“ტამელის ჰიპების” მესამე რეპორტი

ესეც ასე… მიიწურა „წიგნების თაობის“ მე-3 კვირა და „ტამელის ჰიპებიც“ ჩვენს შეფასებას წარმოგიდგენთ:

სანამ უშუალოდ აქტივობაზე გადავალ, ერთ ამბავს ვიტყვი: გავიგეთ, რომ გამომცემლობაში პროგრამა „რა სად როდის“-დან ყოფილან და მსოფლიო კლასიკის წიგნები საკმაო რაოდენობით შეუძენიათ. ბევრმა ეს ამბავი ჩვენ დაგვიკავშირა და „ტამელის ჰიპებსაც“ მიგვაჩნია, რომ მთლიანად თუ არა, გარკვეულწილად მაინც მიგვიძღვის წვლილი ამ ფაქტში. ეს შესავლისათვის, ახლა კი აქტივობებზე გადავალ:

1 – სამწუხაროა, რომ აქამდე „წიგნების თაობის“ არცერთ მონაწილეს არ გახსენებია, 2012 წელი იუნესკომ  შოთა რუსთაველის წლად რომ გამოაცხადა, რადგან ზუსტად 300 წლის წინ პირველ ქართულ სტამბაში, პირველი ვეფხისტყაოსანი დაიბეჭდა. (იხ.ვიდეო)  სწორედ ამიტომ, სიმბოლურად, „ტამელის ჰიპებმა“ ანესთეზირებულ ბლოგზე „ვეფხისტყაოსანი“ გავათამაშეთ. გამარჯვებული კონკურენტი გუნდის წევრი ნიკა სერგია გახდა. მეორე დღესვე ჩვენ ნიკას თსუ-ში შევხვდით, წიგნი გადავეცით და მის „ორიგამის ბაზრობასაც“ დავესწარით.

2– შემდეგ დღეს ჩვენს ყველაზე თბილ და სასიამოვნო ღონისძიებას შევუდექით – სამშობიარო სახლს ვეწვიეთ, სადაც ტყუპების დედას „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ შესანიშნავი წიგნი და ფასდაკლების ბარათი გადავეცით. ამით კიდევ ერთი ორიგინალური აქტივობა შევმატეთ პროექტს.

3-მომდევნო დღეს ბლოგზე მარი ბექაურის მოთხრობაზე დაწერილი პოსტი გამოვაქყვენეთ. ძალიან ვნერვიულობდით, თუ როგორ შეაფასებდა ამას თავად მწერალი, მაგრამ მარისგან იმხელა სითბო, სიყვარული და დადებითი ემოცია წამოვიდა, რომ საბოლოოდ დავრწმუნდით პოსტის სიკარგეში. მით უმეტეს, რომ ამას დაემატა რამდენიმე ადამიანი (ძირითადად ჩვენი მეგობრები), რომელმაც ამ პოსტის გამო წიგნის ფესტივალზე შეიძინა „ელექტროთაობა“.

4-ფესტივალის პირველი დღის შემდეგ კერძო ბავშვთა სახლს ვეწვიეთ და მათ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ერთი სერია მთლიანად გადავეცით საჩუქრად. გარდა ამისა, ინფორმაცია მივაწოდეთ წიგნის ფესტივალის შესახებ, დავურიგეთ ფლაერები და ფასდაკლების ბარათები. აღსანიშნავია, რომ მომდევნო დღეს კიდევ ერთი კერძო ბავშვთა სახლის წარმომადგენელს ვაყიდინეთ ამ სერიის 10-ვე წიგნი.

5– ცალკე არის გამოსაყოფი ის საჩუქარი, რომელიც გუნდმა სანდრო ლორთქიფანიძეს გავუკეთეთ. როგორც გამომცემლობის დირექტორმა აღნიშნა, „ტამელის ჰიპებმა“ ყველაზე „ჰიპური“ საჩუქარი გადავეცით მწერალს და სხვათა „ფეშქაშებს“ თუ ლარებით ჩამოვუვარდებოდით, სამაგიეროდ ექსტრემალურობითა და ორიგინალურობით აღვემატებოდით.

6-შაბათს დილით საუცხოო ფლეშმობი მოვაწყვეთ, სახელწოდებით „ვინც არ კითხულობს, ის არც ზის ! “ ამ აქტივობამ ისეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია და ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ დღესაც მოგვდის თხოვნები გულშემატკივრებისგან იმის შესახებ, რომ თუკი მსგავსი რამ შემდგომშიც განმეორდება, აუცილებლად მივცეთ მათაც მონაწილეობის საშუალება. „ტამელის ჰიპებიც“ ისეთი ნასიამოვნები ვართ ამ ფლეშმობით, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა, მაინც ვაპირებთ იგივე გავიმეოროთ. ფლეშმობის დიდი მოწონება იმაზეც აისახება, რომ მის სანახავად შემოსული ვიზიტორების რიცხვმა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. 1037 მნახველი ერთ დღეს ! სხვისი ბლოგის ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ „ანესთეზირებული ბლოგისათვის“ ეს ნამდვილად შესაშნიშნავი შედეგია.

7-შესანიშნავი ამბავი იყო ისიც, რომ „ტამელის ჰიპების“ ერთ-ერთი წევრის რევიუ თბილისის  საერთაშორისო წიგნის მე-14 ფესტივალის კატალოგში დაიბეჭდა და დიდი იმედი გვაქვს, მისი წაკითხვის შემდეგ, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გამოთქვა მისი შეძენის სურვილი.

8-ნამდვილად ცალკე გამოსაყოფია ჩვენი გუნდის აქტიურობა წიგნის ფესტივალზე. სავსებით თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ „ექსპო-ჯორჯიაში“ ჩვენნაირი აქტიურობით ვერცერთი გუნდი ვერ დაიკვეხნიდა. ჩვენ ვეხმარებოდით გამომცემლობას ფლაერების დარიგებაში, ვურჩევდით ხალხს სხვადასხვა სახის წიგნებს, გვქონდა 5 ვიქტორინა და ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ მკითხველი  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სტენდს არ მოშორებოდა.

აი, ასე მიილია ჩვენი გუნდის მე-3 კვირა. ახალ კვირაში ახალი გამოწვევების წინაშე დავდგებით და ვეცდებით საუკეთესოდ გავართვათ თავი ყველაფერს 🙂

Advertisements
დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: