თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი

festგასულ კვირას ფურცელზე ჩამოწერილი გეგმის მიხედვით ვცხოვრობდი, რაც თბილისის საერთაშორისო კინოს ფესტივალით იყო გამოწვეული. ფილმებიც ფესტივალის გახსნამდე 4-5 დღით ადრე ავარჩიე და ყველანაირად შევეცადე უნივერსიტეტი, სამსახური და ფესტივალი საუკეთესოდ შემეხამებინა ერთმანეთისათვის. საბოლოო ჯამში მოვახერხე 8 სრულმეტრაჟიანი და 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნახვა.

თუმცა სანამ კონკრეტულად ფილმებზე მოგიყვებოდეთ, 1-2 სიტყვას ორგანიზაციულ საკითხებს დავუთმობ; არ მესმის, ასეთი მასშტაბის ფესტივალის დროს რატომ უნდა იქმნებოდეს ისეთი პრიმიტიული პრობლემები, როგორებმაც „რუსთაველსა“ და „ამირანში“ წარმოიჩინა თავი. პირველ რიგში დასწრების საკითხი არის სახსენებელი. ხშირი იყო, როცა სეანსებზე უბილეთო მსურველთა რიგი იდგა, რასაც ორგანიზატორები იმით შველიდნენ, რომ ადგილების გავსებიდან რამდენიმე წუთში დანარჩენ ხალხს „შეყრიდნენ“ კიბეებზე. ყოველივე ამის გამო მაღალრეიტინგული ფილმების სეანსებზე გაუსაძლისი იყო დარბაზში სუნთქვა. პრობლემები შეიქმენა ასევე ბილეთებთან დაკავშირებით, როდესაც რამდენიმე ადამიანს (მათ შორის მეც) შემთხვევით მიჰყიდეს ჟიურის წევრებისთვის გამოყოფილი ბილეთი. ერთ-ერთ სეანსზე გარეგნულად ჩრდილოევროპელ მამაკაცს თავაზიანად მოვახსენე, რომ ჩემს ადგილზე იჯდა, მან კი ისეთი ამბავი ამიტეხა, მე ჟიური ვარ, აქ რა გესაქმებაო, რომ თავჩახრილი უკანა რიგში გადავბარგდი.

ცალკე უნდა ითქვას ასევე სუბტიტრებზეც. როდესაც ფრანგულ, რუმინულ, გერმანულ ფილმს უჩვენებ და ზედ რუსულ ტიტრებს ადებ, ცოტა არი იყოს და მაყურებლისთვის დამღლელი ხდება მისი ყურება. თანაც ტიტრებისთვის თვალის დევნებამ შეიძლება რომელიმე შესანიშნავ კადრზე არ მიგაქცევინოს ყურადღება, რაც ჩემთვის ძალზედ მტკივნეული თემაა. კარგი იქნება თუ ყველა ფილმი ითარგმნება ქართულ ენაზე (ინგლისურზე და რუსულზე მაინც) ან სუბტიტრები მაინც იქნება ქართული. მიუხედავად ამისა, ეს პრიმიტიული პრობლემები, დარწმუნებული ვარ, რომ მარტივი ამოსაძირკვია და იმედი მაქვს შემდეგ ფესტივალზე თავს აღარ შეგვახსენებენ.

რაც შეეხება ფილმებს, კინომცოდნის სტატუსით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მითუმეტეს, რომ რიგითი კინომოყვარული ვარ და მეტი არაფერი, ასე რომ ჩემი შეფასებებიც ამ კუთხით მიიღეთ:

calm-at-seaპირველი ფილმი, რომელზეც წავედი ფოლკერ შლენდორფის „ზღვა განთიადისას“ იყო. დიდის ამბით ველოდი ამ ფილმს, მითუმეტეს რომ ფოლკერს ჩემი საყვარელი „თუნუქის დოლი“ უმაღლეს დონეზე აქვს გადაღებული, თუმცა მოლოდინი გამიცრუვდა. ფილმს რეჟისორის დაბერება დაეტყო. ოდნავი პესიმიზმი და მწარე რეალიზმი. მიუედავად იმისა, რომ ფილმში მსახიობები შესანიშნავად თამაშობდნენ (მათ შორის ულამაზესი ფრანგი გოგო), ფილმმა მაინც ვერ მომხიბლა. ამას ისიც დაემატა რომ რეჟისორმა ცხოვრებისეული პოზიცია თითქოს ისე შეიცვალა, რომ მთლიანად მეორე ნაპირზე გადაბარგდა. ამის გამო ჩემი შეფასება 5/10

მეორე ფილმი აიდა ბეგიჩის „სარაევოს შვილები“ იყო. ფილმი სარაევოელი და-ძმის მწარე რეალობას ასახავდა.  არჩეული თემაც და ფილმის მსვლელობაც შესანიშნავი იყო, თუმცა დასასრული ზერელედ იყო გაკეთებული, რეჟისორმა თითქოს „მიაფუჩეჩა“. 6/10

hanekeხუთშაბათს მიხაელ ჰანეკეს „სიყვარულზე“ წავედი – ფილმზზე, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ფილმი მოხუცი ცოლ-ქმარის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულზე ბევრად უფრო რთული გამოცდის წინაშე დგება. მოხუც ანას სხეული პარალიზებული უხდება და მასზე ქმარმა უნდა იზრუნოს. მიხაელ ჰანეკე სცენარს ისე ათამაშებს, რომ რაღაც მომენტში დარწმუნებული ხარ ქმარი რომ ვერ გაუძლებს ამ მძიმე ტვირთის ზიდვას და ცოლს მოკლავს, რაღაც მომენტში კი რწმუნდები სიყვარულის დიად ძალაში და გგონია, რომ ეს ძალა მოხუც ჟორჟს ყველა ტვირთის ზიდვაში დაეხმარება. თუმცა რეჟისორისგან, რომელმაც „Funny Games” ორჯერ გადაიღო, ადამიანურს არაფერს არ უნდა ელოდე და თავიდანვე ისე განვეწყე, რომ ფილმის სათაური „სიყვარული“ მხოლოდ ავტორის ირონიად მივიღე. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ჟორჟის გმირისადმი თანაგრძნობა გვიჩნდება, მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ თუ როგორ ცდილობს მოხუცი მამაკაცი სულიერი სიმშვიდის მოპოვებას, ხოლო რის ხარჯზე მოიპოვებს ამ სიმშვიდეს ამას უკვე ფილმში ნახავთ. ჰანეკეს ამ შედევრს 9/10 ჩემგან.

pinaმომდევნო ფილმი ვიმ ვენდერსის „პინა“ იყო – დოკუმენტური 3D ფილმი, რომელიც იმდენმა ადმაიანმა მიქო, რომ არ შემეძლო ეს რომ არ მენახა; ფილმი ლეგენდარულ გერმანელ ქორეოგრაფ პინა ბაუშის შესახებ იყო. საოცარი ცეკვებით გაფორმებულმა ამ ნაშრომმა ტანში რამდენჯერმე მომგვარა ჟრჟოლა, თუმცა, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ფილმი 3D-ში არ აჩვენეს და ამიტომაც გამიჭირდება მისთვის 10/10-ის დაწერა, მიუხედავად იმისა რომ 100%-ით იმსახურებს ჩემგან მსგავს შეფასებას. საბოლოო ჯამში 8/10-ს დავწერ, ხოლო როცა 3D-ში ვნახავ 12/10-ზეც კი დავფიქრდები.

პინას შემდეგ ფრანსუა ტრუფოს „ჟული და ჯიმი“ ვნახე. ამ რეჟისორის, სამწუხაროდ არაფერ არ მქონდა ნანახი, თუმცა კი ბევრი მქონდა გაგონილი მის გენიალურობასა და ამ ფილმის დიდებულებაზეც. მაგრამ ყველაფერი ისე საშინლად შემოტრიალდა, რომ ცოტა არ იყოს ნაწყენი დავრჩი ტრუფოსგან. გასაგებია, რომ ფილმის თემა შეიძლება იყოს იმ დროისათვის ძალზედ აქტუალური და ეს ხდიდეს მას დიდებულს, თუმცა დღეს, 50 წლის შემდეგ მე ამ ფილმმა სიამოვნებისმაგვარი რამაც კი ვერ მომანიჭა.
ორი მეგობარი ჟული და ჯიმი გაიცნობს მშვენიერ კეტრინს, რომელიც ცოლად ჟულის გაჰყვება, თუმცა როგორც მერე ირკვევა გრძნობა ჯიმის მიმართაც ჰქონია. აქ ჯერ კიდევ არ იფიქროთ, რომ სასიყვარულო სამკუთხედთან გვქონდეს საქმე. კეტრინი გვერდზე სოფელში სამკურნალოდ ჩასულ ალფრედსაც ადგამს თვალს და ერთი განახათ 3 ყმაწვილი როგორ ეხვევა თავს ამ დაუკმაყოფილებელ ქალბატონს.
julesფილმის ყურებისას ვუდი ალენის „ვიკი კრისტინა ბარსელონა“ გამახსენდა, სასიყვარულო 4-ეულით, საიდანაც ერთი შედარებით პასიურია, ორს კი ისეთი ახლო ურთიერთობა აქვთ, რომ მზად არიან გულისსწორიც კი გაიყონ. ალენის ფილმში პირიქითაა – 3 ქალი და 1 კაცი. და სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, იმდენ ციტირებას აღმოაჩენთ „ვიკი კრისტინაში“ „ჟული და ჯიმიდან“, რომ ნამდვილად დარწმუნდებით ტრუფოს ამ ფილმის საეტაპო მნიშვნელობაში. მიუხედავად ამისა, მე ფილმიდან უკმაყოფილო წამოვედი, რაც ყველაზე მეტად ფილმის ენამ გამოიწვია. ზედმეტად გადაპრანჭულმა საუბრებმა, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებს მაგონებდა, საშინლად გამაღიზიანა. აი ერთ-ერთი მაგალითიც: ჯიმი ეკითხება ჟულს თუ როგორი ქალია კეტრინი ოჯახში, ჟული კი პასუხობს „ის ჭრიჭინა იყო და ჭიანჭველა გახდა. მან ჩვენს ოჯახში ჰარმონია გაამეფა“. ნოუ ქომენთ !
ერთადერთი რამაც ფილმში მომხიბლა იყო ოპერატორის ნამუშევარი. ბრავო რაულ კოტარდს !  ფილმს კი 4/10

იმავე საღამოს გიორგი ფარაჯანოვის „ყველა წავიდაზე“ წავედი. ვერ ვიტყვი გადავირიე მეთქი, მაგრამ ფილმით ძალიან ვისიამოვნე. 30 წლის თბილისუნახავი რეჟისორი ბავშვობის ქალაქში ჩამოდის და მეხსიერებაში აცოცხლებს იმდროინდელ თბილისს. სახალისო ისტორიები, რომელიც მის ბავშვობაში ვითარდება, ნამდვილად გაამხიარულებს მნახველს.  ფილმიდან უკლებლივ ყველა ნასიამოვნები წამოვიდა. 7/10

Away_still5შაბათს დღეს 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვნახე:
ანა სარუხანოვას „სახლიდან შორს“ ახალგაზრდა ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც უცხოეთში სამუშაოს მიიღებს და მშობლიური ქალაქიდან მიემგზავრება. ის ყველაფერს ტოვებს – ოჯახს, სიყვარულს, მეგობრებს და სირთულეებით სავსე გზას დაადგება. თუმცა ყველაფერი, რაც მისი ცხოვრების ნაწილი გამხდარა, მაინც რჩება მასში – სახლიდან შორსაც კი. 8/10

ომარი ზვერკოვის „ვიკი ვენერა საბნის პირი“ რუსული კომედიაა, რომელიც ორი ახალგაზრდა დაქალის ისტორიას მოგვითხრობს. პირადად მე არ მომეწონა, არც სცენარი და არც მსახიობების შესრულება. ჯანდაბას იყოს 1/10

თენგიზ ასიტაშვილის და გიორგი ოქრიაშვილის „პეპელა“ ახალგაზრდა კაცის მატერიალურ სირთულეებზე მოგვითხრობს. მამაკაცს ცოლი ჰყავს ავად, მას კი არ შეუძლია უმკურნალოს. ერთ დღესაც ის ხელში იარაღს იღებს და სახლში ფულით ბრუნდება. თუმცა ქუჩებში იარაღით მოსიარულე საკუთარ თავში სხვადასხვა ღირებულებებს აღმოაჩენს და ხედავს თუ რა ცოტაა საჭირო ადამიანის ბედნიერებისთვის. კარგი სცენარის მქონე ფილმი, ძალიან გაწელილად მომეჩვენა და „ოო აღარ მთავრდება ?“ არაერთხელ გავიფიქრე. 5/10

ხაიამ აბდულაევის და ელმადინ ალიევის „თეთრი სისხლი“ აზერბაიჯანული დასახლების მძიმე ყოფის ამსახველი ფილმია. ამ ადგილზე რეალობა თავდაყირა დგება. ოჯახის მომაკვდავ უფროსს, ცოლი უკანასკნელ თხოვნას უსრულებს. ფილმმა დიდად ვერ მომხიბლა, თუმცა ოპერატორის ნამუშევარი აღნიშვნის ღირსია. ყველაზე მეტად სწორედ „თეთრ სისხლში“ მომეწონა კადრები. ამის გამო ამ ფილმს 7/10

MV5BMjUwNTcwNzQ2OF5BMl5BanBnXkFtZTcwNzQ2NDA4Nw@@._V1._SY317_CR265,0,214,317_იმავე საღამოს რუმინელი კრისტიან მუნჯიუს „გორაკებს მიღმაზე“ წავედი და სახლში გაოცებული წამოვედი. 21-ე საუკუნის “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” !სიუჟეტი რუმინულ მონასტერში ვითარდება, სადაც ერთ-ერთ მონაზონს გერმანიიდან ახლად ჩამოსული მეგობარი ეწვევა. დაუჯერებელი ამბებიც ამის შემდეგ ტრიალდება. არ მინდა ბევრი ვისაუბრო ამ ფილმზე, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ ეს არის ფილმი იმაზე თუ როგორ შეიძლება განზრახული სიკეთე შენდაუნებურად ბოროტებად გადააქციო, თუ როგორ შეიძლება ადამიანის სულიერ განკურნებაზე ზრუნვისას ისეთ აზარტში შეხვიდე, რომ გადაგავიწყდეს მისი ფიზიკურობა. ბრავო რეჟისორს, ბრავო მსახიობებს ! 10/10
MV5BMTY5OTA1MDU2NF5BMl5BanBnXkFtZTcwOTA0MjA0MQ@@._V1._SY283_CR4,0,191,283_ბოლო ფილმი კი ლუკინო ვისკონტის „უდანაშაულო“ იყო. ახალგაზრდა, მდიდარი ცოლ-ქმარი სხვადასხვა გზაზე ეხვევიან სასიყვარულო თავგადასავლებში, თუმცა შემდეგ ერთმანეთის დახმარებით ცდილობენ მომკულის თავიდან არიდებას, რაც საბოლოო ჯამში არ გამოსდით. ვისკონტის ეს ფილმი კიდევ ერთი თვალსაჩინო ნიმუშია დიადი იტალიური კინემატოგრაფიისა. რეჟისორი კიდევ ერთხელ გვანახებს თუ რა მოკლე მანძილია სიყვარულიდან სიძულვილამდე, თუ როგორ შეიძლება გაიწიროს უდანაშაულო თაობა წინაპართა ბინძური ცხოვრების გამო, თუ როგორ შეიძლება დაზარალდეს ქალი კაცის უყურადღებობის გამო და თუ როგორ მძიმეა მამაკაცისთვის ქალთან დაშვებული შეცდომის გამოსწორება. 9/10

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: