“ტამელის ჰიპები” წიგნის ფესტივალზე

როგორც იქნა, მაისის ბოლო კვირაც დადგა და თბილისის საერთაშორისო წიგნის მე-14 ფესტივალი გაიხსნა, რასაც დიდი სიხარულით შევხვდით „ტამელის ჰიპები“. გარდა იმისა, რომ ფესტივალიდან წიგნებით დახუნძლულები ვაპირებდით გამოსვლას, ჩვენი დიდი სურვილი იყო ამ ფესტივალზე ხალხისათვის აქტიურობითაც დაგვემახსოვრებინა თავი.

პირველ რიგში უნდა ვთქვა ის, რომ საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ თუ რა ძალიან მოსწონდათ ჩვენი გუნდი და აქტივობები. 4 დღის განმავლობაში, დაახლოებით 15-20 კაცი მოვიდა და განგვიცხადა მსგავსი რამ. ერთი ჩვეულებრივი ბლოგპოსტი კი ვერ აღწერს იმ დიდი სიყვარულს და სიამოვნებას, რასაც ამ შემთხვევითი შეხვედრებით ვიღებდით.

გარდა უცხო ხალხისა, შემთხვევით შეხვედრილი მწერლებიც ადვილად გვცნობდნენ და თბილად გვესალმებოდნენ, რაც კიდევ უფრო მეტად გვახარებდა. ერთ-ერთ ასეთი შემთხვევითი შეხვედრისას ბესო ხვედელიძემ კარებში გაგვაჩერა და თავის მეგობრებთან წარგვადგინა. იქვე გავარკვიეთ, რომ მისი მეგობრები სულ ახალი ჩამოსულები იყვნენ ტამელიდან და გასაკვირი არცაა, ჩვენი სახელწოდებით რომ აღფრთოვანდნენ🙂

რაც შეეხება ფესტივალზე აქტიურობას, პირველ რიგში ყველაფერი გათამაშებებით დავიწყეთ; დაგმეგმილი გვქონდა ფესტივალის პირველ და ბოლო დღეს კონკურსები ჩაგვეტარებინა და ხალხისათვის წიგნების მოგების შანსი მიგვეცა. პირველი წიგნი სიმბოლურად დიანა იანსეს გამოსვლას მივაყოლეთ და მისი „ავღანური დღიურები“ გავათამაშეთ. ამავე დღეს  ჩვენგან გამარჯვებულს ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტანი“ ხვდა წილად. ბოლო დღეს კი სამი თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნის მოგების შანსი მივეცით შეკრებილ საზოგადოებას: დათო ტურაშვილის „ტიბეტი არ არის შორს“-ის, ბესო ხვედელიძის „თაგვის გემო“-სი და მარი ბექაურის „ელექტროთაობის“. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს გათამაშებებს ბევრი (გათამაშებისთვის) ხალხი ესწრებოდა. პირველ დღეს თუ ეს ციფრი 15-ს ოდნავ ცდებოდა, ბოლო დღეს 30-მდე კაცი ცდილობდა ჩვენი წიგნების მოგებას, ეს ფაქტი კი ძალიან გვახარებდა. გათამაშების პრინციპი უცვლელი იყო: 5 შეკითხვა და 5-ვეზე სწორი პასუხის პირველ ავტორს წიგნი საჩუქრად.

ასევე უნდა ვახსენოთ „ტამელის ჰიპების“ გამომცემლობისადმი გვერდში დგომა და ორდღიანი ფლაერების დარიგება. 24 და 25 მაისს წიგნის ფესტივალის გარდა ქუჩებშიც კი დავარიგეთ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ფლაერები – ჯამში 14 შეკვრა – თქვენ

წარმოიდგინეთ და წერეთლის გამზირზე ჩამწკრივებულ 100-მდე მანქანის „დვორნიკქვეშააღც“ კი აღმაოჩენდით ამ გამომცემლობის ფლაერებს.

გარდა ფლაერებისა, ვცდილობდით ხალხისათვის ამ გამომცემლობის წიგნებიც გვერჩია. პირადად მივიყვანეთ რამდენიმე ნაცნობ-უცნობი „ბაკურის სტენდთან“ და არაერთი წიგნი ვაყიდინეთ. ამ ქმედებიდან ერთს გამოვყოფდი, როდესაც სრულიად უცხო გოგო, რომელმაც ერთ-ერთი ღონისძიებიდან გამომდინარე მიცნო, მომიახლოვდა და მთხოვა ის წიგნი მეჩვენებინა მისთვის, რომელიც U.R.-ის კონცერტზე გავათამაშეთ. დიდი სიამოვნებით წავუძეხი „აბსურდისტანთან“ შესახვედრად, მაგრამ სტენდზე ეს წიგნი აღარ აღმოჩნდა – როგორც ჩანს სულ გაყიდულიყო. მეორე დღეს ის გოგო ისევ შემხვდა, ამჯერად „აბსურდისტანით“ ხელში ^_^  ძალიან გვიხაროდა ასევე, როდესაც ადამიანებს ზაზა თვარაძის წიგნებით დამშვენებულებს ვხედავდით❤

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ასევე წიგნის ფესტივალზე მოცემული ბონუს-დავალებაც, რომელსაც მიმაჩნია, რომ „ტამელის ჰიპებმა“ შესანიშნავად გავართვით თავი; როგორც პროექტის ჟიურიმ გვითხრა, 15 საუკეთესო მოთხრობის ავტორიდან ერთ-ერთისათვის მინიმუმ 50-ლარიანი საჩუქარი უნდა გაგვეკეთებინა. გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვეულ „მადონას სერვიზის“ სტილის ყველანაირ სასაჩუქრე იდეაზე მაშინვე წიხლი გვეკრა. სწორედ ამიტომ, ჩვენი დიდი ფიქრის შემდეგ, საოცრად ექსტრემალური იდეა დაგვებადა და მისი საჩუქრად გადაქცევაც შევძელით: პირადად მქონია ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან მუშაობის სიამოვნება, სწორედ ამიტომაც სხვებზე უკეთ მის პიროვნებას ვიცნობდი და საჩუქარიც მას მოვარგეთ საუკეთსოდ. ვიცოდი, რომ

აქ ვამბობთ, რომ სანდროს სიმაღლის შიში აქვს😀

სანდროს სიმაღლის შიში ჰქონდა და მისი დაძლევაც უნდოდა. რითი უნდა დაძლიო ეს შიში თუ არა სიმაღლიდან გადმოხტომით ?! – პლიუს ამას, სანდროს ბანჯიდან გადმოხტომაც რომ უნდოდა ესეც გაგვეგო, ამიტომაც „ტამელის ჰიპებმა“ მას საჩუქრად გადავეცით სპეციალურად მისთვის დამზადებული ბარათი, რომლის მეშვეობითაც ის შეძლებს ბანჯიდან ერთი ნახტომით სრულ თავისუფლებას მიეცეს. როგორც სცენაზე ყოფნისას გამომცემლობის დირექტორმა აღნიშნა, „ტამელის ჰიპებმა“ მართლაც „ჰიპური“ საჩუქარი გავუკეთეთ მწერალს და დიდი იმედი გვაქვს სანდრო ამ ყველაფერით უდიდეს სიამოვნებას მიიღებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სანდრო საჩუქრის ადრესატი უბრალო ნაცნობობით არ ყოფილა, „ტამელის ჰიპების“ სამივე წევრს ძალიან მოგვეწონა მისი შესანიშნავი მოთხრობა “ცხრაკლიტული“  და თქვენც გირჩევთ მის წაკითხვას.

წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით, გუნდისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავია ის, რომ ჩემი რევიუ დათო ტურაშვილის წიგნზე „ტიბეტი არ არის შორს“ ფესტივალის კატალოგში დაიბეჭდა, რითაც დიდი იმედი მაქვს კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა მისი წაკითხვის სურვილი.

ყოველივე ამის გამო, ეს ფესტივალი განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან გარდა წიგნებით დახუნძვლისა, ისიც მოვახერხეთ, რომ ხალხისათვის ჩვენი აქტივობით დაგვემახსოვრებინა თავი.

PS. ეს წიგნის ფესტივალი ირაკლი მახარაძის საუცხოო ჭაჭითაც იყო გამორჩეული❤ :დ

დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. “ტამელის ჰიპების” მესამე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: