ტამელის ჰიპები Tbilisi Open Air-ზე

ჩვენმა გუნდმა კვირის ბოლომდე შეინარჩუნა აქტიური მუხტი და Tbilisi Open Air-ს ესტუმრა, რათა მუსიკის მოყვარულ ხალხში, უკვე გასაყიდად გამზადებული 2 წიგნი დაერეკლამებინა: ილუსტრირებული ბიოგრაფიები “The Beatles” და “Pink Floyd”.

თავდაპირველად, გამომცემლობის დახმარებით დავამზადეთ სპეციალური დიზაინის ბარათები, რომელთა მეშვეობით, მფლობელს შესაძლებლობა ექნებოდა 25%-იანი ფასდაკლებით ესარგებლა ამ ორ წიგნზე. შემდეგ, მეგობრებთან ერთად, შევადგინეთ 40-მდე შეკითხვა, რომელთა თემებიც ეს ორი ლეგენდარული ბენდი იყო. მოგვიანებით მოვახერხეთ ის, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა ნება დაგვრთეს, მათი ერთ-ერთი კარავი გამოგვეყენებინა და ვიქტორინები მოგვეწყო.

ვინც, ფესტივალზე იყო, ალბათ ისიც იცის, რომ ამ კარვებში სხვადასხვა ნაწარმი იყიდებოდა. ჩვენს კარავში – რომელსაც უკვე მიკრული ჰქონდა ჩვენს მიერ დამზადებული ბანერი – მაისურები, ბენდენები და ფესტივალის ლოგოებით დამშვენებული სხვადასხვა აქსესუარი იყიდებოდა. ყველა მყიდველს, რომელიც დახლთან მოვიდოდა, ჩვენ ვაცნობდით, რომ ქართულ ენაზე გამოდიოდა ბითლზისა და ფლოიდის ბიოგრაფიები, ჩვენთან კი მათ ფასდაკლების ბარათის მოგება შეეძლოთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ უარი გამოეთქვას რომელიმეს მსგავს შემოთავაზებაზე ! ამან კიდევ უფრო გაგვიადვილა მუშაობა და 1 საათში მხოლოდ 10 ცალი ფასდაკლების ბარათი გვქონდა დარჩენილი. აქვე დავამატებ იმას, რომ ვიქტორინის მონაწილეებს წიგნის შეძენის აუცილებლობაზეც ვესაუბრებოდით, რადგან, თუ ამ სერიის პირველი ორი წიგნი კარგად გაიყიდება, მაშინ გამომცემლობა მომავალში სხვა ბენდებსაც მიაქცევს ყურადღებას. მინდა გითხრათ, რომ ეს ნამდვილად დიდი სტიმული იყო მონაწილეთათვის.

რაც შეეხება უშუალოდ ვიქტორინას, მისი პრინციპი შემდეგნაირი იყო: მსურველი ირჩევდა ნომერს 1-დან 50-მდე და იმ ნომერზე ამოსულ შეკითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სწორი პასუხის შემთხვევაში, გადაეცემოდა ფასდაკლების ბარათი. შეკითხვები ნამდვილად არ ყოფილა რთული მელომანებისათვის, თუმცა ვერც მარტივს დავარქმევდით. 1 საათის შემდეგ შეკითხვაამოწურულებმა დახლი დავტოვეთ და ხალხში გავედით. დარჩენილი ბარათები დავარიგეთ იმ ადამიანებში – ვისაც ფლოიდის ან ბითლზის ან მაისური ეცვა, ან ჩანთა ეკეთა და ა.შ. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ადამიანებსაც თავიდან ბოლომდე ვაცნობდით ინფორმაციას წიგნებზე და ვესაუბრებოდით მათი შეძენის აუცილებლობაზე.

აქვე დავდებ ამ ვიქტორინის ამსახველ ვიდეოს, სადაც ფესტივალის სიტუაცია და რამდენიმე მონაწილე არის გადაღებული.

უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი გუნდი მეორე დღით ამ წიგნების ფლაერებსაც არიგებდა ფესტივალზე, რადგან რაც შეიძლება მეტ ხალხს შეეტყო ამ მათი გამოცემის შესახებ. თუმცა მოგეხსენებათ იმ დღეს ДДT-ს კონცერტი იყო და ამ ფაქტის გადაღებით დიდად არ მოვიკალით თავი

Advertisements
დატოვე კომენტარი

3 Comments

  1. რკო

     /  June 4, 2012

    cudad maxsovs tu ert-erti tqvengani yviroda “chven exla vizasavebto” 😀 ?

    Reply
    • აშკარად ცუდად გახსოვს :დ
      მსგავსი არაფერი გვიყვირია :დდდ

      Reply
  1. “ტამელის ჰიპების” მეოთხე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: