შვიდი დღე ტიბეტში

ისე როგორ უნდა გასულიყო პროექტი, რომ ჩვენი სახელწოდების გუნდს ერთი ღონისძიება მაინც არ მიგვეძღვნა დათო ტურაშვილის წიგნისადმი “ტიბეტი არ არის შორს“ ?!  სწორედ ამიტომ, „ტამელის ჰიპებმა“ გადავწყვიტეთ „ერთი გასროლით ორი კურდღელი მოგვეკლა“ და ეკრანზე რეჟისორ გიო მგელაძის ფილმი “შვიდი დღე ტიბეტში“ გვეჩვენებინა. ვისაც ტურაშვილის ეს საოცარი წიგნი გაქვთ წაკითხული იქ ხშირად გადააწყდებით გიო მგელაძის სახელს; ეს ის ადამიანია, რომელთან ერთადაც წავიდა ტურაშვილი ტიბეტში სამოგზაუროდ. მოგვიანებით, როდესაც ამ მოგზაურობიდან დაბრუნდნენ, დათომ წიგნი დაწერა, გიომ კი – დოკუმენტური ფილმი შექმნა, ფილმი, რომელიც ჩვენ პარასკევს შევთავაზეთ მაყურებელს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ღონისძიება რამდენიმეჯერ გადაგვედო დათო ტურაშვილის საქართველოში არ ყოფნის გამო, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ სტუმრად მხოლოდ გიო მგელაძე მოგვეწვია და იმედი დავიტოვეთ, რომ ეს ფილმი ტურაშვილის წიგნისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდიდა. სოციალურ ქსელში მოსაწვევები დავაგზავნეთ და პარასკევს დაველოდეთ.

პარასკევ დილით გავიგეთ შესანიშნავი ამბავი – დათო ტურაშვილი საქართველოში დაბრუნებულიყო. ჩვენც არ დავაყოვნეთ, დავეკონტაქტეთ მას და ამ ღონისძიებაზე მივიწვიეთ. საღამოს შვიდი საათისთვის, როდესაც ტექნიკური დეტალები საბოლოოდ გადამოწმდა, დათო ტურაშვილმა და გიო მგელაძემ შემოგვიღეს აუდიტორიის კარი. ძალიან მალე „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ დაბეჭდილი დათო ტურაშვილის წიგნებიც განთავსდა გასაყიდად და ღონისძიებაც დაიწყო.

უპირველესად უნდა აღვნიშნო დამსწრეთა სიუხვე; „ტამელის ჰიპებს“ რატომღაც გვეგონა, რომ ფეისბუქის მუქთახორა „დამლაიქებელთა“ გამო, ღონისძიებაზე ცოტა ხალხი მოვიდოდა და ვშიშობდით, რომ ეს გეგმაში შესანიშნავი საღამო ბოლომდე ვერ გაამართლებდა ჩვენს იმედებს. თუმცა მოხდა სრულიად საპირისპირო რამ: ვინც ნამყოფია თსუ-ს პირველი კორპუსის 06 აუდიტორიაში, მისი ზომებიც მოეხსენება, ჰოდა, სწორედ ეს აუდიტორია ძალიან მალე ბოლომდე გაივსო – ისე, რომ ფილმის გაშვებისას სტუმრებმა და გუნდის წევრებმა ძლივს მოვნახეთ თითო-ოროლად შემორჩენილი ადგილები.

თუმცა სანამ ფილმს გავუშვებდით, ბატონ გიოს და დათოს კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენიმე საინტერესო შეკითხვა დავუსვით ტიბეტზე, რომლებზეც ჩვენმა სტუმრებმა დაუზარელად გვიპასუხეს, გაიხსენეს იქაური ისტორიები (მათ შორის მარიშას ისტორიაც, რომელმაც ააღელვა ჩვენი სტუმრები), ტიბეტელთა ყოფა-ცხოვრება, მოგზაურობის დეტალები და სხვა. ინტერესი დავიკმაყოფილეთ იმათმაც, ვისაც ტურაშვილის წიგნიდან მწერლის გარკვეული პოზიცია გვაინტერესებდა. ასეა თუ ისე, ამ შესავალ საუბარში ისე გავიდა 50 წუთი, რომ ვერც შევამჩნიეთ.

შემდეგ დამსწრეებს შორის მოვკალათდით და ფილმს ვუყურეთ. მინდა გითხრათ, რომ ასეთი შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი ბოლო დროს ნამდვილად არ მინახავს. ისიც არ ვიცი ეს საოცარი კადრები ოდესმე თუ დამავწიყდება. უდიდესი ზემოქმედება მოახდინა ამ ფილმმა ჩვენზე და პირადად მე კიდევ ერთხელ გამიღვივა სურვილი იმისა, რომ ახლიდან ვეზიარო წიგნს „ტიბეტი არ არის შორს“ (მომავალში, იმედია, უშუალოდ ტიბეტს ვეზიარები).

ფილმის შემდეგ გიო მგელაძესთან ერთად მაგიდას დავუბრუნდით და კითხვა-პასუხი განვაგრძეთ. იყვნენ ადამიანები, ვინც უფრო მეტ შეკითხვას სვამდნენ და უფრო დეტალურად ცდილობდნენ ჩაწვდომოდნენ ტიბეტურ ყოფას, იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეკითხვის დასასმელად დგებოდნენ, მაგრამ ფილმისგან მიღებული ემოცია იმდენად დიდი იყო, რომ ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდნენ. საბოლოო ჯამში, ფილმმა ყველას მოგვაწონა თავი და დიდი იმედი მაქვს კიდევ რამდენიმე ადამიანს გავუღვივეთ ტიბეტის გაცნობის სურვილი. ღონისძიების დასასრულს, გიო მგელაძემ მარტივად ურჩია ყველას, რომ „კითხვა კაიფია“ დაგვემშვიდობა და წიგნების საყიდლად რიგიც შეიქმნა.

„ტამელის ჰიპები“ და დამსწრე აუდიტორია განსაკუთრებით ნასიამოვნებნი დავრჩით ამ საღამოთი. პირველ რიგში, ჩვენ კიდევ ერთხელ გადავდგით ნაბიჯი, რომ ხალხისათვის ისეთი შესანიშნავი ნაწარმოების არსებობა შეგვეხსნებინა, როგორიც „ტიბეტი არ არის შორს“ არის. გარდა ამისა, კაცმა არ იცის, თუ კიდევ როდის ეღირსება ეკრანზე ჩვენება გიო მგელაძის ამ შესანიშნავ ფილმს, რომელიც შესანიშნავი მუსიკისა და ფერების მატარებელია. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე სტუმარი სიტყვაუხვი და შესანიშნავი მოსაუბრე იყო და, რაც მთვარია, დამსწრე აუდიტორიას ეტყობოდა ღონისძიებისგან გამოწვეული სიხარული. მოდიოდა ხალხი და მადლობას გვეუბნებოდა ამ შესანიშნავი აქტივობისათვის. რაც მთავარია, ამ საღამომ მოახერხა ის, რომ იქ დამსწრე 80-მდე ადამიანს შეგვიქმნა ის საოცარი ატმოსფერო, რომელსაც ტიბეტი ჰქვია.

„ტამელის ჰიპებისათვის“ დღევანდელმა დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებსა და დამსწრეებს და კიდევ ბევრ კარგ ღონისძიებას გპირდებით !

This slideshow requires JavaScript.

დატოვე კომენტარი

10 Comments

  1. მშურს რომ დათო ტურაშვილს შეხვდით😦 ძალიან მიყვარს მისი წიგნები, ახლაც ვკითხულობ ერთს…

    Reply
  2. guking

     /  June 2, 2012

    ცხოვრებაში აზრად არ მომსვლია (მიოცნებია) ტიბეტის ნახვა (ნეპალიაც)
    მაგარმ წიგნისა და ამ საღამოს შემდეგ აუაუუაუუაუ… გადავქექე ინტერნეტი, რაღაც ფილმებიც ვნახე… მოკლედ.
    საღამო იყო მაგარი. ფილმი❤
    მოკლედ !!

    Reply
    • მესმის შენი ემოცია :დ
      10მაგად მომინდა ტიბეტის ნახვა❤

      Reply
  3. tako japaridze

     /  June 6, 2012

    am pilmis chvenebas agar moawyobt?:(((yoveltvis yvelapers gvian vigeb ra

    Reply
    • თაკო არ მგონია. რეჟისორი არსად არ აქვეყნებს ამ ფილმს. ყველანაირად საავტოროა. უბრალოდ ჩვენ დაგვრთო ნება, რომ გვეჩვენებინა.
      ხვალ ვგეგმავთ კიდევ ერთ შესანიშნავ კინოჩვენებას და გვეწვიე შენს მეგობრებთან ერთად: http://www.facebook.com/events/429738997047456/

      Reply
      • tako japaridze

         /  June 7, 2012

        vecdebi chemo kargo mgonia ro moval:))

  4. ტიბეტი არ არის შორს, ისევე როგორც თავისუფლება, რომელიც თვითონ არასდროს მოდის, მაგრამ ყოველთვის გელოდება…

    Reply
  1. “ტამელის ჰიპების” მეოთხე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: