ტამელის ჰიპები ქართველ ავტორთა სკოლებში

„ტამელის ჰიპების“ პროდუქტიული კვირა იმით დაიწყო, რომ ჩვენი იდეის – გაგვეპიარებინა მწერლები თავიანთ სკოლებში – განხორციელებას შევუდექით. პირველ რიგში, ჩვენ დავუკავშირდით 10 ქართველ მწერალს (ლ.ბუღაძე, მ.ბექაური, დ.ტურაშვილი, ზ.ბურჭულაძე, ბ.ხვედელიძე. ჯ.ზარქუა, ა.კორძაია-სამადაშვილი, ა.მორჩილაძე, ზ.ლეჟავა, ლ.იმედაშვილი) და გავარკვიეთ  თუ რომელი სკოლა ჰქონდათ დამთვრებული. აქტივობა სამშაბათს დავიწყეთ და სკოლების მონახულებას შევუდექით. თავდაპირველად ვიტყვი იმას, რომ ვერ მოხერხდა ჯაბა ზარქუასა და მარი ბექაურის სკოლებში შესვლა, რადგან ჯაბას სკოლაში მე-8 კლასს ზემოთ ყველას გამოცდები ჰქონდა და დაბალ კლასებში, აზრი ნაკლებად ჰქონდა ჯაბას შემოქმედების გაცნობას, მარი ბექაურის სკოლა კი დანგრეული აღმოჩნდა.

პირველად ვეწვიეთ 57-ე (ახლა უკვე რობერ შუმანის) სკოლას, სადაც ერთ მერხზე ისხდნენ აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი. შემდეგ ზაზა ბურჭულაძისა და ბესო ხვედელიძის მიერ დამთავრებულ 55-ე საშუალო სკოლას მივაკითხეთ. დიდი ძებნის შემდეგ ვესტუმრეთ ზურა ლეჟავას #126-ს საჯარო სკოლას. ანა კორძაია-სამადაშვილი და ლაშა იმედაშვილი დავარეკლამეთ 1-ელ გიმნაზიაში, ჩვენი აქტივობა კი ლაშა ბუღაძის მიერ დამთავრებულ 21-ე საჯარო სკოლაში დავასრულეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ გარდა 126-ე სკოლისა ყველგან კარგად დაგვხვდნენ. ამ სკოლაში არც გადაღების უფლება მოგვცეს და კლასშიც დიდი ყოყმანის შემდეგ თუ შეგვიყვანეს (და დღემდე ვერ ვხვდებით რატომ). სხვა სკოლებში დირექტორები უშუალოდ გვიდგნენ მხარში და თავადაც ცდილობდნენ ჩართულიყვნენ ჩვენს პროექტში.

უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ შევდიოდით უფროს კლასებში, სადაც მოსწავლეებს ვუტოვებდით გამომცემლობის ბუკლეტებს, სადაც შეეძლოთ მოეძებნათ მათთვის სასურველი წიგნი, შემდეგ კი ვიქტორინის პრინციპით ვათამაშებდით იმ მწერლის წიგნებს, რომელთაც მათი სკოლა ჰქონდათ დამთვრებული. მოგატყუებთ, რომ გითხრათ ყველა დიდი ყურადღებით გვისმენდა-მეთქი, მაგრამ მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი დიდ ინტერესს გამოთქვამდა აღნიშნულ მწერლებზე.

აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ შეთანხმებით მოხერხდა ის, რომ 2012 წლის ბოლომდე ამ სკოლის მოსწავლეებს წიგნის მაღაზია „სანტა-ესპერანსაში“ ექნებათ ფასდაკლება „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოშვებულ იმ მწერლის წიგნებზე, რომელთა სკოლაშიც თავად სწავლობენ. ეს ფაქტი ყველაზე მეტად იზიდავდა როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს.

გარდა იმ კლასისა, სადაც წიგნს ვათამაშებდით, დირექტორთა სურვილით შევდიოდით სხვა კლასებშიც, სადაც ინფორმაციას ვავრცელებდით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნებზე და ვტოვებდით ბუკლეტებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოასწავლეებმა ინტერესი გამოთქვეს ამ მწერლებისადმი, მით უმეტეს, რომ დირექტორებისგან მივიღეთ პირობა „ფასდაკლების ამბებს ყველას შევატყობინებთ“-ო.

ეს რაც შეეხება მოსწავლეებს, ცალკე საკითხია ადმინისტრაცია; სკოლაში შესვლისთანავე დირექტორთან (ერთი-ორჯერ მის მოადგილესთან) გვაგზავნიდნენ. ჩვენ მათ ვუხსნიდით პროექტის არსს და ჩვენი აქციის მიზანს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ თითქმის ყველა დირექტორმა აღნიშნა „ამ გამომცემლობიდან იყვნენ ჩვენთან და სასკოლო სახელმძღვანელობი წარგვიდგინეს“-ო, მაგრამ როგორც ჩანს, ამავე გამომცემლობის ქართულ მხატვრულ პროზაზე წარმოდგენა ნაკლებად თუ ჰქონიათ დირექტორებს. მეორე რიგში კი ვიტყვი იმას, რომ ყველა მათგანი დიდი სიხარულით შეხვდა ჩვენს წამოწყებას და მხარი დაგვიჭირა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მაშინვე შეუდგა ჩვენი იდეის ხორცშესხმას და გაკვეთილების პროცესშივე შეგვიყვანა კლასებში.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ადმინისტრაციასთან ცალკე საუბარი ბიბლიოთეკების თემაზე; როგორც მოველოდით, ამ სკოლებს ძალზედ მწირი ბიბლიოთეკები აღმოაჩნდა და ერთხმად ვთანხმდებოდით იმაზე, რომ მათ შევსება სჭირდებოდათ. ჩვენ წარვუდგინეთ მათ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოშვებული წიგნები, ვესაუბრეთ იმათზე, რომლებიც წაკითხული გვქონდა, რომლებიც არ გვქონდა –  წარმოდგენა მაინც შევუქმენით. უმრავლეს სკოლაში დიდი ინტერესი გამოიწვია ახლად დაბეჭდილმა „ვეფხისტყაოსანმა“, რომელიც ჩვენი აზრით ყველა სკოლაში უნდა იდოს. შემდეგ ჩვენ დირექტორებს ფასდაკლების ბარათებიც გადავეცით, რომლებითაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ გამომცემლობის წიგნებზე და 25%-იანი შეღავათით შეავსონ სკოლის ბიბლიოთეკა. რადგან შევძელით დაგვერწმუნებინა ისინი იმაში, რომ მათ ბიბლიოთეკებს განახლება სჭირდებოდათ, ჩვენ მათგან მივიღეთ პირობა, რომ ეს ასეც მოხდებოდა და დიდი იმედი გვაქვს ჩვენი 3-დღიანი დაუღალავი ვიზიტები სკოლაში ფუჭად არ ჩაივლის.

აი, ასე მოკლედ რომ აღვწეროთ, ასეთი იყო ჩვენი კვირის მთვარი აქტივობა, აქვე კი შემოგთვაზებთ ერთ პატარა ვიდეოს, სადაც რამდენიმე სკოლაში ჩატარებული ვიქტორინებია ასახული.

Advertisements
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. Gvantsa Chanadiri

     /  June 3, 2012

    აუ ჩემს სკოლაშიც მოდით, მანანა თოდაძემ დაამთავრა :დ

    Reply
    • დარწმუნებული ვარ მანანა თოდაძე ავტობიოგრაფიულ წიგნს დაწერს და ბაკურიც დაბეჭდავს. ასე რომ გაისად გველოდეთ :დდდ

      Reply
  1. ტამელის ჰიპები თბილისის მწვანე სკოლაში « ანესთეზირებული ბლოგი
  2. “ტამელის ჰიპების” მეოთხე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: