ძველი გულებისა და ხმლისა

აკა მორჩილაძის ბოლო წიგნს, obOle-ს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ამ წიგნზე რამის დაწერა ჩემგან უკვე აღარცაა ეფექტური, ამიტომაც გადავწვიტე მკითხველისათვის ამ მწერლის ის შესანიშნავი ნაწარმოები გამეხსენებინა, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ დაწერიდან 5 წლის იუბილე შეუსრულდა. დაწერის იუბილე, საინტერესოა ჰო ? არადა ამ წიგნს მართლაც ეკუთვნის ყოველ წელს იუბილის გადახდა მინიმუმ ერთი დამატებითი წაკითხვით მაინც.

„ძველი გულებისა და ხმლისა“ აკა მორჩილაძის, შეიძლება ითქვას სპონტანური რომანია, რომელიც 8-9 დღეში დაიწერა, გაშალაშინდა, გადაიწერა და მკითხველთან შესახვედრად გაემზადა. მიუხედავად დროის ასეთი სიმცირისა, რომანი ისეთი წარმატებულია, რომ დღესაც აქტიურად კითხულობს საზოგადოება. ეს ყველაფერი კი პირველ რიგში რისი დამსახურებაა თუ არა აკა მორჩილაძისეული თხრობისა?! საოცრად დინამიკური, გულწრფელი და დაძაბული თხრობა კიდევ უფრო სასიამოვნოდ გვაცხოვრებს წიგნის მიკროსამყაროში, რომელშიაც სიუჟეტთა მონაცვლეობა თავბრუდამხვევ თავგადასავლებში გვითრევს. რომანს თითქოსდა კორტასარის „კლასობანას“ მსგავსად უნდა ჰქონდეს მიწერილი ჯერ ეს წაიკითხე და მერე ესო, მაგრამ მისი საიდუმლოც სწორედ ამ თამაშშია. ავტორი ახერხებს მკითხველი ხელში აიყვანოს და თავისივე შექმნილ ლაბირინთში მარტოდმარტო გაატაროს.

ნაწარმოების სიუჟეტი 1827 წლის საქართველოში ვითარდება; ციხიდან ახლადგანთავისუფლებული ბადუნა ფავნელი, სოფელში ძმასთან ერთად აპირებს სამუდამო დასახლებას, თუმცა აღმოაჩენს, რომ მისი ძმა გაქცეულია და აუცილებელია მისი მოძებნა. ის ხიფათიან და რისკით სავსე გზას დაადგება, რომელიც არ იცის სად მიიყვანს და რომელიც დროდადრო თითქოს უფრო გაუკვალავი ხდება, მაგრამ მკითხველს მიანც რჩება იმედი იმისა რომ ბადუნა ძმას იპოვნის. თუ რა ხდება ნაწარმოების დასასრულს, რისი მომსწრე ხდება მთვარი გმირი – ამის გაგება უკვე თქვენთვის მომინდია !

საგულისხმობა ასევე სხვადასხვა გმირში ჩამალული ის თვისებები, რომლებიც ქართველებს დამპყრობელთან მიმართებაში ჰქონდათ, მაგალითად: თადიას სიმუნჯე არ უნდა მივაწეროთ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ ნაკლს, ავტორს სურს დაგვანახოს, ქართველი კაცის ბუნება, რომელიც მტერს ვერ ეგუება და ამიტომაც არ სურს ხმა გასცეს მას. ასევე არის ბადუნას ფეთქებადი ქცევები, რომელიც ქართულ რაინდულ სულს უსვამს ხაზს. ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომანში უცხოელი ქალბატონის მიერ გამოთქმული მოსაზრება ქართველებისადმი:

„სხვანაირი მოქცევა კი აქვთ, ჩვენთვის უცხო და მიუღებელი, მაგრამ რაღაცნაირი რაინდობა მოსდგამთ, რომელიც არ შეიძლება არ გხიბლავდეს“.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ აკა მორჩილაძეს საოცარი სიზუსტით აქვს აღწერილი იმდროინდელი ქართული ცხოვრება – ქალაქური სცენიდან დაწყებული პასტორალური ყოფით დამთავრებული. ეს ყველაფერი კი მკითხველს შესანიშნავ ატმოსფეროს უქმნის, რომელშიაც ორმაგად სასიამოვნოა ნაწარმოების კითხვა. ბადუნა ფავნელისა და სხვა გმირების ხასიათში დავინახავთ იმ ქართულ თავისებურებებს რაც ჩვენს ერს ახასიათებს – კარგიც და ცუდიც. სწორედ ამის წარმოჩენა არის აკა მორჩილაძის მიზანი და ამას კარგად ახერხებს მწერალი.

გირჩევთ ყველამ წაიკითხოთ „ძველი გულებისა და ხმლისა“ – წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება – და პირობას გაძლევთ ორიოდე საათს საოცარ სამყაროში გაატარებთ !

დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. ქართული ბუნებისა კიდევ ისაა მაგ რომანში (რაინდობების და მსგავსი ნარცისიზმების გარდა), რომ თავად ქართველები იტაცებდნენ და ჰყიდდნენ საკუთარ თანამოძმეებს ტყვეებად და მონებად ოსმალეთში და არა მხოლოდ “მუხთალი და საზიზღარი” თურქები….

    Reply
    • 100% სწორი ხარ.
      უბრალოდ ყველაფერზე აღრ გავამახვილე ყურადღება.
      ისე შენი კომენტარის შემდეგ ნუგზარ შატაიძის მოთრხობა გამახსენდა “ტრეფიკინგი”.
      თუ არ გაქვს წაკითხული აუცილებლად ნახე.
      მაგ საზიზღარ სენზე არის ზუსტად

      Reply
  2. ჩემი გადაღებული ფოტოა უფროსწორად ცხელ შოკოლადში იყო და გადავუღე :p

    Reply
    • ჰო ცხელი შოკოლადის გვერდზე ვნახე და მაგრად მომეწონა.
      კარგი ქენი რომ გადაიღე ^_^

      Reply
  3. გამოვარდა საურმე გზაზე , დაინახა მიმქუსლავი მხედრები და გაარჩია, რომ ის , ვინც ნაბადშია , დედაა და გაიქცა თავდავიწყებით იქამდე, სანამ შეიძლო.ხედავდა მხედრებს, რომლებიც სულ უფრო პატარავდებოდნენ და უახლოვდებოდნენ ტრის პირს და ხედავდა მზეს , რომელიც უკვე გადახრილიყო დასავლისკენ . მერე გამოედევნენ . გლეხებმა დაინახეს. ის კი კიოდა და მზისკენ იშვერდა ხელს , ძლივს ეჭირა ხელში ხანჯალი, რომელზეც მეორე დღემდე ვერ შეაშვებინეს ხელი , რადგან შიში ჰქონდათ ზედ არ წამოეგოსო . ან როგორ არ წამოეგო ? ხოლო მეორე საღამოს ის კვლავ გამოვიდა ჭიშკრის წინ , გახედა მზეს და იქით წავიდა. ამის შემდეგ თადია გარბოდა. გარბოდა სულ ერთი მიმართულებით. იქეთ , საითაც გადაიხრებოდა და ჩავდოდა მზე.

    Reply
    • ამ მომენტზე გამაჟრჟოლა წაკითხვისასაც და ახლაც.
      საოცარი სიუჟეტია❤

      Reply
  1. “ტამელის ჰიპების” მეექვსე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: