არჩევანი

რამდენიმე საათში ჩემს პირველ პოლიტიკურ არჩევანს გავაკეთებ;

თუმცა ჯერაც არ ვიცი რა ვქნა.

არჩევანს როცა აკეთებ, რაღაც სასარგებლოსკენ უნდა გადაიხარო ხოლმე, მაგრამ ამ ქვეყანაში ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის დგახარ.

მე კი არ ვიცი ვის ვენდო; მწამებლებს? ქრისტიანობის სახელს ამოფარებულ გამძღარ კონფორმისტებს? რობინ ჰუდებს? პატარა კაცებს?  თუ მეოცნებეებს, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი საკუთარი პარტიის სასარგებლოდ შემოატრიალონ?

არ ვიცი.

და ალბათ არც მეცოდინება მანამ, სანამ ბიულეტენში, რომელიმე ნომერს არ შემოვხაზავ.

ნუ შემოხაზავ ნურცერთსო მეტყვით და მეც დაგეთანხმებოდით; სიამოვნებით არ შემოვხაზავდი არავის – დავხევდი, დავწვავდი, დავაჯვამდი ბიულეტენს და ასე ზარზეიმით მივიტანდი ყუთამდე, თუმცა ამ დამპალი რეჟიმის ხელში, ჩემი ეს ქმედება სისტემის სასარგებლოდ ჩაითვლება და ჩემს თავთანაც ვერ ვიქნები მართალი.

მე კი ხვალ მხოლოდ ერთი რამ მინდა;

მთაწმინდის პანთეონში ავიდე და იმ კაცის საფლავი ვინახულო ვისაც მართლა უყვარდა საქართველო.

2009 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი შემოქმედი დაკარგა.

„ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ – ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ (შეიძლება დამფასებელმაც), ჩემს საფლავს ჩასძახოს : იძინე მშვიდად. ჯერ ჩვენ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვია!”

რა ნამუსით გავიმეორო იგივე სიტყვები ხვალ ?

”მე ვგრძნობ,

მე ვიცი,

ვხედავ და მესმის,

როგორ იხრწნება მიწაში გვამი,

როგორ იზრდება მიწაში ფესვი…“

დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. jesus

     /  October 1, 2012

    სისხლი ამიმღვრია პოსტმა. რამდენიხანია ეს ფრაზა თავში მიტრიალებს, მაგრამ მართლა რა ნამუსით. ვარსებობთ, მაგარმ რა ხალხი ვართ და რა გვქვია თფუი

    Reply
  2. პრობლემა ჩვენშია. ქართველი ხალხის უმრავლესობა მესიას ელის და თვითონ არაფერს აკეთებს პირობების გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, არიან ადამიანები ვისაც უყვართ სამშობლო და მუშაობენ, არც “ნიჭიერი მაგრამ ზარმაცები” არიან, თუმცა მხოლოდ ერთეულები… დანარჩენებს როგორც ჯავახიშვილმა ტქვა ყველაზე მეტად უყვართ ული, მაგრამ ეჯავრებათ შრომა. სანამ მენტალიტეტი არ შეიცვლება ოდნავ მაინც, იგივე დონეზე გავიყინებით ან კიდევ უფრო უკან წავალთ😦

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: