საუბრები ჯაზზე

ისე როგორ უნდა ჩაევლო „წიგნების თაობას“, რომ მუსიკისადმი არ მიგვეძღვნა ერთი საღამო მაინც, ამიტომაც, პარასკევს,  15 ივნისს, თსუ-ში მოვაწყვეთ შეხვედრა ჟურნალისტთან, მუსიკალურ კრიტიკოსთან, გადაცემა „უცნობი მუსიკის“ წამყვანთან და „ბაკურ სულაკაურის გამომცელობის“ მიერ გამოშვებული წიგნის, „საუბრები ჯაზზე“-ს ავტორთან – კახა თოლორდავასთან.

ბატონმა კახამ თავიდანვე აღნიშნა, რომ ძალზედ ესიამოვნა მსგავსი შეხვედრა და გაუკვირდა კიდეც, რომ ამდენი ახალგაზრდა ესწრებოდა ამ საღამოს (მაშინ, როდესაც ჩვენ გულზე ვსკდებოდით 35 კაცზე მეტი რომ არ მოვიდა. თუმცა მოგვიანებით მივხვდით, რომ ჯაზ-გარემოსთვის იდეალური სიტუაცია იყო ხალხის ასეთი „სიმცირითაც“ კი).

შეხვედრა, ჩვეულებისამებრ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. უმეტესად, რა თქმა უნდა, „ტამელის ჰიპები“ ვაქტიურობდით, თუმცა აუდიტორიდანაც საკმაოდ წამოვიდა შეკითხვები. აღსანიშნავია ერთ-ერთი ახალგაზრდას ულევი შეკითხვებიც, რომელიც ჟურნალ „ცხელი შოკოლადიდან“ ყოფილა.

„საუბრები ჯაზზე“ ნელ-ნელა პირობით სათაურად იქცა, რადგან ბატონი კახა ჩვენთან საუბარში ეხებოდა ყველანაირ მუსიკას, ყველა ბგერას, რომელსაც ყურადღების ღირსად თვლიდა და დაწყებული მაილზ დევისიდან დამთავრებული რონი ჯეიმს დიოთი, არაერთი მუსიკოსი მოიცვა. საინტერესო იყო ასევე ის ფაქტიც, თუ როგორ დაიწყო ზოგადად მუსიკის მოსმენა კახა თოლორდავამ: Rolling Stones-ის ალბომის სურათზე შემთხვევით წააწყდა ბრაიან ჯონსის ფოტოს, რომელსაც წითელი შარვალი ეცვა. 6 წლის კახას მაშინ ვერც კი წარმოედგინა თუ შეიძლებოდა ვინმეს ცმოდა წითელი შარვალი. „და მაშინ მივხვდი, რომ არსებობს კიდევ რაღაც, რაც არ გავს სხვას არაფერს და ეს რაღაც არის მუსიკა“. მუსიკასთან ასეთი უცნაური ზიარების ამბავმა ორმაგად დამუხტა აუდიტორია და შეკითხვები არ ჩერდებოდა. პირადად მეც, წინასწარ ფურცელზე მქონდე ჩამოწერილი 15-მდე შეკითხვა, რომელთაგანაც, სამწუხაროდ ნახევრის დასმა თუ მოვახერხე, რადგან ბატონი კახას ამომწურავი პასუხები, დროს აღარ ტოვებდა ცალკე მდგომი შეკითხვებისათვის.

კახა თოლორდავამ ისაუბრა წიგნის შესახებაც. როგორც მოველოდი, ეს წიგნი წიგნად არასოდეს არ ყოფილა ჩაფიქრებული. ავტორს უბრალოდ სურდა შემორჩენილიყო ეს საუბრები სადმე. და ერთხელაც ამერიკის საელჩოს და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დახმარებით, კახას მსოფლიო ლეგენდებთან ჩაწერილი საუბრები, ერთ დიდ მწვანე წიგნად იქცა.

სტუმარმა ასევე ნათლად დაგვანახა თავისი პოზიციები ამა თუ იმ მუსიკალურ საკითხში. ხდებოდა ისეც, რომ პოზიციათა დაპირისპირება პატარა დისკუსიასაც წარმოშობდა, რაც უმთვრესად ჩვენი გუნდის რადიკალურად 70-იანელი წევრის, გოგას ფრაზებში და მუსიკისადმი ლიბერალურად განწყობილი სტუმრის პასუხებში გამოიხატა. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ხიბლს სძენდა ჩვენს საღამოს.

ეს ყველაფერი მოკლედ, რადგან დღევანდელი საუბრით მიღებული ემოციის დაწერა ძალიან რთულია. ეს არ იყო საუბრები მხოლოდ ჯაზზე, ეს იყო მუსიკალურ-ლიტერატურული მიმოხილვა, ეს იყო ადამიანთა ბგერისადმი დამოკიდებულების გამომჟღავნება, ეს იყო საუბრები მუსიკაზე მაშინ, როდესაც მუსიკა და ცხოვრება საერთოდ არ განსხვავდებიან ერთამნეთისგან. ეს იყო ისეთი მრავალფეროვანი საუბარი, როგორი მრავალფეროვანიც თავად კახა თოლორდავას წიგნია.

ავტორმა ასევე გვაცნობა, რომ სულ მალე ამ წიგნის შემდეგი ნაწილიც გამოვა, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია.  მე კი იმას დავამატებ, რომ ჯაზის და ზოგადად მუსიკის მოყვარულებს რომ შევეშვათ, ეს წიგნი პატარა ჟურნალისტური სახელმძღვანელოც კი არის, თავისი დიდებული და ჩავარდნილი შეკითხვებით, საუბრებით, რომლებიც ზოგჯერ ნაძალადევად წარიმართა და რომლებიც ზოგჯერ ისე დასრულდა, რომ ორი ადამიანი ერთი მიკროსამყაროს შემადგენელი ნაწილი გახდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოს ყველამ, ვინც ხელოვნებას აფასებს !

ბატონი კახას გაკვირვება იმაშიც გამოიხატა, რომ დარბაზში არაერთი ადამიანი იყო ისეთი, ვისაც წიგნი ეკავა ხელში და ავტორის ავტოგრაფს ელოდა. საღამოზე ასევე იყიდებოდა სტუმრის წიგნები და რამდენიმე ცალი ახალ მკითხველსაც ჩაუვარდა ხელში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საღამოს დასრულების შემდეგაც კი არ წყდებოდა შეკითხვები ავტორთან. წასვლისას კი ბატონმა კახამ „ტამელის ჰიპებს“ სესილ ტეილორზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გვაჩუქა.

საბოლოოდ, საღამომ ძალიან დადებითად განგვაწყო, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთსო შეხვედრა, რასაც ოდესმე დავსწრებივარ პროექტის ფარგლებს შიგნით თუ გარეთ.

დღე კი იმით დასრულდა, რომ ჯერ ბამბის რიგში „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ახალი კულინარიული წიგნის პრეზენტაციაზე გემრიელი ტორტი დავაგემოვნეთ, ღამით კი ინგლისი-შვედეთის შესანიშნავი მატჩით ვიჯერეთ გული ^_^

This slideshow requires JavaScript.

დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. “ტამელის ჰიპების” მეექვსე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: