსი მეთქი, დილით, წამალს უნდა მივაყოლო საჭმელი, ისე არ შეიძლება.

მოკლედ, ეგ იყო რა. მეორე დღეს ოზანს მივწერე გნახავ-მეთქი და არ მიპასუხა, დამიკიდა შეიძლება. ეს ქალაქიც არ მევასება, როგორც გინდა ისე აქონ, მაინც თავის ტკივილია ჩემთვის – ტაქსიმი მაინც. ვიბოდიალე სადღაც 5-6 საათი და ეგეც რომ მომბეზრდა, დავაწექი აეროპორტისკენ. აუ, იმ ავტობუსშიც კი შემეშინდა ერთი. მგზავრობის საფასურიო „თირთი“ ლირაო მეუბნებიან. ეგენი ხომ th-ს ვერ ამბობენ, ჰოდა „თირთიო“. გავგიჟდი. ხელზე მარტო 15 ლირა მაქვს. ბარათზე მაქვს სადღაც 40 ლირამდე. ბარათით გადახდა არ მოსულაო. რა ვქნა აზრზე არ ვარ. მეთქი აქ არ ჩამტოვონ ამ დებილებმა. მერე თითებით მანიშნა ტიპმა და თურმე ცამეტს გულისხმობდა იმ “თირთი“-ში. მეთქი „სირთიიიინ“ ვეუბნები, ამ ნ-ზე აქცენტი გავაკეთე. ჰო ჰო „თირთინო“ და მოკლედ მივეცი ეს ცამეტი ლირა. დავაწექი აეროპორტში. კაი შორი გზაა სტამბულის ცენტრიდან ასე საათნახევარი გინდა მისასვლელად.

ადრე კი მივედი აეროპორტში მაგრამ რას ვჩივი! ოღონდ ჩქარა რეგისტრაცია გამევლო და ფრენას დავლოდებოდი, მეტი არაფერი მინდოდა. გეითშიც ჰო აზრზე ხარ რა ამბები ხდება. მაინცდამიანც იქ უნდა გაიჩითოს ყველა ურა-პატრიოტი. ვიღაცა ბაბულიკა ტიპები სვამდნენ ლიქიორს და სამშობლოს ადღეგრძელებდნენ 2 საათი. მოკლედ ასე იყო რა. მერე თბილისში, რომ ჩამოვედი, ისევ შემხვდნენ ის ქართველი ბიჭები, სტადონთან რომ ვნახე. ჩვენც შევედითო. ერთ-ერთმა წამომიყვანა მერე სახლში. მამაჩემი მორიგე იყო მეორე დღეს და აღარ გამოვიყვანე დასახვედრად, მეთქი ტაქსით წამოვალ, იმათმა კიდევ არა რა ტაქსიო, გაგიყვანთო და გამომიყვანეს.

მოკლედ ასე იყო რა. მაგრად ციოდა იმ დღეს, მაგრამ რა სიცივე ბლინ, რომ მახსენდება, ვტკბები ხოლმე თურქული ტკბილეულივით. ახლა განმეორებით მატჩს ველოდები. ლონდონში ჩვენ მოვიგებთ, იასნია!”

დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. ასეთ დაძაბულს არც ერთი პოსტი არ წამიკითხავს :დ :დ ნუ, რაც მთავარია შეხვედი ^^

    Reply
  2. სალამი ლივერპულელისგან და……მოკლედ მართლაც რა დავიძაბე, დავიტანჯე, მაგრამ საღოლ ))))

    Reply
    • გაიხარე.
      გისურვებ მომავალ წელს ლივერი და ბეშიქთაში/გალათასარაი მოხდეს ერთ ჯგუფში და შენც წახვიდე ლივერის ხაყურებლად :3

      Reply
  3. kesaria

     /  March 26, 2014

    არ ვარ ფეხბურთის ფანი მაგრამ რა ემოციებში ვიყავი!!! კაი ყოფილა ფეხბურთი😉

    Reply
    • ^_^

      ძალიან რბილი სიტყვაა “კაი” ფეხბურთთან მიმართებაში :3

      Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: