ორი ფლეშმობი

„ტამელის ჰიპებმა“ გადავწყვიტეთ ეს, როგორც ყოველთვის, პროდუქტიული კვირა, ფლეშმობით დაგვესრულებინა, რისთვისაც თადარიგი რამდენიმე დღით ადრე დავიჭირეთ; ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ჩვენი პირველი ფლეშმობი, სახელწოდებით “ვინც არ კითხულობს ის არც ზის!“ . დღესაც სწორედ ამ ფლეშმობის ერთგვარი გაგრძელება მოვაწყვეთ, ოღონდ – მეტროში.

არ გეგონოთ, რომ ეს იმიტომ გავაკეთეთ, ვითომ იდეები ამოგვეწურა, ან რაიმე მსგავსი. „ტამელის ჰიპებს“ უბრალოდ გვინდა, რომ მსგავსი აქტივობები მრავლად იყოს, რათა ხალხმა ყველგან თან ატაროს თუნდაც ერთი პატარა წიგნი, რომელსაც წაიკითხავს ნებისმიერ ადგილას.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, შევიკრიბეთ რამდენიმე ათეული ადამიანი და თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზს ვესტუმრეთ. ჩვენი ჯგუფურად მოძრაობა არ გამორჩენია მკაცრსა და ქორებულ მჭვრეტელ დაცვის სამსახურს და მაშინვე კითხვები დაგვაყარა, თუმცა ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ, მგზავრობას ვაპირებდით და ამას ვერავინ დაგვიშლიდა.

როცა სადგურის მოედანზე ცარიელი მატარებელი ჩამოდგა, ბაქანზე ერთ ხაზად განლაგებული „ტამელის ჰიპები“ და მეგობრები, მაშინვე შევვარდით ვაგონში და ადგილები დავინაწილეთ. სამწუხაროდ იმდენი არ აღმოვჩნდით, რომ ყველა ადგილი დაგვეკავებინა, ამიტომაც არამკითხველებს თითო-ოროლა ადგილი მაინც ერგო.

როგორც კი დავსხედით და წიგნები გადავშალეთ, მაშინვე წამოვიდა დიდი ინტერესი. ხალხი მკითხველებს თვალს ვერ გვწყვეტდა  და ყველანაირად ცდილობდა გაერკვია თუ რას ემსახურებოდა ეს ღონისძიება. ერთი-ორმა შეკითხვითაც მოგვმართა და ღიმილიანი სახით გაგვეცალა. აღსანიშნავია, რომ არაერთმა შემთხვევითმა ამოიღო ჩანთიდან წიგნი, ჟურნალი თუ გაზეთი და ჩვენთან ერთად კითხვას შეუდგა, რამაც ძალიან გაგვახარა.

საბედნიეროდ, როგორც წინაზე მოხდა, ჩხუბი და აყალმაყალი არ გვაგემა ხალხმა, პირიქით – უარყოფითი ემოციაც კი ვერავისგან ვერ დავაფიქსირეთ, მიუხედავად დიდი ხანი ფეხზე დგომისა.

ასე ჩავუყევით კითხვა-კითხვით სადგურის მოედნიდან ვაჟა-ფშაველას მეტრომდე და შემდეგ უკან. ორივე გზაზე არ გვაკლდა ხალხის ინტერესი და დადებითი ემოცია, რამაც ძალიან გვასიამოვნა.

დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ფლეშმობი „ვინც არ კითხულობს ის არც ზის!“ უფრო მასშტაბური გახდება და მალე რამდენიმე ავტობუსში ერთად, ანდაც მთლიან მატარებელში ჩატარდება.

ამ ფლეშმობის შემდეგ ისეთ განწყობაზე დავდექით, რომ მოგვინდა რაიმე ორიგინალური კიდევ გაგვეკეთებინა. სწორედ ამიტომ, წინამორბედი ფლეშმობის ნაწილი მოხალისეები მივადექით წიგნის მაღაზია „სანტა-ესპერანსა“-ს და გადავწყვიტეთ, ვინც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნს იყიდდა მოულოდნელი მქუხარე ტაშით, შეძახილითა და ფასდაკლების ბარათით დაგვეჯილდოვებინა. დრო სამწუხაროდ ბევრი არ გვქონდა (ვიდეოები იყო სამონტაჟო, ესპანეთი-იტალია საყურებელი და ა.შ. :დ), ამიტომაც მხოლოდ საათნახევარი დავყავით მაღაზიაში. ჩვენი გათვლებით და იმის გათვალისწინებით, რომ კვირა „სანტა-ესპერანსაში“ ფასდაკლების დღეა, ვიფიქრეთ, რომ ამ საათნახევარში 4-5 ადამიანს გამოვიჭერდით, თუმცა არც ჩვენ და არც მაღაზიას არ გაგვიმართლა და დროის ამ მონაკვეთში, ასეთი მყიდველი მხოლოდ ერთი წყვილი აღმოჩნდა, რომელმაც ორი საბავშვო, ხმოვანი წიგნი შეიძინა:  „ცხოველები“ და „ოზის ჯადოქარი“.

როგორც კი მაღაზიის კონსულტანტმა მყიდველს წიგნები პარკში ჩაულაგა, ჩვენ მაღაზიის კართან ჩავმწკრივდით. მაღაზიიდან გამოსულ წყვილს კი მხურვალე ოვაციებით შევხვდით. ვერცერთი ვერ გარკვეულიყო, თუ რატომ ვუკრავდით ტაშს, ხოლო როცა მივედით და ავუხსენით თუ რითი დაიმსახურეს ეს აპლოდისმენტები, ძალიან ესიამოვნათ. ჩვენ მათ გადავეცით ფასდაკლების ბარათი და მადლობა გადავუხადეთ, რომ არიან „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ პროდუქციის მომხმარებლები.

 

 

 

დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. ტამელის ჰიპების მეხუთე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: