მომავლის 2 წიგნი

ახლა გამოცემულ უამრავ წიგნთაგან, ძალიან ბევრი სარგებლობს პოპულარობით და ძალიან ბევრს უკეთდება რეკლამა, თუნდაც ამ პროექტის ფარგლებში, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ რეკლამა სჭირდება იმ წიგნებსაც, რომელიც იგეგმება, რომ გამოიცეს.

როდესაც „ტამელის ჰიპებმა“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოსაშვებად დაგეგმილ წიგნებს გადავავლეთ თვალი, მათში ბევრი აღმოვაჩინეთ საინტერესო, მაგრამ ორმა მათგანმა განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიპყრო: ჯეიმზ ჯოისის „ულისემ“ და „ლადო გუდიაშვილის სატირულმა გრაფიკამ (1940-1950)“. იმისათვის, რომ ჩვენ ამ წიგნებზე პატარა ვიდეო-რეცენზიები გაგვეკეთებინა, გადავწყვიტეთ ფერწერაში და ლიტერატურაში განსწავლულ ხალხს დავკავშირებოდით და მათთან ერთად გვემუშავა.

პირველი ასეთი დამმხმარე შესანიშნავი ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი გოგი ხოშტარია გამოდგა, რომელმაც გაიგო თუ არა, რომ გამომცემლობა ასეთი შესანიშნავი წიგნის დაბეჭდვას აპირებდა, სიამოვნებით დაგვთანხმდა ვიდეოს ჩაწერაზე, მით უმეტეს, რომ საუბარი მის ერთ-ერთ საყვარელ ფერმწერზე და ქართული ხელოვნების ლეგენდაზე – ლადო გუდიაშვილზე იქნებოდა. ბატონმა გოგიმ საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა გამომცემლობის შესანიშნავი მუშაობა და შემდეგ უშუალოდ ისაუბრა ლადო გუდიაშვილის სატირულ გრაფიკაზე. მან ხაზი გაუსვა იმას, თუ რა როლი ჰქონდა ამ ნამუშევრებს როგორც მხატვრის შემოქმედებაში, ასევე ზოგადად ქართული ხელოვნების ისტორიაში. ბოლოს კი გვირჩია აუცილებლად გავცნობოდით ამ ნამუშევრებს, რათა სრულიად ახალი ლადო გუდიაშვილი აღმოგვეჩინა.

=========

მეორე ადამიანი, ვინც დახმარება გაგვიწია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი – ბატონი ლაშა ბაქრაძე იყო. მან პირველივე შეხვედრისთანავე აღნიშნა, რომ ძალიან არ უყვარს კამერასთან მუშაობა, მაგრამ ჯეიმზ ჯოისის „ულისეზე“ სასაუბროდ დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა და შემდეგ ჩაწერის თარიღიც შეგვითნხმა.

მეორე დღეს, მან კამერის წინ ისაუბრა იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებამ მე-20 საუკუნის ლიტერატურაზე. თუ რითი აღმოჩნდა „ულისე“ ასეთი დიდი გენიალობის მატარებელი, რა წიაღსვლები ახასიათებს წიგნს და რა როლი ითამაშა მან როგორც ავტორის ცხოვრებაში, ასევე ზოგადად მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. გარდა ამისა, მან აღნიშნა ქართული მთარგმნელობითი სკოლის დიდი მუშაობა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ცალკე სიხარულია ადამიანისათვის, როდესაც ასეთი შედევრი შენს მშობლიურ ენაზე შეგიძლია წაიკითხო. სულ ბოლოს კი, პირდაპირ თქმა ალბათ მოერიდა, მაგრამ ნიშნებით კი ნამდვილად მიგვახვედრა, რომ თუ ადამიანს „ულისე“ არ აქვს წაკითხული, მან ჯერ ხმაც არ უნდა ამოიღოს მე-20 საუკუნის ლიტერატურის ცოდნაზე.

რაღა დაგვჩენოდა? ბატონ ლაშას დიდი მადლობა გადავუხადეთ ასეთი შესანიშნავი საუბრისათვის და ლიტერატურის მუზეუმის კიბეებს „ულისეს“ გაათმაგებული მოლოდინის გრძნობით ჩვუყევით.

დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. “ულისე” როდის გამოდის ისიც ხომ არ იცით? 2 წლის წინ დააანონსეს და იმის მერე ველი🙂

    Reply
    • როგორც ვიცი სექტემბერში🙂
      გუდიაშვილიც მაგ პერიოდში გამოვა

      Reply
      • ეეეჰ, შარშან ამ დროსაც მითხრეს სულაკაურის ფეისბუქის პროფილზე სექტემბერში გამოვაო, მაგრამ წელი არ დაუკონკრეტებიათ🙂

  1. “ტამელის ჰიპების” მეოთხე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: