ბურჭულაძის ფიუჟენი

ცნობილი ქართველი პოსტ-მოდერნისტის ეს რომანი, ჩემი აზრით მისი შემოქმედების მწვრევალია, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „მინერალურმა ჯაზმა“ უკვე სამჯერ გამოცემას გაუძლო.

ეს ალბათ პირობითად არის რომანი (გნებავთ „ანტირომანი“) და მით უმეტეს უფრო პირობითად არის კონცერტი – ჯაზ საღამო, რომლის დარბაზშიც არც თუ ისე ბევრი ხალხია. აუდიტორია ნელ-ნელა იკრიბება. გარემო მინერალურია. რაღაც ნოტი გვეკითხება თუ სად არის ადამიანის ადგილი ამ მინერალურ სამყაროში. ირგვლივ თბილისელი-მეგრელი შერლოკ ჰოლმსია, რომელიც ალბათ დასატყამ ინსტრუმენტებს უზის. ბენდს ზურგს ცირკიდან გამოქცეული დათვი უმაგრებს – დათვი, რომელიც ცოტა ხნის წინ ვოლგის ქვეშ იმალებოდა ახლა კი დიდ სცენაზე დგას. აუდიტორიაში იაპონურად აჟღერებული მეგრული გვარის წარმოშობის ოჯახი იცდის მომლოდინედ.

ბენდის ლიდერი – ზაზა ბურჭულაძე

კონცერტი იწყება;

პრელუდია ღრმა რითმებით, მაგრამ იუმორით იწყება. თხრობა ლუი არმსტრონგის ვოკალს წააგავს.  მელოდია მონკის გაშლილ სიბრტყეს. მდორე გადასვლები, რითმის დავარდნა და პიანო. აუდიტორია სულგანაბულია. ზაზას მსმენელი ხელში უჭირავს. ზაზა მოწოდების სიმაღლეზეა. ინსტრუმენტები თითქმის ჩუმდებიან და ბაცი განათების ქვეშ ჯაზური სუნთქვა ისმის.

ქუხილი !

წამი როდესაც აღარ არსებობს ზაზა და აუდიტორია, სუბიექტი და ობიექტი. ყველაფერი ერთმანეთში აიზილა. „სხვა ჩვენშია“.

გურული კრიმანჭული და ფრენკ ზაპას ფიუჟენი. მოულოდნელობისგან უკმაყოფილო სახეები. შეძახილები. თუმცა ბენდი ამისთვის მზად იყო. იმპროვიზაცია გრძელდება. ჯემ-სეიშენი. ზაზა აჯაზებს !

ზაზამ არ იცის როგორ იწერება კარგი წიგნი.

ზაზამ არ იცის როგორ ტარდება კარგი კონცერტი.

ზაზამ იცის როგორ არ იწერება კარგი წიგნი

ზაზამ იცის როგორ არ ტარდება კარგი კონცერტი.

მუსიკა შეწყდა. ზაზა წინ გადმოდგამს ნაბიჯს. გზა ღმერთამდე. მძიმე და ეკლიანი.

აბა ეშმაკთან მისვლას რა უნდა ?!

ვფიქრობ და ვერ ვხვდები, მაინც რაში დასჭირდა ამ ადამიანს All That Jazz!

ფარდა!

გოგა ანთიძე

დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. “ტამელის ჰიპების” მეოთხე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი
  2. iBook.Ge – ისტორიის გაგრძელება « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: