ეშმაკი და ღმერთისაგან მიტოვებული კაცი

ხავიერ ბარდემი

ხავიერ ბარდემი

გარეგნობით ბევრს აღიზიანებს – მახინჯ მექსიკელ მაჩოს წააგავს. მიჭყლეტილი ცხვირით და ჩაღამებული თვალებით. ზოგს არც მისი სამსახიობო ოსტატობა ხიბლავს (და ვერ ვხვდები თუ რატომ), მაგრამ ჩემთვის მაინც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობად იქცა. გარკვეულწილად უკვე განაპირობებს, რომ იმ ფილმებისადმი, სადაც ის მონაწილეობს, უკვე დადებითად განვეწყობი ხოლმე. დღესაც ორ ასეთ ფილმზე, სრულ შედევრებზე,  გეტყვით ორიოდე სიტყვას.

No Country For Old Men (2007)

no countryyyy

ღმერთი და ეშმაკი ერთმანეთს გამუდმებით ებრძვიან, ბრძოლის ველი კი ადამიანის გულია“ – წერს დოსტოევსკი.

 ***

ამერიკა – მონობა

მექსიკა – თავისუფლება

ფული – ადამიანთა სულები

 ***

ღმერთი დაიღალა. როგორია უყურო ასეთ სამყაროს ?! უყურა და დაიღალა.

ღმერთი პენსიაზე გადის.

ომგამოვლილ მესიას – ვუწოდოთ მოდი მას, ყველაზე გავრცელებული სახელი, იესო ქრისტე –  მშვიდი ცხოვრებით ცხოვრება სურდა. რა ჯობია გვერდით მოისვა საყვარელი ქალი და გალიო დარჩენილი დღეები სიყვარულში?!

მაგრამ არა. იესო მოულოდნელად ადამიანთა სულების მეპატრონე გახდა.

სულების ფლობაზე პრეტენზიას ეშმაკიც გამოთქვამს. მითუმეტეს, რომ მან ყველაზე კარგად იცის თუ როგორ მიაგნოს მათ. ადამიანი თავად აძლევს ნიშანს ეშმაკს, თუ სად არის.

ეშმაკს მხოლოდ ის გადაურჩება ვისაც შეეშინდება. (მონეტის არცერთ მხარეს არ აქვს აზრი.)

დანარჩენებს კი ჩუმი და უმტკივნეულო სიკვდილი ელით.

ღმერთმა შეიტყო იესოს ამბავი და გადაიფიქრა პენსიაზე გასვლა. – იქნებ და კიდევ სჭირდება ვინმეს მოხუცი ღმერთი ?!

იესო წვალობს, გაურბის ეშმაკს, ღმერთის დახმარების იმედი აქვს. იმედი აქვს, რომ ის ვინც განაგებს მის რაიონს, გადაარჩენს ადამიანთა სულებს და გადაარჩენს მასაც, მაგრამ იმედი ის ბოროტი რამ არის, რასაც ღმერთი აჩეჩებს ხოლმე ადამიანებს. და თან ისეთი მძიმეა, რომ რთულია სხვა რამ ატარო მის გარდა.

რასაც რწმენით და გონებით ვერ მოუღებ ბოლოს, ფიზიკური ძალით უნდა გაანადგურო! იესო, ეშმაკის წინააღმდეგ, ხელში იარაღს იღებს. მძიმდება იმედი, რომ მესიაც და ღმერთიც გაუმკლავდება და დაამარცხებს ეშმაკს, მაგრამ ადამიანი კვლავ ეშმაკის მხარეს იკავებს. (ს)(ფ)ულით მომავლის ყიდვაც შესაძლებელია.

და ჩვენ რა ვქნათ ? სად არიან ადამიანთა სულები ?

ჩვენი სულები მიგდებულია თავისუფლებისა და მონობის საზღვარზე. მას ალბათ ვერასდროს ვერავინ შეამჩნევს. დროდადრო წყალი შემოეპარება და დაალპობს.

BIUTIFUL (2010)

biuti

მისნაირი ადამიანების მხრებზე დგას სამყარო.

მისნაირი ადამიანები ღმერთს არ უყვარს.

გარიყულია და წარუმატებლობა მისი ყველაზე დიდი მეგობარია.

ბარსელონის მკვიდრსაც კი მას ბედმა ესპანიოლის გულშემატკივრობა არგუნა წილად.

ის შეუცვლელი მედიატორია საზოგადოების ყოველ ნაწილს შორის, თუმცა საკუთარ ოჯახთან ვერ უპოვია მშვიდობიანი კავშირი.

ის საკუთართან თავთან დაპირისპირებული ადამიანია.

ის უყვართ, რადგან საჭიროა.

მისი იმედი ყოველთვის სასაფლაოს გზას ადგას… სიცოცხლეც… თუმცა მისთვის მხოლოდ გზის არსებობაა მთავარი.

ის ადამიანია, რომელიც თავის ბედში ვერ ეტევა და მუდამ სხვისაში აფათურებს ხელებს.

ის სხვათა ცხოვრებით მცხოვრებია და ამ სხვათა ცხოვრებას საკუთარ სიცოცხლეში აერთიანებს.

ის მშვენიერება არ არის, მაგრამ მშვენიერების დამახინჯებული ვერსიაა – ის ბიუტიფულია.

მისნაირი ადამიანების მხრებზე დგას სამყარო.

მისნაირი ადამიანები ღმერთს არ უყვარს.

დატოვე კომენტარი

3 Comments

  1. როგორ მიყვარს მისი ფილმები და თვითონაც, ძალიან კარგი მსახიობია❤

    Reply
  2. მოხუცებისთვის აქ ადგილი არ არის
    მოხუცებისთვის აქ ადგილი არ არის
    მოხუცებისთვის აქ ადგილი არ არის!!!

    და კიდევ
    Eat, pray, Love- მე მიყვარს მისი ფილმები და ძალიან მომწონს გარეგნობა როგორც ასეთი

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: