ტამელის ჰიპები თბილისის მწვანე სკოლაში

ვინც ჩვენს აქტივობებს ადევნებს თვალს, ალბათ გაიგებდა, რომ ამ კვირაშიც ერთი მოზრდილი და შესანიშნავი საქმე გავაკეთეთ – ქართველი ავტორები საკუთარ სკოლებში გავაპიარეთ. გარდა ამისა, უყურადღებოდ არ დაგვრჩენია მცირე ასაკის მოსწავლეებიც, რისთვისაც “თბილისის მწვანე სკოლას” მივაკითხეთ და ერთ-ერთ კლასში ვიქტორინა მოვაწვყეთ (აქვე დავძენ, რომ ეს ვიქტორინა თითქმის 10 დღით ადრე გავაკეთეთ, ვიდრე ავტორთა სკოლებს ვესტუმრებოდით, მაგრამ იმის, გამო რომ ეს აქტივობა ზემოთხსენებული აქტივობის ბონუსად მიგვაჩნია, ამიტომ შემოვინახეთ ამ კვირისათვის).

“თბილისის მწვანე სკოლაში” ჩვენ ლეგენდარული შვედი ავტორის – ასტრიდ ლინდგრენის შესანიშნავი წიგნი “დეტექტივი კალე ბლუმკვისტი” წავიღეთ. როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ მოსწავლეები საკმაოდ კარგად იცნობდნენ ლინდგრენის შემოქმედებას (და ეს ვიდეოშიც კარგად ჩანს, როდესაც კითხვაზე პასუხს არ აყოვნებენ), ძალიან გაგვიხარდა.

წიგნი ერთ-ერთმა გოგონამ მოიგო, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა წაკითხული კალეს შესანიშნავი თავგადასავალი და ჩვენც დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს წიგნი დიდ ადგილს დაიკავებს მის ცხოვრებაში.

ვიქტორინის შემდეგ, ცოტა ხნით ბავშვებს ასტრიდ ლინდგრენზე ვესაუბრეთ, შემდეგ კი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ გამოშვებული სხვა მოზარდთათვის საკითხავ წგინებზეც ვუთხარით ერთი-ორი სიტყვა და წიგნის ფესტივალზეც მოვიწვიეთ. როგორც სხვა სკოლებში გავაკეთეთ – ბიბლიოთეკებს გადავხედეთ და დირექტორებს მათი შევსება გამომცემლობის წიგნებით ვურჩიეთ – “თბილისის მწვანე სკოლაში” მსგავსი რამ, რბილად რომ ვთქვათ – სასაცილო იყო, რადგან მისი დამფუძნებელი ბატონი ბაკურ სულაკაურია. ასე რომ, მოსწავლეებთან საუბარს მოვრჩით თუ არა ისინი მეცადინეობაში აღარ შევაყოვნეთ და სკოლა დავტოვეთ.

დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. “ტამელის ჰიპების” მეოთხე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: