ტამელის ჰიპების მეხუთე რეპორტი

„წიგნების თაობა“ გადამწყვეტ ფაზაში შედის და სიტუაციაც ნელ-ნელა უფრო მძაფრდება.  გუნდები ცდილობენ პირველადი თუ სარეზერვო გეგმების ერთმანეთში აღრევას, რათა ჯამში საინტერესო კვირები შეადგინონ. ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას, ჩვენი გუნდიც თავისას ცდილობს და ეს მეტად დატვირთული კვირაც პოზიტიურ ნოტაზე დავასრულეთ.

„ტამელის ჰიპებმა“ ეს კვირა ტრადიციულად წიგნის გათამაშებით დავიწყეთ და ბლოგზე ილუსტრირებული ბიოგრაფიის წიგნი „Pink Floyd” გავათამაშეთ. ნამდვილად რთულ 10 შეკითხვაზე პირველად სწორი პასუხები ვახო რამიშვილმა დააფიქსირა და დამსახურებულად ერგო ჩვენი გუნდისაგან ეს შესანიშნავი წიგნი.

ამის შემდეგ იყო ერთდღიანი მოსამზადებელი პერიოდი, შავი სამუშაო ორი ძალიან მაგარი ღონისძიებისათვის; პირველი იყო შეხვედრა დოკუმენტალისტ ირაკლი მახარაძესთან, რომელთანაც ძალზედ საინტერესო საუბრები შედგა და საინტერესო ფილმიც ვიხილეთ. ფილმის დასრულების შემდეგ კი ჩვენმა გუნდმა 15-წუთიანი მასალა ვაჩვენეთ, სადაც ჩვენი გურული ვოიაჟი იყო ასახული.

დიახ, არ გეჩვენებათ. კონკურენტ გუნდებს არც ჩვენ ჩარმოვრჩით და საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეს ჩვენც ვეწვიეთ. სიმართლე გითხრათ, ეს აქტივობა დიდი ხნის დაგეგმილი გვქონდა, უბრალოდ, როდესაც ტექნიკურად მოვაწესრიგეთ ყველაფერი, მაშინ ვუჩვენეთ საზოგადოებას. გურიაში ჩვენი გუნდი ირაკლი მახარაძის წიგნისგან გამოწვეული ინტერესის გამო ჩავიდა. როგორც იცით ბატონ მახარაძეს აქვს შესანიშნავი წიგნი „გურული ფირალები“, სადაც მოთხრობილია ისტორიები ფირალობის წარმოშობისა და ზოგადად ფირალების შესახებ. გმირებად შერაცხულ ფირალებს, დროთა განმავლობაში ყაჩაღის სტატუსი მიეკროთ. სწორედ ამ ფაქტმა დაგვაინტერესა ჩვენ და გურიის მაღლმთიან სოფლებში უხუცესებისგან პირადად მოვისმინეთ ის ისტორიები, რომლებიც 30-40-იანი წლების ფირალებს გადახდენოდათ. უფრო ვრცლად ამ შესანიშნავი აქტივობის შესახებ წაიკითხეთ პოსტში „გურული ფირალების კვალდაკვალ“.

მიუხედავად იმისა, რომ გურიაში ვოიაჟმა დიდად განაპირობა ჩვენი ამ კვირის ჯამური აქტივობა, ჩვენ სხვა შესანიშნავი საქმეებიც გავაკეთეთ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისათვის“. ერთ-ერთი ასეთი იყო “მაცივარი სექსისა წილ“; როგორც იცით, ზურაბ ლეჟავას ამ სახელწოდების მოთხრობა შესულია ევროპის საუკეთესო მოთხრობების ანთოლოგიაში. აღნიშნული მოთხრობა ასევე შედის „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოშვებულ კრებულში „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“. „ტამელის ჰიპებმა“ ჯერ მორიგი გამოკითხვა მოვაწყვეთ ქუჩაში, სადაც რის ვაი-ვაგლახით ვითანხმებდით ხალხს ერთ შეკითხვაზე ეპასუხათ – იცნობდნენ თუ არა ზურაბ ლეჟავას შემოქმედებას. შემდეგ მათ ამ მწერლის მიღწევებზეც ვუამბობდით და მის წაკითხვას ვურჩევდით. მთავარი რამ კი, რაც „მაცივარი სექსისა წილ“-ში იდო, იყო ბლოგ http://davidjsingle.wordpress.com/-ზე გამოქვეყნებული კრიტიკა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ამ ბლოგზე ყველა იმ ავტორზე დაიწერა კრიტიკული წერილი, რომელიც 2011 წლის ევროპული მოთხრობის ანთოლოგიაში შევიდა.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზურაბ ლეჟავაზე დაწერილი ეს კრიტიკული წერილი აქამდე არ იყო თარგმნილი. „ტამელის ჰიპებმა“ დავიხმარეთ ჩვენი თარჯიმანი მეგობარი, რომელმაც ეს წერილი გვითარგმნა და ჩვენც სანაცვლოდ ზურას „კარალიოკი“ ვაჩუქეთ. მიუხედავად იმისა, რომ წერილის ავტორი ბოლოში ოდნავ მწვავე კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენს მწერლისადმი, ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ეს წერილი არ ითრგმნოს. დიდი იმედი გვაქვს, ეს წერილი დააინტერესებს მკითხველს და ზურაბ ლეჟავას მოთხრობებზეც გაიზრდება მოთხოვნა. წერილის თარგმანი წაიკითხეთ ამ პოსტში.

ზურაბ ლეჟავადან ერიკ-ემანუელ შმიტზე გადავერთეთ და შესანიშნავი ფილოლოგის, ლევან ბერძენიშვილის დახმარებით საოცარი ვიდეო-რეცენზია გავაკეთეთ. ამას კომენტარიც კი არ სჭირდება. უბრალოდ კიდევ ერთხელ  განვმეორდები, რომ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ „ეს ვიდეო კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოადგებათ – იქამდე, სანამ ერიკ-ემანუელ შმიტის ქართულად ნათარგმნი უკანასკნელი წიგნის უკანასკნელი ყდა არ გაიცრიცება და უკანასკნელ ფურცელს არ შესჭამს დრო.“

შაბათს დილით მაღლივის ხიდს ვეწვიეთ, სადაც ჩვენ მიერ ნაჩუქარი გადმოხტომით ალექსანდრე ლორთქიფანიძეს უნდა ესარგებლა. სანდროს ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი მომენტი (უკანასკნელი ფობიის დამარცხება) „ტამელის ჰიპებმა“ ვიდეოში დავაფიქსირეთ და მივიჩნიეთ, რომ ეს ჟიურისაც დააინტერესებს. პოსტი, სანდროს გადმოხტომის შესახებ, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

და ბოლოს, კვირა ორი ფლეშმობით დავასრულეთ, რომელთაგანაც ერთი, უკვე ცნობილი „ვინც არ კითხულობს ის არც ზის!“-ის სახეცვლილი ვარიანტი იყო, მეორეთი კი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ პროდუქციის იღბლიანი მომხმარებელი მოულოდნელად დავაჯილდოვეთ.

„ტამელის ჰიპები“ დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ჟიური ამკვირანდელ აქტივობას შესანიშნავად განსჯის. ჩვენ კი დროა ბოლო ბრძოლისათვის მოვემზადოთ – წინ ბოლო კვირა გველის !

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: