ტამელის ჰიპები კინოთეატრში

მიღებულმა არასასიამოვნო შეფასებამ, „ტამელის ჰიპებს“ ენთუზიაზმი უფრო მოგვიმატა და ბრძოლის ჟინიც უფრო აგვიმაღლა, ამიტომაც მაშინვე დავიწყეთ აქტივობა:

პირველი ღონისძიება კინოთეატრ „რუსთაველში“ ჩავატარეთ, სადაც შეკრებილ, ფილმის მომლოდინე საზოგადოებას მოულოდნელად დავადექით თავს და შეკითხვები დავაყარეთ. გუნდს შედგენილი გვქონდა შეკითხვები, რომლებიც ნამდვილად არ იყო რთულები და ვიმედოვნებდით, რომ არც რესპოდენტებს გაუჭირდებოდათ პასუხის გაცემა. თავიდან ყველას ვეკითხებოდით თუ შეეძლოთ დაესახელებინათ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ თარგმნილი წიგნები, რომლებზეც ცნობილი ფილმები იყო გადაღებული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველას „ჰარი პოტერის“ სერია ახსენებოდა, მაგრამ მაქსიმუმ კიდევ 2-3 წიგნს თუ დაამატებდნენ ხოლმე.

აბოსულუტრად ყველა მონაწილეს შეემჩნეოდა, რომ მათ „ჰარი პოტერი“, „გოგონა დრაკონის ტატუთი“, „შიმშილის თამაშები“ – ამ სახელწოდების მხოლოდ ფილმები ჰქონდათ ნანახი, წიგნი კი არცერთს წაეკითხა. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით, რომ შეეძლოთ ფასდაკლების ბარათის მოგება და შემდეგ ამ წიგნების შეღავათიან ფასებში შეძენა, ისინი დიდი ყურადღებით გვისმენდნენ  და ცდილობდნენ გამოეცნოთ შეკითხვის პასუხი. სულ დაახლოებით 25 ადამიანი გამოვკითხეთ, ფასდაკლების ბარათები კი 20-მდე ადამიანს გადაცევით. იყო შემთხვევებიც, როდესაც ფასდაკლების ბარათის მოგების სურვილი ისე დიდი ჰქონდათ, რომ გვთხოვდნენ კიდევ ერთი შეკითხვა დაგვესვა, რასაც ჩვენ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვაკეთებდით.

ყველა გამოკითხულ ადამიანს ასევე გადავეცით “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ბუკლეტები, სადაც გარდა კინოდ ქცეული წიგნებისა, სხვა ბევრი კარგი წიგნის მონახვა შეეძლოთ.

საბოლოო ჯამში, „რუსთაველში“ ჩატარებულმა გამოკითხვამ, დაგვაიმედა, რომ ეს ადამიანები შეიძენდნენ ამ წიგნებს, რადგან მათი დიდი ინტერესი აშკარა იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ ჩვენ დამატებით ინფორმაციას ვაწვდიდით სხვა წიგნებზეც. გამოკითხულთა შორის ერთი იყო ასევე საქართველოში ახლად დაბრუნებული ემიგრანტი, რომელმაც არაფერი იცოდა ამ გამომცემლობის შესახებ და ჩვენც დაუზარებლად მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია გამოცემულ წიგნებზე.

ახლა კი ბევრს აღარ გავაგრძელებ და რამდენიმე გამოკითხულის ვიდეოს შემოგთავაზებთ.

Advertisements
დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. “ტამელის ჰიპების” მეოთხე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: