ბიძინა მაყაშვილი Pink Floyd-სა და The Beatles-ზე

დღეს “ტამელის ჰიპები” მორიგი ვიდეო-რეცენზიის გასაკეთებლად დავიძარით. ჩვენი ხელშემწყობი პუბლიცისტი და როგორც მას უწოდებენ “როკ-მწერალი” ბიძინა მაყაშვილი იყო. ბატონი ბიძინა თავის შვილ ანასთან ერთად იმ წიგნების კონსულტანტი არის, რომელთაც დახლებზე სულ რამდენიმე დღეა რაც ბინა დაიდეს: ილუსტრირებული ბიოგრაფია “The Beatles” და “Pink Floyd”

როდესაც ტელეფონში ჩვენი გეგმების შესახებ ვაცნობეთ, ბატონი ბიძინა სიამოვნებით დაგვთანხმდა გადაღებაზე და თავისთან სახლში მიგვიწვია. ვიდეოკამერით შეიარაღებულები თავიდან, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, ახლაც ჩვეულებივი, კლასიკური ვიდეო-რეცენზიის გაკეთებას ვგეგმავდით, თუმცა საქმე სულ სხვაგვარად წავიდა.  ბიძინა მაყაშვილმა გვითხრა, რომ უკეთესი იქნებოდა ეს ყოფილიყო ჩვეულებრივი საუბარი როკ-მუსიკაზე, რომელსაც ალაგ-ალაგ კამერა ჩაიწერდა.

წინადადება თავისთავად საინტერესოდ ჟღერდა, ამიტომაც მაშინვე დავთანხმდით. და როგორც გავარკვიეთ არც შევმცდარვართ; ჩვენი საუბარი იყო იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე წინასწარ დალაგებული ფრაზები (არ ვგულისხმობ ჩვენს წინა ვიდეო-რეცენზიებს). ეს იყო საუბარი იმ ადამიანებს შორის, რომელთაც საერთო მუსიკალური გემოვნება აერთიანებთ და სიამოვნებით უსმენენ ერთმანეთს. მან, გარდა იმისა, რომ ამ წიგნებზე, მათ დეტალებსა და შედეგებზე ისაუბრა, მოგვიყვა ბევრი საინტერესო ისტორია The Beatles-ისა და Pink Floyd-ის შესახებ, მაგალითად, ჩვენ, არცერთმა არ ვიცოდით თუ როგორ შედგა ამ ორი ბენდის გაცნობა, რაც მეტად საინტერესო ამბავია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, უბრალოდ უყურეთ ამ ვიდეოს და შემდეგ შეიძინეთ ილუსტრირებული ბიოგრაფიების წიგნები🙂

დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. მადლობა ბიძინა მაყაშვილს საინტერესო საუბრისთვის. მე მაინც ბითლზის პირველ ალბომს გამოვყოფდი – Please Please Me – http://www.qwelly.com/group/the-beatles/forum/topics/please-please-me საუცხოოა!

    Reply
  1. “ტამელის ჰიპების” მეექვსე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: