კინოჩვენება ირაკლი მახარაძესთან ერთად

ხუთშაბათს, 7 ივნისს „ტამელის ჰიპებმა“ მორიგი კინოჩვენება დავგეგმეთ. გადავწყვიტეთ, რომ ეს კინოჩვენება გურიისადმი მიგვეძღვნა და ამისთვის ისიც  დაგვემატებინა, რომ ხალხისათვის მოგვეთხრო ჩვენი გურიაში მოგზაურობის შესახებ. ფილმად ირაკლი მახარაძის „გურული ფირალები“ ავარჩიეთ. ბატონი ირაკლი სიამოვნებით დაგვთანხმდა დახმარებაზე და ჩვენც სოციალურ ქსელში მოსაწვევები დავაგზავნეთ.

ღონისძიება ათიოდე წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან უნივერსიტეტის დაჯავშნულ აუდიტორიაში ტექნიკური პრობლემები შეიქმნა და ჩვენც მაქსიმალურად ვეცადეთ მცირე დროში გვეპოვა ალტერნატიული გამოსავალი. შედეგად, 317-ე აუდიტორიას მივადექით, სადაც დოკუმენტალისტი მეუღლესთან ერთად გვეწვია და დამსწრეთა წინაშე წარსდგა. თავდაპირველად, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში იყო; დამსწრეებს ავუხსენით თუ რას ნიშნავდა ფირალობა, რა როლი შეასრულეს ფირალებმა საქართველოს ისტორიაში, რა იყო ფირალობის გამომწვევი მიზეზები და სხვა. ვისაუბრეთ ასევე ირაკლი მახარაძის ამ ნაშრომზე და გავეცანით ავტორისეულ დამოკიდებულებას კონკრეტული ფაქტებისადმი, რაც ამ თემას ეხებოდა. ჩვენდა სასიამოვნოდ, როგორც მოველოდით, ირაკლი მახარაძე შესანიშნავი მოსაუბრე აღმოჩნდა და ძალზედ მრავალფეროვანი დისკუსიის შემდეგ ეკრანზე ფილმი გავუშვით.

ამ პატარა ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგაც ავტორი კვლავ მაგიდასთან მივიწვიეთ და კითხვა-პასუხის რეჟიმი განვაგრძეთ. მართალია აუდიტორიიდან სულ რაღაც 3-4 ადამიანი აქტიურობდა, მაგრამ დიდ ინტერესს ნამდვილად შეამჩნევდით ყველას.

იყო შემთხვევები, როცა მოსაუბრეები იმდენად შევდიოდით აზარტში, რომ საუბარი ფირალების თემასაც სცდებოდა ხოლმე, თუმცა ეს არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას. ჯამში. დამსწრე აუდიტორია კმაყოფილი დარჩა ყველაფრით, მით უმეტეს, რომ ირაკლი მახარაძემ ნათლად დააფიქსირა თავისი პოზიციები, ჩაგვაჭყიტა ახალ-ახალ თემებში, გვესაუბრა თანამედროვე ქართული კინოს (საშინელ) მდგომარეობაზე და სხვა.

ბოლოს კი, იმის გამო, რომ ბატონი ირაკლი საზღვარგარეთ უნდა გაფრენილიყო, ოდნავ ადრე წავიდა, „ტამელის ჰიპებმა“ კი ჩვენი გურული მოგზაურობის ვიდეო ვანახეთ დამსწრეებს. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად  ჩაიარა, საღამო ძალიან სასიამოვნო გამოვიდა, ერთადერთი რაც ამ საღამოს აკლდა იყო ბევრი ხალხი, რადგან დამსწრეთა რიცხვი მხოლოდ 30-35 იყო.

პ.ს. ადგილზე ასევე იყიდებოდა ირაკლი მახარაძის წიგნები, თუმცა წინა კვირისგან განსხვავებით, ამჯერად მათი გაყიდვებით ვერ დავიკვეხნით.

This slideshow requires JavaScript.

დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. ტამელის ჰიპების მეხუთე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: