განდევნილი შიში

ვინც „ტამელის ჰიპების“ აქტივობებს თვალს ადევნებს, ალბათ ისიც ეცოდინება, რომ წიგნის ფესტივალზე ალექსანდრე ლორთქიფანიძეს მეტად ორიგინალური საჩუქარი გავუკეთეთ და შანსი მივეცით სიმაღლის შიში დაემარცხებინა. სანდროს წინასწარ შევეკითხეთ თუ სურდა ბანჯიდან გადმოხტომა, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ და ჩვენც მაშინვე დავუკვეთეთ სანდროს გადმოხტომა მაღლივის ხიდიდან. სამწუხაროდ, ექსტრემალური სპორტის ღონისძიებებს ვინც აწყობს, მათი გადაწვეტილებით ბანჯი-ჯამფინგი აღარ შედგება, მაგრამ იქნება როუფ-ჯამფინგი, რომელიც დიდად არ განსხვავდება ბანჯისგან. ასე რომ ჩვენც სანდროსთან ერთად მაღლივის ხიდს მივაშურეთ და მწერლის გადმოხტომის რიგს დაველოდეთ.

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ დამსწრეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან გაუკვირდა სანდროს ასეთი გადაწყვეტილება და როცა იგებდნენ თუ ვინ მივეცით მას ბიძგი ამ ქმედებისადმი – სანდროს კიდევ უფრო გასაგიჟებლად – გვეუბნებოდნენ „მწერლებს უნდა მოვუფრთხილდეთ“-ო.🙂

სანდროსაც ისე ძალიან ეშინოდა გადმოხტომის, რომ სახლიდან გამოსვლის წინ Facebook-ზე სტატუსიც კი დაიწერა თუ ვის უტოვებდა დაუმთვრებელ მოთხრობებს. ამას ისიც ემატებოდა, რომ იქ დახვედრილი მისი მეგობრები, დაუნდობლად უყვებოდნენ წარუმატებელი გადმოხტომების ისტორიას და სანდროს ერთხელ წამოსცდა კიდეც „ხომ არ გადავდოთ“-ო, მაგრამ თავადვე დაამატა, რომ დღეს უნდა დაემარცხებინა სიმაღლის შიში. თან ამას ისიც ემატებოდა, რომ ეს მისი უკანასკნელი დაუძლეველი ფობია იყო, რომლისთვისაც ბოლო უნდა მოეღო!

მალე სანდროს ჯერიც მოვიდა; იმისათვის, რომ სანდროს ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი მომენტრი (როგორც თვად გვითხრა) დაგვეფიქსირებინა, ჩვენ მას კამერა მოვაბით ხელზე. შემდეგ თოკებით შეიმოსა და ხიდის მოაჯირს გარედან შემოადგა. არ ვიცი რას გრძნობდა იმ დროს, მაგრამ პირადად ჩვენი გუნდი ნერვიულობით ვკვდებოდით. მალე შეკრებილმა საზოგადოებამაც დაითვალა და სანდრო სრულ თავისუფლებაში გადაეშვა.

ჰაერში აღმოხდა ხმა, რომლის მსგავსიც არასოდეს გამიგია და ალბათ მეორედაც ვერასდროს გავიგებ. როგორც მოგვიანებით თავად სანდრომ აღნიშნა, ეს იყო ხმა, რომელმაც მისგან შიში გამოდევნა. მისმა ჰაერში გამოკიდულმა სიცილმა და შეძახილებმა კი „ტამელის ჰიპები“ დაგვამშვიდა.

რამდენიმე წუთში სანდრო ისევ დაგვიბრუნდა საოცრად ნასიამოვნები სახით, ემოციებში, და რაც მთვარია სურვილით, რომ შემდეგშიც არაერთხელ გადმოხტეს ასე. ტამელის ჰიპების მიზანი მიღწეულია: მწერალს შიშის დაძლევაში დავეხმარეთ და, რაც მთავარია, ყველაზე ორიგინალური საჩუქარით თავად ადრესატი დავტოვეთ ძალიან ნასიამოვნები.

დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. ეს ჩემი აუხდენელი სურვილია, მედია მალე ავიხდენ ამ სურვილს, მაინტერსებს გავბედავ თუარა აქედან გადმოხტომას))

    Reply
    • მეც ძალიან მინდა გადმოხტომა. იმედია მალე მოვახერხებ🙂

      Reply
  2. აუუუ ძაან მეშინია მარა მინდა რომ გადავხტე🙂 რა მაინტერესებს იცი? იქიდან ამოსვლა როგორ ხდებაა?🙂

    Reply
    • როდესაც ჰაერში უკვე საბოლოოდ გაჩერდება გადმომხტომი, შემდეგ იწყება თოკების ნელ-ნელა მოშვება და მიწაზე დაშვება🙂

      Reply
  1. ტამელის ჰიპების მეხუთე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: