“ტამელის ჰიპების” მეექვსე რეპორტი

ბოლო კვირა „ტამელის ჰიპებმა“ განსაკუთრებული მონდომებით ჩავატარეთ. ჩვეულებისამებრ, ყოველი დღე გათვლილი გვქონდა და სხვადასხვა აქტივობისათვის ვანაწილებდით ძალებს.

სამშაბათს, როგორც ყოველთვის,  ბლოგზე მოვაწყვეთ გათამაშება, სადაც ამჯერად 3 წიგნი გავათმაშეთ: ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზი“, ჯაბა ზარქუას „მკითხველი უნდა მოკვდეს“ და ირაკლი მახარაძის „ველური დასავლეთის მხედრები“. გამარჯვებულები გახდნენ კონკურენტი გუნდის წევრი კახა სამყურაშვილი, ჩვენი გუნდის წიგნთწამცინცლავი რეზი ლოლაძე (რომელმაც მესამედ მოიგო ჩვენი გათამაშება) და სალომე ფაჩუაშვილი.

მომდევნო დღეს, „ტამელის ჰიპებმა“ არც კიდევ ერთი ტრადიცია დავარღვიეთ და მორიგი რეცენზია შევთავაზეთ მკითხველებს, ამჯერად აკა მორჩილაძის შესანიშნავ წიგნზე “ძველი გულებისა და ხმლისა“.

ტრადიციულად, კვლავ განვაგრძეთ ვიდეო-რეცენზიების დამზადება და ამჯერად გვერდში პუბლიცისტი და როგორც მას უწოდებენ „როკ-მწერალი“ ბიძინა მაყაშვილი ამოგვიდგა. ბატონმა ბიძინამ თავის აპარტამენტებში გვიმასპინძლა და კამერის წინ პინკ ფლოიდისა და ბიტლზის ილუსტრირებულ ბიოგრაფიებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო კლასიკური ვიდეო რეცენზია, ეს უფრო იყო თავისუფალი საუბარი, რომელიც უფრო მეტ ინტერესს უღვივეს მსმენელს და, რაც მთვარია, მოსაუბრეთა ორივე მხარეს ტოვებს სასიამოვნო განწყობაზე. ბიძინა მაყაშვილის ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე.

მართალია, შემდეგი პოსტის ადგილი ამ რეპორტში არ არის, რადგან გურიაში ვიზიტი წინა კვირის აქტივში ჩავიწერეთ, მაგრამ ჟიურისათვის მემგონი საინტერსო უნდა იყოს ის რამდენიმე გამოუქვეყნებელი ვიდეო, რომელიც გურიაში გადავიღეთ. ეს ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

როგორც პირველ კვირაში გავაკეთეთ, ბოლო კვირაშიც „ტამელის ჰიპებმა“ არაქართველ მოსახლეობას გავაცანით ქართველი ავტორი – დათო ტურაშვილი – თავისი შესანიშნავი წიგნით. ქუჩაში გასულები, ვაჩერებდით ტურისტებს და მათ Flight From USSR-ის შესახებ ვუყვებოდით, შემდეგ კი წიგნს ვჩუქნიდით. ტურისტებში დიდი ინტერესი გამოიწვია ამ წიგნმა და ვეჭვობთ, რომ ამ დროისთვის მათ უკვე წაკითხული ექნებათ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ეს ღირშესანიშნავი ნაწარმოები.

პარასკევს, მოვაწყვეთ შეხვედრა შესანიშნავ ჟურნალისტთან კახა თოლორდავასთან, რომელიც ავტორია წიგნისა „საუბრები ჯაზზე“. ბევრს აღარაფერს დავწერ ამ საღამოს შესახებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა რაც კი ოდესმე მქონია პროექტის ფარგლებში თუ მის გარეთ. პოსტი ამ შეხვედრის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.

რა თქმა უნდა, არც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ მოცემული ბონუს დავალება დაგვვიწყებია და საიტისათვის iBook.Ge ორი შესანიშნავი სარეკლამო რგოლი დავამზადეთ. ვისაც ჩვენი პირველი რგოლი აქვს ნანახი, ალბათ მიხვდება, რომ ამ კვირის ორი ვიდეოც, წინამორბედის გაგრძელებას წარმოადგენს. ეს კიდევ ერთი ორიგინალური მიგნება იყო ჩვენი გუნდის მხრიდან.

როგორც პირველი კვირა დავიწყეთ ყველგან კითხვის პროპაგანდით, ასევე დავასრულეთ ეს კვირაც. „ტამელის ჰიპებმა“ პროექტით “ვიკითხოთ ყველგან“  სხვადასხვა დაწესებულების საპირფარეშოებს ჩამოვუარეთ (რა თქმა უნდა, ისეთებს – სადაც კითხვა შესაძლებელია) და ზედ ჩვენს მიერ სპეციალურად დამზადებული სტიკერები გავაკარით.

კვირის მთავარი აქტივობა კი მაინც იყო შესანიშნავი კონცერტი ბიტლზ-კლუბში, სადაც მხოლოდ ისინი დაიშვებოდნენ, ვინც წიგნს იყიდდა სტენდთან. ოცამდე ავტორის სხვადასხვა წიგნიც, რა თქმა უნდა, ფასდაკლებით იყიდებოდა და საბედნიეროდ ამან დიდი შედეგი გამოიღო. კონცერტს დაესწრო ძალიან ბევრი ადამიანი და შესაბამისად გამომცემლობასაც მრავლად გაეყიდა წიგნები. ამავე კონცერტზე დავაჯილდოვეთ ბლოგის გათამაშებაში გამარჯვებულები.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გუნდის ეს კვირაც ისეთივე მოწონებას დაიმსახურებს ჟიურის მხრიდან, როგორც ეს წინა კვირებში მოხდა. პროექტი დასრულდა და „ტამელის ჰიპები“ 30 ივნისის მოლოდინში ვართ. ამ დღემ უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ მიაღწია სასურველ მიზანს და გახდა გამარჯვებული.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: