ვეზიაროთ შმიტს !

„ტამელის ჰიპები“ კვლავინდებურად ვაგრძელებთ ვიდეო-რეცენზიების შექმნას – აქტივობას, რომელიც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ დიდხანს გამოადგება. ამჯერად ჩვენი მორიგი დამხმარე, არც მეტი და არც ნაკლები, შესანიშნავი ფილოლოგი, უაღრესად ინტელექტუალური ადამიანი, ბატონი ლევან ბერძენიშვილი იყო.

ბატონს ლევანს კვირის დასაწყისში დავუკავშირდით, ავუხსენით პროექტის არსი და ჩვენი წინა ვიდეო-რეცენზიების შესახებაც მოვუყევით. ამის შემდეგ კი თხოვნაზე – ესაუბრა ერიკ-ემანუელ შმიტის შემოქმედებაზე – სიამოვნებით დაგვთანხმდა. რამდენიმე დღეში, ბატონმა ლევანმა თავის კაბინეტში მიგვიწვია და ვაჟა-ფშაველას პლაკატის ფონზე, კამერის წინ საუბარი დაიწყო.

მინდა გითხრათ, რომ გუნდის წევრები მის საუბარს სულგანაბულნი და აღფრთოვანებულები ვისმენდით. 20-წუთიანი მონოლოგის შემდეგ, ლევან ბერძენიშვილს  ამ შესანიშნავი საუბრისათვის უღრმესი მადლობა გადავუხადეთ და მისი აპარტამენტები დავტოვეთ.

როცა ვიდეოს სახლში ვუყურებდით, მივხვდით, რომ  „ტამელის ჰიპებმა“ უზარმაზარი საქმე გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერიკ-ემანუელ შმიტი პოპულარული გახდეს. ხოლო რაც შეეხება „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“, სრული თავდაჯერებით ვაცხადებთ, რომ მათ ეს ვიდეო კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოადგებათ – იქამდე, სანამ ერიკ-ემანუელ შმიტის ქართულად ნათარგმნი უკანასკნელი წიგნის უკანასკნელი ყდა არ გაიცრიცება და უკანასკნელ ფურცელს არ შესჭამს დრო.

 

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. ძალიან კარგი პროექტია და იმედი მაქვს გაგრძელდება მსგავსი პროექტები მომავალშიც. ერიკ ემანუელ შმიტის მხოლოდ “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” მაქვს წაკითხული და ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.

    პასუხი
    • შმიტის შემოქმედებიდან, პირველად მეც ”ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” წავიკითხე და ძალიან მომეწონა ❤
      ახლა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა აპირებს ამ წიგნის ქართულად ხელახლა გამოცემას და ისეთი ლამაზი ყდა ექნება წიგნს, რომ აუცილებლად ვიყიდი მეორე ეგზემპლარსაც. და პლიუს ამას შმიტის კიდევ ორი ახალი წიგნი ითარგმნა ქართულად ❤

      პასუხი
  2. უკლებლივ ყველა მომწონს ❤ ჩემი მწერალია :)))

    პასუხი
  1. ტამელის ჰიპების მეხუთე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: