მაცივარი სექსისა წილ

* ზურაბ ლეჟავას “მაცივარი სექსისა წილ” მოხვდა 2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობების ანთოლოგიაში. ანთოლოგიაში შესულ ყველა მოთხრობაზე დაიწერა კრიტიკა ბლოგზე http://davidjsingle.wordpress.com. “ტამელის ჰიპებს” მიგვაჩნია, რომ ზურაბ ლეჟავას მოთხრობაზე დაწერილი ეს კრიტიკა, აუცილებლად უნდა იყოს თარგმნილი, სწორედ ამიტომაც ჩვენ ერთ-ერთი ახალგაზრდა მთარგმნელის მეშვეობით მოვახერხეთ ჩვენი სურვილის ასრულება.

==========

დასაბამიდან დღემდე  არსებობს ქალი, რომელიც საკუთარ სხეულს ფულზე ცვლის, ხოლო კაცი მუდამ ცდილობს  ვაგინისათვის განკუთვნილი უძირო ჯიბე ჰქონდეს. სოციალური მდგომარეობა, პირადი კეთილგანწყობა, მატერიალური სიკეთეები – ყველაფრის მოპოვება შეიძლება თვალის ჩაკვრით, კანის სინაზითა და ცოდვის გემოთი.

ალბერტ კარბელაშვილი მაცივრებს ყიდის. ჟუჟუნა კი არჩევს თუ რომელი იყიდოს.

ჟუჟუნა მსუბუქი ყოფაქცევის ქალია, ისეთი, როგორიც ზემოთ აღვწერეთ. ეს არის ამბავი სექსით ვაჭრობისა, როცა მყიდველი იმდენადაა აღგზნებული, რომ ფულად ღირებულებას სხეულის დაპირებას ანაცვლებს, ანდაც, როცა გამყიდველი ისეთი მარტოსულია, რომ სექსის სურვილი ყველა მატერიალურ ფაქტზე იმარჯვებს.

თუმცა ამ სცენართაგან არცერთი მიესადაგება „მაცივარი სექსისა წილს“ – გარიგების ისტორიას, სევდიან კომედიას უჩვეულო შედეგებით, რადგან არსებობენ ქალები, რომლებიც საკუთარი სხეულით სამკაულებით მორთულნი ვაჭრობენ, ჟუჟუნა კი ჭუჭყიანი კუპიურების ბებერი ტომარაა.

„ალბერტს არ ესიამოვნა გახდილი ქალის დანახვა – ჩაცმული ის მაღალი, ფუმფულა, ერთგვარად მადისაღმძვრელიც ჩანდა, როცა გაიხადა აღმოჩნდა რომ ის იყო ზონზროხა და ხორციანი. გარდა ამისა, ქალს – უხერხულია ამაზე საუბარი – მაგრამ გახდისას შიგნიდან გამოუჩნდა დიდი საფენი. ქალი იყო ზორბა, მაგრამ არაჯანსაღი. არაჯანსაღი იყო კარბელაშვილიც თავისი სოსისისებური ხელებით და დიდტერფიანი, დისტროფიული ფეხებით. გახდისას დადგა ფეხის სუნი…“

და მაინც შედგება სექსუალური აქტი. და როგორც კი საქმეს მორჩებიან მოთხრობის ერთ-ერთ ყველაზე სასაცილო (თუკი ამას შეიძლება სასაცილო ვუწოდოთ) მომენტი დგება: ჟუჟუნა კეფაში წამოარტყამს ალებერტს – თუმცა არა საალერსოდ, არამედ – სანუგეშებლად. მათი მწვალებლური ურთიერთობა ისეთივე შემზარავი სანახავია,როგორც ანანიზმი, როგორც ნაძალადევ შეყვარებულთა ჭიდაობა, სადაც ჟუჟუნა მთლიანად დომინირებს.

„ერთად წოლისას ჟუჟუნა ღონივრად კოცნიდა ალბერტს – ძალიან ღონივრად, თუმცა ეს არ იყო გრძნობით ნაკოცნი – უბრალოდ მთვრალი ქალი ღონივრად უწუწნიდა სახეს მამაკაცს თავისი დორბლიანი ტუჩებით, ხელში კი კაცის ხელი ეჭირა და საკუთარ სხეულზე ისე ისვამდა, როგორც აბანოს ღრუბელს, თითქოს ეს-ესაა წყალი გადაივლოო და ახლა ისაპნებაო. ამგვარ არასასიამოვნო სიამოვნებაში მიაღწია ალბერტ კარბელაშვილმა იმას, რასაც მედიცინაში ორგაზმი ჰქვია.“

ზურაბ ლეჟავა, თითქმის უშეცდომოდ, ოსტატურად ასახავს ამ სუსტ ფიზიკურ კომედიას – განსაკუთრებით ალბერტისა და ჟუჟუნას კონტრასტული ფსიქიკების კონფლიქტს – ერთი გმირის „სოსისის ფორმის თითებითა“  და „გალეული, დისტროფიული ფეხებით“ გრძელი თითებითურთ, მეორესი კი – „მაღალი,ზორბა,დიდთავა“ მოყვანილობით. ორივე მათგანი გაშიშვლებისას სურათის ჩარჩოში ექცევა, ხოლო თვითონ სურათი ჩარჩოს შიგნით ერთდროულად პათეტიკურად, გროტესკულად და კომიკურად გამოიყურება. ჟუჟუნას მენსტრუაციის სცენა ინტიმურ კომედიას მოულოდნელი სიმაღლის ქვეშ ათავსებს.
გარდა ამისა, ჟუჟუნას  მანიპულაცია, ალბერტთან სექსით გადაიხადოს მაცივრის საფასური, მოთხრობას კომედიურ ელასტიკურობას სძენს.ავტორი ფრთხილად იჭერს ირონიულ დისტანციას მკითხველსა და ალბერტს შორის. ალბერტს სჯერა, რომ სწორედ მან შესთავაზა ქალს სექსი, თუმცა მკითხველისათვის ეს არც ისე დამაჯერებელია. ჟუჟუნა საკუთარი საქციელის მორალურ გამართლებას ქმრის დადანაშაულებით ახერხებს. თუ დავაკვირდებით, ალბერტის შეთავაზება მარცხით მთავრდება – სილით, რომელიც რეალურად ჟუჟუნას ქმარს გაეწნა, მიუხედავად იმისა, რომ კომედიის წყარო სხვა სექსუალური პარტნიორია. ლეჟავას აიძულებს საფუძველი მოუმზადოს ალბერტის გადაწყვეტილებას, როგორც ცალმხრივად ზნეობრივს. თუმცა ავტორი ამას არც ისე დამაჯერებლად ახერხებს და ამ ნაჩქარევი გზების ოდნავ უხეშ ფორმებსაც მიმართავს – ისე, რომ ფაბულის „ყვავილი“ ვერ იფურჩქნება, წრე ვერ იკვრება, ხოლო კურიოზი ცოტათი მოსაბეზრებელი ხდება.

„მაცივარი სექსისა წილ“ საჭიროებს იყოს უფრო სასაცილო, ვიდრე არის. რა თქმა უნდა, ასეთი მომენტები მოთხრობაში მრავლადაა, მაგრამ არა საკმარისი იმისთვის,რომ ზურგის ქარმა იალქნებს  მიაწიოს, ისე, რომ არც შტორმი გამოიწვიოს და არც უმოძრაოდ ამყოფოს შუაგული ზღვის მომაბეზრებელ, უფერულ ტალღებში.

მთარგმნელი : სოსო ჭაუჭიძე

რედაქტორი : მიხეილ ციხელაშვილი

P.S. მოთხრობა “მაცივარი სექსისა წილ” შეგიძლიათ წაიკითხოთ ზურაბ ლეჟავას “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ გამოშვებულ კრებულში  “ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში

დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. ტამელის ჰიპების მეხუთე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: