iBook.Ge – ისტორიის გაგრძელება

ჩვენმა შემთხვევით გადამღერებულმა ვიდეომ წინა დავალებაზე „შიმშილის თამაშები“ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ კონკურენტებმა ბუკი და ნაღარა არ მოაკლეს ბლოგის ფარატინა გვერდებს და ჩვენს ჰიმალაურ-ჰიპურ გულებში გაღვივებული სიყვარულის ცეცხლი კიდევ უფრო ააგიზგიზეს. დიახ, ჩვენი ვიდეო ნამდვილად გამოვიდა გადამღერება რომელიღაც ქვეყანაში წარმოებული რომელიღაც ლუდისა, მაგრამ ეს სრულაც არ ნიშანვს იმას, რომ ის ცუდი გამოვიდა! პირიქთი, როდესაც საბოლოო შედეგი ვიხილეთ, მივხვდით რომ სამდღიანი წვალება ამად ღირდა. და მერე რა თუ გადამღერება გამოვიდა – მთავრობა, ბანკები და სხვა მსხვილი კომპანიები მიმართავენ რეკლამათა გადმოქართულებას და ერთმა ღარიბმა სამკაციანმა გუნდმა თუ იგივე გავაკეთეთ, ამით არ დაიქცევა არც გამომცემლობა და, მითუმეტეს – ქვეყანა.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ამ კვირაში საიტ iBook.Ge-ს დარეკლამება დაგვავალა, რაზეც „ტამელის ჰიპებმა“ ორი შესანიშნავი ვიდეო გადავიღეთ; ჩვენს პირველ ვიდეო-რგოლზე საუბარი იმიტომ არ დამიწყია, რომ წინა კვირები გამეხსენებინა, უბრალოდ ეს პრელუდია იმისათვის დამჭირდა, რომ მეთქვა – ჩვენი მორიგი ბონუს დავალებაც წინას მივაბით სიუჟეტურად.

„შიმშილის თამაშების“ სარეკლამო რგოლში, როგორც გახსოვთ, ორი პერსონაჟი არის – წარუმატებელი თვითმკვლელი და მკითხველი სიკვდილი. სწორედ ამ ორი გმირის დამოუკიდებელი ისტორიები ვითარდება ჩვენს მორიგ რგოლებში; სიკვდილი „შიმშილის თამაშების“ კითხვას დაასრულებს და თავის ძმობილს, ანგელოზ გაბრიელს ურეკავს, რათა მადლობა გადაუხადოს ამ შესანიშნავი წიგნის რჩევისათვის, შემდეგ კი მისგან ახალი საკითხავი მიიღოს. გაბრიელი მას “მინერალურ ჯაზს“ ურჩევს და იმასაც ეტყვის, iBook.Ge-თი გამოწერა რომ სჯობს ყველაფერს. სიკვდილიც არ აყოვნებს და საიტიდან ამ წიგნს გამოიწერს, რომელიც მაშინვე ციდან ჩამოფრინდბა მასთან. სიკვდილი კითხვას იწყებს და კვლავ ვერ იცლის საქმის შესასრულებლად. ასეა, კითხვა ყველაფერს ავიწყებს ადამიანს – სიკვდილსაც.

მეორე გმირმა კი როგორც გახსოვს, უკანასკნელად თვითმკვლელობა 16-სართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტომით სცადა თუმცა სასურველ მიზანს, კითხვაში ჩაფლული სიკდვილის გამო, ვერ მიაღწია. მაგრამ, აი, დამტვრევით კი ძალიან დაიმტვრა! წარუმატებელი თვითმკვლელი, არც მეტი არც ნაკლები, პინკ ფლოიდის ფანი აღმოჩნდება და ერთ დღესაც, როდესაც „დაბინტული“ წევს და საყვარელ ჯგუფს უსმენს, მეგობრისგან sms მოუვა, რომ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ფლოიდზე ილუსტრირებული ბიოგრაფია გამოსცა. ბიჭი რის ვაი-ვაგლახით მივა კომპიუტერთან და იმის გამო, რომ მაღაზიაში წასვლა და ყიდვა არ შეუძლია, iBook.Ge-ს მეშვეობით გახდება ამ წიგნის მესაკუთრე.

Advertisements
დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. “ტამელის ჰიპების” მეექვსე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: