ბეტონის სტადიონზე გადატყავებული მუხლები

რთულია წერა დაიწყო მაშინ, როცა პირველ წინადადებაშივე უნდა ახსენო სიტყვები „ჩემი ბავშვობა“, მაგრამ როცა სხვა გზა არაა, ამ სირთულის დაძლევა აუცილებელი ხდება ხოლმე;

ჩემს ბავშვობაში სახლის უკან ბეტონის სტადიონი იყო – დაჟანგული კარებით. იმ სტადიონზე ვიკრიბებოთ ხოლმე ყოველდღე და დაუღალავად ვთამაშობდით ფეხბურთს. სახლში, რა თქმა უნდა, მუხლებგადატყავებულები ავდიოდით – ეს ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო,  ჩვენს ასაკზე, ხედვასა და ცხოვრებაზე ხაზგასასმელი აუცილებელი ატრიბუტი. მერე ის ბეტონის სტადიონი რომ უკიდურეს წერტილამდე გადაითხარა და ჩვენს მუხლებზეც იმატა შრამების რაოდენობამ, ვანო ზოდელავამ იკადრა და სტადიონზე ასფალტი დაგვიგო. არ გეგონოთ, რომ ეს ჩვენ წაგვადგა, – ესაო და გადათხრილი აღარაა სტადიონიო იქ „დიდი ბიჭები“ დაბინავდნენ და ჩვენი იქ სათამაშო დრო მკვეთრად შემცირდა. გამოსავალი კი დიდებული მოვნახეთ; (more…)

ანესთეზია

* პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა ბლოგზე Lit.Ge

** ამ პოსტში გაიგებთ, თუ რატომ ჰქვია ჩემს ბლოგს “ანესთეზირებული”
21-ე საუკუნის კულტურული შოკი, ენით აღუწერელი ემოციების ზვავი და მუსიკალური სამყაროს კედლისიქითა ხელოვნება. და თუმცა ძალზედ რთულია ისაუბრო ისეთ რამეზე, რისი აღმწერი სიტყვებიც ჯერ არ მოგვეპოვება ცოცხალსა თუ მკვდარ ენებში, მაგრამ მაინც შეუძლებელია გეყოს მოთმინება და გვერდი აუარო ხელოვნების ასეთ ნიმუშს, რომელიც დარწმუნებული ვარ დიდ ადგილს დაიკავებს მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. თავიდანვე გირჩევთ, რომ თუკი უბრალოდ ზერელე მსმენელი ხართ, ახლავე შეწყვიტოთ სტატიის კითხვა. ხოლო თუ მაინც ჯიუტად აგრძელებთ და მზად ხართ თავი ამ „შარში“ გაყოთ – წამომყევით !
(more…)