“ტამელის ჰიპების” მეოთხე რეპორტი

იმის გამო, რომ წინა კვირას უკეთეს შეფასებას ველოდით, ამ დღეებში გაათმაგებული ენთუზიაზმით შევუდექით საქმის კეთებას და კვირის ბოლოს შთამბეჭდავ პროდუქტიულბასაც მივაღწიეთ. შევეცდები ამჯერად მოკლე რეპორტი შემოგთავაზოთ, დეტალური ინფორმაცია კი ბმულებზე უნდა იხილოთ.

1 – სამშაბათს დილა იმ სკოლებში სტუმრობით დავიწყეთ, რომლებიც ქართველმა ავტორებმა დაამთვრეს. გადავწყვიტეთ ჩვენი გუნდის შესაძლებლობების ფარგლებში სკოლებში გამომცემლობის წიგნები შეგვეტანა და რაც მთვარია მოსწავლეებში დაგვერეკლამებინა ის მწერლები, რომლებმაც მათი სკოლა დაამთავრეს. ჯამში 8 ავტორის წარდგენა მოვახერხეთ. ამ ჩვენთვის მასიურ აქტივობას 3 დღე შევალიეთ და დიდი იმედი გვაქვს, შედეგს ნამდვილად გამოიღებს. მეტი ინფორმაციისათვის გადადით ამ ბმულზე.

“ტამელის ჰიპებმა” ამ აქტივობას თან ასევე დავურთეთ ბონუს აქტივობა, სადაც ნახავთ, თუ როგორ ვეწვიეთ “თბილისის მწვანე სკოლას”

2 – სამშაბათს საღამოს კინოთეატრ “რუსთაველს” ვეწვიეთ და ხალხს მსოფლიოს ეკრანიზებულ ბესტსელერებზე ვუსვამდით შეკითხვებს. ამ აქტივობის დეტალურად სანახავად იხილეთ ბმული.

3 – ამავე საღამოს ბლოგის Facebook  გვერდზე ტრადიციული  გათამაშება მოვაწყვეთ, სადაც კახა თოლორდავას “საუბრები ჯაზზე” თამაშდებოდა. გამარჯვებული რეზი ლოლაძე აღმოჩნდა. არ დავმალავთ და ვიტყვით, რომ რეზი ჩვენი გუნდის მეგობარი და ჯაზის კარგი მსმენელია, ასე რომ არ გაგვკირვებია, როდესაც (გუნდის მიერ დაწერილს რომ შევეშვათ) მოლი ბმულისგან ნასესხებ თუ სხვადასხვა ჯაზ-მუსიკოსის დაწერილ შეკითხვებსაც კი გაუმკლავდა და  წიგნი დაიმსახურა.

4 – ბლოგზე ასევე განთავსდა ჩვენი გუნდის წევრის პოსტი ზაზა ბურჭულაძის “მინერალურ ჯაზზე”. ჩვენს რამდენიმე მეგობარს უკვე გადავაწყვეტინეთ ამ წიგნის ყიდვა ამ პოსტით, მაგრამ ფართო აუდიტორია რამდენად წაიკითხავს, მაგდენი აღარ ვიცი. პოსტის სანახავად გადადით ბმულზე.

5 – კვირის შუაში, ერთი მეტად სახალისო აქცია მოვაწვყეთ. ჯერ იყო და იმის ინტერესით გავედით ხალხში, რომ გაგვეგო, რამდენად ესმოდათ და ხმარობდნენ ჟარგონულ ტერმინებს, მაგრამ ძალიან მალე ბირჟაზეც ამოვყავით თავი. ამ აქციის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.

6 – პარასკევს ნამდვიალად შესანიშნავი საღამო მოვაწყეთ; მოწვეული გვყავდნენ სტუმრები – მწერალი დათო ტურაშვილი და რეჟისორი გიო მგელაძე. ისინი აუდიტორიას ტიბეტზე ესაუბრნენ, მოგვიანებით კი გიო მგელაძის ძალიან მაგარი ფილმის “შვიდი დღე ტიბეტში” ჩვენებაც მოვაწყეთ. საღამოზე ასევე იყიდებოდა გამომცემლობის წიგნები. აქციის უკეთ გასაცნობად იხილეთ ბმული.

7 – “ტამელის ჰიპებმა” ვიზრუნეთ იმაზეც, რომ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისათვის” შეგვექმნა ვიდეო-რეცენზიები იმ წიგნებზე, რომლებიც უახლოეს კვირებში იხილავენ გამომცემლობის დღის შუქს. ასეთ ორ წიგნად ავირჩიეთ “ლადო გუდიაშვილის სატირული გრაფიკა 1940-1950”, რომელზეც შესანიშნავმა ხელოვნებათმცოდნემ, პროფესორმა გოგი ხოშტარიამ ისაუბრა, მეორე ნარჩევ წიგნზე – ჯეიმზ ჯოისის “ულისეზე” – კი ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა ლაშა ბაქრაძემ. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მსგავსი შესანიშნავი ვიდეო-რეცენზიები, საუკეთსო რეკლამები გამოვიდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისათვის. ამ ვიდეოების სანახავად გადადით ამ ბმულზე.

8 – მომავალში გამოსაშვებ წიგნებზე, არც ჩვენი საყვარელი მუსიკალური ბენდები – პინკ ფლოიდი და ბითლზი – დავივიწყეთ. “ტამელის ჰიპებმა” Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთ კარავში დავიდეთ ბინა და წიგნების დარეკლამება და ვიქტორინის ჩტარება დავიწყეთ. თუ რა სახის ვიქტორინა იყო ეს, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე, გარდა ამისა, დავამატებ, რომ ჩვენ ფასდაკლების ბარათებს ვაძლევდით შემთხვევით შევედრილ ფლოიდიან ან ბიტლომან ადამიანს და ასევე ფესტივალის მეორე დღეს ვარიგებდით ამ წიგნების დასარეკლამებელ ფლაერებს.

9 – და ბოლოს, აღნიშვნის ღირსია ის ვიდეო, რომელიც გამომცემლობის მიერ ბონუსად მოცემულ დავალების ფარგლებში გადავიღეთ, სახელად შიმშილის თამაშები. კარგი სიუჟეტის მქონე ეს ვიდეო, იმედია დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

აი, ასეთი იყო ჩვენი მეოთხე კვირა და მიუხედავად იმისა, რომ ჟიური შეფასებებს აღარ გაგვაცნობს, მაინც შედარებით დამშვიდებულნი ვხვდებით მეხუთე კვირას.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: