გავთანაბრდით !

აზრზე არ ვარ რატომ დავარქვი ამ პოსტს ასე, მაგრამ პირველი რაც ბირჟასთან და ჟარგონთან დაკავშირებით გამახსენდა ეს სიტყვა იყო და მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არც არავის გავუთანაბრდით, მაინც იმედს დავიტობებ, რომ ეს სათაური პოსტს მოერგება.

ის ფაქტი, რომ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მხატვრული პროზის გარდა სხვა ბევრი კარგი წიგნიც აქვს გამოცემული, უკვე აღარავისთვისაა უცნობი. ჩვენც ერთ-ერთ ასეთ წიგნს დავტაცეთ ხელი და ხალხში გავედით;

წიგნი ლევან ბრეგაძის მიერ შედგენილი ქართული ჟარგონის ლექსიკონი იყო, გუნდს კი გვსურდა გაგვერკვია რამდენად ხშირად იყენებს ქართველობა ჟარგონს. ქუჩაში გავაჩერეთ ყველას ასაკისა და სქესის ადამიანები, რომლებსაც ვეკითხებოდით სიტყვას და ვამოწმებდით მათ ცოდნას, თუ რამდენად შეეძლოთ მათ ეს სიტყვა ჟარგონულად წარმოეთქვათ. გამოკითხვის დროს ჩვენი გუნდის წევრი – გოგა – ისეთ ეშხში შევიდა, რომ არ ერიდებოდა ამ შეკითხვებით მისულიყო პოლიციელებთან, კონტროლეიორებთან და სხვა პროფესიის ადამიანებთან, რომლებიც კამერას, რა თქმა უნდა, გაურბოდნენ. გოგას ეშხში შესვლა იმაშიც გამოიხატა, რომ ზოგჯერ თემას ცდებოდა და გამოკითხულებს ჰეტეროსექსუალებზე უსვამდა შეკითხვას, შემდეგ კი როცა რესპოდენტისგან მათ ლანძღვას ისმენდა, მიღწეული მიზნის სიამოვნების სიცილი აღმოხდებოდა ხოლმე.

გოგას ეშხში შესვლა იმან დააგვირგვინა, რომ სრულიად მოულოდნელად, იქვე „ტრუბაზე“ მჯდომ და ჩაცუცქულ „ბირჟავიკებთან“ გადაწყვიტა მისვლა და შეკითხვების დასმა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის 3-ვე წევრმა გამოვთქვით ვარაუდი კამერის თავზე შემოლეწვის შესახებ, გოგას აღტკინება ვერ დავაცხრეთ (სინამდვილეში არც კი გვსურდა, რომ დაგვეცხრო) და ბიჭებს მივუახლოვდით.

კამერის დანახვამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ერთ-ერთმა „ბირჟავიკმა“ დიდსულოვნად გვერდზეც კი გაგვიწვია „საბაზროდ“, მაგრამ მცირეხნიანი საუბრის შემდეგ შეუძლებელი შევძელით და ბიჭები დავითანხმეთ კამერასთან მუშაობაზე; არავის გაგვკვირვებია მათი ცინიკური დამოკიდებულება და პასუხები, მაგრამ თვალს ვხუჭავდით ამაზე, რადგან აღნიშნული პროცესით დიდ სიამოვნებას ვიღებდით.

დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. “ტამელის ჰიპების” მეოთხე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: