ვიკითხოთ ყველგან

“ტამელის ჰიპებმა“ ბოლოსთვის ერთი სახალისო აქცია შემოვინახეთ; როგორც იცით, მკითხველს კითხვის მოთხოვნილება ყოველთვის და ყველგან აქვს, გამონაკლისი არც საპირფარეშო არის. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ზოგს საყოფაცხოვრებო ქიმიის ეტიკეტები აქვს დაზუთხული, ზოგი ტუალეტში ყოფნისას პრესას ეცნობა, ზოგიც კი არც კარგ მოზრდილ წიგნზე ამბობს უარს.

სწორედ ამიტომ ჩვენ დავამზდეთ 150 სტიკერი, რომლებზეც გამოსახულნი იყვნენ ქალისა და მამაკაცის ფიგურები წიგნით ხელში. გადავწყვიტეთ რომ ეს სტიკერები გაგვეკრა სხვადასხვა დაწესებულებების საპირფარეშოებზე.

ჩამოვუყევით ჭავჭავაძის გამზირს და რუსთაველის ბოლოში დავასრულეთ აქტივობა.  შევდიოდით სხვადასხვა დაწესებულებებში უნივერსიტეტებში, წიგნის მაღზიებში, ლიტერატურულ კაფეებში, სწრაფი კვების რესტორნებში და ა.შ. სადაც ხან ნებართვით და ხანაც უნებართვოდ ჩვენს სტიკერებს ვაკრავდით. ასე მოვიცავით ისეთი ცნობილი დაწესებულებები, როგორებიცაა: თსუ, ELVIS, პარნასი, ორი ლულა, Book Corner, McDonalds და სხვა.

გვეგონა ჩვენს ამ გადაწყვეტილებას ირონიით შეხვდებოდა ყველა, თუმცა პირიქით – ძალიან ბევრ დაწესებულებაში მოეწონათ ჩვენი იდეა და რამდენიმე სტიკერი დამატებითაც კი გამოგვართვეს მეორე სამსახურშიც გავაკრავთ იგივესო. ასევე აღსანიშნავია ის მოულოდნელი ფაქტი, რომ კაფე Book Corner-ის საპირფარეშოში წიგნები დაგვხვდა დალაგებული, ასე რომ იქ მკითხველს ყველანაირად გამზადებული სივრცე დახვდა ტუალეტში.

მოკლედ, ორსაათიანი სიარულისას რამდენიმე ათეულ დაწესეულებაში გავაკარით ჩვენი სტიკერები და მოვუწოდეთ ხალხს, რომ წიგნის კითხვა ყველგანაა შესაძლებელი.

Advertisements
დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. “ტამელის ჰიპების” მეექვსე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: