შიმშილის თამაშები

როცა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან” ბონუს დავალება მივიღეთ სახელად “შიმშილის თამაშები”, გუნდმა გადავწყვიტეთ აქცენტი ისევ კრეატიულობაზე გაგვეკეთებინა. მაშინვე წამოგვიტივტივდა რამდენიმე იდეა  (მათ შორის ერთ-ერთი სხვა გუნდმაც განახორციელა), საიდანაც საუკეთესოდ მივიჩნიეთ, გაგვეკეთებინა არც თუ პატარა ვიდეო-რეკლამა, საკმაოდ კარგი სიუჟეტითა და იდეით.

ეს ერთი შეხედვით მარტივის საქმე – რომლისთვისაც იდეაში 2 საათი გვქონდა გამოყოფილი – გაცილებით რთული აღმოჩნდა და სცენარის დახვეწას, საჭირო ატრიბუტიკის მონახვას, ვიდეოს გადაღებასა და მონტაჟს ორ დღეზე მეტი მოვუნდით.

რეკლამის მთავარი გმირი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს: თავის მოკვლა. თუმცა რიგი გარემოებების გამო, მას ვერა და ვერ გამოსდის ამ ჩანაფიქრის განხორციელება. და თუ რატომ არ ხერხდება ახალგაზრდა მამაკაცის სუიციდი, ამას რეკლამის დასასრულს გაიგებთ.

გუნდი დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ჟიურისა და მაყურებელს მოეწონებათ ჩვენს მიერ შექმნილი ვიდეო.

იმის გამო, რომ Youtube-ზე რაღაც პრობლემები იქმნება ვიდეოებთან დაკავშირებით, ჩვენი “შიმშილის თამაშები” შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. ძალიან კარგი რგოლია😀

    Reply
  2. gio

     /  August 17, 2012

    კრეატიული რგოლია :დ
    არ მაქვს ,,შიმშილის თამაშები” წაკითხული მაგრამ კინო ვნახე და რავიცი, მსგავს უაზრობას დღესაც კი იშვიათად წააწყდები

    Reply
  1. “ტამელის ჰიპების” მეოთხე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი
  2. “ტამელის ჰიპების” მეექვსე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: